(geomedioatv.ge) თემურ შაშიაშვილი: პირდაპირ და მიკიბ-მოკიბვის გარეშე…

 

16730228_1069710623140606_5914764922260322484_nპირდაპირ და მიკიბ-მოკიბვის გარეშე

განსაკუთრებული პოზიცია

საერთოდ გამოვრიცხავ, და არც მინდა ვიფიქრო,რომ პატრიარქის მოწამლვა იგეგმებოდა,მით უფრო ეკლესიის წიაღიდან..

არც ის მინდა ვიფიქრო,რომ ვისაც ყელში აქვს გაჩხერილი პატრიარქის ავტორიტეტი (ასეთი არაერთია),მან ჩაიფიქრა ასეთი მზაკვრობა და ისე მოქმედებს , ავტორიტეტიც უნდა მოიპოვოს ხალხის თვალში.

დღეისათვის მომხდარით ყველაზე მეტად დაზარალებულია დედა-სამშობლო , ხალხი და დედა-ეკლესია,მადლიერება ხელისუფალთა მიმართაა.ეს სერიოზულად დამაფიქრებელია და თუ ასე გაგრძელდა, დიდ ეჭვსა და კითხვებს გააჩენს.თუნდაც იმით,რომ ხელისუფლებას თავი მხსნელად გამოჰყავს და არარად აგდებს იმას,რომ ყოველი განცხადებით არტყამს ეკლესიის ავტორიტეტს.

მძიმე დასკვნას ვაკეთებ,მაგრამ სხვისი თქმის საშუალებას არ მაძლევს ბოლო მოვლენები-დაწყებული იმით,ვინ მოხვდა საპარლამენტო სიებში,მით უფრო,ეკლესიის წიაღიდან,თუ იქ შეგზავნილიდან , დამთავრებული ბოლო მოვლენებით….

ვერ ვიხსენებ ერთ ფაქტს,რომ პატრიარქის ქადაგებებში ჩამოყალიბებულ დიდ ეროვნულ წინადადებებს,მოსაზრებებსა და იმიციატივებს,რომ რამე გაგრძელება მოჰყვა,მაშინ როცა,თითქმის ყველამ ხელისუფლების საჯარო მხარდაჭერა მიიღო.

ვიცი ერთი,უნდა გეშინოდეს არა პროკურატურის,პოლიციის,სასამართლოს,ხელისუფლების,ადამიანის,თუ ადამიანთა რისხვის,არამედ ღმერთის სამართლიანობის,
რადგან,როგორც ეს ლუკას სახარებაშია:

“არაფერია დაფარული,რომ არ გაცხადდეს,და დამალული,რომ არ გამჟღავნდეს.ამიტომ,რაც ბნელში გითქვამთ,ნათელში მოისმენენ,და რაც ყურში იჩურჩულეთ ოთახებში, ერდო-ბანებზე გახმაურდება. გეუბნებით თქვენ,ჩემო მეგობრებო,ნუ გეშინიათ მათი,ვინც სხეულს კლავს და ამის მეტის არაფრის გაკეთება შეუძლია…”

სიკეთით ცხოვრების ფილოსოფიაა ამ სიტყვებში.

“დეკამერონს” სძლია,მოერია ადამიანი და უფლის რწმენით ცხოვრობს. ჩვენ თვალწინ ყოველდღე ახალი დეკამერონი იწერება…წერს,ვისაც არ ეზარება და ღმერთის არ ეშინია,დაწყებული უზნეო რიგითი არსებით, გაგრძელებული ასეთივე პროკურორით,პოლიციელით,მოსამართლით,პოლიტიკოსით და ხელისუფალით დამთავრებული.

ეს რწმენით მცხოვრებს არ აშინებს,რწმენაში აძლიერებს.რადგან იცის,დედა-ეკლესიაზე შეტევაეს არის შეტევა სამშობლოზე,მის წარსულსა და მომავალზე,ქართულ სულსა და ქართულ ცნობიერებაზე,რომელიც არასდროს არ ყოფილა ჩაკეტილი,მუდმივად ზოგადსაკაცობრიო,პლანეტარული იყო და არის.

დავიცვათ ჩვენი სამშობლო და დედა- ეკლესია,ვიცხოვროთ სიკეთისა და სიყვარულის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით-ამას გვასწავლის მრავალტანჯული ჩვენი ერისა და ხალხის ისტორია და წარსული,ამას გვინერგავდნენ წმიდა მამები და ჩვენი დიდი წინაპრები…ამ განწყობას აძლიერებდა და აძლიერებს ყოველ მოაზროვნე ქართველში ჩვენი დედა-ეკლესია და მისი საჭეთმპყრობელი, უწმიდესი და უნეტარესი,ილია მეორე.

ეროვნულ კაცთა ერთობისა და მოქმედების დროა!

დუმილი’ღირსების დაკარგვის ტოლფასია!

ვთქვათ პირდაპირ,ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე:გადასარჩენია დედა-სამშობლოც,დედა-ეკლესიაც,საქართველოში საქართველო,ქართველში – ქართველი , აფხაზში – აფხაზი ,ოსში – ოსი !

დავდგეთ ღირსებით !

წყარო: http://www.geomediatv.ge/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A0-%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9E/

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *