დიახ, ხელისუფლებამ უნდა არჩიოს კონსტრუქციულთან თანამშრომლობა და არა დესტრუქციულთან ბრძოლა!

ჯერ კიდევ ათი დღის წინ, “თეთრების” ლიდერმა ვიდეომიმართვაში, რომელიც პანდემიას ეძღვნებოდა, მოუწოდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, დეპუტატებს, ჩინოვნიკებს, საკუთარი ხელფასების ნაწილი გადაერიცხათ კორონავისრუსთან ბრძოლის ფონდში. ეს იყო პირველი ასეთი მოწოდება. მსგავსი პოლიტიკური პარტიების მიმართაც გაკეთდა. იყო ეკონომიკური მიმართულებით რჩევებიც.

და აი, რამდენიმე დღის წინ კმაყოფილებით აღვნიშნეთ, რომ მმართველი პარტიის, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგეს. პარიზში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულემ, ცნობილმა ჟურნალისტმა, ბონდო ქურდაძემ ამის შესახებ საკუთარ სტატუსში დაწერა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ბრავო-პრემიერს, ბრავო-“ოცნებას“, ბრავო-ექსგუბერნატორს!..

დიდებულად მიიღო ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილის ალავერდი, ანუ წინადადება, ხელფასების შემცირების თაობაზე “ოცნების“ ხელისუფლებამ, ზუსტად ამას ვწერდი “ასავალ-დასავალში“ ორი დღის წინ, რომ ხელისუფლებამ ოპონირება ჭკვიან ადამიანებს უნდა გაუწიონ და თუ საჭიროა მიიღონ მათი რჩევები. გუშინ, თავის გამოსვლაში, საჯაროდ სთხოვა ქუთაისის ექსგუბერნატორმა ხელისუფლებას, რომ საჯარო მოხელეებს შეემცირებინათ ხელფასები და გვერდით დადგომოდენ გაჭირვებაში ჩავარდნილ ქვეყანას. რაოდენ სასიამოვნოა, რომ ამ მოწოდებიდან, ზუსტად ერთ დღეში, მთავრობამ, ბატონ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით და პარლამენტის “ოცნების“ დეპუტატების უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ:
“ საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მომდევნო სამი თვის ხელფასის 1/3- ს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ….“

ეს იყო “დიდი პოლიტიკური“რევერანსი, საქართველოს, ხელისუფლებამ თავის ქმედებით, დაამტკიცა რომ მზადაა მიიღოს ნებისმიერი წინადადება, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობისკენაა მიმართული, რითაც დიდი თავსატეხი გაუჩინა რევანშისტურ ძალებს!..

ბონდო ქურდაძე, ჟურნალისტი. პარიზი. 2.04.2020.

ჩვენ აბსოლუტურად ვეთანხმებით ბონდო ქურდაძის პათოსს და გვახარებს, რომ კომენტარების უმეტესობაც სწორედ ამ განწყობისაა. დიახ, ხელისუფლებამ დესტრუქციულთან ბრძოლას უნდა არჩიოს კონსტრუქციულთან თანამშრომლობა! მათ კი ვინც ოპონირების რეჟმშია. ვუპასუხებთ.

ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მაინცა და მაინც “თეთრების” ლიდერის კარნახით მიიღო. თუმცა ვამბობთ, ყველამ აღიაროს, თემურ შაშიაშვილი იყო პირველი, ვინც ხელფასების განახევრების მოწოდება გააკეთა და მისასალმებელია, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ ამ მოწოდების ადექვატური გადაწყვეტილება მიიღო (რზოგიერთი რეგიონის ხელისუფალთაგან განსხვავებით), რაც მისასალმებელია.
ჩვენ იმედს ვიტოვებთ, მეცნიერთა რჩევები და “თეთრების” ლიდერის ვიდეომიმართვებს, მომავალშიც ექნება ადექვატური გამოხმაურება.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *