საქართველოს, მის მომავალს უფრო დიდი მნგრეველი არ ჰყავს, ვიდრე სოციალური დემაგოგი

 

წინასწარ ვიცი, ხიშტით და აგრესიით შეხვდებიან ამ მოსაზრებას. შეეცდებიან დაძაბონ ჩემდამი დამოკიდებულება, უპირველესად სოციალური დემაგოგები, მაგრამ ვიდრე ქვეყანაში ყველაფერი არ არის დაკარგული, ვიდრე ჯერ კიდევ არსებობს იმედი და ეს იმედი მიუხედავად ხალხის დიდი გაჭირვებისა, გაუსაძლისობისა, ისევ ხალხია – ჯანსაღი, სახელმწიფოებრივი აზროვნების ადამიანებია. – საჭიროდ ჩავთვალე შემომეკრა განგაშის ზარი სოციალურ დემაგოგიასთან დაკავშირებით.

მართალი ვარ თუ არა დრომ განსაჯოს.დღეს კი ჩემი ეს პოზიცია სხვა თუ არაფერი, განსჯისა და დაფიქრებისათვის მაინც გამოდგება.

თეიმურაზ შაშიაშვილი

ქვეყნის ცხოვრების ბოლო წლების, დღეს ქვეყანაში მიმდინარე პრცესების, ქვეყანაში რეალურად შექმნილი მდგომარეობის, ბოლო დღეების მოვლენების ანალიზზე დაყრდნობით მივდივარ დასკვნამდე, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად კუჭმა გაიმარჯვა გონებაზე, რაც ჩემის აზრით კატასტროფის ტოლფასია და თუ განსაკუთრებული გამოფხიზლება არ მოხდა დემოკრატიის დღეები დათვლილია და შეუძლებელი გახდება არეულობის თავიდან აცილება.

ვერ ვიხსენებ ქვეყანას, რომლის ისტორიულ წარსულში სოციალურმა დემაგოგიამ ისეთი დამანგრეველი სიმაღლე აიღო, როგორც ეს რეალურად მოხდა საქართველოში და მუდმივად პრორესირებადია.

ვინ როგორ ფიქრობს არ ვიცი, მე კი დავრწმუნდი, რომ ქართული სახელმწიფოს უპირველესი მტერი არის არა კორუფცია, არამედ სოციალური დემაგოგია, რომელიც არის პირველადი, ყველა უბედურების საფუძველი – სხვა დანარჩენი: კორუფცია, კონტრაბანდა, ფალსიფიკაცია და კიდევ ათასი სხვა – მეორადი, მისგან წარმოქმნილი.

სოციალური დემაგოგიაა, როცა სხვა იტყვის, დაასაბუთებს, რომ იაფი მასწავლებელი, იაფი წესრიგის დამცველი, იაფი სახელმწიფო მოხელე უკიდურესად ძვირი უჯდება ქვეყანას, რომ შეიძლება ცხოვრება საპენსიო დავალიანების შექმნის გარეშე, რომ დაბალი ბიუჯეტი კორუფციაა, კორუფციაა სეკვესტრები კანონზომიერ პროცესად ქცევა, მცირე ბიუჯეტით ბევრი საქმის კეთება, შემოგვთავაზებს პროგრამას, ჯერ ჯიუტად შეეწინააღმდეგები, ალბათ იმიტომ, რომ სხვამ როგორ დამასწრო ამის თქმაო, ერთი-ორი წლის შემდეგ კი იგივეს თვითონ გაიძახი და ითხოვ, მთელმა ქვეყანამ ტაში დაგიკრას და ფეხქვეშ გაგეგოს. ასეთი ბედი ეწია იმერეთის პროგრამებს პარლამენტშიც, აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც.

სოციალური დემაგოგიის კლასიკურ მაგალითებად შეიძლება გამოდგეს პოლიტიკური ჯგუფების წინასაარჩევნო დაპირებები: მილიონი სამუშაო ადგილის შექმნის, ქვეყანაში ხელფასებისა და პენსიების მომატების, ომის მონაწილეთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესების, ენერგეტიკული პრობლემების გადაწყვეტის, გზების გაყვანის თაობაზე. ამ დაპირებას თითქმის ყველა პოიტიკური ძალა იძლეოდა და იძლევა. კარგი ცხოვრების ქალაქებისა და რაიონების აყვავების დაპირებებით აავსეს ადამიანები არაერთმა კანდიდატმა პარლამენტის თუ ადგილობრივი არჩევნების წინ. სოციალური დემაგოგიის შემადგენელი იყო და რჩება მყვირალა გამოსვლები უნებართვო მშენებლობებზე, ხე-ტყის გაჩეხვაზე, არაკანონიერი გზით შეძენილი ქონების ჩამორთმევაზე.

სოციალური დემაგოგია, სოციალური დემაგოგი – ხალხის, უფრო სწორად ძველებურად, მასების სახელით გამოდის, გამოთქმებიც ხალხის გულის მოსაგებად აქვს შერჩეული: “ხალხის მასა შიმშილობს, საცოდავი ხალხი, ხალხი გმინავს გაჭირვებისაგან”…

ქართველ კაცს შესაცოდი არაფერის სჭირს. თუ იგი შიმშილობს და გმინავს სწორედ სოციალურ დემაგოგიაზე აღმოცენებული პოლიტიკოსებისაგან, რომლებიც ხელისუფლებაშიც ბევრნი არიან და პოლიტიკურ პარტიათა ლიდერთა შორის. სოციალური დემაგოგიით ერთნი ხელისუფლებაში ყოფნას იხანგრძლივებენ, მეორენი ხელისუფლების შეცვლისათვის იბრძვიან ან კრიმინალურ ბიზნესს იცავენ, ან კიდევ ჩადენილი კრიმინალური ქმედებისათვის პასუხისმგებლობისაგან იცავენ თავს.

სოციალური დემაგოგები ვითომდა სხვების გაჭირვებით შეწუხებულები _ თვითონ კარგად ცხოვრობენ.შორს რომ არ წავიდეთ, პრალამენტარებმა და მათმა თანაშემწეებმა ცხოვრება მართლაც კარგად მოიწყვეს _ გაჭირვებულ ადამიანებზე საუბრით შეწუხებულებმა _ ხელფასი 800-1200 ლარი დაინიშნეს ისე, რომ არც კი გახსენებიათ, რომ პენსიონერის პენსია 14, მასწავლებლის ხელფასი 50-60, პროფესორის და აკადემიკოსის ხელფასი 80-120 ლარი დარჩა. იმაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს, როცა ის, რაც ქვეყანას ერთი პარლამენტარის შენახვა უჯდება თვეში, ტოლია 500-მდე პენსიონერის ერთი თვის პენსიის.

სოციალურ დემაგოგებს – არც ბიზნესი აკლიათ და არც შავი ბიზნესის წარმომადენელთა მხარდაჭერა.ისინი ძირითადში ბენზინის, ჯართის, სიგარეტის, ხე-ტყის, ფქვილისა და პურპროდუქტების, კვების პროდუქტებით სავსე საქართველოში _ სხვა ქვეყნის პროდუქციის შემოტანით და სხვა სახელგატეხილი ბიზნესის წარმომადგენლები ან მათგან არიან მხარდაჭერილნი.

დიდი ანალიზი არ არის საჭირო, რომ ეს ყველაფერი კარგად დაინახო. დაინახო ისიც, როგორ მიდის ბევრი ყოფილი დიდი სახელმწიფო საწარმოს დღევანდელი მეპატრონე, განსაკუთრებით ნულოვანი აუქციონებით ხელში ჩაგდებული დიდი კაპიტალის მეპატრონე სოციალური დემაგოგიისაკენ და ბნელი საქმეების დაფარვის მიზნით კავშირს სოციალურ დემაგოგებთან და კრიმინალური აზროვნების ადამიანებთან ამყარებს.

საცოდავი საქართველო ასეთი ხალხის გამო!

დავრწმუნდი, რომ ქართული პოლიტიკის უდიდესი სეგმენტი ეს არის პოლიტიკური ბაზარი, სადაც ყველაზე იაფი ღირს დემაგოგია, სადაც ყველაზე დიდი გასავალი და ყველაზე დიდი მომხმარებელი ჰყავს სოციალურ დემაგოგიას და, როგორც ეს ბუნებაში ხდება, – ყველაფერი იაფი ძვირი უჯდება ქვეყანას, განსაკუთრებულად ძვირი, მაშინ, როცა სოციალური დემაგოგია პოლიტიკის რანგშია აყვანილი და განსაკუთრებით მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაში აქვს დამანგრეველი, ქვეყნის მომაკვდინებელი ძალა.

სწორედ მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაშია შესაძლებელი ანტიქართულ იძალების, უფრო ზუსტად უცხო ქვეყნებისადმი მონური ფსიქოლოგიის, კაპიტულანტური აზროვნების პოლიტიკოსთა პარპაში, ფეოდალური აზროვნების ბატონობა, კლანურობის ზეობა, ფულზე და ათიათასობით ადამიანის გაღარიბებით მიღებულ სიმდიდრეზე აღმოცენებული ყალბი გმირების სიმრავლე და მათი გაფეტიშება, ხალხში მანკიერი ფსიქოლოგიის გაძლიერება, საკუთარი ეკონომიკის ნგრევა და სხვა ქვეყნის უვარგისი, მაგრამ იაფფასიანი საქონლით ვაჭრობის დიდ ჩარჩულ მოედნად საკუთარი ქვეყნის ქცევა, ძლიერის და სამართლიანის დაუფასებლობა და სუსტთა იდეოლოგიის დამკვიდრება. რაც ყველაზე შემაძრწუნებელია, მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაში სიკეთე გათითოკაცებულია და სიბოროტე ერთ მუშტადაა შეკრული. სწორედ ასეთ ქვეყანაშია ადვილი ღმერთის განდევნა ადამიანებიდან, ოჯახიდან, ცხოვრების წესიდან.

დავრწმუნდი იმაში, რომ საქართველოში სოციალურ დემაგოგიაზე, საერთოდ ხალხის გაჭირვებაზე საუბრის უკან დგას კორუფციული სისტემა, უფრო სწორად სოციალურმა დემაგოგებმა რეფორმებზე საუბრით შექმნეს კორუფციული სისტემა, როცა კანონმდებლობა ლიბერალურია დამნაშავის და დრაკონულია მეწარმის მიმართ, ანუ “თუ არ იქურდე ვერ მეწარმეობ”. ასეთი კანონმდებლობის შედეგია ხელისუფლების კრიმინალიზაცია.

სამწუხაროდ, ხელისუფლებაში უმეტესწილად აღმასრულებელს გულისხმობენ, მე კი მის ყველა შტოს _ საკანონმდებლოს, აღმასრულებელს და სასამართლოს და კიდევ ერთ, მასმედიასაც ვგულისხმობ. ვიცი ხიშტით შეხვდებიან ამ გამოთქმას, გნსაკუთრებით ბოლო ნაწილს, მაგრამ რა გაეწყობა _ დრომ განსაჯოს.
ფაქტი და რეალობა არის ის რომ სოციალური დემაგოგიის ხმაურში სიმართლე იკარგება, მარცხდება ინტელექტუალური აზროვნება და რეფორმატორული განწყობა, პროგრესული პოლიტიკოსი და სახელმწიფო კაცი.

გაჭირვებული ადამიანისათვის შემაწუხებელია მომავლის პროგრამებზე საუბარი და მწარე სიმართლე დამაწყნარებელი კი სხვისი განსაკუთრებით კი აღმასრულებელი ხელისუფლების ლანძღვა-გინება და ტკბილი ტყუილია. გაჭირვებული ადამიანი დღევანდელი დღით ცხოვრობს. ამას ვერ დავძრახავთ, მაგრამ მან არ იცის, რომ იგი ამით სოციალურ დემაგოგიას ეხმარება და ამით კდევ უფრო უიმედოს ქმნის საკუთარ ცხოვრეებას.

პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება საერთოდ, სამწუხაროდ, ქვეყნის ინტელექტუალური ძალაც მშვიდად ხვდება სოციალურ დემეგოგიას, ანუ იმ ხალხს ვისაც სიამოვნებას ანიჭებს მშიერი და დაუძლურებული ქვეყანა, უხელფასო პედაგოგი, პენსიამიუღებელი ადამინი, ჩაბნელებული უბანი, უწყლობით და უგაზობით გაწამებული მოქალაქე. გულს გიკლავს იმის თქმაც, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ტაშს უკრავს სოციალურ დემაგოგებს და შევებას სოციალურ დემაგოგიაში ხედავს.

ყველაფერი იაფი – ძვირია, და საერთოდ არ არსებობს იაფი და ძვირი პროდუქცია, არსებობს ფასი, რომელსაც რეალურად აყალიბებს კონკურენცია. ხელისუფლებას უნდა ვთხოვდეთ არა გაიაფებას, და ვაბრალებდეთ გაძვირებას, არამედ მოვთხოვდეთ კონკრეტული გარემოს შექმნაას _ ბაზრის დაცვას – კონტრაბანდული და ფალსიფიცირებული საქონლისაგან.

ტრაგედია და აზროვნების სიძნელე იმაშია, რომ დღეს მხარდაჭერილია პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს “გავაიაფოთ ცხოვრება” და არა ის ვინც ამბობს “თუ გვინდა ფეხზე დავდგეთ, უნდა წავიდეთ საერთაშორისო ფასებისაკენ და შესაბამისად ხელფასებისა და პენსიებისაკენ”. მაზე მეტად რაღა უნდა გავაიაფოთ, უცხოეთთან შედარებით თითქმის ყველაფერი უფასოა. ჩვენ, ღარიბი ქვეყნიდან ჩასულებს მდიდარ ქვეყანაში 30 – 50 ჯერ მეტი თანხა გვეხარჯება ყოფითი პრობლემების მოგვარებისათვის, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში მდიდარი ქვეყნიდან ჩამოსულთ.

ვისთვის არის საეჭვო, რომ ყველაფერი უფასო არის კორუფცია, რომ ყველაფერი იაფი ეს არის კორუფცია? ალბათ, მხოლოდ სოციალური დემაგოგისთვის _ ხალხი რომ მოატყუოს, რეფორმას ხელი შეუშალოს, კორუფციას კი ხელი შეუწყოს. მარტივი გაანგარიშებით, მარტო ე.წ. იაფი ბენზინის უფრო სწორად მანქანებისათვის უბედური პეროლიზური ფისით მიღებული ბენზინის, სიგარეტის, პურპროდუქტების უკან დგას 600 მილიონზე მეტი ლარის კორუფცია და საბიუჯეტო დანაკლისი. ე.ი. ქვეყნის ერთ მცხოვრებზე გაანგარიშებით 100 – 120 ლარი.

მხოლოდ რეალური ფასის დადგენის შემდგომ შეიძლება შეებრძოლო ყველაფერ ამას, რადგან ხელისუფლებაზე ზეწოლა დემაგოგიური ლოზუნგი “არ გაძვირდეს” – ნიშნავს ხელისუფლებიდან კონტრაბანდის, აღურიცხაობის და ფალისფიკაციის დაშვებას. სხვა გზით დაბალი ფასების შენარჩუნება შეუძლებელია. რეალური ფასი წლის განმავლობაში ერთი მოქალაქის ცხოვრებას, მხოლოდ საყოფაცხოვრებო ბიზნესის საგნებზე გააძვირებს საშუალოდ 25-30 ლარით, მაგრამ გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს იგივე ერთ მცხოვრებზე საშუალოდ 250-300 ლარით. პროპორცია ასეთია, რეალური ფასის 10 % ით შემცირებისას მოსახლეობას ექმნება მოჩვენებითი სიკეთის განწყობა და ეს ყველაზე მეტად აწყობთ კორუმპირებულთ, რომელთა ჯიბეში მიდის კორუფციის 1.3 – 1.5 მილიარდი ლარი ყოველ წლიურად. დავაკვირდეთ, მარტო საყოფაცხოვრებო ბიზნესით ქვეყნის ბიუჯეტი ყოველწლიურად დღეს არსებულ ბიუჯეტზე ორჯერ მეტ თანხას კარგავს.
ამერიკელმა ექსპერტებმა გამოიანგარიშეს, რომ საქართველოს ბიუჯეტი ყოველწლიურად მარტო ბენზინის ბიზნესისაგან 400, სიგარეტისაგან – 100 მილიონამდე ლარს კარგავს. ჩვენი გაანგარიშებით ქვეყნის ბიუჯეტი დაახლოებით 150 მილიონს კარგავს ყოველწლიურად ე.წ. იაფი პურისაგან, საერთოდ პურპროდუქტების ბიზნესისაგან.

აი, ვის აწყობს სოციალური დემაგოგია. აი, არის ამქვეყანაში დაბალი ხელფასები და პენსიები, ისიც დაურიგებელი. დავაკვირდეთ სოციალური დემაგოგია აწყობს მოსახლეობას – ყველაფერი იაფია, აწყობს მეწარმეს – რადგან ხელისუფლებასთან თავს იმართლებს, თუ აღვრიცხე გაძვირდება- აღურიცხაობით კი თვითონ იგებს, აწყობს მთავრობასაც – ინარჩუნებს ხელისუფლბას, რადგან გაძვირებით სოციალური დემაგოგები დესტაბილიზაციით ემუქრებიანდა მშიერ ქვეყანაში კი ხალხს ერთი ხელის აქნევა უნდა მით უფრო, რომ თუ ეს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ არის მიმართული..

ეს არის აზროვნების სიძნელე.

აზროვნების სიძნელეა ის, რომ მოსახლეობა სოციალური დემაგოგიის ამქზვირთებულ ნაკადში ვერ აცნობიერებს, რომ აღურიცხაობით, კონტრაბანდით და ფალსიფიკაციით მიღებული დაბალი ფასები ხალხისათვისაც უბედურებაა და ქვეყანასაც ანგრევს. რომ აღურიცხავობით, კონტრაბანდით, ფალსიფიკაციით მდიდარი უფრო მდიდრდება, ხოლო ღარიბი კიდევ უფრო ღარიბი ხდება, ქვეყანა მუდმივ კრიზისშია. აზროვნების სიძნელეა, როცა მოსახლეობა ვერ ხვდება, რომ რაც მეტი თანხა დაიხარჯება არჩევნების წინ პოლიტიკური ძAლების, თუ დეპუტატობის კანდიდატების მიერ, კორუფცია უფრო მეტად დაუნდობელი გახდება და სახელმწიფოს მისი ეროვნულობის საყრდენსაც შეურყევს. გავიხსენოთ, 1992 წელი საქართველოს მოსახლეობამ გაცილებით მეტად პოლიტიკოსებს დაუჭირა მხარი, ქვეყანა ომის პირობებშიც გაცილებით უკეტ ცხოვრობდა, წესრიგიც უკეთესი იყო და არც კორუფციის მასშტაბები იყო განსაკუთრებული. ყველა შემდგომი არჩევნები ძირითAდად ,,მდიდრებმა ~ მოიგეს და ქვეყანაშიც უკუღმა მიდის საქმე.
დღეს პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ სოციალურმა დემაგოგიამ მოსახლეობა გახადა კორუფციის შემადგენელი ნაწილი, კორუფციაში ჩართული, მისი მხარდამჭერი. სწორედ ამის გამოა, რომ ხელისფლების ყველანაირი ინიციატივა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა კრახით მთავრდება. ეს, ერთის მხრივ ხელისუფლების სისუსტეა, მეორეს მხრივ, ხელისუფლების დიდმა ნაწილმა იცის, რომ სოციალური დემაგოგიის ჯადოსნური რკალის გარღვევა ხელისუფლაბის ორი-სამი გუნდისათვის პოლიტიკური სიკვდილით დამთაააააააავრდება, რომ ობიექტური რეალობა მოითხოვს (და ასე მოხდა ეს მსოფლიოს თითქმის ყველა პროგრესულ ქვეყანაში) რამდენიმე მთავრობის შეწირვას, ვინც ამას აცნობიერებს ან გადის მთავრობიდან, ოპოზიციაში გადადის და უერთდება სოციალურ დემაგოგიას, ან ზის წყნარად და ამით იხანგრძლივებს ხელისუფლებაში ყოფნას. ერთიც უზნეობაა და მეორეც.

საშიშია არა სოციალური დემაგოგია, არამედ მის მიერ შეშინებული და გაუბედავი ხელისუფლება.

ხელისუფლებას და ხელისუფალს აშინებენ მიტინგებითა და დემონსტრაციების მოწყობით, შიმშილობის ორგანიზებით, მწვავე სატელევიზიო გადაცემებითა და საგაზეთო სტატიებით, ტერორის მოწყობით, ნათესავებისა და ახლობლების საქმეთა განქიქებით. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებისდიდი ნაწილი, განსაკუთრებით კორუმპირებული, ვერ უძლებს ყოველივე ამას და სახელმწიფოსათვის საზიანო დათმობაზე, მე ვიტყოდიდანაშაულებრივ დათმობაზე მიდის. სწორედ ამიტომ არის საშიში სუსტი და გაუბედავი, კორუმპირებული ხელისუფლება და ხელისუფალი.

საშიშია ხალხი, ვინც გაცნობიერებულად უკრავს ტაშს სოციალურ დემაგოგს და ყოველივე ამით კი ყველა ზე ცოდვაა ის ხალხი, რომელმაც გაჭირვების გამო ორიენტაცია დაკარგა და შველას სოციალურ დემაგოგიაში პოულობს. საშიშია ის პოლიტიკოსი, ვინც ღალატობს ახალ ეკონომიკურ პრინციპებს და 20-იანი წლების კომუნისტური ლოზუნგებით ცდილობს ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას. საშიშია სოციალური დემაგოგების სიმრავლე პარლამენტში, ყველაზე კარგად იგი სწორედ პარლამენტში გრძნობს თავს, რადგან პასუხს არაფერზე აგებს, ლამძღვა ყველასი და ყველაფრის შეუძლია, ბიზნესის ლობირების დიდი ძAლა აქვს, ხელშეუხებლობის იმუნიტეტი აქვს, მაღალი ხელფასი და გარანტირებულიმ მაღალი პენსია.
საკითხთა საკითხია თუ ვინ დგას სოციალური დემაგოგის უკან, სად მძლავრობს განსაკუთრებულად და ვის ინტერესებს ემსახურება.

ოდნავაც არ მეეჭვება, რომ სოციალური დემაგოგიის უკან დგანან სერიოზულ პოლიტიკაში ხელმოცარული ადამიანები, თAნამდებობის მაძიებელნი, დეპუტატობის მანიით შეპყრობილნი, ხელისუფლებაში დაუმსახურებლად მოხვედრილნი და მთელი სახელისუფლებო მაფია, ქურდები, და ქურდების ხელის ბიჭები, საერთოდ კრიმინალური აზროვნების ადამიანები, საეჭვოდ შეძენილი სახელმწიფო ქონების დღევანდელი მეპატრონენი, სახელისუფლებო ამბიციების მქონე გაუნათლებელი და უწიგნორი კარიერისტები.

სოციალური დემაგოგია ყველაზე მეტად აგრესიულია და მძალავრობს იქ, სადაც მათ უწევენ წინააღმდეგობას, სადაც მეტია ბრძოლა წესრიგისა და უკანონობისათვის, სადაც მათთვის მიუღებელი ადამიანები არიან ხელისუფლებაში, სადაც ძლიერიპოლიტიკოსები არიან თAნამდებობაზე, სადაც ხელმძღვანელები სახელმწიფოსათვის საზიანო და დანაშაულებრივ დათმობებზე არ მიდიან, სადაც სახელმწიფოს ძAლას გრძნობენ.

ბოლო პერიოდში იმერეთში ჩვენი მოთხოვნით და პრეზიდენტის მხარდაჭერით კონტროლის პალატის მიერ პრივატიზაციის კონკრეტული ფაქტების შესწავლამ, საავტომობილო და სატრაქტორო ქარხნების ნულოვან აუქციონზე გაყიდვის თაობაზე ჩვენს მიერ სასამართლოში შეტანილმა სარჩელმა, ქურდების წინააღმდეგ დაწყებულმა მოქმედებამ, ადამიანების გატაცების ყველა ფაქტის გახსნამ, შემსრულებელთა დაჭერამ, ენერგომაფიის რამდენიმე მძიმე დანაშაულზე სასამართლოს განჩინებით დასრულებამ, პრინციპულმა პოზიციამ – მხარი არ დავუჭიროთ არც ოპოზიციას, და არც სახელისუფლებო საარჩევნო ბლოკს და დავრჩე ყოველგვარი პარტიული, შავი და კრიმინალური ძალების, ბიზნესისა და ბიზნესმენთა გავლენისაგან თAვისუფალ პოლიტიკოსად, ქურდების ხელისბიჭების გაპარლამენტარების (ვაი, საწყალო საქართველო) წინაარმდეგ გამოსვლამ, გაააქტიურა და გაამძვინვარა ჩემს წინააღმდეგ სოციალური დემაგოგის მთელი ინსტიტუტი, ამას ველოდი კიდეც, მით უფრო, საარჩევნო კამპანიის დროს.
სოციალური დემაგოგია ყველაზე ბოროტ სახეს სწორედ საარჩევნო კამპანიის დროს იძენს. აქ უკვე მისი მთავარი იარაღი ავანტურაა.

სოციალური დემაგოგია ემსახურება კორუფციულ სისტემას, ფულს და ფულიანებს, უზნეობით გამდიდრებულთ და არის პროგრესულ პოლიტიკოსთა სასაკლაო. ჩემი ღრმა რწმენით, სოციალური დემაგოგია… ეს არის ავადმყოფური აზროვნების ადამიანთა შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ, მისი ქმედების სტრუქტურაა ავანტურა და იგი ყოველთვის ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული.
სოციალურ დემაგოგიას ჰყავს:

შემკვეთი, იგი ყოველთვის არ ჩანს. ძირითადად პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური ჯგუფები, პოლიტიკოსები, კრიმინალური ძალები, მათი ხელისბიჭები, კორუმპირებული ფულიანები.

შემსრულებელი. იგი ან კარიერისტი, ან კარიერისტის მსახური, ან ის პიროვნებაა, ვინც აქციების მოწყობა ბიზნესად აქცია და ამაში ფულს იღებს.
ყველაზე მძიმე და ადამიანურად ძნელია იმის გაცნობიერება, რომ ასეთი შემკვეთი და შემსრულებელი ხალხს განიხილავს, როგორც ბრბოს და სამწუხაროდ, გაწირვების გამო, ზოგჯერ ადამიანთა ჯგუფები ამ როლში გამოდიან. ვინც პენსიონერებს მოუწოდებს, პენსია გამგებელმა, მერმა ან რწმუნებულმა მოგცესო, ვინც მოსახლეობას ეუბნება, შუქს წყალს გამგებელი,მერი რწმუნებული არ გაძლევსო, ვინც მედიცინაში თანხების მიუღებლობას გამგებელს, მერს რწმუნებულს აბრალებს – უბოროტესი კაცია, შეკვეთას ასრულებს, არეულობა სურს. ქვეყანაში ერთი საპქნსიო და სოციალური ფონდია, ერთიანი ენერგოსისტემა, ვინ მისცა გამგებელს, მერს, რწმუნებულს პენსიების დარიგების უფლება ან საიდან უნდა გააკეთოს. დიდი ძAლისხმევის შედეგად იმერეთის რაიონმა შეძლო დროზე ფქვილის დარიგება, საპენსიო ცენტრების შექმნა, ეს მხოლოდ იმერეთში იყო. კრიტიკისა და ლანძღვა-გინების მეტი არაფერი მიგვიღია პარლამენტიდან – მხარადაჭერა არავისაგან იყო.

მალე გახდება საზოგადოებისათვის ცნობილი, რომ ამ შეკვეთებს, სოციალურ დემაგოგებს სწორედ ისინი აძლევენ, ვისაც არ აქვს გადახდილი სოციალური გადასახადი, ან უმალავენ მას. მომდევნო პარასკევს გაზეთ ,,იმერეთის მოამბეში~ გამოქვეყნდება ვინ რამდენი არ გადაიხადა სოციალურ ფონდში და ვინ რას იხდის ამ გადასახადს საერთოდ.

წინასწარ ვიტყვი ერთ მაგალითს: ზოგიერთ რაიონისა და ქალაქის ყველა ბენზოგასამართ სადგურს ერთად აღებულს იმდენი თანხა არ აქვს გადახდილი სოციალურ ფონდში, რამდენიც 5-7 კაციან გაზეთ ,,იმერეთის მოამბეს~.
მალე გახდება ცნობილი, რომ გაჭირვებული ადამიანებით სპეკულირების უკან ჩადენილიკრიმინალური დანაშაული, მიტაცებული თAნხებია. მიტინგები თAვის დაცვაა და ეს ხმაური იმაზეა გათვლილი, რომ პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში თავი პოლიტიკურ დევნილებად გამოაცხადონ. არაფერი გამოუვათ. მივმართავთ ყველა არასამთAვრობო ორგანიზაციას, მასმედიას ჩაატარონ დამოუკიდებელი გამოძიება და მასალები გამოაქვეყნონ. ასევე მივმართავ, შეისწავლონ და გამოიძიონ ყველა ის ფაქტი, რომელსაც მე და ჩემიკოლეგების მიმართ ამბობენ, მხოლოდ ამგზით, ასეთი ღია წესით უნდა ვებრძოლოთ სოციალურ დემაგოგიას, რომ ქვეყანას არეულობა ავაცილოთ.

მალე გახდება ცნობილი, თუ რატომ ეთმობა ამდენი დრო კრიმინალური აზროვნების ადამიანების სახელთან დაკავშირებულ ტელევიზიასა და ჟურნალ-გაზეთებში ჩემს წინააღმდეგ მომართულ სოციალურ დემაგოგიას. ხალხი გაიგებს, იმას წერა-კითხვის უცოდინარმა ადამიანებმა რა გზით ჩაიგდეს ხელში სახელმწიფო ქონება და ვის ფულს ხარჯავენ დეპუტატობისათვის. შემირცხვენია ისეთი ხალხიც, რაიონიც ქვეყანაც, სადაც ფულზე ყიდიან ხმას და ე.ი. სინდის- ნამუსსაც. მტელი ქვეყანა იქნება შეურაცხოფილი, თუ ასეთი ერთი კაციც ევა პარლამენტში და არც Eერთ იმ ოჯახში სიკეთე არ იქნება, ვინც სინდისს ბოროტებით სავსე ადამიანებისადმი მხარდაჭერაში გაცვლის.

საერთოდ ადამიანურად მაწუხებს ქვეყნისათვის საშიში ერთი მოვლენისადმი ხალხის დამოკიდებულება. საქმე ეხება არჩევნების დროს ადამიანთა ფულიანთა მიერ ხალხის სიყვარულის გამოვლინებას. წესიერი კაცისათვის ქურდი უბედურების სათავეა. ასე ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრებიდა ამ განწყობით მოვიდა ქართველი კაცი, ნამდვილი ქართული ოჯახი 21-ე საუკუნემდე. ქურდს საკუთAრი ოჯახიც კი კვეთდა, ქურდი არც სიძედ უნდოდათ, არც რძლად მიუღებელი იყო ქურდთან ნათელ მირონობა. მამას არ უნდა, რომ ქურდი შვილი ჰყავდეს. ქართველი დედისათვის ეს სიცოცხლის დასრულების ტოლფასია. ქურდსაც არ უნდა მისი შვილი ქურდი იყოს, ნამდვილ ქურდულ ოჯახში იცოდნენ და იციან რომ ქურდის მიერ ნაჩუქარი ფული ცოდვიანი ყოფილა – სისხლი და ბოროტება მოაქვს. ნაქურდალით გაკეთებუ ლ ყველა ბოროტ საქმესთAნ (წიგნის გამოცემით, სახლის აშენებით, მანქანის ყიდვით დაწყებული – გზის გაკეთებით დამთავრებული) მხოლოდ ცოდვა, სხვისი გაუბედურება , ქვეყნის ფულის ქურდობაა.

ყველას ვეთანხმები, ვინც ქურდების პარპაშისათვის პასუხს ხელისუფლებას თხოვს რა თქმა უნდა სუსტია ხელისუფლება, რომელმაც ქურდობით ვიღაც გაამდიდრა, მაგრამ ვინც ფული მოიპარა, ვინც ამ გზით გამდიდრდა – ეს ხო ქურდია და შენ, ქართველი კაცი ასეთსრომ ირჩევ, შენ ხომ ცოდვას ჩადიხარ, შენ ხომ შენ წინაპარს, შენს შვილს და შილისვილს, შენს მოდგმას ღალატობ. ქურდობით რომ გამდიდრდა კაცი ეს ხელისუფლების ბრალია, მაგრამ შენ რომ ქურდს აძლევ ხმას ამაზე დიდი ბოროტება ხომ არ არსებობს, ან გჯერა, რომ გაუნათლებელმა კანონიერად უდიდესი ფული იასოვა, იმდენი, შენც რომ გყიდულობს და განათლებულმა, წიგნიერმა, პროფესორმა და აკადემიკოსმა, უბრალოდ, წესიერმა კაცმა კი იმდენი ვერ იშოვა, რომ საკუთარი თAვი ირჩინოს და მშიერი არ მოკვდეს? სად არის აქ ლოგიკა. არ დავფიქრდეთ ამაზე? ხომ არ არის ეს მონური ფსიქოლოგია? ხომ არ არის ეს ქვეყანაში ქურდული მენტალიტეტის დამკვიდრება, რასაც ასე ცდილობენ რუსული სპეცსამსახურები და მას ქვეყანაში სოციალური დემაგოგიით ახერხებენ? დავფიქრდეთ, როგორ კრავს სოციალური დემაგოგია სიბინძურეზე მცხოვრებ ადამიანებს – დაწყებული პოლიტიკაში ჩართულით – ქურდით დამთავრებული, როგორ აიძულებს ქვეყანას, ჰყავდეს მეწარმის დამთრგუნველი და კრიმინალის ხელშემწყობი კანონები.ქონდეს დომოკლეს მახვილივით ჩამოკიდებული დესტაბილიზაციის კანონმდებლობა.

რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ პრეზიდენტ შევარდნაძის სახელით გაძლიერებულმა სოციალურმა დემაგოგებმა, რომლენიც მის პარტიაში და ქვეყნის ხელისუფლებაში იყვნენ 8-9 წელი – ოპოზიციაში გადაინაცვლეს და მთელი ცოდვები პრეზიდენტს, აღმასრულებელ ხელისუფლებას ჩამოკიდეს, მაშინ, როვცა, როგორც ჩAნს, ხელისუფლებაში ყოფნის დროს კარგად დებდნენ იმ ნაღმებს, რომელთა აფეთქებასაც ოპოზიციაში ყოფნის დროს დიწყებდნენ. 1197-1198-1999-2000 წლების გაყინული პენსიები. იმ წლებში ჩამოყალიბებულ ვალებს, როცა მმართველი ძალა თვითონ იყვნენ, მათი პარტიის მინისტრები იყვნენ, როგორც ფინანსებში, საგადასახადოსა და ეკონომიკაში – სხვას აბრალებენ და ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფუძვლად აქცევენ.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ყოველი მმართველი ძალისა და საერთოდ, პარლამენტის მიერ საქართველოში სოციალური დემაგოგია კანონმდებლობით არის განმტკიცებული. ეს არის ცენტრალიზებული სახელმწიფო – უუფლებო არჩეული საკრებულოებით, გამგებლებითა და მერებით, როცა ხელისუფლებას ადგილზე ცენტრიდან დანიშული პიროვნებები ახორციელებენ, რომლებიც ემსახურებიან არა რეგიონებს, არამედ მათ დამნიშვნელ მინისტრებსა და სხვა ხელმძღვანელებს ცენტრში, მოსახლეობას კი პასუხს ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვს. სოციალური დემაგოგები მოსახლეობის პრობლემების გამო ხელს ადგილობრივი ხელისუფლებისკენ იშვერენ. ხშირად ეს კეთდება რეგიონში მოქმედი ავტორიტეტული პოლიტიკოსებისა თუ სახელმწიფო მოღვაწეების ავტორიტეტის შელახვისათვის და ეს ხშირად პოლიტიკური შეკვეთის სახეს ატარებს.
მაგალიტების მოყვანა მრავლად შეიძლება…

მდგომარეობა, მართლაც საზარელია, მაგრამ არა უიმედო, ტირილი, წუწუნი არაფერს შეცვლის.

მართლა დიდი გარღვევა, მართლაც არნახული და გაბედული მოქმედებაა საჭირო ხელისუფლებისა ფა პოლიტიკოსთა მოაზროვნე, სუფთა და ეროვნული ნაწილისაგან ჯერ კოდევ არსებული სახელმწიფო კაცებისაგან და ამ უკანასკნელთა სახელისუფლებო დანაკლისი მით უფრო ნაკლები იქნება, რაც მეტად გააცნობიერებს მოსახლეობა, რომ დღეს საქარტველოსმპმავალს უფრო დიდი მნგრეველი არ ჰყავს, ვიდრე სოციალური დემაგოგი.

ნამდვილი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწეა არა ის, ვინც ხალხის და მასების ენაზე ლაპარაკობს, იმას, რაც ხალხს მოსწონს, არამედ ის, ვინც ეყრდნობა მეცნიერებას, კაცობრიობის მიღწევებს და ცდილობს არა მასების დონეზე დასვლას, არამედ იმას, რომ ხალხი აზიაროს ცივილიზავიის სიკეთეს, კაცობრიობის მიღწევებს. და ამას აკეთებს ისე, რომ ქართვეელი კაცი არ მოწყდეს ისტორიულ ფესვებს.

რამოდენიმე დღეში პეტრე-პავლობაა: ერთი წმინდანი ზღვა სიყვარულთან , მეორე კი კლფესავით რწმენასთან არის გაიგივებული.

ვისურვებდი, საქართველოს ეცხოვროს სოციალური იდეით სოციალურ დემაგოგიის გარეშე.

მხოლოდ ასეთ ქვეყანას ექნება დიდი მომავალი
საქართველოს რწმენა და სიყვარული გადაარჩენს
თეიმურაზ შაშიაშვილი

 

Facebook Comments
5/5 - (1 vote)
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *