(პირველი)სკანდალი, რომელმაც მსოფლიო შეძრა: ევროსაბჭოს გენმდივანი КГБ–ს აგენტია

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის აღდგენის კამპანია დაიწყო, მიუხედავად ამ უკანასკნელის საოკუპაციო პოლიტიკისა.

უკრაინასთან ომისა და საქართველოს ტენიტორიების ოკუპაციის ფონზე მის მიერ დაწყებული კამპანია, როგორც ჩანს, სულაც არ არის პირველი გარიგება მოსკოვთან. იაგლანდის მოღვაწეობა და რუსული კონტაქტები ნორვეგიელმა ჟურნალისტებმა გამოიძიეს და აი, რა უნდა ვიცოდეთ ადამიანის შესახებ, რომელიც რუსეთთან „დიალოგის“ განახლების ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ უკრაინულ ინგლისურენოვან გამოცემა Euromaidan Press–ში ანალიტიკურ სტატიაში წერია:

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მიერ ბოლო დროს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის აღდგენის მიზნით კამპანიის წამოწყებამ, რომელიც მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიისა და უკრაინასთან გამოუცხადებელი ომის წარმოების ფონზე მიმდინარეობს, ბევრი დააფიქრა. ზოგიერთი ამბობს, რომ ეს აგრესორი რუსეთის დაშოშმინების ერთგვარი ფორმაა – უკრაინის გვერდით გადადება და რუსეთთან ურთიერთობების დალაგება იმ იმედით, რომ უკრაინის დასავლეთით მდებარე ქვეყნებს ეს არასოდეს შეეხება. ზოგიერთი მათგანი ვარაუდობს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ნაღდის ფულის მიღებისკენ ისწრაფვის, რომელიც მან რუსეთისგან საწევროს სახით უნდა მიიღოს. დანარჩენები, როგორც ჩანს, ეთანხმებიან ბატონი იაგლანდის არგუმენტებს, თითქოს ეს დაეხმარება რიგით რუსებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვაში. მანამდე კი რუსეთი ნამდვილად აცხადებდა, რომ არ გაითვალისწინებდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებს, თუ მას პოლიტიკურ სანქციებს არ მოუხსნიდნენ. ეს სანქციები რუსეთს ევროსასამართლოს მოსამართლეების შემდეგ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს. არსობრივად, რუსეთი შანტაჟზე მიდის.

ძალიან ცოტსასთვისაა ცნობილი, რომ ეს ერთადერთი გარიგება არ გახლავთ, რომელიც ბატონ იაგლანდს კრემლთან აკავშირებთ.

იაგლანდს კოდური სახელი „იური“ ჰქონდა მინიჭებული და ძვირფას წყაროდ ითვლებოდა КГБ–სთვის 1970–80–იანი წლების მიჯნაზე, როდესაც ის მშრომელთა პარტიის ახალგაზრდულ ფრთას ლიდერობდა. მოგვიანებით ის პარტიის ლიდერიც გახდა.2011 წელს ნორვეგიელმა ჟურნალისტებმა იაგლანდი წიგნის გამოცემის დაბლოკვაში დაადანაშაულეს. ეს წიგნი სკანდინავიის ქვეყნებში КГБ–ს საქმიანობას ამხელდა. ბატონი იაგლანდი, რომელიც მაში მშრომელთა პარტიის ლიდერი და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, უარყოფდა კავშირს წიგნის დაბლოკვასთან და გაფრთხილებაზეც დახუჭა თვალები, რომელიც ომისი ორი თანამშრომლის რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირს შეეხებოდა. თუმცა, ცოტახნის წინ კემბრიჯში გასაჯაროვებული საიდუმლო დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ჯერ კიდევ 2001 წელს ბრიტანულმა დაზვერვამ მას მიაწოდა ინფორმაცია, არა 2, არამედ მისი 10 თანამშრომლის კავშირის შესახებ КГБ–სთან. ნორვეგიის შსს–მ მაშინ საგარეო მინისტრს რეკომენდაცია მისცა, შესაბამისი ზომებისთვის მიემართა, რადგან ეს ფაქტი ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი იყო.

დღეს შეიძლება ითქვას, რომ ბატონმა იაგლანდმა სათანადოდ ვერ შეაფასა მაშინ საფრთხე და შსს–ს გაფრთხილებაც გაატარა. იაგლანდის პარტის ლიდერების КГБ–სთან კავშირების საკითხს დღემდე ტაბუ ადევს ნორვეგიაში.

აქ საუბარი საერთოდ არაა ბატონი იაგლანდის დანაშაულებრივ ქმედებებზე რუს მაღალჩინოსნებთან ურთიერთობებში. საქმე ეხება იმ რუსულ ორგანიზაციებთან „დიალოგს“, რომელთა მიზანი აგრესიული პოლიტიკის წარმოება და ევროპული საზოგადოების ინფილტრაციაა. „დიალოგის“ მაგიდასთან მილიტარისტული აღორძინების გზაზე მდგარი რუსეთის მიწვევით იაგლანდი ამტკიცებს, რომ მან ვერ მიიღო გაკვეთილები ევროპაში КГБ–ს ოპერაციების ისტორიიდან.

ნორვეგიის მშრომელთა პარტია – КГБ–ს სამიზნე

მას შემდეგ, რაც ნორვეგიის მშრომელთა პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსი და დიპლომატი არნე ტრეხოლდი (ფოტოზე შუაში) 1984 წელს КГБ–ს სასარგებლოდ სახელმწიფოს ღალატში ამხილეს, სსრკ–ის სპეცსამსახურები 80–იანების ბოლომდე მიყუჩდნენ ნორვეგიაში. ეს ფოტო ვენაშია გადაღებული და დღეს ის პრესის მუზეუმში ინახება.

ცივი ომის პერიოდში სკანდინავიის ქვეყნები საბჭოთა კავშირის მთავარი სამიზნე იყვნენ, რათა მოეხდინათ საზოგადოების ინფილტრაცია. სოციალისტური მთავრობები და რუსეთთან ტერიტორიული სიახლოვე სპეცსამსახურებს ნაყოფიერი მუშაობის ნიადაგს უქმნიდა. ნორვეგია, სადაურიც ბატონი იაგლანდია, განსაკუთრებულ ყურედღებას იმსახურებდა, რადგან მას საბჭოთა კავშირთან საერთო საზღვარი ჰქონდა. КГБ–ს მთავარ ამოცანას მშრომელთა პარტიასთან ურთიერთობების გამყარება იყო. მაშინდელი პრემიერ–მინისტრი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იკავებდა ამ პოსტს, ეინარ ჰეხარდსენი იმ ადამიანებს შორის იყო, რომლებიც საბჭოთა საელჩოსთან ახლობლობდნენ. თვით მშრომელთა პარტიის ყოფილი ლიდერი რეიულფ სტინი და გარემოს დაცვის მინისტრი ტორბიორნ ბერნცენი КГБ–სთვის საკონტაქტო ადამიანებად განიხილებოდნენ, რომელთაც კოდური სახელებიც კი ჰქონდათ მინიჭებული.

როგორც იკვეთება, ნორვეგიის სამთავრობო სტრუქტურებში დღესაც მაღალ პოზიციებს იკავებენ ის ადამიანები, რომელთაც КГБ–სთან კონტაქტები ჰქონდათ. ხოლო მათი КГБ–სთან ურთიერთობების საკითხები დღემდე მიუწვდომელია საზოგადოებრივი კონტროლისთვის.

ნორვეგიელი ჟურნალისტები, რომლებმაც ეს საქმე გამოიძიეს, აცხადებენ, რომ მუშაობის პროცესში პოლიტიკურ წინააღმდეგობას წააწყდნენ.

2000 წელს ჟურნალისტმა ალფ იაკობსენმა ტელეეთერში КГБ–სთან იენს სტოლტენბერგის კონტაქტებზე ისაუბრა. ეს უკანასკნელი დღეს ნატოს გენერალური მდივნის პოსტს იკავებს. მაშინ ჟურნალისტი თავად სტოლტენბერგმა, წამყვანმა კომენტატორებმა და მისმა უშუალო უფროსმაც კი გააკრიტიკეს. იაკობსენი წერდა: „ნორვეგიულ პოლიტიკაში ერთ–ერთი მთავარი ტაბუ მშრომელთა პარტიის КГБ–სთან ურთიერთობებია“.

ვითარების ამგვარად განვითარებაში ბატონი იაგლანდის მთავარ როლზე ბევრი მიუთითებს.

ტორბიორნ იაგლანდის КГБ–სთან ურთიერთობები გასული საუკუნის 70–იანი წლების ბოლოს დაიწყო, როდესაც ის მშრომელთა პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი იყო და პარტიის სამდივნოში მუშაობდა, – წერდა ნორვეგიული პრესა 1997 წელს. შემდეგ მას КГБ–ს კოდური სახელი „იური“ მიანიჭა. მხილება ორმაგი აგენტის მიხეილ ბუტკოვის მეშვეობით გახდა შესაძლებელი. ეს უკანასკნელი КГБ–ს მაიორი იყო, რომელიც 1989 წელს ჯერ ოსლოში ჩავიდა, ხოლო 1991 წელს ლონდონში გადავიდა. იაგლანდის მხილებაში КГБ–ს გენერალს, შემდგომში გადაბირებულ ოლეგ გორდიევსკისაც მიუძღვის. ის ამტკიცებდა, რომ 1970–იანი წლების ბოლო იაგლანდი КГБ–ს აგენტი იყო. ამის შესახებ მათ ერთობლივად გამოცემულ წიგნში „ბრმა სარკე“ დაწერეს, რომელიც 1997 წელს გამოიცა. ეს ნიშნავდა, რომ იაგლანდი КГБ–ს ოპერმუშაკებს პოლიტიკურ ინფორმაციას აწვდიდა და თავად არაფერს აწერდა ხელს.

ბეტკოვი ოსლოში კონტაქტების აღსადგენად გაგზავნეს, რომელიც მსხვილი შპიონური სკანდალის შემდეგ დაირღვა. სკანდალი მშრომელთა პარტიის ყოფილი პოლიტიკოსისა და დიპლომატის არნე ტრეხოლტის სახელმწიფოს ღალატში მხილებას მოჰყვა.

1990 წელს ბუტკოვს „იურისთან“, მრომელთა პარტიის მაშინდელ სახელგანთქმულ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან კონტაქტზე გასვლა დაევალა.

დეპეშაში, რომელიც მან მიიღო, „იური“ კონფიდენციური კონტაქტის რანგში იყო მოხსენიებული, რომელიც პოლიტიკური ინფორმაციის კარგი წყარო იქნებოდა. ასევე მისი გამოყენება იყო დაგეგმილი სკანდინავიის ქვეყნების ბირთვული იარაღისგან თავისუფალ ზონად გამოცხადების საკითხში. იაგლანდთან ორი შეხვედრის შემდეგ ბუტკოვმა საკუთარი კონტაქტი ნორვეგიის პოლიციის უსაფრთხოების სამსახურს გადასცა.

ნორვეგიაში КГБ–ს „კონფიდენციური კონტაქტები“, რომლებიც ბუტკოვმა გასცა, შეეცადნენ ნულამდე გაებათილებინათ თავისი კონტაქტები რუსულ სპეცსამსახურებთან. იაგლანდმა თქვა, რომ ის უბრალოდ თავის საქმეს ასრულებდა, რაც უცხოური საელჩოების წარმომადგენლებთან რეგულარულ კონტაქტებს გულისხმობს და ამ ურთიერთობების შესახებ მშრომელთა პარტიასა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს ტრონდ იოჰანსენს აცნობებდა.

ამავე დროს, ბუტკოვისა და სხვა გადაბირებულების ანგარიშებიდან იკვეთება, რომ КГБ–ს თანამშრომლები ცოტა სხვაგვარად აღიქვამდნენ ვითარებას. მაგალითად, სტეკლოვის საქაღალდეს КГБ–ში ДОР–ის ტიპად მიიჩნევდნენ, რაც იშიფრება, როგორც „ოპერატიული შემუშავების საქმე“. ასეთი კატალოგები, როგორც წესი იმ პირებისთვის იყო დარეზერვებული, რომლებიც კულტივაციის წარმატებულ სტადიაზე იმყოფებოდნენ, ან უკვე КГБ–ს „კონფიდენციურ კონტაქტებს“ შორის მოიაზრებოდნენ.

მიტროხინის არქივები და წიგნი შპიონების შესახებ, რომელმაც დღემდე ვერ იხილა მზის სინათლე

თუმცა, გორდიევსკისა და ბუტკოვს ნორვეგიელებთან КГБ–ს საქმეებში მოკლევადიანი კონტაქტი ჰქონდათ. КГБ–ს არქივის ყოფილი უფროსის ვასილი მიტროხინის ხელნაწერების თანახმად, რომლებიც ოქროს საბადო აღმოჩნდა დასავლეთისთვის საბჭოთა КГБ–ს საქმიანობის გასაცნობად, მას შემდეგ რაც ხელნაწერების ავტორი ბრიტანეთში გაიქცა, ნორვეგიის მთავრობასაც შეეძლო ამ დოკუმენტების გაცნობა და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. სწორედ ეს დოკუმენტები დაუდო საფუძვლად ინფორმაციას, რომელიც ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურმა 36 ქვეყნის სპეცსამსახურებს გაუზიარა.

მიტროხინის ხელნაწერი დოკუმენტების ასლები ორ წიგნს დაედო საფუძვლად, რომელთა თანაავტორები იყვნენ მიტროხინი და ბრიტანეთის დაზვერვის მთავარი ისტორიკოსიკრისტოფერ ენდრიუ გახდნენ – „ხმალი და ფარი“ (1999 წ.) და „მსოფლიო ჩვენი გზით მიდიოდა: КГБ და მესამე სამყაროსთვის ბრძოლა“ (2005 წ.). ამ წიგნებში დეტალურადაა აღწერილი საბჭოთა კავშირის დაწვერვის საიდუმლო სადაზვერვო ოპერაციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ნორვეგიელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მესამე წიგნის გამოცემაც იგეგმებოდა, რომელიც ძირითადად ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს ეძღვნებოდა. მაგრამ პროექტი ვერ განხორციელდა. არსებული იფნორმაციის თანახმად, რომელიც ნორვეგიელ ჟურნალისტებს ჩაუვარდათ ხელში, ამ წიგნის არგამოცემაში მთავარი როლი სწორედ ბატონ იაგლანდს მიუძღვის.

ნორვეგიის უმსხვილესი გაზეთი VG 2001 წელს წერდა ამ წიგნის შესახებ და სტატიაში აღნიშნული იყო, რომ წიგნში საუბარი შეეხება КГБ–ს კონტაქტებს ნორვეგიელ მაღალჩინოსნებთან ცივი ომის პერიოდში. ათი წლის შემდეგ, 2011 წელს, კიდევ ერთი მსხვილი ნორვეგიული ყოველდღიური გამოცემა Degbladet წერდა, რომ წიგნის ბეჭდვის შეჩერება დიპლომატიური არხებისა და უდიდესი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა> რადგან მასში წერია, რომ ტრეხოლტი ერთადერთი არ არის, ვინც ნორვეგიის მთავრობიდან КГБ–სთან თანამშრომლობდა და რომ დანარჩენები დღემდე მუშაობენ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მშრომელთა პარტიაში.

აღნიშნულ წიგნთან დაახლოებული ინგოგნიტო წყაროები გაზეთ Degbladet–ის რედაქციას აცნობებდნენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსა (მაშინ მინისტრი ბატონი იაგლანდი იყო) და მშრომელთა პარტიის ლიდერები ნორვეგიის სპეცსამსახურებთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას წიგნის გამოცემის შეჩერებაში.

ამ წიგნის ირგვლივ მითქმამოთქმის პიკზე ავტორი კრისტოფერ ენდრიუ ყველასათვის მოულოდნელად აცხადებს, რომ ის არც არასოდეს აპირებდა მსგავსი წიგნის გამოცემა და თითქოს ეს ნაშრომი არც არსებობდა. თუმცა, პოლიციის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა პერ სეფლანდმა გამოცემას მოუთხრო, რომ მისმა უწყებამ იცოდა ამ წიგნის შესახებ, რომლის საფუძველზეც სპეციალური ანგარიშიც მოამზადა. ეს ანგარიში 2001 წელს იუსტიციის სამინისტროს გადაეცა, ასევე გაეგზავნა გენერალურ პროკურორს და საგარეო საქმეთა სებჭოს.

2011 წელს აგორებული სკანდალის შემდეგ ტორბიორდ იაგლანდი უარყოფდა, რომ მან იცოდა ამ წიგნის არსებობის შესახებ. თუმცა მან ისიც თქვა, რომ სმენია ორი ადამიანის შესახებ, რომლებიც მიტროხინის არქივებში არიან მოხსენებული და საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდნენ. მისივე თქმით, ის „გაეცნო მასალებს და გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს“.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეს–რელიზში აღნიშნა, რომ არა ორი, არამედ „სამი ადამიანი, რომლებიც იმ დროს საგარეო უწყებაში მუშაობდნენ, ისტორიულ მასალებში არიან მოხსენიებული“ (მიტროხინის არქითი. რედ.).

კემბრიჯის არქივის მიერ მიტროხინის ხელნაწერების გასაჯაროების შემდეგ გაირკვა, რომ იაგლანდის მინისტრობის პერიოდში უწყებაში 10 ადამიანი მუშაობდა КГБ–სთან. იგივე დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ნორვეგიის შსს–ს უსართხოების სამსახურმა 2001 წელს იუსტიციის სამინისტროს 16 ადამიანის სია გადაუგზავნა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მიმართებაში საჭირო ზომების გატარება მოითხოვა.

„16 ადამიანიდან, რომლების იდენტიფიცირებაზეც ქვემოთ მოგითხრობთ, 10 საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, ან მუშაობს. შესაბამისად, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ მიტროხინის არქივების შინაარსიდან გამომდინარე, უსაფრთხოების საპოლიციო სამსახურმა მიაწოდოს ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ ეს საფრთხე კვლავაც აქტუალურია და რომ სამინისტროს ხელმძღვანელობამ დამოუკიდებლად, ან უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად გადასცეს ეს მასალები თავის ყველა თანამშრომელს“.

დღემდე უცნობია, როგორ უპასუხეს ამ საფრთხეს საგარეო და იუსტიციის სამინისტროებმა. საგარეო სამინისტრომ ადგილობრივ ტელეკომპანია TV2–თან კომენტარში განაცხადა, რომ არაბუნებრივია, ამ საკითხზე საგარეო სამინისტრომ გააკეთოს კომენტარი და რომ პასუხისმგებლობა საკითხზე პროკურატურის ორგანოებზეა.

ტელეკომპანიის ცნობით, უსაფრთხოების სამსახურის 2000 წლის ანგარიშიდან ჩანს, რომ ბრიტანულმა დაზვერვამ 990–იან წლებში 35 ადამიანის სია გადაუგზავნა ნორვეგიას, რომლებიც КГБ–სთან თანამშრომლობაში იყვნენ მხილებული. თუმცა, ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა კემბრიჯში მიტროხინის არქივებში სულ მცირე 40 ადამიანის სია ამოიკითხეს.

ნორვეგიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა 1997–2003 წლებში პერ სეფლანდმა ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი აზრით, КГБ–ს ნორვეგიელი აგენტები დაუსხლტნენ მართლმსაჯულებას და მათ შორის საგერო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელებთან ერთად პოლიციის მაღალჩინოსნებიც იყვნენ. „მომავალში სრულიად შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ ჩვენ ძალიან გულგრილად ვუდგებოდით რისკებს, რომლებიც სადაზვერვო საქმიანობას უკავშირდება“, – თქვა მან.

ბევრ ქვეყანაში მიტროხინის არქივების გასაჯაროებას სასამართლო პროცესები და საზოგადოებრივი განხილვები მოჰყვა. მეზობელ დანიაში ანდერს ფოგ რასმუსენის (ნატოს ყოფილი გენმდივანი) მთავრობამ აშშ–ს 10,5 მილიონი დოლარი გადაუხადა ცივი ომის პერიოდის კვლევისთვის, რის შედეგადაც, 2014 წელს გამოიცა წიგნი სახელწოდებით „მგლები, ცხვრები და მცველები“. მაგრამ, ნორვეგიაში მიტროხინის აღიარებებს დუმილი მოჰყვა. КГБ–ს აგენტები დაუძვრნენ პასუხისმგებლობას, რადგან ეს ვიღაცას ძალიან აწყობდა.

გაკვეთილების იგნორირება?

ისტორიკოსმა როი ვეგამ პროვოკაციული კითხვა დასვა: ნორვეგიის მშრომელთა პარტიის რომელ ლიდერს არ ჰქონდა მჭიდრო კონტაქტები КГБ–სთან? აარკ–ის დაშლის შემდეგ ეს საკითხები მიიჩქმალა. მშრომელთა პარტიამ თავიდან აირიდა უხერხული კითხვები და ამტკიცებენ, რომ მათი კავშირები უცოდველი იყო და რეგულარული დიპლომატური ინფორმაციის გაცვლის ხასიათს ატარებდა.

მაგრამ სრკ–ის წარმომადგენლები იმიტომ აბამდნენ ამ კონტაქტებს, რომ ეს მათთვის იყო სასარგებლო. КГБ–ს ძალიან ბევრი მაღალკვალიფიციური, ცბიერი და საზრიანი ოფიცერი ჰყავდა, რომელთა უმთავრეს მიზანს უცხო ქვეყნებში სწორედ საზოგადოების ინფილტრაცია წარმოადგენდა.

ამ კონტაქტების საფუძველზე საბჭოთა კავშირს უზარმაზარი ინფორმაცია უგროვდებოდა იმ ქვეყნების შესახებ, რომლებზე გავლენაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო. დეტალურად იცოდნენ პოლიტიკური ინტრიგების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და ინტელექტუალების პირადი ცხოვრების შესახებ.

ეს კამპანია დღესაც გრძელდება. იაგლანდის КГБ–სთან კავშირის გამოაშკარავების შემდეგ ჟურნალისტი ალფ იაკობსენი წერდა, რომ ამ ფაქტს უმწვავესი რეაქცია მოჰყვა. პოლიტიკოსები და ჟურნალისტები შეეცადნენ, ეს საქმე უმნიშვნელოდ და გამოგონილად შეერაცხათ. აკრძალული წიგნის ისტორიასაც ხმალამოღებული შეხვდნენ.

„ვერავინ იტყვის, რომ ეს იყო სისლის სამართლის დანაშაული. ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით ამის შესახებ. მაგრამ უნდა გავარკვიოთ, ამდენი წლის განმავლობაში ასე ბევრ ადამიანს რატომ ეგონა სწორი ურთიერთობების დამყარება იმ ადამიანებთან, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებდათ „პოლიტიკური ხიდების გადება“ და მათ ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ საბჭოთა სახელმწიფოსათვის სასარგებლო მგრძნობიარე ინფორმაციის მოპოვება. ამას აკეთებდნენ შეგნებულადაც, მოტყუებითაც, მოსხიდვითა და მუქარითაც და ფსიქოლოგიური თამაშების გამოყენებითაც“, – აღნიშნა იაკობსენმა.

აღნიშნული ტაქტიკის უდიდესი ნაწილი დღესაც გამოიყენება რუსეთის მიერ ანტიდასავლური კამპანიის წარმოებაში, რომელიც მაქსიმალურად აღვივებს წყენასა და შუღლს, რათა გამოიწვიოს ქაოსი და შეარყიოს ჭეშმარიტი დემოკრატია. მაგრამ, სამწუხაროდ, სწორი კითხვები დღემდე არ ისმება. შესაძლოა, ეს ჩვენ ახლა გავაკეთოთ:

რატომაა, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ასე დაჟინებით ითხოვს „დიალოგს“ ქვეყანასთან, რომელიც იგნორირებას უკეთებს ევროსაბჭოს ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც ამ მოედანზე დასაბრუნებლად მოსყიდვისა და შანტაჟის მეთოდებს იყენებს, რომელსაც ის არა პოლიტიკური ხიდების ასაგებად, არამედ ევროპის ჩამოსაშლელად გამოიყენებს?

პასუხი ჩვენ ჯერ არ გვაქვს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *