ცირა ყურაშვილი:ნაპოვნი გაქვთ ტაძრისკენ მიმავალი გზა და არჩეული გაქვთ მაღალი მორალური ფასეულობები…

 

მე მომწონს ეს ამბავი. რამდენიმე წლის წინ ბაღდადში მამა ანდრიასთან დაკავშირებულ ფოტომასალას ვათვალიერებდი, ოჯახისადმი გამოგზავნილი წერილი წავიკითხე მამა ანდრიას ღვაწლზე და სანამ გაკვირვებული გავიფიქრებდი, რომელი ოფიციალური პირი  გასცდა შტამპს და წერს ასეთ საუცხოო თბილ წერილს-მეთქი, თქვენი სახელი და გვარი ამოვიკითხე. მაშინ მგონი მხარის გუბერნატორი იყავით …

ბევრი კარგი რამ მახსენდება თქვენზე ქუთაისის ცხოვრებიდან, მაგრამ რომ დავფიქრდი, თუ რატომ შევუერთებდი ჩემს ხმას, რომელსაც ოქროს ფასი დავადე, თქვენს კანდიდატურას, ერთი პასუხი მაქვს: ნეოლიბერალური პოლიტიკის მიერ ჩვენთან სასტიკი დამოკიდებულება შემუშავდა, მარგინალიზება ელის ყველა იმ ადამიანს, ვინც ხმას ამოიღებს მსოფლიო ჯოჯოხეთური ძალების წინააღმდეგ..

იმ დროს, როცა ჩვენი პოლიტიკოსები არათუ თვალებს იბრმავებენ, და სირაქლემასავით თავს ქვიშაში მალავენ, უშუალოდ ახორციელებენ მტრული გარე ძალების დაკვეთას, თქვენ არ გაურბიხართ მსოფლიო კონტექსტში ამ  რეალობის ხმამაღალ მხილებას.ნაპოვნი გაქვთ ტაძრისკენ მიმავალი გზა და არჩეული გაქვთ მაღალი მორალური ფასეულობები… გიყვართ ადამიანი და იცით გონიერი ადამიანის ფასი…ღმერთი თქვენკენ და თვითოეული ჩვენგანი ღვთისკენ!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *