საქართველო “ვარდების რევოლუციის” 9 წლისთავზე

 სააკაშვილი და “ნაცმოძრაობა” არა ამ ფაქტებისათვის, არამედ საქართველოს მოსახლეობის გენოციდისათვის უნდა გასამართლდეს!

ამაზრზენია, მოაზროვნე ადამიანისათვის, ელემენტარული თავმოყვარეობის მქონე საქართველოს მოქალაქისათვის შეურაცხმყოფელი და შოკისმომგვრელია, თუ რაში ხარჯავდა ქვეყნის ფულს, ხალხის ფულს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ცხრა წლის განმავლობაში როგორც პრეზიდენტი და, მანამდე კიდევ ცხრა წელი, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის – „მოქკავშირის“ გენერალური მდივანი იყო კაცი, რომელიც პროსტატის საწინააღმდეგო პრეპარატებით დაწყებული, კოსტუმებით გაგრძელებული, უცხოელი მასაჟისტების და  მზარეულების მოწვევით დამთავრებული – ბიუჯეტის ფულით იხდიდა.

კაცი, რომელიც არათუ საკუთარი ოჯახის, არამედ მისი ფავორიტი ქალბატონების ოჯახების მოგზაურობა – დასვენებასაც კი ბიუჯეტის ფულით აფინანსებდა.

„თეთრებს“ კარგად გვესმის მოსახლეობის აღშფოთება ყველაფერი ამის გამო, მაგრამ  ეს ყოველივე არაფერია იმის ფონზე, რა უბედურებაც მან ცხრა წლის განმავლობაში მოუტანა საქართველოს. ეს ყველაფერი კარგად ჩანს ჩვენს მიერ მეცნიერებთან ერთად მომზადებულ კვლევაში „საქართველო „ვარდების რევოლუციის“ 9 წლისთავზე“.

ჩვენ ამ დოკუმენტის პრეზენტაცია 2011 წლის 19 -20 მაისს , ანუ 26 მაისის გამოსვლების წინ მოვაწყვეთ. ჩვენ მაშინ ხმამაღლა ვთქვით: „სახეზე გვაქვს მეცნიერული კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ „ნაციონალურმა“ ხელისუფლებამ გენოციდი მოუწყო საკუთარ ხალხს, რომ ამ ხელისუფლების ხელში საქართველოს  მომავალი პრაქტიკულად არ აქვს“.

ეს იყო სწორედ დიდი გამოსვლების დასაწყისი. დრო კიდევ უფრო მეტად დაადასტურებს, რომ 26 მაისმა რეალურად შეცვალა საქართველო – ხალხი გამოაფხიზლა, მსოფლიო დააფიქრა, „ნაციონალურ“ ხელისუფლებას კი პოლიტიკური სამარე გაუთხარა.

ჩვენ ეს დოკუმენტი „საქართველო „ვარდების რევოლუციის“ 9 წლისთავზე“ კეთილგანწყობილი წერილით გავუგზავნეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს გენერალურ პროკურორს. ჩვენი მიზანი იყო დაგვეწყო „ნაციონალური“ ხელისუფლების სახალხო გასამართლება. ვწუხვართ, რომ ამ ფუნდამენტურ დოკუმენტს არ მოჰყვა ახალი ხელისუფლების შესაბამისი რეაქცია.

ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს პოზიციას და ვთვლით, რომ უნდა მოხდეს დამოუკიდებელი საქართველოს ყველა მმართველი პოლიტიკური ძალის შეფასება – გასამართლება. ეს დოკუმენტი ამის რეალურ აუცილებლობას ადასტურებს.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მართლაც ამაზრზენი ფაქტებიც კი არაფერია იმასთან შედარებით, რა ფაქტებიც, რა ანალიზიც არის მოცემული მეცნიერთა  მონაწილეობით შედგენილ ჩვენს დოკუმენტში. ჩვენი მთავარი ბრალდება „ნაციონალური“ ხელისუფლების მიმართ არის ის, რომ მან გენოციდი მოუწყო საკუთარ ხალხს.

ნახეთ და დარწმუნდებით ამაში.

„თეთრების“ პოლიტიკური  საბჭო

14.08.2014წ

150455_10151340938281193_694245894_nსააკაშვილი და “ნაცმოძრაობა” არა ამ ფაქტებისათვის, არამედ საქართველოს მოსახლეობის გენოციდისათვის უნდა გასამართლდეს!

simartleდაუჯერებელი სიმართლე – საქართველოს მოსახლეობის გენოციდი

f3დაუჯერებელი სინამდვილე

პრეზიდენტის სასახლე, რომელიც დაჯდა ნახევარი მილიარდი დაუჯერებელი სიხარბე – მხილების მუზეუმი

26 maisi დაუჯერებელი სისასტიკე  – 26 მაისი

mishaსაბრალდებო დასკვნა

mishaსაცოდავი საქართველო ასეთი პრეზიდენტის ხელში

mishქალაქში მკვლელი დადის და იგი პრეზიდენტია“

პრეზიდენტის სასახლე, რომელიც დაჯდა ნახევარი მილიარდი “ნაციონალების” მედია-ტერორი

saakპრეზიდენტი სააკაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატ სააკაშვილის წინააღმდეგ…

saakპრეზიდენტი სააკაშვილი იუსტიციის მინისტრ სააკაშვილის წინააღმდეგ

 

საქართველოს ეკონომიკა ვარდების რევოლუციის 8 წლისთავზე

gerbi1ნაციონალები 2003-2011 წლებით დღესაც ამაყობენ.

gerbi1ვინ ვის ემსახურება საქართველოში: ხელისუფლება ხალხს, თუ ხალხი ხელისუფლებას?

gerbi1„ათი ციფრი 

gerbi1კონომიკური ვითარება ქვეყანაში ნაციონალური ხელისუფლების 8 წლისთავზე (თ. შაშიაშვილის ინტერვიუ) 

gerbi1ელიტარული, პროფესიონალური და პროფესიული კორუფცია საქართველოში

gerbi1რა ხდება სოფლის მეურნეობაში?

gerbi1რა ხდება განათლებაში?

gerbi1რა ხდება სოციალურ სფეროში?

gerbi1რა ხდება ჯანდაცვაში?

gerbi1რა ხდებოდა “ეკონომიკური აღმავლობის” საქართველოში?

gerbi1კახეთი – უმუშევრობა, შიმშილი, უიმედობა და “პოტიომკინის სოფელი”

gerbi1ნაციონალური“ რეფორმების შედეგი – განადგურებული ნაციონალური ეკონომიკას

gerbi1„ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ… საგანგაშო ანალიზი 

gerbi1„თეთრების“ „თეთრი სტატისტიკა“ 

gerbi1საქართველოს მოსახლეობის გენოციდი

gerbi1ანტიკური მონობიდან – შუასაუკუნეობრივი ბეგარისაკენ, და პირიქით…

gerbi1კამერული ტრილოგია

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *