(primetimenews.ge) სააკაშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ვახტანგ ხმალაძე ეწინააღმდეგება
კოალიცია “ერთსულოვნების” წარმომადგენელთა განცხადებით პარლამენტში პრეზიდენტ სააკაშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერებას კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ხმალაძე ეწინააღმდეგებოდა.
ამის შესახებ განცხადება “პრაიმტაიმის” პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე ერთსულოვნების წარმომადგენლებმა გააკეთეს.
“სააკაშვილი საკონსტიტუციო დარღვევით ახორციელებს პრეზიდენტობას. 21 თებერვალს პარლამენტში ჩვენ შევიტანეთ წინადადება სააკაშვილისთვის საპრეზიდენტო უფლებასმოლების ამოწურვასთან დაკავშირებით. ამის განხილვა კომიტეტში შედგა გუშინ. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ კომიტეტზე ოპონირებას ხმალაძის გარდა არავინ აწარმოებდა. ხმალაძე გვიმტკიცებდა რომ სააკაშვილი კანონიერი პრეზიდენტია და მეტიც ხმამაღლა აცხადებდა იმას რომ ის ჩვენს წინადადებას წინააღმდეგობას გაუწევს. კომიტეტზე მყოფი დეპუტატებიდან 7-მა პოზიციის დაფიქსირებისკენ თავი შეიკავა ერთი იყო მომხრე ეს იყო ბატონი კობა დავითაშვილი და დანარჩენი წინააღმდეგი”, -აცხადებენ ერთსულოვნების წარმომადგენლები და დასძენენ რომ საინტერესოა პრემეირმა გაარკვიოს რას ნიშნავს ეს ყველაფერი.
კოალიცია ერთსულოვნების ერთ-ერთი ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით კი ხელისუფლება მილიონ ნახევარ ქართველ ამომრჩეველს დაუპირისპირდა.
“ხელისუფლება მილიონ ნახევარ ადამიანს დაუპირისპირდა, რომელიც იმ ხელმოწერით დადასტურდა რომ სააკაშვილი აღარ უნდა იყოს პრეზიდენტი. ჩვენ ამდენი ხნის მანძილზე ვიყავით გაჩუმებული რადგანაც შეხვედრა გვქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან რომელმაც გვითხრა რომ უნდა დავლოდებოდით კომიტეტში ამ განხილვას” , – აცხადებს შაშიაშვილი.
“ერთსულოვნების” წარმომადგენლები დღევანდელ პრესკონფერენციაზე 19 აპრილის “ნაციონალური მოძრაობის” აქციასაც გამოეხმაურნენ და აღნიშნეს რომ ამ აქციაზე დაპირისპირება მოსალოდნელია.



