დიდება უფალს, გამძლეობა ჩვენს პატრიარქს,ძლიერება ჩვენ სამშობლოს!

მე მინდა მთელ საქართველოს ვუთხრა, რომ არ გაუტყდეს გული, ყველაფერი ეს განსაცდელი, რაც გვაქ, ყველაფერი გაივლის და ღმერთი გადმოგვხედავს, მე ასევე მინდა სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეთ, აუცილებლად უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, შური არ უნდა ვიძიოთ. ბოროტებით ბოროტება არ იკურნება, ბოროტება ინკურნება სიყვარულით, ერთმანეთს გავუკეთოთ სიკეთე, შეიძლება ღირსიც არ არის ის, ამ სიკეთისა, მაგრამ ათმაგად შენ დაგიბრუნდება.
არ შეგეშინდეთ, ყველაფერი კარგად იქნება. გიყვარდეთ ერთმანეთი.”

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ილია მეორე♥️;

თავს უფლებას ვაძლევ,როგორც მონა ღვთისამ,მცირედი მინაწერი გავაკეთო.

ჩვენი სულიერი მამის ეს სიტყვები ჩემთვის არის დიდი სიბრძნე…

ჩემი ღრმა რწმენით , იმედი სწორედ იმაშია,რომ უფალმა , დიდი განსაცდელის ჟამს ქვეყანას ბრძენი პატრიარქი მოუვლინა…

ყველანი ვხედავთ და ვგრძნობთ,რომ პატრიარქი სინანულშია ტელევიზიისა და სკანდალების მოყვარულ სამღვდელო პირთა გამო…

დიახ,მათ კი არ განიკითხავს, როგორც ეს ბევრს უნდა ეკლესიაში,გაცილებით მეტს ხალხში,არამედ სწორედ მათ გამოა სინანულში…

ეს არის მხილება… დიახ,მხილება და გონების გახსნა და თვალის ახელა იმათთვის, ვინც მახვილის აღმართვას,რისხვით საუბარს ითხოვს პატრიარქისგან..

დიახ,ეს არის მხილება…როცა საეკლესიო პირი თვითონვე ამხელს საკუთარ თავს…როცა პოლიტიკოსები, ჟურნალისტები ამხელენ საკუთარ თავსა და ზრახვებს…მოაზროვნე ადსმიანი კარგად ხედავს , თუ ვინ რას ამბობს,რატომ და ვისი მსახურებისთვის…

აშკარაა,რომ ეკლესიის კანონიკური დებულებებისგან შორს არიან საეკლესიო პირებიც კი,ხოლო ამ საკითხებზე მოსაუბრე პოლიტიკოსები, ჟურნალისტები,არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები უსულობისა და უღმერთობის მორევში არიან გადავარდნილნი…

პატრიარქი მათთვის ლოცულობს.. ვილოცოთ ჩვენც და ვიფიქროთ ხალხის,ეკლესიისა და ხელისუფლების ერთიანობაზე,როგორც ამას ქადაგებს პატრიარქი და სწორედ მისი ლოცვა-კურთხევით შედგა ქვეყნის განვითარების კონცეფცია-“გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ!”.

მეცნიერებმა ამ კონცეფციის მიზნად სწორედ ხალხის,ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობა მიიჩნიეს და მას საფუხვლად ბიბლიური სწავლება დაუდეს :მთავარში-ერთობა,სადაოში-თავისუფლება,მაგრამ ყველაფერში-სიყვარული!”

ეს არის ეკლესიური გზა…ეს არის დავით აღმაშენებლის გზა,ეს არის გზა მომავლის საქართველოსკენ!

კიდევ ერთი და მთავარი…ნუ ვწერთ 21-ე საუკუნის “დეკამერონს”…უფალთან მიახლოება,რწმენით ცხოვრებაა მთავარი,საკუთარი თავის შეცნობა,ბოროტი ზრახვებისგან სულის განთავისუფლებაა მთავარი და არა სხვისი განკითხვა…ეს უფლისაა და ნუ ვითვისებთ…ყველაზე დიდი სიმძიმე ბერებზეა,მდუმარებაშია…მდუმარებაში ყოფნას უნდა ძალა და არა ტელევიზიებით ბოროტ ზრახვათა ქვეყნისა და გაუცნობიერებელი ადამიანებისთვის თავს მოხვევას!

საკითხავია,საპრეზიდენტო არჩევნების ერთი,”ოცნების” ხელისუფლებაში მისვლის შვიდი წლის თავზე ვის დასჭირდა ასეთი მძიმე და ბოროტი საუბრებით ქვეყნის “დაპყრობა”…

დიდება უფალს, გამძლეობა ჩვენს პატრიარქს,ძლიერება ჩვენ სამშობლოს!

თქვენ სამსჯავროზე გამომაქვს ციანიდთან დაკავშირებული მოვლენების იმდროინდელი ჩემეული შეფასებები….უკვე თქვენ და დრომ შეაფასოს,სწორი ვიყავი,თუ არა!

იხ. (geomedioatv.ge) თემურ შაშიაშვილი: პირდაპირ და მიკიბ-მოკიბვის გარეშე…

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *