(მედიანიუსი)ვეთანხმები იმას, რასაც მთავრობა აკეთებს, თუმცა ათჯერ მეტის გაკეთება შეიძლება – თემურ შაშიაშვილი

მთავრობა რასაც აკეთებს, დღეს, პანდემიის პერიოდში, სწორია და იმ ხალხისგან განსხვავებით, ვინც სახლებიდან რჩევებს იძლევა მე ვხედავ ამას , თუმცა იმასაც ვაღიარებ, რომ ათჯერ მეტის გაკეთებაა შესაძლებელი, – განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა.

მისი თქმით, 22 აპრილს, პარლამენტის სხდომაზე პირადად უნდა გამოსულიყო მთავრობის თავმჯდომარე და ჩაებარებინა ანგარიში საზოგადოებისთვის. ასევე ესაუბრა ანტიკრიზისულ გეგმაზე.
„თუ მდგომარეობა ასე გაგრძელდა, პანდემიის შემდეგ, არჩევნებისთვის მივალთ შიმშილით, დეპრესიით და უამრავი პროლემით. იქნებ პარტიები შევთანხმებულიყავით, რომ ორი წლით ანტიკრიზისული პროფესიონალთა პარლამენტი ავირჩიოთ, რომელიც ქვეყანას უცებ დააყენებს ფეხზე, შექმნის დემოკრატიულ კანონმდებლობას და შემდეგ ჩატარდეს ჩვეულებრივი პარტიული არჩევნები. ეს იქნებოდა ანტიკრიზისული პროფესიონალთა პარლამენტი, რომელიც პოსტ პანდემიურ საქართველოში იღვაწებს. საქართველოს ისეთი ბუნებრივი თუ ინტელექტუალური რესურსები აქვს, რომ შესაძლებელია პანდემიის შემდგომ ახალი რეალობა ჩვენთვის სასიკეთოდ გამოვიყენოთ!

ჩვენ ასევე შევთავაზეთ პრემიერს: შეეშვით პოლიტიკოსებს და შექმენით პროფესიონალთა გუნდი ყველა მიმართულებით. სამედიცინო გუნდიც უნდა გაფართოვდეს და მხოლოდ იმ ოთხი პიროვნების შემადგენლობით არ იფარგლებოდეს. ასევე უნდა იყოს ეკონომიკოსთა სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა, სოციალური მიმართულების გუნდები. ისინი კოორდინირებულად და გამჭვირვალედ უნდა მოქმედებდნენ. ასევე უნდა ჰქონდეთ მაღალი ხარისხის კოორდინაცია. ქვეყანას ამ ეტაპზე ხელისუფლებაში პროფესიონალები და არა პოლიტიკოსები სჭირდება“, – განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა.

აღნიშნულ კომენტარს „თეთრების“ პრესცენტრი ავრცელებს.

წყარო: http://medianews.ge/ge/vetankhmebi-imas-rasats-mtavroba-aketebs-tumtsa-atdjer-metis-gaketeba-sheidzleba-temur-shashiashvili/68448

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *