(geworld.ge)როგორ ცხოვრობდნენ საბჭოთა საქართველოში და როგორ ვცხოვრობთ დღეს

თბილისი, 1970-იანი წლები

დღესროდესაც საქართველოში მძიმე მდგომარეობაა შექმნილი _ დაბალია შობადობამაღალი _ მოკვდავობადიდია ემიგრაციაში წასულთა და ქვეყანაში შემოსული უცხო ქვეყნისმოქალაქეების რაოდენობაკატასტროფულადაა გაუფასურებული ეროვნული ვალუტამაღალია უმუშევრობის დონეძალიან ცოტაა პენსია და საარსებო მინიმუმიუტევენმართლმადიდებლობასქართულ ტრადიციულ ფასეულობებს და ყველა სახელისუფლოსტრუქტურა გაძეძგილია ანტიქართული.სოროსელი კადრებით.

ბევრ ადამიანსრომლებიც საბჭოთა პერიოდში ცხოვრობდნენ, 1960-1970-იანი წლებისსაქართველო მოენატრასაქართველორომელშიც ქართველისხვა საბჭოთა რესპუბლიკისმოსახლეობასთან შედარებითპრივილეგიურ პირობებში ცხოვრობდარადგან იმაზე 4-ჯერმეტს მოიხმარდავიდრე აწარმოებდადასავლური პროპაგანდისტული მანქანა დაადგილობრივი პროდასავლელები ცდილობენსაბჭოთა კავშირი დაშესაბამისადსაბჭოთასაქართველო ბნელჩამორჩენილ ქვეყნად წარმოაჩინონმაგრამ არის კი ასე?

XX საუკუნის 70-იან წლებში საქართველოს ტერიტორია 69,7 ათას კვ.კმ იყო. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების მომენტში საქართველოში ცხოვრობდა 2,4 მლნ ადამიანი (გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებამდე, 1770 წელს _ 761 ათასი), 1972 წელს _ 4,7 მლნ, ხოლო 1989 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე _ 5,4 მლნ.

2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებითსაქართველოში 3,7 მლნ ადამიანი ცხოვრობსდა დაბალი შობადობისმაღალი მოკვდავობისემიგრანტთა და იმიგრანტთა უარყოფითისალდოს (“საქსტატის” მონაცემებით 2016 წელს საქართველოდან გავიდა 98 288 კაციშემოვიდა 90 228, ანუ სალდომ შეადგინა მინუს 8,1971 ათასი კაციგათვალისწინებითსაქართველოში ქართველები მალე აღმოვჩნდებით უმცირესობაში.

1970-იან წლებში საქართველო იყო ინდუსტრიული ქვეყანა, რომელშიც განვითარებული იყო კვებისა და მსუბუქი მრეწველობები, მუშაობდა მეტალურგიული, ქიმიური, სამშენებლო და მანქანათმშენებლობის ქარხნები, რომლებიც აწარმოებდნენ ელმავლებს, გამომთვლელ მანქანებს, ავტომობილებს, წყალქვეშა ფრთიან საზღვაო კატერებს, ტრაქტორებს, ელექტროტექნიკურ მოწყობილობებს, ზუსტ ხელსაწყოებს, ჩაის საკრეფ მანქანებს და სხვ.

1970-იან წლებში საქართველო საექსპორტოდ აწარმოებდა 300 სახის პროდუქციასრომლებიც მსოფლიოს 70 ქვეყანაში გაჰქონდათმათ შორის აშშშიდიდ ბრიტანეთშიგერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშიიაპონიაშისაფრანგეთსა და იტალიაშიამჟამად კისაქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8,8 მლრდ დოლარს შეადგენს და იმპორტიგაცილებით აჭარბებს ექსპორტსსალდო უარყოფითია _ 4,1 მლრდ.

1971 წელს საქართველოს ეროვნული შემოსავალი 4,2 მლრდ მანეთი იყო. იმხანად მანეთი, ოფიციალური საშუალო კურსით, 1,5 დოლარი ღირდა, ანუ 1971 წელს საქართველოს მთლიანი ეროვნული შემოსავალი 6,04 მლრდ დოლარი იყო, ამჟამად კი, “საქსტატის” მონაცემებით, 3,5 მლრდ დოლარია(!). თანაც, 1970-იან წლებში დოლარის შემსყიდველობითი უნარი დღევანდელთან შედარებით გაცილებით მეტი იყო.

აი რამდენს აწარმოებდნენ და რამდენს მოიხმარდნენ საბჭოთა რესპუბლიკები (იხ.ცხრილი #1)

ყოველთვიური პენსია საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში (აშშ დოლარი)
ყოველთვიური პენსია საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში (აშშ დოლარი)

თუ რუსეთის ფედერაციაში წარმოებულ სახალხო დოვლათსა და მის მოხმარებას ერთეულად მივიღებთ, ცხადია, რომ სომხეთში თითოეულ ადამიანზე 2-ჯერ ნაკლებს აწარმოებდნენ, ვიდრე რუსეთში, ხოლო “ჭამდნენ” 2,5-ჯერ მეტს. ესტონეთში მოსახლეობის ერთ სულზე მოხმარება 3-ჯერ აჭარბებდა რუსეთის ანალოგიურ მაჩვენებელს, საქართველო კი 3,5-ჯერ უფრო მდიდრულად ცხოვრობდა რუსეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაზე და, საერთოდ, ყველაზე მდიდარი იყო საბჭოთა კავშირში.

საქართველოს ხელისუფლებები მოსახლეობას ყოველი არჩევნების წინ ჰპირდებოდნენ პენსიის მომატებას, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ 2003-დან, როცა პენსია 14 ლარი იყო, 2016 წლამდე პენსიამ თითქმის 13-ჯერ მოიმატა და მხოლოდ 180 ლარი შეადგინა (66,6 დოლარი), რაც, ლარის კურსის დაცემის, პროდუქტების, მედიკამენტებისა და პირველადი სამომხმარებლო საგნების გაძვირების ფონზე, კატასტროფულად დაბალია. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 174 ლარია (იხ. geostat.ge), რაც ძალიან შორსაა საერთაშორისო ნორმებისგან. ბოლო (2014 წ.) აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში პენსიონერია მოსახლეობის 14,3%, ანუ 500 ათასზე მეტი ადამიანი. საშუალო პენსია 180 ლარია (2016 წლიდან), საპენსიო ასაკი მამაკაცისთვის 65 წელია, ქალისთვის _ 60.

საბჭოთა საქართველოშიისევეროგორც სრულიად სსრკშირომელსაც ასე თავგამოდებითლანძღავენ .ნეოლიბერალები, 1932 წელს განისაზღვრა საპენსიო ასაკიმამაკაცებისთვის_ 60 წელიქალებისთვის _ 55. მძიმე პირობებში მომუშავეთათვისმაგალითადმეშახტეებისა და მეტალურგებისთვისაგრეთვეუკიდურეს ჩრდილოეთშიპოლარული წრისტერიტორიაზე მომუშავე მამაკაცებისთვის _ 50 წელიქალებისთვის _ 45 (მუშაობის 20-წლიანი სტაჟის შემთხვევაში). მავნე სამუშაოზე დასაქმებულები იღებდნენ რძისპროდუქტებსა და უფასო საგზურებს საუკეთესო კურორტებზე დასასვენებლადხანდაზმულობის პენსია სსრკში დაახლოებით 70-120 მანეთი იყო და გამოითვლებოდამუშაობის ბოლო წლის საშუალო ანაზღაურებისა და სტაჟის მიხედვითერთ ადგილზემუშაობის 15-წლიანი სტაჟის მქონეს 10% ემატებოდა, 25-წლიანი სტაჟისას _ 25%, პერსონალური პენსიონერები კი 300 მანეთს იღებდნენ.

ჩაის საკრეფი მანქანები „საქართველო“ პლანტაციებში
ჩაის საკრეფი მანქანები „საქართველო“ პლანტაციებში

1 მანეთად კი საბჭოთა კავშირში იყიდდით 100 კოლოფ ასანთს, 50 12-ფურცლიან რვეულს; 33-ჯერ იმგზავრებდით ტრამვაით (ბილეთი 3 კაპიკი ღირდა), 25-ჯერ _ ტროლეიბუსით, 20-ჯერ _ ავტობუსითა და მეტროპოლიტენით; შეიძენდით 10 ცალ ხორციან ღვეზელს _ თითოს 10 კაპიკად, 5 პლომბირის ნაყინს, 3 ლიტრ რძეს (28 კაპიკი), 10 კგ კარტოფილს, 5 თეთრ პურს (ფასი 20 კაპიკი), 20 ლიტრ ბენზინს, 5 კათხა ჩამოსასხმელ ლუდს, 5 ბოთლ ლიმონათს, 10 კვერცხს და ა.შ. სხვათა შორის, სტუდენტის სტიპენდია 40 მანეთი იყო, ფრიადოსნისა _ 50 მანეთი.

ამჟამად მსოფლიოში ყველაზე დიდი პენსია აქვთ ლუქსემბურგელებს, რომლებიც საპენსიო ასაკის (65 წელი) მიღწევის შემდეგ ყოველთვიურად იღებენ ხელფასის 87,4%-ს. იქ კი საშუალო ხელფასი დაახლოებით 3,5 ათასი ევროა. გამოდის, ლუქსემბურგელების პენსია თვეში დაახლოებით 3059 ევროა, ანუ 9 788 ლარი.

* ევროპაში ყველაზე მცირე პენსია აქვთ ევროკავშირის ახალ წევრებს: ბულგარელებს _ 140 ევრო (448 ლარი) და რუმინელებს _ 175 ევრო (560 ლარი).

რაც შეეხება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, “რადიო თავისუფლების” უკრაინული ფილიალის მიერ ამა წლის მაისში გამოქვეყნებული ინფოგრაფიკის მიხედვით:  (იხ. ინფოგრაფიკა)

* რუსეთში, სადაც საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 60 წელია, ქალებისთვის _ 55, საშუალო პენსია 2017 წლიდან დაახლოებით 216 დოლარია (583 ლ);

* ბელარუსში საშუალო პენსია 159 დოლარია (429 ლარი), საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის _ 60 წელია, ქალებისთვის _ 55;

* ყაზახეთში საშუალო პენსია 137 დოლარია, ანუ დაახლოებით 369,9 ლარი. ამ ქვეყანაში საპენსიო ასაკი 63 (მამაკაცებისთვის) და 58 (ქალებისთვის) წლებია.

* უკრაინაში საშუალო პენსია 65 დოლარი, ანუ 175,5 ლარია; საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 60 წელია, ქალებისთვის _ 55 წელი;

* ესტონეთში პენსია 434 დოლარია (1171 ლარი), ლატვიაში _ 315 დოლარი (850 ლარის), ლიტვაში _ 286 დოლარი (772 ლარი).

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კი მდგომარეობა ასეთია:

* აზერბაიჯანში საშუალო პენსია 117დოლარია, ანუ დაახლოებით 315,9 ლარი. ამ ქვეყანაში მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკი 63 წელია, ქალებისთვის _ 60;

* სომხეთში, სადაც საპენსიო ასაკი ქალებისა და მამაკაცებისთვის 63 წელია, საშუალო პენსია დაახლოებით 84 დოლარს შეადგენს (226,8 ლ);

* თურქეთში მამაკაცები პენსიაზე 60 წლის შესრულების შემდეგ გადიან, ქალები _ 58 წლის შემდეგ. ამ ქვეყანაში საშუალო პენსია დაახლოებით 465 დოლარია, ანუ 1255 ლარი.

როგორც ხედავთ, საქართველოპენსიების მიხედვითარა მხოლოდ ევროპასა და მსოფლიოშიააუტსაიდერიარამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიცსაქართველოს სტატისტიკისეროვნული სამსახურის მონაცემებითქვეყანაში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი2016 წელს 940 ლარს(?) შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი პენსია, 180 ლარი, საშუალო ხელფასზე, რომელიც, გაუგებარია, რა მეთოდით და რომელი პარამეტრების გათვალისწინებით არის გამოთვლილი, 5,2-ჯერ ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ “ევროსტატსა” და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შედგენილ საშუალო ხელფასის სიაში საქართველო 157 ქვეყანას შორის 119-ე ადგილზეა და საშუალო ხელფასის გრაფაში 234 დოლარი (631,8 ლარი) უწერია; “საქსტატის” ვებგვერდზე კი მითითებულია, რომ საქართველოში ყოველთვიური საშუალო ხელფასი, 2016 წლის მონაცემით, 940 ლარია.

საქართველო საშუალო ხელფასის მხრივაც აუტსაიდერთა შორისაა მსოფლიოშიმას უსწრებსარა მხოლოდ მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანიარამედ ისეთი ქვეყნებიროგორიცაამონღოლეთი (458 დოლარი), კოსოვო (415 დოლარი), განა (316 დოლარი), ეთიოპია (237 დოლარიდა მრავალწლიანი ომისგან გაწამებული და გაპარტახებული ლიბანი და ერაყიც.

1928 წელს საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში მუშაობდა 183 ათასი მუშადა მოსამსახურე. 1970 წელს მათმა რაოდენობამ 1,4 მლნ მიაღწიამათგან 385 ათასიმრეწველობაში იყო დასაქმებული და თითქმის არავინ იყო უმუშევარი (უსაქმურობაისჯებოდა). ამჟამად კი უმუშევართა რაოდენობა, “საქსტატის” 2016 წლის მონაცემებით, 235,1 ათასია.

რესპუბლიკის მრეწველობა ბაზირებული იყო მდიდარ მდინარეულ და ჰიდროენერგეტიკულ რესურსებზე, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე. ჰიდროენერგეტიკული რესურსებით საქართველო ბევრ ევროპულ სახელმწიფოს უსწრებდა. სწორედ საბჭოთა პერიოდში აშენდა ზემოავჭალის ჰიდროელექტროსადგური _ ზაჰესი (1927 .), ენგურის ჰიდროელექტროსადგურირიონჰესისოხუმის ჰესიჭითახევჰესითბილისისა და ტყვარჩელისთბოელექტროსადგურები

ქალაქი ჭიათურა მარგანეცის უდიდესი ექსპორტიორი იყო, ამარაგებდა 50-ზე მეტ ქვეყანას და მსოფლიოში მოპოვებული მარგანეცის 50% ჭიათურაზე მოდიოდა. ამჟამად კი წლის განმავლობაში მოპოვებული მარგანეცი 220 ათასი ტონაა, სულ 12,7 მლნ დოლარის. თვით ქალაქი კი გაღატაკებული და ეკოლოგიურად დაბინძურებულია.

საბჭოთა პერიოდთან შედარებით დღეს უმნიშვნელო მოცულობის პროდუქციას აწარმოებს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. არადა, საბჭოთა პერიოდში რუსთავში მოქმედისაწარმოებიმათ შორისმეტალურგიული ქარხანა და “აზოტი” მსოფლიოს 44 ქვეყანასამარაგებდა ფოლადითთუჯითქიმიური სასუქებითქიმბოჭკოთიცემენტითამწეკრანებითლითონის კონსტრუქციებით

საბჭოთა პერიოდთან შედარებით შემცირებულია “ელმავალმშენებელი” და საავიაციო ქარხნების პროდუქცია, სხვათა შორის, სსრკ-ში მხოლოდ 4 რესპუბლიკას ჰქონდა საავიაციო ქარხანა _ რსფსრ-ს, უკრაინას, უზბეკეთსა და საქართველოს. თბილისის საავიაციო ქარხანა მეორემსოფლიო ომის შემდგომ სსრკის მასშტაბით პირველი იყორომელმაც სერიულად გამოუშვარეაქტიულძრავიანი გამანადგურებელიშემდეგ იქ აწყობდნენ ზებგერით თვითმფრინავებსბირთვულქობინიან რაკეტებსდაჯავშნილ საფრენ აპარატებსამ ქარხანაში 10 ათასამდეადამიანი მუშაობდასაერთოდ შეწყვიტა არსებობა ისეთმა საწარმოებმაროგორიც იყოთბილისის ჩარხმშენებელი და ქუთაისის საავტომობილო ქარხნები, “ელექტროაპარატი”, “ელექტროგამშვები” “მიკროძრავა”, 26 კომისრის სახელობის ქარხანარადიოქარხანა, “მიონი”, საწარმო “ელვა” ქუთაისის სატრაქტორო ქარხანაგორის ბამბეულის კომბინატი დასხვ.

საბჭოთა კავშირის პერიოდში, 1966 წელსგაიხსნა თბილისის მეტროპოლიტენირომელსაცდამოუკიდებლობის მოპოვების დღიდანანუ 1991 წლის შემდეგ მხოლოდ 2 სადგურიშეემატა (მშენებლობა დაწყებული იყო საბჭოთა პერიოდში): 2000 წელს _ “ვაჟაფშაველა”, 2017 წელს _ “სახელმწიფო უნივერსიტეტი”. სულ კი თბილისის მეტროპოლიტენში 23 სადგურია.

სწორედ საბჭოთა კავშირის პერიოდში აღორძინდა კოლხეთი, მოჰყავდათ ციტრუსები, ჩაი, დაფნის ფოთოლი, თამბაქო. ჩაის პლანტაციებს ეკავა 60 ათასი ჰექტარი და საქართველო სსრკ-ის მოსახლეობის მოთხოვნას 95%-ით აკმაყოფილებდა, ამასთანავე, ქართული ჩაი საექსპორტოდ გადიოდა ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში, პოლონეთში, გდრ-ში, რუმინეთში, ფინეთში, ირანში, სირიასა და მონღოლეთში. დიდი პოპულარობით სარგებლობდა, აგრეთვე, ქართული ღვინო და კონიაკი. დღეს კი საქართველოში ჩაის პლანტაციები თითქმის განადგურებულია, ქვეყნის სავაჭრო ქსელი კი გადავსებულია იმპორტული ჩაით, ციტრუსებით, სიგარეტით. ეგვიპტიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოგვაქვს ხილი, ბოსტნეული და ყურძენი. ქართველმა გლეხმა კი არ იცის, სად წაიღოს ვაშლის, ატმის, ციტრუსის და ყურძნის მოსავალი. საბჭოთასაქართველოში განვითარებული იყო აბრეშუმის მრეწველობაახლა კი ეს დარგი მკვდარია.

სხვათა შორის, თბილისში 1897 წელს დაარსდა მეაბრეშუმეობის სადგური, რომლის შენობაშიც დღეს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმია _ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის ძეგლი (1892 წელს აშენებულ შენობაშია განთავსებული).

1970-იან წლებში საქართველოში იყო 4571 სხვადასხვა ტიპის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომლებშიც მილიონზე მეტი მოსწავლე სწავლობდა. ქვეყანაში იყო 18 უმაღლესი სასწავლებელი, 145 სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტი. საკონსტრუქტორო ბიუროებში, ლაბორატორიებში, საცდელ ბაზებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მუშაობდა 8000-მდე მეცნიერი მუშაკი, მათ შორის, 400-მდე დოქტორი და 3000-მდე მეცნიერებათა კანდიდატი.

დღეს ქვეყანაში 2321 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა და მათში 564,7 ათასიმოსწავლე სწავლობს.

იმ “ავადსახსენებელ” საბჭოთა წლებში საქართველოს ჰყავდა მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერები: ნიკო მუსხელიშვილიილია ვეკუაივანე ბერიტაშვილიევგენი ხარაძედიმიტრიუზნაძე. ქართველი ფიზიკოსები საბჭოთა პერიოდიდან მუშაობდნენ ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში _ შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში.

სწორედ საბჭოთა პერიოდში შექმნეს ქართველმა ხელოვანებმა ისეთი კინემატოგრაფიული შედევრები, როგორიცაა ჯარისკაცის მამა”, “ნატვრის ხე”, “არაჩვეულებრივი გამოფენა”, “შერეკილები”, “ცისფერი მთები”, “ფეოლა”, “რეკორდი”, “ქვევრი” და სხვსაბჭოთაპერიოდში დაიდგა სპექტაკლები: “ჭინჭრაქა”, “კავკასიური ცარცის წრე”, “მეფე ლირი”, “ხანუმა”, “ურიელ აკოსტა და სხვ.

საბჭოთა პერიოდში მოღვაწეობდნენ გამოჩენილი ქართველი მსახიობები: აკაკი ხორავასერგოზაქარიაძეეროსი მანჯგალაძერამაზ ჩხიკვაძეიპოლიტე ხვიჩიაოთარ მეღვინეთუხუცესივერიკო ანჯაფარიძესესილია თაყაიშვილისოფიკო ჭიაურელი და სხვ.

საბჭოთა საქართველოში შექმნეს თავიანთი ლიტერატურული შედევრები გალაკტიონ ტაბიძემმუხრან მაჭავარიანმამურმან ლებანიძემკონსტანტინე გამსახურდიამნოდარ დუმბაძემჭაბუა ამირეჯიბმაგურამ დოჩანაშვილმაოთარ ჭილაძემ და სხვებმა.

სწორედ საბჭოთა პერიოდში შეძლეს გამოჩენილმა ქართველმა მხატვრებმა: ლადოგუდიაშვილმაელენე ახვლედიანმადავით კაკაბაძემმერაბ ბერძენიშვილმაელგუჯაამაშუკელმა ნიჭის სრულად რეალიზება.

იმ “ბნელ” საბჭოთა პერიოდში ქართველებს გვყავდა მსოფლიოში სახელგანთქმული სპორტსმენები: მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონები ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი და მაიაჩიბურდანიძე და ჩვენი ქვეყანა 30 წლის(!) განმავლობაში ინარჩუნებდა ჭადრაკის დედოფლის გვირგვინს, გვყავდა მოჭიდავე ლევან თედიაშვილი _ ოლიმპიური თამაშების 2-გზისა და მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომან რურუა _ ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონი, განუმეორებელი ვიქტორ სანეევი _ მსოფლიოში ერთადერთი მძლეოსანი, რომელმაც სამხტომში 3-ჯერ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის მოგება და რომელიც ამჟამად შორეულ ავსტრალიაშია გადახვეწილი… როგორ შეიძლება დაივიწყო თბილისის “დინამოს” კალათბურთელების მიერ 1962 წელს ჩემპიონთა თასის ფინალში მოპოვებული გამარჯვება მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ ან თბილისის დინამოს საფეხბურთო გუნდის 1964 წლის “ოქროს მატჩი” ტაშკენტში თუ 1981 წელს მოპოვებული გამარჯვება დიუსელდორფში და ამ გამარჯვებებით გამოწვეული საყოველთაო სიხარული?!

დღეს? დღეს მხოლოდ მოჭიდავეები, მორაგბეები და კალათბურთელები ახარებენ გულშემატკივრებს, ხოლო ფეხბურთი, სპორტის ეს თავის დროზე უპოპულარესი სახეობა საქართველოში, სულს ღაფავს, ქართული სპორტის “მამები” კი, რომლებიც ამ სახეობის აღორძინებაზე უნდა ზრუნავდნენ, მამათმავლების უფლებების დაცვით არიან დაკავებულნი.

საქართველოს სპორტის ოლიმპიური ისტორია 1950-იანი წლებიდან იწყება. ქართველებისთვის პირველი ოლიმპიადა იყო 1952 წელს ჰელსინკში გამართული თამაშები, სადაც 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ. მას შემდეგ, დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, ანუ 1991 წლამდე, 8 ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ ჩვენი სპორტსმენები და 28 ოქროს, 23 ვერცხლისა და 34 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს; 1992-დან 2016 წლამდე კი 7 ოლიმპიადაზე _ მხოლოდ 11 ოქროს, 1 ვერცხლისა და 28 ბრინჯაოს მედალი, თუმცა, თუ 1992 წლის მონაცემებს გამოვაკლებთ, როცა საქართველო დსთ-ის გუნდის სახელით გამოდიოდა, შედეგი კიდევ უფრო ნაკლები იქნება _ 8 ოქროს, 1 ვერცხლისა და 23 ბრინჯაოს მედალი, ანუ 3-ჯერ და მეტჯერ ნაკლები.…

აი, ასეთი იყო საბჭოთა საქართველო და ასეთია დღეს “დამოუკიდებელი” საქართველო. ქვეყნის ხელისუფლება კი, რომლის წევრებიც უზარმაზარ ხელფასებსა და პრემია-დანამატებს იღებენ, ნაცვლად იმისა, რომ მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე იზრუნოს, ყველაფერს აკეთებს, რასაც დასავლელი პატრონები დაავალებენ.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *