(euronews.ge) ესაა ქვეყანა, სადაც არავინაა ბედნიერი, არც ფულიანი და არც უფულო!”

ქვეყანა, სადაც არავინაა ბედნიერი, არც ფულიანი და არც უფულო!”ეს არის ორი წლის წინ გამოქვეყნებული შეფასების გაგრძელება.. მდგომარეობა დღითი-დღე კიდევ მეტად უარესდება. ბატონი ივანიშვილის მმართველობამ დაასრულა მოქკავშირ-აღორძინების მიერ დაწყებულ – ი და ნაცმოძრაობის მიერ წარმატებულად გაგრძელებული ფულისუფლების ქვეყნად საქართველოს ჩამოყალიბება. რეალურად სიყალბეში ვცხოვრობთ, ქვეყანას პოლიტიკური მაფია მართავს…ესაა ქვეყანა, სადაც ფულიანი მეტადაა მონა, ვიდრე უფულო. ქვეყანა, სადაც არავინაა ბედნიერი, არც ფულიანი და არც უფულო!

,, დღეს მთავარია სიკეთით გამარჯვება. ეს მხოლოდ მორალური ადამიანების ერთობას შეუძლია. ეს უნდა იყოს მოძრაობა რწმენით და შიშველი ხელებით!

ვისაუბროთ გულიანად, მიკიბ-მოკიბვის გარეშე:

ღმერთმა ქნას, ვცდებოდეთ, მაგრამ შთაბეჭდილება გვრჩება, რომ:

● დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოში, ხალხისა და ქვეყნისადმი ხელისუფლების პასუხისმგებლობა მოკვდა.

● თანამდებობის მოპოვების მთავარ კრიტერიუმად მლიქვნელობა იქცა.

● სოციალური დემაგოგია ყოველგვარ დასაშვებ საზღვრებს გადაცდა.

● წახალისებულია მოღალატეობა – პარტიიდან პარტიაში მომთაბარეობა.

● იყიდებიან პარტიები, პოლიტიკოსები, ტელევიზიები, საინფორმაციო საშუალებები.

● შეიძლება არჩევნებში (და არა მარტო) გამარჯვების ყიდვა და სხვისი დამარცხების ყიდვაც.

● პრაქტიკულად პოლიტიკური პროსტიტუციის ეპოქაში ვცხოვრობთ.

ჩვენი პოზიცია აქ არის მოცემული…
გახსენით ეს ლინკი

დარჩეს ამ წელში ნათქვამად ვიფიქროთ მომავლის საქართველოზე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *