დიდი მადლობა გიზო ბატონო…

დიდი მადლობა გიზო ბატონო..
პალმები არაფერს აშავებენ…ოტია იოსელიანის მიერ,მთავარი ეროვნული გამზირის, მთელ საქართველოში მოძიებული საუკეთესო ხეხილის ჯიშების ამომძირკველებმა დააშავეს, უკადრებელი აკადრეს ქვეყანასაც და დიდ მწერალსაც…ისიც გავიხსენოთ, რომ იმ დღეს,1997 წლის პირველ აპრილს,როცა ოტია იოსელიანი ,უამრავ თანაქალაქელთან ერთად ამ ხეივანს, უნიკალური ჯიშის ხეხილით ამშვენებდა,იგივე ხალხმა,რომელთაც შემდგომში ეს ხეები ამოძირკვეს, ბაზრობების რესპუბლიკური აქცია მოგვიწყვეს ქუთაისის მერიასთან ,ჩემს მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების შეცვლის მოთხოვნით,რომელიც ეროვნულ ბაზარს იცავდა უცხოური უხარისხო და აღურიცხავი პროდუქტებისგან.. ეს იყო სწორედ ქართული სახელმწიფოს ამოძირკვის დიდი დასაწყისი…

დღეს, ქართულ ბაზარზე კვების პროდუქტების 80 პროცენტი უცხოურია,დავასამარეთ ქართული
ეკონომიკა და ქართული სოფელი.დიდი მადლობა გიზო ბატონო.. პალმები არაფერს აშავებენ…ოტია იოსელიანის მიერ,მთავარი ეროვნული გამზირის, მთელ საქართველოში მოძიებული საუკეთესო ხეხილის ჯიშების ამომძირკველებმა დააშავეს, უკადრებელი აკადრეს ქვეყანასაც და დიდ მწერალსაც…ისიც გავიხსენოთ, რომ იმ დღეს,1997 წლის პირველ აპრილს,როცა ოტია იოსელიანი ,უამრავ თანაქალაქელთან ერთად ამ ხეივანს, უნიკალური ჯიშის ხეხილით ამშვენებდა,იგივე ხალხმა,რომელთაც შემდგომში ეს ხეები ამოძირკვეს, ბაზრობების რესპუბლიკური აქცია მოგვიწყვეს ქუთაისის მერიასთან ,ჩამს მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების შეცვლის მოთხოვნით,რომელიც ეროვნულ ბაზარს იცავდა უცხოური უხარისხო და აღურიცხავი პროდუქტებისგან.. ეს იყო სწორედ ქართული სახელმწიფოს ამოძირკვის დიდი დასაწყისი…
დღეს, ქართულ ბაზარზე კვების პროდუქტების 80 პროცენტი უცხოურია,დავასამარეთ ქართული ეკონომიკა და ქართული სოფელი.”


გიზო თავაძე: ქალაქის უპირველესი გამზირი

გუშინ ასსაფეხურიანი კიბეები ავიარე და დიდ მეფეს თავი დავუხარე. კარგახანს ვათვალიერებდი ზემოდან ახლადდასრულებულ სასტუმროს, მოაჯირებს და კიბეებს (მახსოვს რას გავდა აქაურობა).
დღეს კი, ავტომობილი გამსახურდიას ქუჩაზე გავაჩერე და აღმაშენებლის გამზირს ფეხით გავუყევი (ქარში, ორი კილომეტრი ვიარე!..)

საოცრად მსიამოვნებდა ჩვენი ქალაქის იერსახის სასიკეთო სახეცვლილება (თან ისიც მახსენდება, რა ტიტანური შრომა ჩადო, – თავის დროზე, – თემურ შაშიაშვილმა დიდი დავითის ძეგლისა და გამზირის შექმნაში).

გამზირის შუაში, საფეხმავლო ბილიკი სალათისფერია, ხოლო განაპირი (ორივე მხარე) ხასხასა მოლით დაუფარავთ, რაც საოცარ იერს სძენს აქაურობას.

თუ გიყვარს შენი ქალაქი, კი არ უნდა ქილიკობდე, ქუთაისი დაბომბილს ჰგავს, ისეა გადათხრილიო, პირიქით, უნდა ამხნევებდე იქ მომუშავეებს, რომლებიც ცუდ ტაროსშიც კი თავაუღებლად შრომობენ.
ადრე ვწერდი და გავიმეორებ: არც ლონდონი, არც ტოკიო და არც პეკინი, გადათხრის და ორმოების გარეშე არ შენდება და არ ლამაზდება.

და მაინც, გულში დარდად მაქვს ის ხეები (20 – 25 წლის ნარგავები): მუხები, ცაცხვები თუ რცხილები, რომლებიც ერთ ღამეში განადგურდა!..

დილაადრიან მეგობარმა დამირეკა: გადი აღმაშენებელზე და ნახე რა დღეშია ოტია იოსელიანის გაშენებული ხეივანიო!..

ნეტავ არ მენახა!..

დასახიჩრებულ-დაჩეხილი იყო, მეოთხედი საუკუნის, უნიკალური ჯიშის ხეები…
სულ მალე მერმა დამირეკა: გიზო, ჩადი წყალტუბოში, ოტია იოსელიანთან (რომელიც ბოლო დღეებს ითვლიდა) და უთხარი, რომ იმ ხეებს გადავრგავთ და მივხედავთ…
თავიდან ვიუარე, მაგრამ…

ჩვენ არ მიგვიკარებს, არადა, ოპოზიციური ტელევიზიები და ჟურნალისტები არიან იქ ჩასულები, იქნებ დაამშვიდო!.. – მთხოვა ქალაქის თავმა.

ოტია ბატონთან კვირაში ერთხელ მაინც ჩავდიოდი, მაგრამ ისე შემეშინდა მარტო წასვლა (რა მეთქვა, საშინელ სენთან მებრძოლთან!..) ავდექი და ელგუჯა თავბერიძე (ისიც საოცრად თავზარდაცემული იყო) წავიყვანე.

იშოვეს ხომ დრო და მიყელეს, რას ერჩოდნენ იმ ხეებს!.. – ძლივს ამოთქვა (სუნთქვა უჭირდა) დიდებულმა მწერალმა.

სხვაგან გადარგავენ, ბატონო ოტია (ასეთი სიცრუე ცხოვრებაში არ მითქვამს!..)რამდენიმე დღეში ოტია იოსელიანი გარდაიცვალა.

მუხების და ცაცხვების ადგილზე პალმები დარგეს, რომლებიც ლამაზი კი არის, მაგრამ არ ვცხოვრობთ ჩვენ ოკეანის სანაპიროზე…

დაბოლოს, აღმაშენებლის გამზირი ისე მშვენდება, დიდ მეფეს რომ ეკადრება.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *