თემურ შაშიაშვილი: „ქვეყანას უფრო დიდი მტერი არ ჰყავს, ვიდრე სოციალური დემაგოგია!

“თეთრების” პრეს-ცენტრი ბატონო თემურ, უამრავ კითხვებს ვიღებთ იმ ადამიანებისგან, ვინც თქვენი გამოსვლები უკვე ნახა და მოისმინა. გვეკითხებიან: არავის ერთი განსხვავებულიც არ უთქვამს, ვიდრე თქვენ თქვით მეცნიერთა წინაშე გამოსვლისას და შემდგომ ორ-სამ ოთხშაბათის ტრადიციულ გადაცემაში. რა ხდება? ხელისუფლებამ ძირითადად იგნორირებით უპასუხა ოპოზიციური პარტიები იმეორებენ იგივეს რაც თქვენ თქვით, მათ ტელევიზიები განუსაზღვრელ დროს უთმობენ, თქვენ კი საერთოდ არ გაჩვენებენ. გვიპასუხებთ, რა ხდება, როგორ ახსნით ყველაფერ ამას?

თემურ შაშიაშვილი: კაცობრიობის ისტორია ადასტურებს, რომ ყოველ დროში საშიშნი იყვნენ ხალხის ენაზე მოლაპარაკე პოლიტიკოსები. ისტორიამ მათ სოციალური დემაგოგები უწოდა. ეს საშიშროება დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეებში გაჩნდა ჩვენს სამშობლოში, მან შეიწირა უამრავი პროგრესული პოლიტიკოსი და გზა გაუხსნა სოციალურ დემაგოგებს ანუ იმათ, ვინც ხალხის სახელით ხალხს ებრძოდა. ეს საშიშროება პირველი მეცნიერებმა იგრძვნეს და სწორედ მათ ანალიზზე დაყრდნობით, 2002 წელს ღია წერილით მივმართე პარლამენტს, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე ქ-ნი ნინო ბურჯანაძე იყო.მიმართვის ეს ვრცელი მიმართვაა, უფრო სწორად ის მოხსენებაა, რომელიც მინდოდა პარლამენტში წამეკითხა და საქართველოს მოსახლეობას განესაჯა რომ სოციალური დემაგოგი პარტიები იყვნენ მართალი თუ მე და მეცნიერთა ის გუნდი, რომელთაც მიაჩნდა, რომ ქვეყანას უფრო დიდი მტერი არ ჰყავს, ვიდრე სოციალური დემაგოგია. მიმართვაც ასე დავასათაურე… რა ვქნათ, როგორც ჩანს, ხალხს ლამაზი ტყუილი ურჩევნია მწარე სიმართლეს. არც მაშინ გაიზიარეს მეცნიერთა ჯანსაღი პოზიცია და დღესაც ბევრი სოციალურ დემაგოგიის მიმდევარია. სოციალური დემაგოგია კი პოლიტიკური კორუფციის უმთავრესი საყრდენია.

სწორედ ამიტომ იყო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემთვის მთავარი პოზიცია მიმართული სიყალბისა და პოლიტიკური კორუფციის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ ვამბობდი, რომ ურთიერთჩასაფრებულ პოლიტიკურ ძალთა ბრძოლა დამანგრეველია ქვეყნისა და ხალხისთვის.

ეს უბრალოდ ჩემი პოზიცია კი არა, მეცნიერთა დასკვნებია იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყანაშია. სოციალური დემაგოგი ამბობს იმას, რასაც ხალხი ადვილად შეჰყავს შეცდომაში, ანუ მოკლედ და გასაგებად რომ ვთქვათ, ხალხის წინაშე გასაყიდად გამოაქვს ის, რაც ყველაზე მეტად იყიდება. საქართველოში კი, ყველაზე მეტად იყიდება ტყუილი, რადგან ის ყველაზე იაფია. საქართველოში ყველაზე იაფი ტყუილი და აგრესიაა, პოლიტიკოსები ხალხის ამ სისუსტეს იყენებენ და სწორედ ხალხის ამ სისუსტეზე დაყრდობით ბატონობენ ხალხზევე.

მე არ მეგონა, 21 საუკუნეში, მით უფრო 30 წლიანი სიყალბეში ცხოვრების შემდგომ, ხალხი ასე მონატრებულად მოისმენდა სოციალურ დემაგოგთა ტყუილებს. არჩევნები და კრიზისი კი ყველაზე მეტად ავლენს სოც. დემაგოგებს. სოციალური დემაგოგი არჩევნების დროს კადრულობს იმას, რასაც არ იკადრებს ზნეობრივი პოლიტიკოსი… სოციალური დემაგოგი კრიზისის დროს კადრულობს უკადრებელს. ეს ხდება დღეს საქართველოში. პოლიტიკოსები უკადრებელს კადრულობენ, კადრულობენ იმას, რასაც ზნეობრივი ადამიანი, მით უფრო პოლიტიკოსი არათუ მიუღებლად თვლის, არამედ ქვეყნის მტრობად მიიჩნევს.
დააკვირდით, როგორი დასკვნა გააკეთეს მეცნიერებმა: პარტიებში ზნეობის დეფიციტია, ზნეობრივ ადამიანებში – პარტიების მიუღებლობა. ანუ ეს არის ის, რის გამოც ვიღებთ არაზნეობრივ და არაეროვნულ ხელისუფლებებს. რადგან დღევანდელი კანონმდებლობით, პარლამენტში ვერ მოხვდები თუ პარტიის წევრი არ ხარ და პარტიის წევრობას ვერ უხსენებ ზნეობრივ ადამიანებს.

რაც შეეხება უშუალოდ თქვენს კითხვას.

პასუხი თქვენს კითხვაშივეა. ქვეყანა პოლარიზებულია. ან სახელისუფლებო ტელევიზიებია, ან ოპოზიციური. თუ რომელიმე დაჯგუფებას არ ეკუთვნი, ან ხელისუფლების მადიდებელი არ ხარ, ან ნაცმოძრაობის მაგიდასთან მჯდომი, წინასწარ უნდა იცოდე – ტელევიზიაში არ მიგიწვევენ. ძლიერი ის კი არ არის, ვინც ტელევიზიით გამოდის, არამედ ის, ვინც არც ხელისუფლებასთან მიდის კომპრომისზე და არ არის მისი ტაშისმკვრელი და არც ქვეყნის გამაუბედურებელი „ნაცმოძრაობის“ მოწყალების მაგიდასთან ჯდება.

ჩვენი საუბრის ბოლოს თქვენ დადეთ ის გამოსვლები, რომელიც ჩვენ გვქონდა პანდემიის გამოცხადების პირველივე დღეებიდანვე და ხალხი კარგად დაინახავს, რა პარტიების და რა ტელევიზიების ქვეყანაში ვცხოვრობთ. გამძლეობა უნდა საქართველოს, რომ ასეთ პირობებში დაამარცხოს პანდემიაც და სოციალური დემაგოგი პარტიები  და პოლიტიკოსები და მათი მხარდამჭერი ტელევიზიები. პირველს გაცილებით ადვილად მოვახერხებთ. მეორე კი უფრო მძიმე ვირუსია, რომელიც 30 წელია გვჭირს და გვანგრევს.

აქვე ვამბობ, რომ სწორედ ამ საკითხებზე ვაპირებ მომდევნო ოთხშაბათს საუბარს. საუბრის სახელწოდებაც ზუსტად ისეთივე იქნება, როგორც დავასათაურე პარლამენტში გამოსვლის მიმართვა

ქვეყანას უფრო დიდი მტერი არ ჰყავს, ვიდრე სოციალური დემაგოგია“.

მე ვათანხმები მენციერებს,რომლებიც ქვეყნის მომავალს მორალური ადამიანების ერთობაში ხედავენ. ღვთის წყალობით, ქვეყანაში მორალური ადამიანები სჭარბობენ, მაგრამ სოციალური დემაგოგები იგებენ აგრესიით. ეს სერიოზული გამოწვევაა მორალური ადამიანებისა. ასეთ დროს უმოქმედობა ამორალური გზაა, მოქმედება – კი აგრესიული არ უნდა იყოს, ის მეცნიერებას უნდა ეყრდნობოდეს.

მინდა ვიფიქრო და ვისურვო, რომ ქვეყანაში მორალური ადამიანების, რწმენის ადამიანების, მორალური დ ა რწმენის მქონე ადამიანების ძალაუფლება იყოს. სწორედ ასეთ ქვეყანას მიიჩნევენ მეცნიერები ნიჭის ძალაუფლების ქვეყნად.

იხ. საქართველოს, მის მომავალს უფრო დიდი მნგრეველი არ ჰყავს, ვიდრე სოციალური დემაგოგი

ჩვენი ხედვა – მოსაზრებები და განცხადებები პანდემიასთან დაკავშირებით

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *