პასუხი მწერალ გურამ ქართველიშვილს

მწამს და მჯერა,ბატონო გურამ.ჩვენ ,უამრავ გულანთებულ ქართველთან და  მამულიშვილთან ,უამრავ სამშობლოზე  გულწრფელად შეყვარებულ ახალგაზრდასთან ერთად
სხვა მასშტაბის კაცი და ხელოვანი ხართ და გული არ დაგწყდეთ,რომ ვერ გიგებს ბევრი, განსაკუთრებით პოლიტიკაში გადავარდნილ-გადაგდებულნი.სამწუხაროდ,პოლიტიკა გახდა
გაუნათლებელ ფულისმოყვარულთა და განდიდების მანიით შეპყრობილ პრიმიტივთა თავშესაფარი.
თქვენ გებრძვით,საკუთარ თავთან დამარცხებული და სხვათა გამარჯვებით გაღიზიანებულნი!
როგორ შეიძლება ამ ხალხს თქვენ და თქვენი შედევრი “გააგრძელე საქართველოს ისტორია ” მოწონდეს .ეს ისტირია მათ ფულის და სიხარბის გამო უარყვეს,აღიზიანებთ უკვე.ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
მე თქვენი ეს ჩანაწერი მაძლიერებს და,არ გეწყინოთ, ზოგიერთი გამონათქვამი გულს მწყვეტს. მარტო ხართ კი არა,ბატონო გურამ,ვერ ვხედავ მეორე ადამიანს,რომელსაც ამდენი უჭერდეს ხარს და რომლის იმედი ამდენს ჰქონდეს ნათ შორის უამრავი ახალგაზრდაა შორს არ წავალ,24 წლის ბიჭი მყავს და ვხედავ ,მის მეგობრებთან ერთად,როგორი იმედით არიან თქვენს მიმართ.და ყველაფერი ეს გულწრფელია,იმიტომ, რომ თქვენ ხართ გულწრფელი,გუკწრფელი ხართ სამშობლოსთან მიმართებაში!
დრო თქვენზე მუშაობს.მე და უამრავი ჩემი მეგობარი უშიშრად ვდგავართ თქვენს იდეებთან,თქვენს განწყობასთან. გუშინ დიდი პროცესი დავიწყეთ დღეს ეროვნულ პლატფორმაზე მდგომ ძალთა შეკრება
გვაქვს.ვამზადებთ მეცნიერთა კონგრესს, გულწრფელ ადამიანთა შეკრებას ვერის ბაღში.ეს პროცესი ნაღდი და ქართული,თავისუფალი ყოვეკგვარი პოლიტიკისგან თქვენს გარეშე ვერც კი წარმოგვიდგენია,მეტიც, პირველი სიტყვა თქვენზეა…
მწამს და მჯერა,ბატონო გურამ.ჩვენ ,  უამრავ გულანთებულ ქართველთან და მამულიშვილთან ,უამრავ სამშობლოზე გულწრფელად შეყვარებულ ახალგაზრდასთან ერთად
ჩვენი განწყობა გულწრფელია და უფლის ძალით მოხდება საქართველოს გაბრწყინება!
მეგობრობით,რწმენით და იმედით,გელათის შეკრების განწყობით,
თეიმურაზ შაშიაშვილი
ჩენგან ღალატი არ იქნება!
გურამ ქართველიშვილის მიმართვა ახალგაზრდებს
მთელი ჩემი საქმიანობა იმას ემსახურებოდა ახალგაზრდებო, რომ თქვენთვის, სოროსის განათლების სისტემის გადამგვარებელ სკოლებზე მიბარებულებისთვის ოდნავ მაინც შემომებრუნებინა აზროვნება ქართული ფასეულობებისკენ. ამ საქმის კეთებას უმძიმეს ანტიქართულ სახელმწიფოებრივ რეჟიმში ვახერხებდი ყოველგვარი პირადულის დათმობისა და გაწირვის ფასად. ახლა კი როდესაც წამოზრდილებს გიყურებთ, ვხედავ რომ ვერაფერი შევძელი. ჩემი ნაცოდვილარები უფროსი თაობებისთვისაა მისაღები ვიდრე თქვენთვის. დღეს მლანძღავთ, ათას ბრუნვაში იხსენიებთ აუგად ჩემ სახელს და ჩემზე დიდი მტერი არავინ გგონიათ. ეს ალბათ მოსალოდნელიც იყო რადგან მარტო კაცის გარჯა ამ ტოტალურ ანტიქართულ გარემოში ზღვაში წვეთია. ამიტომაც ვარ თქვენთვის ასეთი უცხო სხეული. ვერ ვიტყვი რომ ის რაც ვაკეთე არ ღირდა კეთებად, მაგრამ რადგან ამან შედეგი ვერ მოიტანა, ის მაინც მრჩება სანუგეშოდ, რომ უფლის, სამშობლოს და წინაპრების წინაშე მაინც მართალი ვარ. თქვენ სოროსმა გაგზარდათ და როგორც არ უნდა ამტკიცოთ თქვენი პატრიოტობა, ქართველობის აჩრდილსაც აღარ წარმოადგენთ ამ ქვეყნის საუბედუროდ. ახლა ამასაც მტრობად ჩამითვლით რადგან ის რაც ჩემშია ვერასდროს გახდება თქვენი, ხოლო რაც თქვენზე დაწერა ამ ანტისახელმწიფოებრივმა განათლების სისტემამ ვერასდროს გახდება ჩემი. ყველაზე მეტად თაობებს შორის გაჩენილი აზროვნების უფსკრულის მეშინოდა, მაგრამ ვერ მოვერიე მარტოკაცი, რომელსაც არავინ მიწყობდა ხელს ამ ქვეყანაში, ორიოდე დროებითი მოხალისეს და ოჯახის გარდა. ამიტომ გირჩევთ, რომ სანამ ქართველობაზე და პატრიოტობაზე დადებთ თავს, გარედან შეხედეთ საკუთარ მდგომარეობას, რომელიც ცოტა არ იყოს სასაცილოდ გამოიყურება, რადგან ანტიქართული აზროვნების ნაქართველარი ვერასდროს შეძლებს საქართველოს მესვეურობას. ნუ მიწყენთ ამ პირდაპირობას, რადგან ასეთ სიმართლეს თქვენ არავინ გეტყვით ჩემისთანა თავზეხელაღებული ,,დონ კიხოტის” გარდა. წინ მთელი ცხოვრება გაქვთ და რომელიმე ასაკში მაინც მიხვდება ზოგიერთი თქვენგანი, რომ მართალი ვიყავი როცა ამ წერილს ვწერდი. იხარეთ, ღმერთმა ისე გატაროთ როგორც ამ დამცირებულ ქვეყანას ჭირდება თქვენგან მესვეურობა. ეგებ მოხდეს სასწაული და შეძლოთ. დიდხანს იცოცხლეთ…
გურამ ქართველიშვილი
გურამ ქართველიშვილი იცოცხლეთ ბატონო თემურ. ცოტა ხნით გართულებულ ჯანმრთელობას მივხედავ და დავდგები მწყობრში. ისიც ყველამ იცის, რომ ერთნი ვართ მე და თქვენ. სხვა ძალა არ ყავს ამ ქვეყანას ერთგული, მეცნიერთა გაერთიანების გარდა. იცოცხლეთ. იმედი ხართ თქვენი გონიერებით და გამოცდილებით. მე თქვენთან ვარ
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *