ჩვენ თეთრები

gerbi1ქვეყანა უნდა იმართებოდეს ერის ბუნებიდან გამომდინარე

ვეყანაში უნდა იყოს კონკურენტული გარემო და ადამიანი იყოს დაცული

ქვეყანა არ უნდა იმართებოდეს გარედან

ქვეყანას მართავს ხელისუფლება, ხელისუფლებას მართავს ხალხი, ხალხს მართავს ინტელექტი და ზნეობა. 

ჩვენ, სხვადასხვა თაობის, საქართველოს ყველა მხარის, ყველა ეთნიკური ჯგუფის, მსოფლიოს 30 ქვეყანაში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა, 20-ზე მეტი პროფესიისა და ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლებმა – ხანგრძლივი თანამშრომლობის, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების შესწავლის, პროგრამული დოკუმენტების შედგენის, კავკასიის ქვეყნების, ევროპის, ამერიკის, რუსეთის, ჩინეთის, თურქეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, რიგი სხვა ქვეყნების პოლიტიკურ, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და შემოქმედებით წრეებთან საქმიანი კონტაქტების დამყარების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება განსხვავებული პრინციპებით ახალი ტიპის პოლიტიკური ძალის შექმნის თაობაზე.

ჩვენ ვქმნით პოლიტიკურ ძალას, რომლისთვისაც მისაღები იქნება მხოლოდ ნიჭის, გამოცდილების, პროფესიონალიზმის, კანონის უზენაესობის ძალაუფლება. ვინ ვართ ჩვენ, ვინც ვდგავართ ამ ახალი ტიპის პოლიტიკური პარტიის შექმნის პროცესის დასაწყისთან?

„თეთრები“ პირველი შეკრებისთანავე შევთანხმდით, რომ ეს იქნებოდა საღ პოლიტიკურ აზროვნებაზე დამყარებული უდრეკი მოქმედებით უკომპრომისო მებრძოლი გუნდი საქართველოს ნათელი მომავლისათვის.
„თეთრები“ ვთვლით, რომ პოლიტიკური მოძრაობა, ძალა, პარტია არის ის: ვისაც აქვს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ღრმა ანალიზი; ვინც იცის ქვეყნის პოტენციალი; ვინც გრძნობს ქვეყნის გარეთ მიმდინარე პროცესებს.
„თეთრები“ სწორედ ამ სამ კოლოსს ემყარებიან თავის აზროვნებაში, მოქმედებაში, მომავლისადმი იმედში.

ჩვენ მართლები ვართ იმიტომ, რომ ჯერ ვფიქრობთ და მერე ვამბობთ.

ჩვენ მართლები ვართ იმიტომ, რომ ჯერ ვუსმენთ და მერე ვმოქმედებთ… და ვუსმენთ ვის? – დღევანდელი საქართველოს საუკეთესო შვილებს – მსოფლიოში წარმოჩინებულ და პატივმიგებულ მეცნიერებს, შემოქმედებს, სამშობლოს ბედზე ჩაფიქრებულ მოაზროვნეებს.

ჩვენ შევძელით ქვეყნის აწმყოს ანალიზზე, სამომავლო პოტენციალზე და მსოფლიო პროცესების ცოდნაზე დამყარებული პოლიტიკური ძალის შექმნა, რომელიც ხავერდოვნად, ბუნებრივად და უმტკივნეულოდ გარდაისახა ინტელექტზე დაყრდნობილ პარტიად.

ჩვენ დიდად ვაფასებთ ყველა სხვა ღირსეული პოლიტიკური ძალის დამსახურებასა და ღვაწლს ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის მეტად მტკივნეულ პროცესში. მაგრამ, ჩვენთვის მიუღებელია მექანიკური თანამშრომლობა-დილოგი-შეერთება- კოალიცია, როდესაც ამ პროცესს არ გააჩნია პრინციპებზე დამყარებული რეალური საფუძველი.

ჩვენ კარგად ვხედავთ, რა მოუტანა ქვეყანას უპრინციპო და უპროგრამო პარტიებმა, უმეცრებითა და გონებადაკარგულ პოლიტიკოსებით სავსე მმართველმა თუ ვაიოპოზიციურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა. ბოლო ოცი წელია ქვეყანა არა გონებით, არამედ ემოციებით იმართება, თანაც ეს ემოციები, ფრიად არაკეთილშობილურია, მეტიც, ემყარება ერთეულთა ქვენა გრძნობებსა და არაკაცურ ინსტიქტებს.
პოლიტიკოსთა ყველა თაობას, მიუხედავად იმისა, სად იყო ამ ოცი წლის მანძილზე, თავის წილი პასუხისმგებლობა ეკისრება იმისათვის, რომ ქვეყანა დღეს მიიყვანეს მდგომარეობამდე, როცა შესაძლებელი გახდა არაქართული ცნობიერების ძალების ხელისუფლებაში მოყვანა.

ჩვენ ვებრძვით  შორიდან თავსმოხვეულ იდეებს, რომლითაც სურთ ჩაკლან ქართული სული, ქართული აზროვნება, ქართული მენტალიტეტი.ყველა უბედურების სათავე მათი სოროს-ბენქლაფ და ასე შემდეგ პატრონები არიან, რომელთაც სურთ ქართული ცნობიერების წაშლა, ქართული სახელმწიფოს დაშლა, ქართული სულიერების ამოშანთვა; რომელთაც სურთ ქართული მიწა, ქართული წყალი, ქართული ზეცა – უქართველებოდ… და ნელა-ნელა აღწევენ მიზანს მათგან ხელდასმულ დღევანდელ ხელისუფალთა წყალობით.

gerbi1ქვეყანაში დიდი პოლიტიკური კონფლიქტია 

მხედველობაში არამც და არამც არ გვაქვს კონფლიქტი პარტიებს, ჯგუფებს და მითუმეტეს, პიროვნებებს შორის. ეს არის კონფლიქტი ქვეყნის დღევანდელი დღისა და მომავლის ხედვის ორ ფუნდამენტურ მიმართულებას შორის.
პირველი მიმართულება იბრძვის ქვეყნის განვითარებისათვის მისი ბუნებრიობიდან გამომდინარე გზით (და ეს პროცესი ძლიერდება ევროპაშიც).
მეორე მიმართულება ჯიუტად აგრძელებს ერის მენტალიტეტის შეცვლის კურსს.
ჩვენ პირველებთან ერთად ვართ, ანუ მათთან, ვისაც წამს, რომ საქართველო უნდა იმართებოდეს ერის ბუნებიდან, ისტორიიდან, მენტალიტეტიდან გამომდინარე და არა მენტალიტეტის შეცვლით, რასაც ასე დაუღლელად აკეთებენ სოროსი – თავისუფლების ინსტიტუტი – ხელისუფლების სტრუქტურები და მათი ერთგული თანამოაზრეები.

ჩვენ ვაცხადებთ: საქართველო არ არის მარტო ტერიტორია, საქართველო არის ქართული ცნობიერება.

ჩვენ ვაცხადებთ – „თეთრები“ ვართ პარტია, რომელიც ერთის მხრივ ეფუძნება კაპიტალიზმის უმთავრეს პრინციპს – კონკურენტული გარემოს შექმნას და კონკურენციის მემარჯვენე იდეებს, ხოლო მეორეს მხრივ აღიარებს ევროპული ანუ შვედური სოციალიზმის მთავარ მონაპოვარს – ადამიანის დაცულობას.
ამ პრინციპს ეყრდნობა „თეთრების“ დამფუძნებელთა მორიგ კონგრესზე გაკეთებული განცხადება, საიდანაც აშკარად ჩანს, ვისთან შეიძლება ჩვენ ვითანამშრომლოთ და ვისთვის შეიძლება ჩვენ ვიყოთ მისაღები პოლიტიკური პარტნიორი.

ჩვენ ვთვლით, რომ გარე სამყაროსთან საქართველოს ურთიერთობას უნდა ჰქონდეს ორი მძლავრი საყრდენი: ინტელექტი და ბიზნესი. პირველით ძლიერია ქვეყანა, ხოლო მეორეს უდიდესი პოტენციალი გააჩნია სწორედ ინტელექტიდან, ადამიანური, ბუნებრივი და გეოგრაფიული რესურსებიდან გამომდინარე.
ეს არის ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა. ამის შემდეგ ჩვენ გზა გახსნილი გვაქვს ყველა ძალასთან, ყველა მოქალაქესთან, რაც დღემდე გარკვეულად შეზღუდული იყო ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და რეჟიმული მდგომარეობიდან გამომდინარე.

 ჩვენი განცხადება არის გამოწვევა: გამოწვევა პოლიტიკური პარტიებისადმი – რათა ვიპაექროთ არსებული პოლიტიკური ანალიზითა და პროგრამებით; გამოწვევა მოქალაქეებისადმი – რათა შეადარონ სხვა პარტიების პროგრამებს და გონების თვალით შეხედონ რეალობას, შემდგომ სწორი გადაწყვეტილების მიხედვით. ჩვენი პროგრამები სრულად შეგიძლიათ იხილოთ საიტზე www.tetrebi.org

ქართული მენტალიტეტი, ქართულად აზროვნება ჩვენთავის არის საფუძველთა საფუძველი, ყველა დანარჩენი კი ზედნაშენია.

ქართული ცნობიერება არის ის წყალგამყოფი, რომელმაც ერთის მხრივ უნდა განაცალკეოს ურთიერთმიუღებელი პოლიტიკური ძალები, ხოლო მეორეს მხრივ, ამ ეტაპზე, ერთ მუშტად უნდა შეკრას ამ საკითხებში თანამოაზრეთა გუნდი, ყველა სხვა განსხვავების, დროებით, მეორე პლანზე გადატანით.

მომავალი – ბედნიერებაშია; ბედნიერება – გამარჯვებაშია; გამარჯვება – ბრძოლაშია. ბრძოლას კი ყოველთვის აქვს აზრი.

gerbi1რა გვწამს ჩვენ

ჩვენ ვთქვით, რომ გვინდა ერთ მუშტად შევკრათ დღეს საქრთველოში გათითოკაცებული სიკეთე და დავშალოთ ერთ მუშტად შეკრული ბოროტება, ქვეყანას რომ აბნელებს, ანგრევს, აცილებს ცივილიზირებულ სამყაროს
ვთქვით, რომ ყველაფერი ეს გავაკეთოთ ქართული ტოლერანტობით, მთელ ქართველ ხალხთან, საქართველოს ყველა ჭეშმარიტ მოქალაქესთან და ჭეშმარიტ მეგობართან ერთად.. გავაკეთოთ ეს ქართული ცნობიერებით და ეპოქის შესაბამისი რეფორმატორული განწყობით.

მომავალი გაზომავს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას ჩვენს მიერვე ნათქვამი სიტყვებისადმი. ეჭვი არ გვეპარება, რომ ჩვენ, სწორედ ის ხალხი ვართ., ვისაც გვესმის პასუხისმგევლობა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის მეგობრების წინაშე.

სწორედ ამიტომ გთავაზობთ აქტიურ ჩართვას „თეთრების’ საქმიანობაში, სწორედ ამიტომ გთავაზობთ ამ სამოქმედო გეგმასაც.

ჩვენ გვწამს ერთმანეთის.
ჩვენ გვწამს, რომ გვექნება დიდი ერთობა მომავლის საქართველოსთვის!
ჩვენ მოვიგებთ სულიერ დიდგორს!

gerbi1ვინ ვართ ჩვენ

დღევანდელი საქართველოს ყველა თაობის წარმომადგენლები: ადამიანები, რომელთაც ქართული საქმის ერთ უმთავრეს წინაპირობად თაობათა ერთიანობა მიგვაჩნია, ვთვლით, რომ პოლიტიკა და ხელისუფლება – ეს არის აზროვნება და არა ასაკი!

ჩვენს შორის არიან საქართველოს ბოლო ათწლეულის თითქმის ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები.

ჩვენ ვართ ხალხი, რომელთაც ქართული საქმის კეთების უპირველეს პირობად ქართული ცნობიერების გამთლიანება მიგვაჩნია, თანამედროვე გლობალიზაცია, ნიოსფეროდან ნოოსფეროს შექმნა, ჩვენთვის ბუნებრივი პროცესია, რომელიც არ ნიშნავს უთვისტომობას, ურწმუნეობას, ისტორიული ფესვის მოშლას და კოსმოპოლიტიზმს, როგორც ამას ქვეყნის ხელისუფალნი ფიქრობენ.
ჩვენი პოზიციაა არა ისტორიულ პროცესთან დაპირისპირება, არა პარანოიკული შიში – მტრისა და მტრების ძიება – არამედ ორიენტირება ინტელექტსა და ბიზნესზე, მეცნიერებაზე, განათლებაზე, კულტურაზე, ხელოვნებაზე და ეროვნებასა და ეროვნული განწყობით მონაწილეობა ცივილიზაციის დიდ პროცესში.

gerbi1რით ვამაყობთ ჩვენ

დამფუძნებელთა შორის ერთიც არ არის ძველი, ან ახალი მთავრობის, მმართველი პარტიების „მოქკავშირისა“ და „აღორძინების“ მმართველობის წარმომადგენლები, ან არჩეული დეპუტატად ამ პარტიების სიებით.

ჩვენს შორის არ არის არც ერთი, რომელმაც პოლიტიკური, ან სხვა მიზნების გამო, შეიცვალა გვარი, სარწმუნოება, ეროვნება და საერთოდ, ჩვენთვის პოლიტიკურ პარტნიორად მიუღებელია ყველა, ვინც ეს გააკეთა ან მომავალში გააკეთებს.
ჩვენს შორის არც ერთი არ არის არც პროამერიკული, არც პრორუსული პოლიტიკოსი. მიუხედავად ჩვენი მრავალეროვანი შემადგენლობისა, ყველანი ქართული ეროვნული პოლიტიკის მიმდევრები ვართ. ვთვლით, რომ ჩვენი ეროვნული ისტორიული ფესვებისკენ სვლა თავისთავად მთელს მსოფლიოსთან თანამშრომლობას გულისხმობს, რადგან სწორედ ქართულ ისტორიულ ფესვებთანაა დაკავშირებული პლანეტარული აზროვნება.

ჩვენთვის სტრატეგიულია თანამშრომლობა როგორც ამერიკასთან, ასევე რუსეთთან, ყველა კონტინენტთან, თუმცა პრიორიტეტი, როგორც „ჩვენი სახლი“, ევროპაა. ასევე ჩვენ ვართ ძლიერი კავკასიური სახლის მომხრე პოლიტიკური ძალა.

gerbi1ვის შეუძლია შემოგვიერთდეს

• ვისაც არც წარსულის და არც მომავლის არ ეშინია…
• ვისაც სხვისი გახარების უნარი აქვს…
• ვისაც სხვი ტკივილის, სხვისი მწუხარების გათავისება შეუძლია…
• ვინც აცნობიერებს, რომ რწმენა იგივე სიყვარულია…
• ვინც იცის, რასაც სიყვარულით მოეკიდება, არაფერია ამქვეყნად ძნელი…
• ვინც სიძულვილის კენჭი რომ გვესროლოს, სიყვარულის ლოდს დაგახვედრებს…
• ვინც იცის, რომ სიყვარულს ერთადერთს შეუძლია შექმნას ადამიანი. როგირც სამყარო და მთელი სამყარო მოათავსოს ადამიანის გულში…
• ვინც იცის დედაშვილობის ფასი…
• ვისთვისაც ოჯახიშვილობაა მთავარი, წინაპრის საფლავი – უწმინდესი…
• ვისთვისაც დიდი სიმაღლეა ქართველი ქალის კდემამოსილება, ქალისადმი კრძალვა და რიდი…
• ვინც იცის, რომ ადვილია ნგრევა-სულმოკლეობაა, ე.ი ნგრევა; მადლიერება კი – სულგრძელობა, ე.ი. შენება…
• ვინც იცის, რომ უბედურების სათავე სხვათა ძარცვა-გლეჯვით, უკანონობით მოპოვებული სიმდიდრეა…
• ვინც იცის, რომ ხარბი კაცი არასდროს იქნება ბედნიერი…
• ვინც იცის, რომ არ შეიძლება მდიდარი იყო მაშინ , როცა ღარიბია და გაუსაძლის ყოფაშია წესიერი კაცი, შიმშილობს მეცნიერი , მწერალი, შემოქმედი, კულტურის მოღვაწე, ცნობილი სპორტსმენი… როცა შიმშილობს მასწავლებელი, ბავშვს ბავშვობა აღარ აქვს, მოხუცის სიცოცხლე გამწარებულია, გაწამებულია ხიზანი, მიტოვებულია შრომის უუნარო, მიუსაფარი…
gerbi1ვის შეუძლია დიდ ბრძოლაში იყოს ჩვენთან

• ვისაც მწარე სიმართლე ურჩევნია ლამაზ სიცრუეს
• ვისაც შესისხლხორცებული აქვს, რომ თავისუფლება – პასუხისმგებლობაა და ყოველი ადამიანი თავისუფალია საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში…;
• ვინც იცის, რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის „ცა-ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტო“;
• ვისაც სწამს, სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ;
• ვისაც აქვს სიამაყე ამ ბრძოლისათვის…;
• ვინც იცის, რომ
…„არა არს წესი ქართველთა
მტრისადმი ზურგის შექცევა“..
• ვინც ხედავს, რომ ახალ ათასწლეულში კაცობრიობას ერთი მეფე ჰყავს – განათლება…;
• ვისაც სწამს, რომ განათლებული კაცი, მართლაც მეფე იქნება, გაუნათლებელი – მონა;
• ვინც იცის, რომ ბედნიერება რწმენაა, ძალაა, სარწმუნოებით ცხოვრებაა, მიმტევებლობაა, თანაგრძნობაა, მოთმინებაა, ამტანობაა, რომ ბედნიერება სიყვარულია, სრულყოფილების მწვერვალია, სრულყოფილება და ზნეკეთილობა, რომ ბედნიერება გათითოკაცებული სიკეთის ერთ მუშტად შეკვრაა, რომ ბედნიერება თავგანწირვაა, თავგანწირვაა შენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის…“
• ვინც იცის, რომ ბედნიერია ღვთის მოშიში კაცი…
• ვისაც ძვალსადა რბილში გამჯდარი აქვს სარწმუნოებრივი და ცხოვრებისეული სიბრძნე: ისჯება არა ცოდვის ჩამდენი, არამედ მისი შთამომავალი…
• ვინც იცის, რომ რომ ბედნიერია კაცი, რომელსაც არ უნდა, მის შვილს, შთამომავლობას ლაჩარი და ბოროტი წინაპარი ყავდეს
• ვისაც გააზრებული აქვს პასუხისმგებლობა შთამომავლობის წინაშე
• ვინც იცის, რომ ბედნიერია, როცა მისი კვალი ნათელია

 

gerbi1თეთრების საყრდენები

• ბიბლია
• ვეფხისტყაოსანი
• ქართლის ცხოვრება
• მსოფლიო ცივილიზაცია და მისი სიკეთეები
• ილია ჭავჭავაძის ეროვნული,
• იოანე პეტრიწის ფილოსოფიური,
• დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიური მემკვიდრეობა
ჩვენი გზა დავით აღმაშენებლის გზაა.
ჩვენ მოვდივართ ამ გზით და არ არის ძალა, რომელიც შეგვაკავებს, რადგან მასში სინთეზირებულია ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო პლანეტარული.
არ არის ძალა, რომელიც ჩვენ შეგვაკავებს, რადგან ჩვენთვის ბედნიერება ბრძოლაა, ოფლის ღვრაა, შეუძლებელის შეძლებაა ქვეყნისა და ხალხისთვის!
ჩვენ ბევრნი ვართ და კიდევ უფრო გავმრავლდებით, რადგან ჩვენ დიდი ქართული ტრადიციული პრინციპები გვაერთიანებს, გვაერთიანებს – ენა, მამული, სარწმუნოება!
gerbi1ვისთან არ ვთანამშრომლობთ

1. კერპთაყვანისმცემლებსა და სექტანტებთან;
2. კორუმპირებულებთან;
3. მათთან, ვისაც დემოკრატია უთვისტომობად, კოსმოპოლიტიზმად მიაჩნია;
4. მათთან, ვინც საკუთარ გვარს, ეროვნებას, სარწმუნოებას, ქვეყანას ღალატობს;
5. მათთან, ვინც მხარს უჭერს ერთი სქესის წარმომადგენელთა ქორწინებას, ვისაც არასწორი სქესობრივი ორიენტაცია გააჩნია, ან თანაუგრძნობს მათ;
6. დამბეზღებლებთან, დამსმენებთან, მლიქვნელებთან;
7. უცხოეთის ქვეყნების სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ პირებთან და მათთან, ვინც უცხო ქვეყნების ხელმძღვანელთა თუ ცალკეულ ჯგუფების დავალებებს ასრულებს საქართველოში (მნიშვნელობა არ აქვს, ეს კატეგორია ხელისუფლებაშია თუ მის გარეთ).
gerbi1“თეთრების” შვიდი მთავარი პრინციპი

1. პირველი: ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი;
2. მეორე: ვინც კარგ დროს ელოდება, ცუდს ახანგრძლივებს;
3. მესამე: უმჯობესია რამდენიმე პროგრესული და წესიერი კაცი გიჭერდეს მხარს, ვიდრე ათასები ბრმად გიკრავდნენ ტაშს;
4. მეოთხე: სხვისი ლანძღვა-გინებით საკუთარი წესიერების მტკიცება სულმოკლეობა, საკუთარი უმწეობისა და უწესობის დადასტურებაა:
5. მეხუთე: ვინც ხმას იყიდის, ქვეყანას გაყიდის და ქვეყანას ყიდის ისიც, ვინც ხმას ყიდულობს;
6. მეექვსე: პოლიტიკოსი საკუთარი აზრებით და ხალხის გრძნობებით უნდა ცხოვრობდეს;
7. მეშვიდე: თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები.
gerbi1“ვარდების რევოლუცია” და ჩვენ

საქართველოში მოხდა არა „ვარდების რევოლუცია“, არამედ პოლიტიკურად პრაქტიკულად მკვდარი „მოქკავშირის“ გაცოცხლება და მისი ხელმეორედ დაბადება. შევარდნაძის მრავალწლიანი მმართველობის სიძულვილით სავსე ხალხმა მთელი „მოქკავშირის“, მთელი მმართველი პოლიტიკური ძალის ბოროტი სისტემით ჩადენილი დანაშაულობები მხოლოდ შევარდნაძეს „ჩამოკიდა“ კისერზე და, სამწუხაროდ, საქართველოსთვის უბედურების მომტან ამ პოლიტიკურ ძალას, მის იდეოლოგიასა და იდეოლოგებს ტაშითა და ზარ-ზეიმით პოლიტიკური გზა მისცა.
‘მოქალაქეთა კავშირს’ერთადერთი გზა ჰქონდა ქვეყნის პოლიტიკურ მმართველობაში დასარჩენად – სახელმწიფო გადატრიალების მოხდენა – სხვა შემთხვევაში იგი წასული იყო ქართული პოლიტიკური არენიდან ბუნებრივი გზით – არჩევნებით. მან მის სასარგებლოდ, და ქართული სახელმწიფოს საზიანოდ ეს გზა გამოიყენა. ეს გაკეთდა ქუჩით, ემოციით, ტაშით, უცხოეთის არაერთი ქვეყნის მხარდაჭერითა თუ ნეიტრალური პოზიციით, საერთაშორისო დონის მხარდაჭერით თუ ნეიტრალური პოზიციით, საერთაშორისო დონის მაქინატორთა (სოროსისა და მისი მსგავსი მასონების) და ქვეყნის უზნეო მდიდართა ფულითა და მხარდაჭერით.
დღეს ქვეყანას მართავს პოლიტიკური ძალა, რომელმაც თავდაპირველად კორუფციული სისტემით განიმტკიცა და საკმაოდ გაიხანგრძლივა ძალაუფლება, დღეს კი მის წინააღმდეგ ბრძოლით, რომელიც აშკარად მოჩვენებითია, ინარჩუნებს მას.

 (ვიდეო)ფილმი “თეთრები”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *