დიდი ქართული პროექტი

 ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო

 ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობა

 მოქმედების დროა -ძალა ერთობაშია!

  ♦  ♦  ♦  ♦  ♦  ♦  ♦  ♦  ♦  ♦  ♦  ♦  ♦  ♦  ♦  ♦  ♦  ♦  ♦    ♦    ♦  ♦

მოქმედების დროა- ძალა ერთობაშია!

 რით დავიწყოთ და როგორ ვიმოქმედოთ?

პასუხს ჩვენი ისტორიული გამოცდილება გვაძლევს, დავით აღმაშენებლის ეპოქის ანალიზი, იმის ანალიზი გვაძლევს, თუ როგორ გამოდიოდა ჩვენი ქვეყანა კრიზისული მდგომარეობებიდან, რომელიც არაერთგზის ჰქონია. „ქვეყნის ქვაკუთხედი ხალხი და ბრძენკაცნია“ – ამბობს დიდი მეცნიერი პასკალი. სწორედ ეს არის ჩვენი გამოცდილება. როცა მოინდომეს ქვეყნის ბუნებრივი განვითარების გზიდან გადაგდება, უპირველესად თაობათა დაპირისპირების გზა აირჩიეს. რა აღარ უწოდეს უფროს თაობის წარმომადგენლებს, ფერებითაც ამკობდნენ და „ჩარეცხილებადაც“ თვლიდნენ. როგორც იტყვიან, უკადრებელი აკადრეს იმ ხალხს, რომლებმაც ქვეყნისთვის უმძიმეს პირობებშიც კი, შეძლეს ენის, მამულისა და სარწმუნოების შენარჩუნება.

ჩვენ ამას დღეს გულისტკივილით ვამბობთ, ჩვენთვის მთავარი მომავლის საქართველოა. მომავლის საქართველო, კი თაობათა ერთიანობის, წინა თაობებისადმი მადლიერების გარეშე არ არსებობს.

ახალგაზრდობის ერთი ჯგუფის მიმართვიდან

23 ნოემბერი, 2017 წელი, გიორგობა

 

 

… კიდევაც დაიზრდებიან…

ბედნერი და ამაყი ვარ, რომ მოაზროვნე ადამიანთა თანადგომით, შევძელით შეგვექმნა „მოქმედების მანიფესტი  – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული  სახელმწიფო“ და და დაგვეწყო ფიქრი დიდ ქართულ პროეტზე – „საქართველო დაჭრილი მზეა“ (გრ. რობაქიძე).

ჩემი თაობის მეგობართა ფართო წრე ბოლო წლებში, ბევრს ვფიქრობდით ასეთი დოკუმენტის შექმნაზე. ამ განწყობას გვიძლიერებდა ჩვენი პატრიარქის სიბრძნით სავსე ქადაგებები. ჭაბუა ამირეჯიბს, გიგა  ლორთქიფანიძეს, მუხრან მაჭავარიანს, მერაბ ბერძენიშვილს, რეზო ამაშუკელს, ჯანსუღ ჩარკვიანს და არაერთ სხვა დიდ მოღვაწეს, ღამეები გვითენებია ამ საქვეყნო სატკივარზე ფიქრში.

ქვეყნის მდგომარეობით გამოწვეული ტკივილი თან წაიყო სამმა გენიოსმა  – ჭაბუამ, მუხრანმა და გიგამ. დიდხანს მინდა ვიცოცხლო, ვიყო თქვენს  გვერდით, ვიმოქმედოთ ერთად, რომ შევკრათ გათითოკაცებული სიკეთე, ბოროტების სიყვარულით დასამარცხებად.

გიყვარდეთ საქართველო, გაუფრთხილდით საქართველოს, დაიცავით საქართველო! ეს არის ჩვენი ანდერძი, ისეთივე მამაშვილური, როგორიც ჩვენ მივიღეთ წინა თაობებისაგან.

მშვიდობის ელჩი,კინორეჟისორი

რეზო ჩხეიძე

2014 წლის 14 ოქტომბერი

სვეტიცხოვლობა 

 

 მთავარია სამთა ერთობა: ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების

ბატონმა რეზო ჩხეიძემ ეროვნული და ეპოქალურ სიტყვები დაგვიტოვა. წერილიც ასე დაასათაურა – „კიდევაც დაიზრდებიან“. ეს განწყობა საქართველოში საუკუნეების სიღრმიდან მოდის: ყოველი თაობა ფიქრობს მომავლის საქართველოზე, მომავალ თაობაზე.  ბედნიერება იმაშია, რომ თვითოეულ ჩვენგანშია პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის როგორც წარსულის, ასევე დღევანდელობისა და განსაკუთრებით, მომავლის წინაშე.

ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ვუსმენდით ახალგაზრდების დიდი ჯგუფის კონცეფციას „საქართველოში უფროსი თაობისადმი მადლიერებისა და ღირსეულ ადამიანთა პატივგების დღეების“ ჩატარების თაობაზე, რომელიც ახალგაზრდების სახელით პოეტმა ოთარ ფალიანმა წარმოადგინა.

ახალგაზრდების ეს წამოწყება გახდა საფუძველი, პირველ ეტაპზე ამ დიდ სახელმწიფო პროგრამაზე ერთად დაგვეწყო ფიქრი „ქართული ერთობის დარბაზს“, „საქართველოს ხალხთა ასამბლეას“, „მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფს“ , ხოლო მეორე ეტაპზე კი, გავერთიანებულიყავით სხვადასხვა თაობის კულტურის მოღვაწეები, მეცნიერები, ექიმები, მასწავლებლები, სპორტსმენები, საერთოდ, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და ახალგაზრდებთან ერთად დაგვეწყო დიდი  მოძრაობა გათითოკაცებული სიკეთის ერთ მუშტად შეკვრისა,  ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად.

ჩვენ ყველანი ერთსულოვანი ვართ იმაში, რომ ქვეყანამ კარი უნდა გაუღოს ცვლილებებს, მაგრამ ამის სანაცვლოდ არ უნდა დავთმოთ ღირებულებები და ფასეულობები.

ჩვენ ერთსულოვანი ვართ იმაში, რომ დაპირისპირება და  უმადურობა  – ეს ნგრევა, ხოლო თანამშრომლობის ჰარმონიზაცია და მადლიერების გრძნობა – შენება.

ჩვენ ერთსულოვანი ვართ იმაში, რომ საქართველო უნდა იყოს  სხვა სახელმწიფოთა თანამშრომლობის და არა პაექრობისა და დაპირისპირების ასპარეზი.

კიდევ ერთი და უმნიშვნელოვანესი: ჩვენ ერთსულოვანი ვართ იმაში, რომ ქვეყნისთვის ბოროტება იწყება იქ, სადაც  ნამდვილი ჩანაცვლებულია ფსევდოთი – რომ ქვეყნისთვის უბედურებაა ფსევდოლიბერალიზმი, ფსევდოპატრიოტიზმი, ფსევდონაციონალიზმი, ფსევდოკულტურა, ფსევდოდემოკრატია, ფსევდოერთობა თუ ფსევდოდაპირისპირება, ფსევდომეგობრობა,  ფსევდორელიგიურობა…

ამ განწყობათა გასაზიარებლად   გასული წლის  24 ნოემბერს ვეახლეთ ჩვენს სულიერ მამასუწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს და წინა დღით, გიორგობა დღეს მის მიერ მესაყდრედ დასახელებულ მეუფე შიოს. სრული მხარდაჭერა –  უწმიდესმა ჩვენს პროგრამას  დღევანდელი საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უწოდა. გვირჩია, გაგვეგრძელებინა კონსულტაციები საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან და საერთო მოსაზრება  გაგვეცნო ხელისუფლებისთვის.

მიმდინარე წლის 7 იანვარს, ქრისტეშობას, წერილი, რომელსაც „იმედის წერილი“ ვუწოდეთ,  ვაახლეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, მანამდე კი „მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში“ –  ამ თეზისის რეალობის დამადადასტურებელი მართლაც, იმედის წიგნი და კალენდარიგადავეცით არაერთ ბიზნესმენსა და საზოგადო მოღვაწეს.  ეს პროცესი გრძელდება.

ჩვენ მართლა შეგვიძლია ვიცხოვროთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში და ამისთვის უპირველესი და უმთავრესია დიდი მოძრაობის დაწყება თაობათა ერთიანობისთვის, ქვეყანაში დარჩენილთა დ ქვეყნის გარეთ წასულთა სულიერი ერთიანობისთვის. ასეთი ერთობით შედგენა მომავლის საქართველოს  პროგრამისა, რომელიც სრულად მოიყვანს მოქმედებაში ქვეყნის ბუნებრივ, ადამიანურ და ინტელექტუალურ რესურსებს და შექმნის სისტემას გამოცდილების და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე კადრების მოძიებისა და ქვეყნის სამსახურში ჩაყენებისა. ეს იქნება ნიჭის ძალაუფლების ქვეყანა  დემოკრატიის მთავარი პრინციპით:

„ქვეყანას მართავს ხალხის მიერ არჩეულიხელისუფლება, ხელისუფლებას მართავს საზოგადოება, საზოგადოებას მართავს ინტელექტი დაზნეობა.

დღეს ჩვენ ყველას გვაქვს ამის გაკეთების ისტორიული შანსი. ეს შეიძლება მხოლოდ ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობით. ამ ერთობის გარეშე, ჩვენ ცნობილი იგავ-არაკის გმირების მდგომარეობაში ვართ. დრო და მომავალი ამ შანსის გამოუყენებლობას არ გვაპატიებს.

ჩვენ ვლაპარაკობთ სრულიად განსხვავებულ ერთობაზე. ეს არის განსხვავებულთა ერთობა.  ეს უაღრესად რთული, ფაქიზი, ამავე დროს გაბედული, ფილიგრანული სიზუსტით  განსაზღვრული მოქმედება უნდა  იყოს… ჩვენ ვნახეთ, რა მოგვცა ერთნაირად მოაზროვნეთა ერთობამ – დიქტატურამდე მიგვიყვანა.  ჩვენ ვნახეთ, რა მოგვცა განსხვავებულთა დაპირისპირებამ – სამოქალაქო ომამდე და ანარქიამდე მიგვიყვანა.  სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ დღეს განსხვავებულთა ერთობაზე, ეს სრულიად სხვა ფენომენია.

ჩვენ ვხედავთ, რომ ეს განწყობა არის ხალხში, ეკლესიაში, არ ვეჭვობთ რომ მთავრობაშიც და რაც მთავარია, ინტელიგენცია და ახალგაზრდობა მზად არის, ქვეყნისთვის ამ მძიმე ჟამს არ უღალატოს ისტორიულ პრინციპებს  და გულწრფელად იტვირთონ  გამაერთიანებლის როლი.

სწორედ ამ განწყობით გავუგზავნეთ „იმედის წერილი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს; სწორედ ამ განწყობითააშედგენილი პროგრამა, რომელსაც თქვენს განსახილველად წარმოვადგენთ.

გვფარავდეს ღმერთი!

გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!

მოქმედების დროა – ძალა ერთობაშია!

“ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლები:

გიგა  ბათიაშვილი

რომან  რურუა

ანზორ ერქომაიშვილი

ტარიელ ხარხელაური

გივი თოიძე

არნოლდ გეგეჭკორი

 

ომარ  მხეიძე

თემურ  გუგუშვილი

რამაზ   ყურაშვილი

 

სრული პროგრამის გაცხადება და დაწყება ხდება საქართველოში სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავის აღნიშვნის დღეებში

 

უფროსი თაობისადმი მადლიერებისა და ღირსეულთა პატივგების დღეები

24-26 მაისი

 პროგრამა

 

24 მაისი

09:00 – 19:00 –ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონების, უცხოეთში მცხოვრები ცნობილი ქართველი მოღვაწეების და საქართველოს მეგობრების ჩამოსვლა ბათუმში, ქალაქის დათვალიერება, შეხვედრები ქალაქის საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან.

19:00 – „გიგანტების შეხვედრა“ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ადგილზე აგებულ სასტუმრო-კომპლექს „კასტელო მარეში“.

 

25 მაისი

11:00 – სტუმრების შეხვედრა ჟურნალისტებთან სასტუმრო-კომპლექს „კასტელო მარეში“.

.12:00 – სტუმრების გამგზავრება საქართველოს სამხარეო ცენტრებში: ოზურგეთი, ზუგდიდი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, მცხეთა, რუსთავი, თელავი და შეხვედრები ადგილებზე საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან.

16:00 – სამეცნიერო კონფერენცია მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ „მუზაში“ თემაზე: „მომავლის საქართველო“ ანუ გვინდა ვიცხოვროთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში.

პ.ს. – კონფერენციის მუშაობაში უცხოელი სტუმრები არ მონაწილეობენ.

21:00 – სტუმრების მიღება მერაბ ბერძენიშვილის სახლ-მუზეუმში და მათი განთავსება, ამ კომპლექსში აგებულ სასტუმროში.

 

26 მაისი

11:00 – სტუმრების მიღება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ხელისუფლების სახელით თბილისში, სასტუმრო-კომპლექს „დავითის“ 34-ე სართულზე.

13:00 – სტუმრების მიღება მცხეთაში, რომან რურუას ეზო-გარემოში. (მიღებას ესწრებიან საქართველოში აკრედიტებული ელჩები და დიპლომატები) კეთდება მიმართვა, გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, რომელიც ეყრდნობა ორ პოსტულატს:

  1. „ვინც მოყვარესა არ ეძებს იგი თავისა მტერია“ – (შოთა რუსთაველი)
  2. „მშვიდობა ცივილიზაციის სიკეთეა – ომი კი მისი დანაშაული“ (გოეთე).

ხელმოწერის  პროცესს შემოუერთდებიან:

ნოდარ ბერიძე, რომელიც ორი წელია მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობს ველოსიპედით და ამ დღეს ამთავრებს უნიკალურ მოგზაურობას.

მთასვლელები, რომლებიც აიღებენ 7000 მეტრიან ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს (არის წინადადება, რომ ამ მწვერვალს ეწოდოს ქართველი ოლიმპიელების სახელი, ან ცნობილი ქართველი მოჭიდავეების სახელი).

16:00 – სტუმრების მიღება რეზო ჩხეიძის მიერ შექმნილ ტელევიზიაში „ქართული“.

18:00 – მადლიერებისა და პატივგების საღამო თბილისის სპორტის სასახლეში.

20:30 – დელეგაციის გამგზავრება საფრანგეთში და ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა კონგრესის სესიის გახსნა ქართველთა მამულ ლევილში.

21:00 – სტუმრების საზეიმო მიღება თბილისის ფუნიკულიორზე.

 

 სარჩევი

 

„იმედის წერილი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს                      10გვ

პროგრამის კონცეფცია                                                                          15 გვ.

ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი                                                                       17 გვ

პატივგებისა და მადლიერების დღეები კონცეფცია                              20

სახელმწიფო კაცების საკრებულო                                                          24გვ

მომავლის საქართველოს პროგრამა                                                        27 გვ

 საქართველოს უდიდესი პოტენციალის ადამიანები ჰყავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.ამ ხალხს უნდა ვიცნობდეთ –

ეს ქვეყნის ოქროს ფონდია                                                             29 გვ

კონგრესამდე, კონგრესისთვის და ეროვნულ ყრილობამდე გამოსაცემი წიგნები, გადასაღები დოკუმენტური ფილმები                            31 გვ

„ქართული ერთობის დარბაზის დამფუძნებელთა მიმართვა                32 გვ                                                              

ღონისძიებათა პროგრამის კოორდინაციის სამუშაო ჯგუფი         33 გვ

 

 

 

 

იმედის წერილი

მის აღმატებულებას საქართველოს პრემიერ -მინისტრს

გიორგი კვირიკაშვილს

 

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო,

ხვალ შობის ბრწყინვალე დღესასწაულია. რამდენიმე დღეში ჩვენი საეკლესიო კალენდარის მიხედვით ახალი წელიც შემოვა. წელი, რომელიც განსაკუთრებულია საქართველოსთვის -მიმდინარე წლის მაისში  ასი წელი სრულდება სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან.  გილოცავთ! ფეხბედნიერი იყოს  საქართველოსთვის!

ჩვენ, „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლები, „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ და „მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის ეროვნული თანხმობისათვის“  წარმომადგენლები ამ  წერილს  ჩვენი მეგობრის, რუსთაველის პრემიის  ლაურეატის, თბილისის საპატიო  მოქალაქის, თანამედროვეობის უგამორჩეულესი მხატვრის, გივი თოიძის  ნამუშევრების გამოფენაზე ვაწერთ ხელს და დღესვე გაახლებთ მეცნიერთა,  კულტურის მოღვაწეთა ჯგუფთან ერთად მომზადებულ, ლეგენდარული  რომან რურუას წიგნთან „მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში“  და  ამავე სახელწოდების კალენდართან ერთად. ეს გამოფენაც, წიგნიც და კალენდარიც დასტურია იმისა, თუ რა კოლოსალური შესაძლებლობები გააჩნია ჩვენს ქვეყანას. რომ ამ მიწის, ამ წყლის, ამ ჰაერის, ამ სითბოს, ამ ინტელექტუალური და ადამიანური რესურსების ქვეყანაში მართლაც შეგვიძლია  ვიცხოვროთ ბედნიერებით სავსე ცხოვრებით.

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ბატონი გივი და ბატონი რომანი „ქართული ერთობის დარბაზისა და „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ დამფუძნებლები არიან.  განსაკუთრებით იმით,, რომ  ასამბლეაც და დარბაზიც საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის კურთხევით შეიქმნა.

ბატონო პრემიერო,

როგორც უკვე ვთქვით, ჩვენი წერილი საქმიანია და თავშივე ვიტყვით, ჩვენ მას „იმედის წერილს“ ვუწოდებთ, რადგან ამ საკითხებზე საუბარი დავიწყეთ გელათში „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესზე გელათის აკადემიის ისტორიულ კედლებში, გავაგრძელეთ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის კონგრესებზე, ვსაუბრობთ  სამების ტაძრის  ახალგაზრდულ ცენტრში და სხვადასხვა შეკრებებზე.

ჩვენ  განსაკუთრებულად აღვნიშნავთ ამ მიმართულებით იმ დიდი შეკრების მნიშვნელობას, რომელიც „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ ინიციატივით შედგა ქ.სოჭში ცხინვალის მძიმე მოვლენების  შემდეგ და  იმ რთულ მომენტში შესაძლებელი გახადა ქართველების, აფხაზების, ოსების  ადამიანური შეხვედრა ჩვენი ქვეყნის სხვა ეროვნებათა წარმომადგენლების მონაწილეობით.

როგორც დარბაზში, ასევე ასამბლეაში და მეცნიერებში,  ყოველთვის გვქონდა ერთი  განწყობა, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებში ყოფილიყო სამთა ერთობა:  ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების, რაც ჩვენი დიდი მცდელობის მიუხედავად,  დღემდე ვერა და ვერ მოხერხდა. მაგრამ დიდი იმედი მოგვცა ერთი  მხრივ, ჩვენ სულიერ მამასთან, ილია მეორესთან და მის თანამოსაყდრესთან, მეუფე შიოსთან გიორგობოს დღესასწაულის  ბრწყინვალე დღეებში შეხვედრამ და საუბარმა, მეორე  მხრივ იმ  განცხადებამ, რომელიც თქვენ გააკეთეთ საქართველოს პარლამენტში  ქვეყანაში დიდი დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით. იმედს აძლიერებს თქვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი. სწორედ მან მოგვცა  ლოცვა-კურთხევა,  დავიწყოთ მუშაობა იმ საკითხებზე, რომელსაც ამ წერილში ვაყალიბებთ და გვირჩია, მასთან დაწყებული  დიდი საუბარი თქვენთან გაგვეგრძელებინა.

ჩვენ სრულად ვიზიარებთ თქვენ პოზიციას, რომ ქვეყანაში წლებისა და ათწლეულების განმავლობაში დაგროვდა პრობლემები, რომელთა  გადაწყვეტას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის და  სრულფასოვანი გადაწყვეტა კი დიალოგის გარეშე არათუ შეუძლებელია, არამედ კიდევ უფრო გააღრმავებს ამ პრობლემებს.

სამი წლის წინ, როცა ჩვენ ხელი მოვაწერეთ   „მოქმედების მანიფესტს – ერთი ერი, ერთიანი სამშობლო, გაერთიანებული საქართველო“ (დოკუმენტი შეგნებულად განვათავსეთ კალენდრის ბოლო გვერდზე), გამოკვეთილად ჩავწერეთ ერთი ფრაზა  ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან:

„ყოველ დროში, სახელმწიფო კაცები, ერის მამა – დიდი ილია, ფიქრობდნენ ისეთ საქართველოზე,სადაც ქვეყანას მართავს  დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება – ხელისუფლებას მართავს საზოგადოება – საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა. სწორედ ეს არის მეცნიერული  და ეროვნულ -სახელმწიფოებრივი აზროვნების შერწყმა, რომლის საფუძვლები ჯერ კიდევ ათი საუკუნის წინ შექმნა  დავით აღმაშენებელმა გელათის აკადემიის დაარსებით.“

ჩვენ ვამაყობთ ამ ჩანაწერით. ეს განწყობა დღეს ჰაერივით სჭირდება პარტიულ სამთავროებად დაყოფილ საქართველოს. სჭირდება  პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფების მიერ ქვეყნისთვის თავსმოხვეული  სიძულვილის სიყვარულით დასამარცხებლად. სჭირდება იმას, რომ ხალხმა დაიბრუნოს პოლიტიკოსების მიერ წართმეული საქართველო.

ჩვენ  თანამშრომლობის ჰარმონიზაციის მომხრენი ვიყავით, ვრჩებით და ვიქნებით. დაპირისპირება სუსტების მოგონილია. თანამშრომლობა მხოლოდ ძლიერთ შეუძლიათ. საქართველო ოდითგან ძლიერი იყო მეცნიერებით, კულტურით, ხელოვნებით. სწორედ ამ სფეროს წარმომადგენლებთან დიალოგის  გაწყვეტამ გამოიწვია  პარტიათა დამანგრეველი აღზევება. შეიძლება ბევრისთვის საკამათო იყოს, მაგრამ ჩვენი დაკვირვებით სამწუხაროდ,  პარტიებმა დისკრედიტაცია გაუკეთეს საკუთარ თავს, პარტიებში გარკვეულწილად, შეიქმნა ზნეობის დეფიციტი, ხოლო მოაზროვნე და ზნეობრივ ადამიანებში პარტიების მიუღებლობა. დღეს  ღირსეულ და მოაზროვნე  ადამიანს უჭირს პარტიებთან ურთიერთობა. არადა ხელისუფლებებს პარტიები ქმნიან. ეს კი აშკარა  დისონანს ქმნის ქვეყნის განვითარებაში. პრონციპი, რომ ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. არავინ არავის იგნორირებაზე არ უნდა იფიქროს. თუ კარგად დავაკვირდებით, დღეს ყველა ცდილობს მეცნიერების, ინტელოგენციის, საერთოდ  კულტურის მოღვაწეების იგნორირებას. ეს არ არის მომავლის გზა. ჩვენ ამ ეტაპზე უმნიშვნოვანესად მიგვაჩნია სწორედ დიდი დიალოგის დაწყება სწორედ ხალხთან, რომელსაც სათავეში სწორედ მეცნიერები, კულტურის მოღვაწეები უნდა  ჩაუდგნენ.

ჩვენ მომავლის საქართველოსთვის უპირველესად ვთვლით  იმ განწყობას, რომ ხელისუფლებას როცა აირჩევ, მას გვერდში დგომა სჭირდება. მაგრამ ხელისუფლებამ  უნდა იცოდეს, რომ იგი ხალხის და ქვეყნის მსახურია და არა უფროსი. ჩვენ ვემიჯნებით  დაპირისპირებას, მაგრამ ვიცით, რომ თანამშრომლობა -ეს დიდი კულტურაა და ითვალისწინებს მოსაზრებების თავისუფლად გამოთქმას  ყოველგვარი კონიუქტურის გარეშე, მაგრამ დიდი კულტურის –  ტრადიციული ქართული კულტურის ფარგლებში.

ჩვენ ვიცით ერთი და ვემსახურებით სწორედ მას, რასაც ერის მამა ილია ჭავჭავაძე მოგვიწოდებდა: „ინტელიგენციის მოწოდებაა, გადაიქცეს  იმ კავშირად,  რომელიც ჯაჭვის რგოლივით აერთებს ყოველ ცალკე ჯგუფს,  ცალკე კრებულს და მათ მოღვაწეობას მიჰმართავს ერთის სასურველის საგნისკენ, რომელიც ერთნაირად ძვირფასია და სასარგებლო ყველასთვის“. ჩვენთვის მიუღებელია როგორც ის პოპულიზმი, რომ ხალხის სახელით დაუპირისპირდე ხელისუფლებას, ასევე მიუღებელია დავიცვათ ხელისუფლება, როცა იგი ამას ვერ, ან არ იმსახურებს. ინტელიგენტი არის ის, ვინც ეხმარება ხელისუფლებას და ამავე დროს, ხალხს იცავს ხელისუფლებისაგან.

ბატონო პრემიერო,

დარწმუნებული ვართ, თქვენ ერთგული იქნებით დიდი დიალოგის  დაწყების თაობაზე თქვენი განცხადების და ჩვენ ბევრ ზემოხსენებულ და უამრავ სხვა  პრობლემაზე გვექნება ადამიანური,მართალი, მომავლის საქართველოზე ორიენტირებული  შეხვდრა-საუბარი. ამ წერილში კი  რამდენიმე პრინციპულ საკითხზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელთა გარეშეც წარმოუდგენლად გვეჩვენება მომავლის საქართველო.

ჩვენ დავიწყეთ მუშაობა პროგრამულ დოკუმენტზე, რომელიც სამ ნაწილს შეიცავს.

პირველში სრულად უნდა წარმოდგეს ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს. მეორეში აღიწეროს ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობა ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვისა და პარტიული მიდგომების გარეშე. მესამეში უნდა იყოს ის პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კონკრეტული რეალური მდგომარეობის ქვეყანაში ეტაპობრივად მოქმედებაში მოვიყვნოთ  მისი პოტენციალი.

დარწმუნებული ვართ, ამგვარ პროგრამებზე მუშაობთ თქვენც, მთავრობაში.ვფიქრობთ, საჭიროა შესაძლებლობათა გამთლიანება. სწორედ ამ ჭრილში ვხედავთ ჩვენ ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა  და საქართველოს მეგობართა  მსოფლიო კონგრესს, რომლის დაწყება  ჩვენი აზრით უნდა მოხდეს მიმდინარე წლის მაისში, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავის დღეებში. ჩვენი აზრით, კონგრესის სესიები  მომდევნო ორი წლის განმავლობაში უნდა ჩატარდეს  მსოფლიოს  ორმოცდაათი ქვეყნის  ოთხმოცზე მეტ ქალაქში, სადაც ისტორიულად, ბედის უკუღმართობის, თუ სოციალური გაჭირვების გამო ცხოვრობს ქართველობა და   დამთავრდეს 2020 წლის ნოემბერში  თბილისში მსოფლიო კონგრესით, რომელიც მიიღებს  მომავლის საქართველოს პროგრამას.  სასურველია, ეს სესიები პირდაპირ ეთერში გადაიცეს.

ჩვენ ამით  დიდ  ნაბიჯს გადავდგამთ საქართველოს ერთიანობის გზაზე,  რამეთუ უამრავი ადამიანი წასულია ქვეყნიდან  და ცხოვრობს საქართველოს სიყვარულით. ამ ხალხმა არა მარტო გადაარჩინა  საქართველო, არამედ დღეს ქვეყნის დიდ სიმდიდრედ ჩამოყალიბდა, რომლის გამოუყენებლობა დანაშაულია.  მით უფრო, რომ ქვეყნის გარეთ ცხოვრობს არა მარტო საქართველოს მოქალაქეები, არამედ ჩვენს ქვეყანას ჰყავს უამრავი მეგობარი უცხოეთში. ეს ყველაფერი დიდი ინტელექტუალური და არა მარტო სიმდიდრეა, რომლის გამოუყენებლობა დანაშაული იქნებოდა.

ამ ხალხზე თქვენ იმედიანად ისაუბრეთ საახალწლო მილოცვაში  და ჩვენი მოსაზრება სრულ თანხვედრაშია თქვენს პოზიციასთან. ჩვენ ამ საკითხებზორი წელია ვმუშაობთ. თითქმის ყველა ქვეყანაში შევქმენით საინიციატივო  ჯგუფები და საერთო პოზიციაა, რომ ეს კონგრესები უნდა იყოს არა უბრალოდ დიალოგი, არამედ ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობათა დათვალიერება. უფრო მეტიც, ეს უნდა იყოს დიდი შოთა რუსთაველის,  ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და სხვა დიდ ქართველ მოღვაწეთა იუბილეების აღნიშვნაც. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არის პროექტი, რომელსაც რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, არ სჭირდება სახელწიფო დაფინანსება და ექნება უდიდესი საერთაშორისო რეზონანსი, ასევე უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა ჩვენი ერთიანი სამშობლოს მომავლისთვის.

საქართველოს მეგობართა საკითხი ერთ-ერთ უდიდეს და უმთავრეს საკითხად მიგვაჩნია. გასაგებია, რომ ჩვენ გვყავს მეგობარი სახელმწიფოები და არაერთი სახელმწიფოს ხელისუფალი მხარს უჭერს საქართველოს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ ქვეყნების ცნობილ მეცნიერთა და კულტურს მოღვაწეთა შემადგენლობით საქართველოს მეგობართა საზოგადოებების შექმნა.

უფრო მეტიც, თუმცა დაძაბული ურთიერთობა გვაქვს რუსეთის ხელისუფლებასთან, თავად რუსეთში  საქართველოს უამრავი მეგობარი ჰყავს როგორც  ხალხში, ასევე მეცნიერებასა და კულტურაში. არაერთ რუს  აკადემიკოსს და უპირველესად, ოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს სადოვნიჩის ჰქონდა წინადადება, რომ სწორედ უნივერსიტეტში მომხდარიყო საქართველოს მეგობართა შეკრება.

დარწმუნებული ვართ, რომ სურვილისა და მონდომების შემთხვევაში, მარტში მოსკოვსა და პეტერბურგში, ხოლო მაისში თბილისში შეიძლება ასეთი შეხვედრის მოწყობა. ვფიქრობთ, რომ ეს დიდი გარღვევა იქნება ქართულ ინტერესზე დაყრდნობით ქართულ – რუსული ურთიერთობების მოწესრიგების მიზნით.

ბატონო პრემიერო,

ჩვენ  ასევე უმნიშვნელოვანესად გვესახება თაობებს შორის ჩატეხილი ხიდის გამთლიანება. არ გავღრმავდებით , მაგრამ ფაქტია, რომ  წინა ხელისუფლებამ ეს პრობლემა უფსკრულამდე გააღრმავა. პატრიარქმა  შეხვედრაზე მხარი დაუჭირა ახალგაზრდობის წამოწყებას,  დავიწყოთ დიდი მოძრაობა თაობებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენისთვის, თაობათა ერთიანობისთვის. ახალგაზრდები იწყებენ  მოძრაობას, რომელიც  გაგრძელებას მიიღებს უფროსი თაობისადმი  მადლიერებისა და პატივგების საღამოში,  რომელიც მომდევნო წლის მაისში, სპორტის სასახლეში შედგება .

ამ დიდი პროცესის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, არაერთ წარმატებულ ადამიანსა და ბიზნესმენს მივმართეთ. დამოკიდებულება იმედიანია და როგორც ჩანს, ეს დიდი პროცესიც შეიძლება წარიმართოს სახელმწიფო  სახსრების გარეშე.

ბატონო პრემიერო,

მრავალ პრობლემათაგან, რომლებზეც ჩვენ ვფიქრობთ და დიდი ხანია ვმუშაობთ, შევეხეთ ორს – ქვეყანაში დარჩენილთა და ქვეყნის  გარეთ გასულთა და თაობათა ერთიანობის პრობლმებს. ჩვენ სწორედ მათში ვხედავთ მომავლის საქართველოს, გაბრწყინებული საქართველოს გასაღებს. დიდი ქართველი, ბატონები მერაბ ბერძენიშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი,  რეზო ჩხეიძე ( ისინი ჩვენი მოძრაობის სათავეებთან იდგნენ), ფიქრობდნენ შექმნილიყო როგორც დიდი ილია ამბობდა, სახელმწიფო კაცების საკრებულო, ანუ საკრებულო იმ ადამიანებისა, რომლებსაც თანამდებობები არ უნდათ, მაგრამ უყვართ საქართველო და ეს ცხოვრებით ექნებოდათ დადასტურებული. დიდი საკითხია.მით უფრო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ურთიერთობის აღდგენის პროცესში. კვიპროსიდან დაბრუნებულმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმაც თავის ქადაგებაში აღნიშნა რამდენიმე ქვეყნის გაოცდილებაზე ამ თვალსაზრისით და გამოხატა საქართველოში მსგავსის შექმნის აუცილებლობა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ ამ საკითხზე. არ უნდა დაიკარგოს არც გამოცდილება, არც დამსახურება,   არც სურვილი იმისა, რომ ბოლომდე დაიხარჯო შენი ქვეყნისათვის.

ბატონო პრემიერო,

ვფიქრობთ, თქვენ იზიარებთ ამ განწყობასა და პოზიციას. გიგზავნით ამ წერილს. შემთხვევით არ ვუწოდეთ მას „იმედის წერილი“. არ ვეჭვობთ, რომ თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას შეხვედრის თაობაზე. ჩვენ მზად ვართ გეწვიოთ თქვენთვის მისაღებ ნებისმიერ დროს. ასევე რეალურად გვეჩვენება ასეთი  შეხვედრისა და დიალოგის დაწყება მეცნიერებათა აკადემიაში, მერაბ ბერძენიშვილის  სალონ-მუზეუმში, რომან რურუას მიერ წალკოტად ქცეულ ეზო-გარემოში.

ჩვენი სურვილი და მიზანი ერთია: შედგეს  ხალხის, ეკლესიისა და მთავრობის დიდი ერთობა მომავლის საქართველოსათვის. ხალხში ეს განწყობა არის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ეს განწყობა დაადასტურეს, ოდნავაც არ ვეჭვობთ, რომ იგივე პოზიცია გაქვთ თქვენ პირადად, ასევე მთელ  ხელისუფლებას. კარგი იქნება, თუ ეს დიდი სახელმწიფოებრივი პროცესი ტქვენი პატრონაჟით წარიმართება.

„ქართული ერთობის დარბაზის“ სახელით

დამფუძნებლები: ანზორ ერქომაიშვილი, გიგა ბათიაშვილი, ტარიელ ხარხელაური, ომარ მხეიძე, არნოლდ გეგეჭკორი, თემურ გუგუშვილი, რამაზ ყურაშვილი

„საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ სახელით: ფერდინანდ ლორთქიფანიძე

„მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის“ სახელით: რამაზ ლომინაძე

ახალგაზრდობის საინიციატივო ჯგუფის სახელით: ოთარ ფალიანი, გიორგი შაშიაშვილი, ალექსანდრე ახვლედიანი

პროგრამის კონცეფცია

პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან შეხვედრაზე საუბარი, რომლის მთავარი პრინციპები გადატანილია საქართველოს პრემიერისადმი გაგზავნილ „იმედის წერილში“,  არის ჩვენი პროგრამის კონცეფციის ღერძი.  ამ ნაწილში შევეცდებით ზოგერთი მომენტის დაზუსტებას.

პროგრამის პირველი ნაწილი გათვლილია ორ წელზე. იწყება 2018 წლის მაისში  – სახელმწიფოებრიობის აღდგენის ასი წლისთავის  დღეებში  და მთავრდება ეროვნული ყრილობით 2019 წლის ოქტომბერში, თბილისობის დღეებში.

პროგრამის მეორე ნაწილი იწყება ეროვნული ყრილობით. ეროვნული ყრილობა, რომელიც იქნება ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის  შემაჯამებელი ეტაპი,  ამტკიცებს მომავლის საქართველოს პროგრამას.

პირველი ნაწილის მთავარი ამოცანაა –   დაიწყოს პრაქტიკული ქმედებები ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ  მცხოვრებ თანამემამულეთა სულიერი ერთიანობისთვის, თაობათა ერთიანობისთვის… მეცნიერთა და ექსპერტთა პატრონაჟით, ხალხის აქტიური მონაწილეობით შედგეს მომავლის საქართველოს პროგრამა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ქვეყნის რეალური მდგომარეობა და ის ბუნებრივი, ადამიანური თუ ინტელექტუარული რესურს-პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს; ჩამოყალიბებული იქნება გამოცდილების მქონე მაღალპროფესიონალთა მოძიების და საქვეყნო სამსახურში ჩაყენების სისტემა; გამოკვეთილი იქნება უფროსი თაობის მაღალპროფესიონალთა და ავტრიტეტულ პიროვნებათა მოტივაცია,  იდგნენ ქვეყნის სამსახურში და რაც განსაკუთრებულად ხაზგასასმელია, საქართვლოს კათოლიკოს-პატრიარქის რჩევით, მსოფლიოს წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, შეიქმნება ‘სახელმწიფო კაცების საკრებულო“.

ამ მიზნით:

  1. შედგება ყოველთა ქართველთა საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი;
  2. მოწონებულ იქნება ახალგაზრდობის კონცეფცია „უფროსი თაობისადმი მადლიერებისა და ღირსეულთა პატივგების“ დიდი პროცესის დაწყების თაობაზე;
  3. მხარდაჭერილ იქნება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის წინადადება, რომელიც მან 2011 წლის 26 მაისის შემდგომ წამოაყენა: წარმატებული ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე საქართველოში „სახელმწიფო კაცების საკრებულოს“ შექმნის თაობაზე;
  4. შედგება„მომავლის საქართველოს პროგრამა“, რომელიც სახალხო განხილვის შემდგომ, წარედგინება ქვეყნის მთავრობას, პარლამენტს, ეროვნულ ყრილობას;
  5. შეიქმნება უშუალოდ ხალხის მიერ საქვეყნოდ მომართული, პერსპექტიული კადრების ოქროს ფონდი

 

ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი

ქართველთა მსოფლიო კონგრესის ჩატარების გამოცდილება აქვს საქართველოს. პირველი ბატონი რეზო ჩხეიძის თავკაცობითა და ხელისუფლების დიდი მხარდაჭერით შედგა 1997 წელს. ამ ღონისძიებამ იმ პერიოდში დიდი როლი შეასრულა. ამ ეტაპზე საუბარია სრულიად განსხვავებული კონფიგურაციის საერთაშორისო ღონისძიებაზე, რომელიც არ ტარდება მხოლოდ თბილისში, როგორც ეს წინა შემთხვევაში და განსაკუთრებულია იმის ხაზგასმა, რომ ეს არის არა მარტო ქართველთა, არამედ ყველა ეროვნების იმ წარმომადგენელთა კონგრესი რომლებიც საკუთარ თავს საქართველოს შვილებად თვლიან… ეს არის კონგრესი საქართველოს ნამდვილ მეგობართა აქტიური მნაწილეობითა და მხარდაჭერით.

მსოფლიო კონგრესი შედგება სესიებისგან და იგი ტარდება მსოფლიოს ორმოცზე მეტი ქვეყნის ოთხმოცზე მეტ ქალაქსადა რეგიონში, სადაც ისტორიულად, ბედის უკუღმართობის, თუ ბოლო ათწლეულებში ქვეყანაში შექმნილ სოციალურ პრობლემათა გამო, ცხოვრობენ ქართველები, საქართველოს შვილები.

კონგრესის ყველა სესია გადაიცემა პირდაპირი ეთერით მთელს მსოფლიოზე, რათა ყველა ქვეყანაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს და ჩვენს მეგობრებს  მიეცეთ მისი ნახვის საშუალება და ეს გარკვეულწილად, იყოს  ჩვენი ერთიანობის დადასტურებაც.

ამ  დიდმა  საერთაშორისო  ფორუმმა  უნდა შეგვაძლებინოს დიდი მობილიზება, როგორც ქვეყნის შიდა პრობლემების გადასაწყვეტად, ასევე ქვეყნის საერთაშორისო  ავტორიტეტის ასამაღლებლად.

 

კონგრესის ყოველი სესია უნდა იყოს შესაძლებობათა დათვალიერება… მსოფლიომ კიდევ ერთხელ უნდა აღიდგინოს მეხსიერებაში,თუ რა წვლილი აქვს შეტანილი მსოფლიოს საგანძურში რუსთაველის იდეოლოგიაზე აღზრდილ ერს.

 

როგორც რეალობა ადასტურებს, კონგრესის ჩატარების აუცილებლობა არის ევროკავშირის, ყოფილი საბჭოთა კავშირის  ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, აშშ-ში, ისრაელში, კანადაში, მექსიკაში,  თურქეთში, ირანში, ბრაზილიაში, ეგვიპტეში, საუდის არაბეთში, ავსტრალიაში. (დაზუსტებული სია თან ერთვის პროგრამას). ამ ქვეყნების უმეტესობაში უკვე შექმნილია საინიციატივო  ჯგუფები, ჩატარების თარიღის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან  მინიმუმ  ერთ და მაქსიმუმ სამ  თვეში, შესაძლებელია ორგანიზაცია გაუკეთდეს 500-დან 1000-მდე თანამემამულის და 150-200 ჩვენი ქვეყნის მეგობრის შეკრებას. კონკრეტულ რეგიონებში.

 

პრაქტიკული ორგანიზაციის მიზნით,  მაისში უნდა  გამოქვეყნდეს  განრიგი ამ ორი წლის განმავლობაში,  რომელ ქვეყანაში როდის ტარდება კონგრესის სესია. შესაბამისად, ცხადდება ტურისტული განრიგი, რომ საქართველოში და მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ ყოველ მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება, მიიღოს მონაწილეობა კონგრესის სესიის მუშაობაშიმისთვის საინტერესო ქვეყანაში, ტურისტულ ტურში  მონაწილეობის მეშვეობით. პრაქტიკულად, ამ სისტემის დეტალები გავლილია ცნობილ ტურისტულ  ფირმებთან და მათი ამორჩევით შეიძლება გაუკეთდეს ორგანიზაცია. არ არის გამორიცხული, ტურისტული ორგანიზაციების გარეშეც, საინფორმაციო საშუალებების დიდი მხარდაჭერით, თვით „ქართული ერთობის დარბაზმა“ გაუკეთოს  ორგანიზაცია.

ვაკონკრეტებთ, რას ნიშნავს კონგრესი ადგილზე.  ეს არის კონგრესის ქვეყნებსა და ქალაქებში:

  • თემატური გამოფენების მოწყობა. „ქართული ღვინო“, „ტურიზმი საქართველოში“, „მედიცინა საქართველოში“, „ბიზნესი საქართველოში“, „განათლება საქართველოში“, „კულტურა საქართველოში“, სპორტი საქართველოში“,„სასტუმრო ბიზნესი“, საქართველოში ბოლო პერიოდში გამოცემული მნიშვნელოვანი წიგნების გამოფენა. (ყველაფერი ეს კეთდება დაინტერესებულ სამინისტროებთან, უწყებებთან და კონკრეტულ ორგანიზაციებთან ერთად);
  • ქართველი მედიკოსების მიერ ადგილებზეჩატარდება უფასო კონსულტაციები;
  • სხვადასხვა ენაზე იკითხება შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.

ძალიან მნიშვნელოვანია რუსთაველის საზოგადოებისა და სამწერლო ორგანიზაციის წინადადება, რომ კონგრესის სესიები აქტიურად დავაკავშიროთ  შოთა რუსთაველის-850, ნიკოლოზ ბარათაშვილის-200, ილია ჭავჭავაძის-180 იუბილეებთან  და საერთოდ, ქართველი მწერლების წარმოჩენასთან.

მისასალმებელია ცნობილ  მხატვართა ინიციატივა, მხარდაჭერილი  მხატვართა კავშირის გამგეობისა და თავმჯდომარის მიერ, რომ ყველა ქვეყანასა და ქალაქში მოეწყოს საქართველოს მხატვართა  გამოფენები როგორც საერთო, ასევე  პერსონალური გამოფენები, სადაც ეს შესაძლებლობა იქნება.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო  მსოფლიოს საჭადრაკო რუკაზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული  ქვეყანაა. არის მოსაზრება, რომ მსოფლიო ჩემპიონებმა და დიდოსტატებმა   (ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი და სხვები) გამართონ ერთდროული სეანსები. ასევე შესაძლებელია მასტერკლასების ჩატარება  ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონების მიერ ჭიდაობაში, კრივში და სპორტის სხვა სახეობებში.

შესაძლებლობის მიხედვით, ტურისტულ  ტურებში მონაწილეობას მიიღებენ კულტურისა და ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლები.

კონგრესი არის, როგორც ჩვენი შესაძლებლობების დათვალიერება,  უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისადმი მხარდაჭერა, ასევე ძიება მეგობრებისდა ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალი შესაძლებლობების.  ამ კუთხით ბევრი რჩევის მოცემა შეუძლიათ იმ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც შექმნილია უცხოეთში.

არის მოსაზრება, რომ კონგრესი გაიხსნას მიმდინარე წლის 26 მაისს თბილისში, სპორტის სასახლეში. მისი პირველი სესია ჩატარდეს საფრანგეთში, ქართველთა მამულ ლევილში.

საფრანგეთის  შემდგომ, საბერძნეთის სამ ქალაქში: ოლიმპოს მთაზე (ქ.სალონიკთან),ნიკეაში(ქუთაისის დაძმობილებული ქალაქი), ათენში.საბერძნეთში ქართველ მოღვაწეებს  დიდი ავტორიტეტი აქვთ. არის მხარდაჭერა სახელისუფლო დონეზეც, დიდმა მომღერალმა ქალბატონმა, იოვანამაც გამოთქვა სურვილი არათუ მინაწილეობა მიიღოს, არამედ შეასრულოს ცნობილი სიმღერა „თბილისო“. ნიკეას ყოფილ მერს ლაგოფეტისს, რომელიც დღესაც საქმიანობს სახელიწუფლებო წრეებში,  გადაწყვეტილი  აქვს, სწორედ ქუთაისის ქუჩაზე ჩაატაროს კონგრესი და ბერძენთა და ქართველთა დიდ დღესასწაულად აქციოს. ცნობისთვის: ამ ქალაქში 5 000 -ზე მეტი ადამიანი საქმიანობს საქართველოდან.

მიზანშეწონილად არის მიჩნეული, რომ  კონგრესის უცხოური სესიები დასრულდეს უკრაინასა და ისრაელში და ეს იყოს არა მარტო ჩვენი ქვეყნებს ისტორიული მეგობრობის აღიარება,  არამედ ორი ბუმბერაზის – შოთა რუსთაველისა და დავით გურამიშვილისადმი   ქართველთა განსაკუთრებული დამოკიდებულების ხაზგასმაც.

კონგრესის დამამთავრებელი ეტაპი – ეს არის ეროვნული ყრილობა, რომელიც მომდევნო წლის ოქტომბერში, თბილისობის დღეებში ტარდება თბილისში და რომელსაც ესწრებიან ეკლესიის, ხელისუფლების წარმომადგენლები,  უცხოეთისა და საქართველოს რეგიონებში ჩატარებულ  კონგრესის  სესიებზე შერჩეული დელეგატები.

ეროვნული ყრილობა განიხილავს „საქართველოს მომავლის პროგრამას“, ირჩევს “სახელმწიფო კაცების საკრებულოს“

 

პატივგებისა და მადლიერების დღეები

კონცეფცია

ახალგაზრდობის ინიციატივა

მომავლის საქართველოსათვის საერთო ძალისხმევის პროექტების მომზადება და განხორციელება ყველა თაობის წარმომადგენელთა უპირველესი საზრუნავია. აშკარაა, რომ საქართველო უკვე დიდი ხანია აცდა ბუნებრივი განვითარების გზას. ქვეყნის გარედან მართული არაქართული განწყობის ძალთა არნახული ერთობით მყარად ყალიბდება, როგორც ხელოვნური, ოთახის კანონების ქვეყანა.

ჩვენ, ახალგაზრდობის გარკვეული ჯგუფის წარმომადგენლები, მეცნიერებთან თანამშრომლობამ, „ქართული ერთობის დარბაზის“ და „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ ღონისძიებებში მონაწილეობამ დაგვარწმუნა, რომ საქართველოს პრობლემები გაცილებით სხვა სიბრტყეზეა, ვიდრე ამას პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, ხელისუფლებით დაავადებული პიროვნებები საუბრობენ საინფორმაციო საშუალებებში თუ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს. ფაქტია, რომ ქართული საინფორმაციო სივრცე, უპირველესად სატელევიზიო – ქართული აღარ არის.

აშკარაა, რომ დღის წესრიგში მთელი სიმწვავით დგას ქვეყნის განვითარების მეცნიერული პროგრამების შემუშავება, საერთოდ მეცნიერების როლის გამოკვეთა.

რამდენიმე წლის წინ, მეცნიერთა მონაწილეობით შედგენილი „მოქმედების მანიფესტი– „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“ აღიარებული იქნა ბოლო ათწლეულების ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ დოკუმენტად. იგი, მართლაც, პროგრამულია მაგრამ ვერცერთ იმ პოლოტიკურ წრეებში ვერ ჰპოვა მხარდაჭერა, რომლებსაც დაპყრობილი აქვთ საინფორმაციო სივრცე. ეს არ ეხება მხოლოდ ამ დოკუმენტს. ჩვენ, ახალგაზრდები ვრწმუნდებით იმაში, რომ ყოველგვარი ქართული იგნორირებულია და ეს არის რეალური შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ.

ამ ეტაპზე, ჩვენი ამოცანა არ არის, არც ამ საკითხში გაღრმავება და არც რომელიმე ჯგუფის მიმართ კრიტიკული განწყობის ჩამოყალიბება, ჩვენ ვეთანხმებით მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის „ეროვნული თანხმობისათვის“ დასკვნას, რომ დღის წესრიგის უპირველესი ამოცანაა, ხალხმა დაიბრუნოს პოლიტიკოსების მიერ წართმეული საქართველო. ჩვენ ასევე იდეალურად ვთვლით კონგრესის მიერ ხაზგასმულ, კაცობრიობის გამოცდილებით დადასტურებული პრინციპს:

„ქვეყანას მართავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება – ხელისუფლებას მართავს საზოგადოება – საზოგადოებას ზნეობისა და მორალის პრინციპები“.

ამ პრინციპის დამკვიდრება ჩვენს ქვეყანაში არის მთავარი, რაზეც ჩვენ ვიქნებით კონცენტრირებული და სწორედ ამას ვთვლით ბუნებრივი განვითარების პრინციპებზე დაბრუნების მთავარ მიმართულებად.

რით დავიწყოთ და როგორ ვიმოქმედოთ?

პასუხს ჩვენი ისტორიული გამოცდილება გვაძლევს, დავით აღმაშენებლის ეპოქის ანალიზი, იმის ანალიზი გვაძლევს, თუ როგორ გამოდიოდა ჩვენი ქვეყანა კრიზისული მდგომარეობებიდან, რომელიც არაერთგზის ჰქონია. „ქვეყნის ქვაკუთხედი ხალხი და ბრძენკაცნია“ – ამბობს დიდი მეცნიერი პასკალი. სწორედ ეს არის ჩვენი გამოცდილება. როცა მოინდომეს ქვეყნის ბუნებრივი განვითარების გზიდან გადაგდება, უპირველესად თაობათა დაპირისპირების გზა აირჩიეს. რა აღარ უწოდეს უფროს თაობის წარმომადგენლებს, ფერებითაც ამკობდნენ და „ჩარეცხილებადაც“ თვლიდნენ. როგორც იტყვიან, უკადრებელი აკადრეს იმ ხალხს, რომლებმაც ქვეყნისთვის უმძიმეს პირობებშიც კი, შეძლეს ენის, მამულისა და სარწმუნოების შენარჩუნება.

ჩვენ ამას დღეს გულისტკივილით ვამბობთ, ჩვენთვის მთავარი მომავლის საქართველოა. მომავლის საქართველო, კი თაობათა ერთიანობის, წინა თაობებისადმი მადლიერების გარეშე არ არსებობს.

ჩვენ ამ საკითხებზე, ბევრს ვსაუბრობდით უდიდეს მოღვაწეებთან, მერაბ ბერძენიშვილსა და რეზო ჩხეიძესთან. ვსაუბრობთ დღეს, მეცნიერებისა და კულტურის არაერთ მოღვაწესთან, რომლებიც თითქმის დაივიწყეს საინფორმაციო საშუალებებმა, მაგრამ ჩვენთვის ეს ხალხი ოქროს ფონდია.

ორი დიდ პიროვნებას და არამარტო საქართველოსათვის, ბატონებს მერაბ ბერძენიშვილსა და რომან რურუას არაერთი შემოძახილი აქვთ გაკეთებული უკანასკნელი წლების განმავლობაში. გვეგონა, რომ სამთავრობო წრეებისათვის იქნებოდა დაფიქრების დიდი ნიშანსვეტი. ვერ ვნახეთ ეს განწყობა, ვერც სამთავრობო წრეებში, ვერც პოლიტიკოსებში და ვერც საინფორმაციო საშუალებებში. რაც ამ ორ დიდ პიროვნებას გაკეთებული აქვთ საქართველოსა და მსოფლიო მასშტაბით მისი სახელის ამაღლებისათვის ჩვენთვის დიდი ნიშანია მომავლის საქმიანობის ორიენტაციისათვის.

ჩვენი დიდი სურვილია, რომ რაც შეიძლება ბევრმა ნახოს, ის დიდი სულიერება, რაც მსოფლიო მასშტაბის მოქანდაკემ, მერაბ ბერძენიშვილმა საკუთარ ეზოში და საკუთარი ხელით შექმნა. ჩვენ ასევე გვინდა ვიამაყოთ იმით, რაც საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა სპორტსმენმა – ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონმა ,ჭიდაობაში, რომან რურუამ გააკეთა: როცა საქართველოს თითქმის მთელი სოფელი თბილისისაკენ დაიძრა, ის თბილისიდან სოფელში დაბრუნდა, პრაქტიკულად უკაცრიელ ადგილზე დასახლდა და წალკოტად აქცია – ქართულ სოფელსა და ქართულ მიწას ძეგლი დაუდგა. რასაც ვამბობთ ცოტას ნიშნავს, ვინც ნახავს დარწმუნდება რა სიმდიდრეა ქართული მიწა და რა შეუძლია ნებისყოფისა და ნიჭის ადამიანს.

ჩვენ, გვითხრეს, ამ ხალხს და ამ თაობას ბრძოლა გამოუცხადეთ და უარყავითო, ეს იყო უდიდესი შეცდომა, ვის თუ არა ახალგაზრდებს ევალება ამ მდგომარეობის გასწორება და ქვეყნის განვითარების ბუნებრივ რელსებზე გადაყვანა, სწორედ წინა თაობებთან კავშირში და საერთოდ თაობათა ერთიანობით, ჩვენ რომან რურუამ კიდევ ერთი კარგი მაგალითი მოგვცა. ვიფიქრეთ, რომ მისი 75 წლის იუბილე აღგვვენიშნა. კატეგორიული უარი მივიღეთ. „არც ქვეყანაშია ზეიმის განწყობა და არც ჩემშიო“ – გვითხრა ბატონმა რომანმა. უამრავი ისტორიული პიროვნების და დიდი ქართველი მოღვაწის იუბილეები დაივიწყეს საქართველოში, უამრავ ადამიანს მადლობაც არ უთხრეს მისი იუბილეს დღეებში და ამის გასწორებაა საჭირო გვითხრა ბატონმა რომანმა.

მართლაც, დამაფიქრებელი პასუხი მივიღეთ და სწორედ ამ პასუხმა გვიკარნახა მადლიერებისა და პატივგების დღეების ჩატარება, უფრო მეტიც ჩვენ გვინდა, რომ მომდევნო წელი ბევრ სხვასთან ერთად, სწორედ ასეთ წლად ვაქციოთ: მადლიერების და მომავლის საქართველოსათვის თაობათა ერთიანობის წლად.ეს არის აუცილებელი თუ „გვინდა ვიცხოვროთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში“, როგორც ამას, ბატონი რომან რურუა წერს თავის, მართლაც საგულისხმო და დამაფიქრებელ წერილში.

ჩვენი სურვილია, მომდევნო წელი იყოს სწორედ უფროსი თაობისადმი მადლიერების წელი, თაობათა ერთიანობის წელი, ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავის წელი, ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის წელი, ეს იყოს შოთა რუსთაველის 850, ნიკოლოზ ბარათაშვილის 200, ილია ჭავჭავაძის 170 და ბევრ ზეცად ამაღლებულ ქართველთა საიუბილეო წელი.

ჩვენ ეს გვინდა განვაცხადოთ სწორედ  მომდევნო წლის 24 – 26მაისს, ჩატარებულ პატივგებისა და მადლიერების დღეებზე, რომელსაც დავიწყებთ, სწორედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის100 წლისთავის დღეებში, ჩავატარებთ ყველა სამხარეო ქალაქში და დასკვნით დღეს მცხეთაში, რომან რურუას ეზო-გარემოში, მსოფლიოს უცნობილესი სპორტსმენების და შემდგომ თბილისის სპორტის სასახლეში, საზოგადოების დიდი ნაწილის მონაწილეობით დავასრულებთ.

ჩვენ ნიშანდობლივად ვთვლით, რომ ამ დღეებში, როგორც სტუმრებს, ასევე ჩვენს თანამემამულეებს ვაჩვენოთ ორი დიდი კაცის მერაბ ბერძენიშვილისა და რომან რურუას მიერ შექმნილი კარ-მიდამო, სადაც სწორედ ქართული სულის სიძლიერეც ჩანს და ისიც, რომ მიწაა მარჩენალი.

ჩვენ, ამ მოსაზრებებითა და იდეებით, მივმართეთ სხვადასხვათაობის წარმომადგენლებს.ყველასგან უდიდესი მხარდაჭერა მივიღეთ. ვერ წარმოგვიდგენია მოაზროვნე ადამიანი, რომელიც არ შემოგვიერთდება და მხარს არ დაგვიჭერს. კარგია, რომ ეს არის საერთო ქართული განწყობა, რომელსაც საქართველოში მცხოვრები ყველა ერისა და ეროვნების წარმომადგენლები იზიარებენ. ჩვენ ველოდებით ახალგაზრდობის დიდ ერთობას ამ იდეების განხორციელებისათვის.

 

ახალგაზრდობის ერთი ჯგუფის სახელით: ოთარ ფალიანი, ალექსანდრე ახვლედიანი, გიორგი შაშიაშვილი, შოთა შანშიაშვილი, ალექსანდრე კავკასიძე, შოთა ჭელიძე და სხვები (200-მდე ახალგაზრდის ხელმოწერა)

 

სახელმწიფო კაცების საკრებულო

ეს ახალი მოსაზრება არ არის. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ საქართველოს ისტორიული გამოცდილებაა.  მსოფლიოს და საერთოდ, წარმატებული ქვეყნების პოლიტიკაც, ამას ადასტურებს -ყველგან პატივით ეკიდებიან მაღალპროფესიონალს მიუხედავად ასაკისა, გამოცდილებისა, რელიგიური აღმსარებლობისა და პარტიული კუთვნილებისა. დავით აღმაშენებელი და მისი პოლიტიკაა ამისი მაგალითი – სასულიერო პირი მთავრობის თავმჯდომარედ მოიყვანა და თვითონ ახალგაზრდამ  ქვეყნის მმართველი გუნდი ბრძენკაცებისგან შექმნა.

თამარ მეფის მიერ შექმნილი დარბაზი ამის დიდი მაგალითია და ლამის მსოფლიო პარლამენტარიზმის საწყისი. მხცოვანი სულხან-საბა დიპლომატიაში ჰყავდათ ჩართული ახალგაზრდა მმართველებს.

ვნახოთ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება. შექმნილია პრეზიდენტების საბჭო. ყველაყოფილი მინისტრი, სენატორი თუ გუბერნატორი, აქტიურ პოლიტიკაშია. ეს, როგორც გამოცდილებისადმი პატივისცემა, ჩამოყალიბდა არამარტო როგორც დიდი პოლიტიკური კულტურა, არამედ  იმ ქვეყნების წარმატების მთავარი საყრდენი, სადაც თაყვანისცემაა გამოცდილებისა და გამოცდილი ადამიანისადმი.

საქართველოსთვის ეს განსაკუთრებულია. ჯერ ერთი, ეს ჩვენი ისტორიაა, მეორეც – კავკასია უფროსისადმი  განსაკუთრებული  თაყვანისცემით ცხოვრობს დღესაც; მესამე – მსოფლიო  პოლიტიკაც ასაკოვანი და გამოცდილი ადამიანები წარმართავენ.  დააკვირდით, წარმატებული ქვეყნების   პრეზიდენტებს,  სახელმწიფო მეთაურებს, არამედ  პარლამენტებს. იშივიათობაა 40 წლამდე ასაკის პოლიტიკოსი.

ჩვენთვის  დამანგრეველი აღმოჩნდა წინა ხელისუფლებების მიერ შემოთავაზებული ასაკობრივი გრადაცია. კარგად აღნიშნეს ახალგაზრდებმა: ხელისუფლება და  საერთოდ, ნებისმიერი თანამდებობა აზროვნებაადა არა ასაკი.  ჩვენ საპირისპირო გზით წავედით. მთელს მსოფლიოში, ამის მაგალითია აშშ და ევროპის წამყვანი ქვეყნები,  ყოველ ოჯახშიც კი ძლიერდება  უფროსისადმი პატივისცემა, ანუ ის, რაც ოდითგან და ტრადიციულად  საქართველოში, ყოველ ქართულ ოჯახში ფასეული იყო.  სამწუხაროდ, ჩვენ ვკარგავთ იმას, რისკენაც  მსოფლიოს წარმატებული ქვეყნები მიილტვიან: პატივისცემა უფროსისადმი, დაფასება გამოცდილებას, პროფესიონალიზმს, ოჯახიშვილობას… ოჯახიშვილობა ყველაზე დიდ აკადემიად ითვლებოდა და ითვლება ქართული სულისა და ქართული ცნობიერების ადამიანებში  და იგი მსოფლიო გამოცდილობა ხდება. ოჯახიშვილობა დიდი ფასეულობაა.

სულხან-საბა ორბელიანის განათლებით მოხიბლულმა ლუი მეთოთხმეტემ გაკვირვებით ჰკითხა დიდ მგოსანს: ვიცი სორბონა, ვიცი განათლების მსოფლიო ცენტრები,  მაგრამ თქვენ სად მიიღეთ ეს განათლებაო. სულხან-საბამ უპასუხა: გლეხის სკოლა დავამთავრე და ქართული მაგიდის ინსტიტუტიო.

ჩვენ ამ მაგალითების პროპაგანდა გვჭირდება და ეს მსოფლიო კონგრესის ერთი დიდი ნაწილი უნდა იყოს. დიდი მაგალითი მოგვცა საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარქმა მასთან შეხვედრის დროს. მან თქვა: არა მარტო ჩვენთან, სამწუხაროდ მსოფლიოში მიდის ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლა და ეს ხდება შეგნებულად, რომ ხალხს არ ჰყავდეთ ნამდვილი ავტორიტეტები და ყალბები ავტორიტეტებისგან კი ადვილად სამართავები გახდნენ.

ეს თანამედროვეობის უდიდესი პრობლემაა. ჩვენ პატრიარქმაგვირჩია და რეალური საქართველოს მდგომარეობაც ამას გვკარნახობს, რომ მეტად გავაცნოთ ხალხს ავტორიტეტები, იმედიანი ხალხი, ცხოვრების წესით და ქვეყნისადმი მსახურებით გამორჩეული ხალხი. ჩვენ ვთვლით, რომ ეს საერთო-სახალხო და სამთავრობო პოლიტიკად უნდა ჩამოყალიბდეს.

ჩვენ ვიხსენებთ მერაბ ბერძენიშვილისა და რეზო ჩხეიძის საუბარს, რომლებმაც თითქმის შეთანხმებულად თქვეს: როცა გყავს გურამ დოჩანაშვილი,  პირველ რიგში მისი აზრი უნდა აინტერესებდეს ხელისუფალთ და საერთოდ, ყველას ვინც ქვეყნის  მომავალზე ფიქრობს. მერაბ ბერძენიშვილმა ასეთი დიდი ხაზგასმაც გააკეთა: ნონა გაფრინადშვილი სადაც არ უნდა შევიდეს, თუნდაც კინოთეატრში, ყველანი ფეხზე უნდა წამოუდგეთო.

სწორედ ეს არის ადამიანის ღვაწლისადა გამოცდილების შეფასებაც  და აღიარებაც.

ამ ნაწილში ჩვენ შემთხვევით არ ვსაუბრობთ ასე დეტალურად და ლირიკულ სტილში. ეს ღერძია ყველაფრის.  თვით გამოთქმა „სახელმწიფო კაცები“, ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის. სწორედ ერის მამა თვლიდა, რომ სახელმწიფო იმის მიხედვით იზომება, რამდენი მთქმელი ჰყავსო, ანუ რამდენი გამორჩეული ადამიანი ჰყავს. როცა მივდივართ  ნამდვილის დაფასების გზით, იქ საზოგადოებაში ყალბის, ფსევდოს ადგილი ნაკლებად  რჩება. სწორედ ეს შემოგვთავაზა საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა.

კუვეიტიდან დაბრუნებულმა  2011 წელს,  სწორედ 26 მაისის მოვლენების შემდგომ ახლო პერიოდში, თავის ქადაგებაში ისაუბრა ამ ქვეყნის გამოცდილებაზე, სადაც შექმნილი აქვთ, ხაზგასმას ვაკეთებთ, კანონმდებლობით , ავტორიტეტულ ადამიანთა საკრებულო, რომელიც  აანალიზებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ეს შეხვედრები რომლებიც პირდაპირი სატელევიზიო გადაცემით მიდის, იღებს გადაწყვეტილებებს,  უგზავნის მთავრობას, რომელიც არ არის ვალდებული ყველაგადაწყვეტილება გაიზიაროს, მაგრამ ვალდებულია განიხილოს.

აი, დემოკრატია! ავტორიტეტების მიერ გადაწყვეტილებების მიღება ხდება საჯაროდ ხალხის თვალწინ და მთავრობის პასუხიც ასევე საჯაროდ, სახალხოდ, პირდაპირი სატელევიზიო გადაცემით ხდება ცნობილი. მოსახლეობას აქვს საშუალება დაინახოს, რას სთავაზობენ ხელისუფლებას, რას იზიარებს და რაზე ამბობს უარს ხელისუფლება.

ერთ ხაზგასმას გავაკეთებთ: პატრიარქი ამაზე საუბრობს სისხლიანი 26 მაისის შემდგომ პერიოდში. სთავაზობს ხელისუფლებას ამაზე დაფიქრებას. გასაგებია, რომ წინახელისუფლებისთვის ეს მიუღებელი იყო, მაგრამ ყველა პარამეტრის მიხედვით მისაღები უნდა იყოს დღევანდელი ხელიუსფლებისთვის. ეს ერთი და მეორე, ლაპარაკია კუვეიტზე, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანაზე დღევანდელ მსოფლიოში,

საქართველოს კათოიკოს-პატრიარქი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს ასეთი ინსტიტუტის არსებობას დღევანდელ საქართველოში.  ეს დიდი საკითხია და არ გამოვრიცხავთ, რომ ერთ-ერთი მთავარი თემა კონგრესის  სესიებზე მსჯელობისას, რომელიც  შეიძლება  იმით დამთავრდეს, რომ  ეროვნულმა ყრილობამ  განსაკუთრებული პრინციპების დაცვით საქართველოს ხელისუფლებასთან და პარლამენტთან დათათბირებით, შეიძლება აირჩიოს კიდეც ასეთი ორგანო. მანამდე კი, ეს დიდი ფუნქცია შეიძლება შეასრულოს მეცნიერთა კონფერენციის მიერ დასახელებულმა და სპორტის სასახლეში შეკრებილი კონგრესის მიერ მხარდაჭერილმა ავტორიტეტულ ადამიანთა გუნდმა. საბედნიეროდ, ასეთი ადამიანები უამრავი ჰყავს ჩვენს ქვეყანას  ხელოვნებაში, კულტურაში, მეცნიერებაში, განათლებაში, მედიცინაში, სპორტში. ყველა ქალაქსა და სოფელში არიან საერთო-სახალხო ნდობით აღჭურვილი ადამიანები, რომელთა ერთობას უაღრესად პოზიტიური გავლენის მოხდნა შეუძლია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ასეთი გუნდი, პრაგმატული ენით რომ ვთქვათ, დღეს აწყობს ძლიერ ხელისუფლებას და ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებას აფხაზ  და ოს ძმებთან, სადაც დღეს უფროსი თაობისადმი  კულტია, სადაც ხელისუფალთათვის კითხვის ქვეშაც კი არ დგება უხუცესთა გადაწყვეტილება.

 

მომავლის საქართველოს პროგრამა

საუბარია უნიკალური დოკუმენტის შექმნაზე, რომელიც უნდა იყოს ჩვენი დიდი დათათბირების შედეგი და შედგებოდეს სულ მცირე,სამი ნაწილისგან.

პირველში სრულად უნდა წარმოჩინდეს ის პოტენციალი რომელიც გააჩნია საქართველოს(ქვეყნის სრული ინვენტარიზაცია);

მეორეში აღიწეროს ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარება;

მესამეში უნდა იყოს ის პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ეტაპობრივად, მოქმედებაში მოვიყვანოთ ქვეყნის პოტენციალი.

სამწუხარო ის არის, რომ ბოლო ათწლეულების საქართველოში, ნაკლებად საუბრობენ ასეთი სრულყოფილი დოკუმენტის აუცილებლობაზე, ან თუ  საუბრობენ, ძირითადად სახელისუფლებო და პოლიტიკურ წრეებში. არ შეიძლება ასეთი დოკუმენტი შექმნას ან რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ, ან რომელიმე ხელისუფლებამ. ერთ და მეორე შემთხვევაშიც საქმე გვექნება არასრუყოფილებასთან, ტენდენციურობასთან  და ყოველი ხელისუფლება თუ პოლიტიკური პარტია  შეეცდება სათავისოდ შეცვალოს და პარტიის ინტერესებს მოარგოს ასეთი დოკუმენტი.

ეს უნდა იყოს ზეპარტიული, ზესახელისუფლებო, სახელმწიფოებრივი დოკუმენტი, რომლის შედგენის წარმმართველი იქნება მეცნიერებათა აკადემია, სამეცნიერო ინსტიტუტები,  რომელშიც გათვალისწინებული იქნება ჩვენი  ისტორიული და წარმატებული ქვეყნების  გამოცდილება.

ეს დოკუმენტი უნდა შეიქმნას ყველას მონაწილეობით. ამიტომ არის  საჭირო კონგრესის სესიების უდიდესი ინტელექტუალური პოტენციალი, როგორც ქვეყნის შიგნით,  ასევე ქვეყნის გარეთ არსებული.  ამ დოკუმენტში უნდა იყოს, როგორც ბუნებრივი რესურსების ანალიზი, ასევე ადამიანური რესურსების ანალიზი. ის, რა შეუძლია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ არსებულ ინტელექტულურ პოტენციალს. ამ  დოკუმენტში კარგად უნდა ჩანდეს, რას ნიშნავს ქართული ინტერესი, ნათლად უნდა ჩანდეს კურსი, რომ საქართველო არის ქართულ ინტერესის გათვალისწინებით სხვა სახელმწიფოთა თანამშრომლობის და არა პაექრობისა და დაპირისპირების ქვეყანა.

როგორ შევადგინოთ?

რა თქმა უნდა, არ არის ადვილი. მთავარია სწორი ორგანიზაცია. ეს კი იქნება მაშინ, როდესაც ფუნქციები იქნება განაწილებული. წარმმართველი არიან მეცნიერება, მონაწილეობს ხალხი, ხელიუფლება არის ორგანიზატორის როლში (არც მეტი და არც ნაკლები)

საბედნიეროდ, დღეს საქართველოში ყველა სოფელში არიან ადამიანები (იქ დარჩენილნი, თუ დროებით წამოსულნი), რომელთაც ძალიან კარგად იციან, რომელ სოფელში რისი გაკეთება შეიძლება, რა თანმიმდევრობით და რა რესურსები სჭირდება ამას ყველაფერს.   საბედნიეროდ, ყველა ქალაქსა და რაიონში არის ასეთი ხალხი. მით უფრო, რომ ჩვენს  ხალხს სხვა გამოცდილება აქვს. მხედველობაშია  ის გამოცდილება, რომელიც გაჭირვებამაც მოგვცა და ქვეყნის გარეთ წასულმა ადამიანებმაც შეიძინეს, რაც როგორც კაპიტალი შეიძლება დაბრუნდეს ყოველ სოფელში, ქალაქსა თუ ქვეყანაში საერთოდ.

მეცნიერები აანალიზებენ ყველაფერს და ყველა სახის რესურსის გათვალისწინებით, დგება ეს პროგრამა, რომელმაც უნდა შეცვალოს დღევანდელი საქართველოს რეალობა, ანუ ის, რომ  მოსახლეობის (ქვეყნის გარეთ წასულის, თუ დარჩენილის) უმრავლესობა იბრძვის არსებობისთვის და შეცვალოს იგი ახალი რეალობით –  ბრძოლა ქვეყნის შესაძლებლობათა და ადამიანის შესაძლებლობათა რეალიზაციისთვის. ეს არის სწორედ ნიჭის ძალაუფლების ქვეყანა, რომელიც უნდა იყოს ჩვენი უპირველესი მიზანი.

ფაქტი ერთია, ამ მიწის, ამ წყლის, ამ ჰაერის, საერთოდ, ასეთი ბუნებრივი რესურსების   ქვეყანაში  ასე არ უნდა ვცხოვრობდეთ, სულ მცირე „კუჭის პრობლემა“ არ უნდა იყოს ამ სიმწვავით, მით უფრო, რომ ჯერ კიდევ გვაქვს საკმაოზე მეტი ბუნებრივი რესურსები, გვაქვს საკმარისი ადამიანური და ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც მთელს მსოფლიოშია მიმობნეული და გვაქვს აბსოლუტურად გამოუყენებელი  გეოგრაფიულიპოტენციალი, რომელიც ამ პროგრამით უნდა გახდეს ქვეყნისთვის ბედნიერების მომტანი, მაშინ როცა არასწორი მართვის გამო, მას ჯერ კიდევ მხოლოდ უბედურება მოაქვს ქვეყნისთვის.

 

 

საქართველოს უდიდესი პოტენციალის ადამიანები ჰყავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.ამ ხალხს უნდა ვიცნობდეთ – ეს ქვეყნის ოქროს ფონდია

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უნიკალური გეორაფიული მდებარეობა გააჩნია,  ვცხოვრობთ ღვთივბოძებულ ტერიტორიაზე,  ქვეყანა გამორჩეულია ბუნებრივი რესურსებით, მაინც ქვეყნის უდიდესი სიმდიდრე ინტელექტი და ინტელექტუალური ადამიანებია. ამ ხალხით შეუძლებელსაც კი შევძლებთ. მითუფრო, როცა ასეთი ბუნებრივი პოტენციალი გაგვაჩნია.

სწორედამიტომ, ჩვენი საერთო პროგრამის უმთავრესი მიმართულებაა ასეთი ინტელექტის  მოძიება და მისთვის რეალიზაციის პირობების შექმნა.

კონგრესის მზადების მთელმა პერიოდმა დაგვარწმუნა, რომ  დღეს საქართველო ამ პოტენციალის მინიმალურ შესაძლებლობასაც კი ვერ იყენებს. ჩვენ გაცილებით მეტად ვიცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც სახალხოდ და საჯაროდ იბრძვიან თანამდებობებისათვის, პარლამენტარობისათვის და ამაში ცუდი არაფერია, რომ ასეთი ადამიანები არიან, მაგრამ გაცილებით მეტი სიმდიდრეა ის ადამიანები, რომლებიც აშკარად უკეთესნი იქნებოდნენ ქვეყნისა და ხალხისთვის, გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე ე.წ. თანამდებობისათვის მებრძოლებს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ისინი ვერ აჰყვებიან ქვეყანაში ათწლეულების მანძილზე დამკვიდრებულ ქუჩის პოლიტიკას, რომ მათ სურვილი არ აქვთ, ასეთ პარლამენტებსა და ზოგადად, პოლიტიკაში მონაწილეობდნენ და სამწუხარო ის არის, რომ ამ ადამიანებს ხალხიც და ხელისუფლებაც ნაკლებად იცნობს.

სამი მაგალითი:

პირველი: აშშ-ს მიერ შექმნილი ანტარქტიდის შემსწავლელი ცენტრის შექმნის იდეის (აშშ. მ ამ პროექტში 20 მლრდ დოლარზე მეტი ჩადო), მისი რეალური პროექტის ავტორიც, განმხორციელებელიც და დღევანდელი ხელმძღვანელიც ქართველი კაცია. მას საქართველოში პრქტიკულად არ ვიცნობთ.

მეორე: მსოფლიოში არსებობს 12 კოსმოსური ცენტრი. რომელიმე ერთმა თუ  დასტური არ მისცა, ვერც ამერიკა, ვერც ჩინეთი, ვერც რუსეთი კოსმოსში რაკეტას ვერ გაუშვებს. ერთ-ერთი ამ ცენტრის ხელმძღვანე;ი ქართველია. უდიდესი მეცნიერი. მას საქართველოში პრაქტიკულად არ ვიცნობთ.

მესამე მაგალითი : ქართველმა კაცმა თურქეთში, ქ. სტამბულის მიმდებარედ შექმნა საკუთარი ქალაქი, რომელსაც სახელად აჭარ-კენტი უწოდა. ამჟამად ამ ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე ქალაქში 100 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და ამ ქალაქს დღეს სტამბულისთვის ისეთივე მნიშვნელობ აქვს, როგორც წყნეთს თბილისისთვის. საქართველოში ამ კაცსაც პრაქტიკულად ცოტა იცნობს და ასევე ცოტამ იცის ამ ქალაქის არსებობაც.

გაგრძელება შეიძლება. ნასას უდიდეს საერთაშორისო პროექტებში   (ცენტრი შვეიცარია) ქართველებს წამყვანი ადგილბი უჭირავთ. ქართველ მეცნიერებს, კულტურის მოღვაწეებს, ექიმებს, სპორტსმენებს გამორჩეულ პოზიციები უჭირავთ  მსოფლიოს უამრვ ქვეყანაში. წარმოუდგენელი სიმაღლეები აიღეს ქართველმა ექიმებმა ამერიკაში, პირველობენ გერმანიაში, რუსეთში. მარტო მოსკოვის 19 უმნიშვნელოვანეს სამედიცინო დაწესებულებას ქართველბი უდგანან სათავეში… ჩვენ მათ ნაკლებად ვიცნობთ. საუბარი აღარ არის ამ უდიდესი პოტენციალის გამოყენებაზე  ქართული ინტერესისთვის.

საქართველოს ყოველ სოფელში, ქალაქში, კუთხეში, მხარეში, უამრავი სიბრძნით სავსე  კაცია. გამოცდილებით,  კვალიფიკაციით, ოჯახიშვილობით, სუფთა ცხოვრებით. მათ ვერ, თუ არ  ვამჩნევთ. როგორც ჩანს არა მარტო მათი სიწყნარისა და სიმშვიდის გამო.

სწორედ ამიტომ, ჩვენი პროექტი იწყებს ამ ადამიანების მოძიებას, მომავლის საქართველოს კადრების ოქროს ფონდის შექმნას. ეს საერთო-სახალხო საქმეადა ეს პროცესი ასეთად უნდა ვაქციოთ. ყველაზე დიდი ნდობის ჯგუფი ასეთი კადრების  მოძიების სისტემაში, რომ ღერძული ფუნქციის შესრულება შეეძლებათ, სწორედ ჩვენს მიერ ადრე ნასაუბრები „სახელმწიფო კაცების საკრებულოა“.

ვერც ერთი არჩევნები ვერ მოგვცემს ისეთ შედეგს, როგორც სოფელში, ქალაქში, რაიონში  ხალხთან ღიად სასაუბროდ ჩასული ავტორიტეტული ადამიანების შეხვედრა-საუბრები ხალხთან. სოფელზე უკეთ არავინ იცის ვინ არის ამ სოფელში ყველაზე ავტორიტეტული. სწორედ ასე უნდა ვეძებოთ საქართველოს ყოველ კუთხე-კუნჭულში და მთელს მსოფლიოში მიმობნეული ქვეყნისთვის განსაკუთრებულად საჭირო ადამიანები და ეს შედეგი საქართველოს მოსახლეობამ და მთელმა მსოფლიომ ორი წლის შემდგომ, ეროვნულ ყრილობაზე უნდა დაინახოს.

 

კონგრესამდე, კონგრესისთვის და ეროვნულ ყრილობამდე გამოსაცემი წიგნები, გადასაღები დოკუმენტური ფილმები

 წიგნი: „მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში“ (ტირაჟი 2 000 – 2500)

  1. კალენდარი:„მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში“ (ტირაჟი 10 000 – 15000)
  2. დოკუმენტური ფილმი: „ სულიერებით სავსე კაცი და ეზო-გარემო“ (ფილმი მერაბ ბერძენიშვილზე)
  3. დოკუმენტური ფილმი იმ დიდ მამულიშვილებზე, რომელთაც გასულ და მიმდინარე წელს შეუსრულდათ 70-75-80-85-90-95 წელი
  4. სპეციალური გაზეთი „პატივგებისა და მადლიერების დღეებისადმი“ დიდ მამულიშვილებზე, რომელთაც გასულ და მიმდინარე წელს შეუსრულდათ 70-75-80-85-90-95 წელი
  5. დოკუმენტური ფილმი „იმედის ეზო“ (რომან რურუას მიერ შექმნილი წალკოტი)
  6. „იმედის წიგნი“ ქართულ ენაზე (რომან რურუას მიერ შექმნილი წალკოტი)
  7. „იმედის წიგნი“ ინგლისურ ენაზე(რომან რურუას მიერ შექმნილი წალკოტი)
  8. „იმედის წიგნი“ რუსულ ენაზე(რომან რურუას მიერ შექმნილი წალკოტი)
  9. 10. დოკუმენტური ფილმი „იმედიანი დღეები“ (24-26 მაისის ღონისძიებების შესახებ)
  10. ფოტოგამოფენა „იმედის დღეები“ (24-26 მაისის ღონისძიებების ფოტომატიანე)
  11. კონგრესის ყოველ სესიაზე იქნება გადაღებული დოკუმენტური ფილმი

 

ჩვენ ვიწყებთ!

მიმართვა

ბატონებო,

მართლაც, გრანდიოზულია ის, რასაც ვაპირებთ და რისი მთავარი ღონისძიებებიც წინამდებარე პროგრამაში წარმოგიდგინეთ.

ეს საერთო ნააზრევია. როგორც საქართველოს პატრიარქმა ბრძანა, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

აქა-იქ ეჭვობენ კიდეც, შევძლებთ ყველაფერი ამის გაკეთებას? ამას მილიონები სჭირდება და დღეს ამის საშუალება არ გვაქვსო,  გვესმის ეს ხმებიც.

თუ მოვინდომებთ, მეტსაც შევძლებთ და არა მილიონებით, არამედ მაქსიმუმ – 500 ათასი ლარით.

წუწუნი და ტირილი დამღუპველია. დღემდე არავინ შევაწუხეთ და აქამდე მოვედით. ეს დემოკრატიული პროექტია შინაარსითაც, მონაწილეებითაც და ფინანსურადაც. არავის არაფერში ავალდებულებს. მთავარია იყოს სამთა ერთობა: ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების.

დარწმუნებული ვართ, მოიძებნება სარაჯიშვილისა და ზუბალაშვილის განწყობის 60-70  ადამიანი, რომლებიც მინიმუმ 3 000 და მაქსიმუმ 15 000 ლარის ფარგლებში გაიღებს ამ სახელმწიფოებრივი საქმისათვის.

ეს უნდა იყოს პროექტი-მაგალითი, როცა საერთოდ არ ვეხებით ხალხის ფულს – ბიუჯეტის ფულს, მაგრამ ვაკეთებთ უაღრესად მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საქმეს.

ჩვენ ყველანი ამ განწყობით ვართ ჩართული ამ პროექტში. იგი გვაერთიანებს ყველას, ვინც ფეხზე ვდგევართ და ვგრძნობთ  პასუხისმგებლობას ქვეყნისა და ხალხის წინაშე, მომავლის წინაშე. ამავე დროს, ეს არის ზეცად ამაღლებული ჩვენი დიდი წინაპრებისადმი დიდი პატივისცემის, მათ იდეებთან ჩვენი დიდი ერთიანობის დიდი ქართული პროექტი. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ პროექტში საქართველოს ხელისუფლების ჩართულობას, ხელისუფლებისა და ეკლესიის წარმომადგენელთა მონაწილეობას სამუშაო ჯგუფში.

ყველამ ხელები უნდა დავიკაპიწოთ და გულის ნაწილი უნდა ჩავდოთ ამ საქმეში. გარკვეული სამუშაო ჯგუფი არის საჭირო. შევეცადეთ მის შემადგენლობაში გამოცდილი ადამიანები შეგვეყვანა. მისი თავკაცობა ლეგენდარულ რომან რურუას ვთხოვეთ. მონაწილეობა ამ ჯგუფის  მუშაობაში ყველას შეგვიძლია. ჩვენ პატივად ვთვლით, ვიყოთ ბატონი რომანის გვერდით.

ვიყოთ ერთად და გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!

მოქმედების დროა!

ჩვენ ვიწყებთ!

ძალა ერთობაშია!

 

“ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლები:

 

 ანზორ ერქომაიშილი

გიგა  ბათიაშვილი

ტარიელ ხარხელაური

    გივი თოიძე

არნოლდ გეგეჭკორი

ომარ  მხეიძე

       თემურ  გუგუშვილი

    რამაზ   ყურაშვილი

 

 

 

ღონისძიებათა პროგრამის კოორდინაციის სამუშაო ჯგუფი

 

რომან რურუა – თავმჯდომარე

რამაზ ლომინაძე – თანათავმჯდომარე

ოთარ ფალიანი – თანათავმჯდომარე

თამაზ შილაკაძე – თანათავმჯდომარე

 

წევრები

ამირან აფციაური

რეზო ბალანჩივაძე

ჯონი ბარამიძე

თამთა ბერიაშვილი

ნიაზ ბოლქვაძე

პაატა გიორგაძე

ენდი გოგლიჩიძე

ბაკურ გულუა

დუგლას ზამთარაძე

ირინა თურქია

ირაკლი კინწურაშვილი

კობა კობალაძე

ფერდინანდ ლორთქიფანიძე

ირაკლი მაჭავარიანი

ემილ მიქაია

 

ზაურ ნაჭყებია

ოლეგ ნიკოლეიშვილი

გურამ პაპუნიძე

ნონა ღამბაშიძე

შოთა შანშიაშვილი

გიორგი შაშიაშვილი

მიხეილ ჩიქვილაძე

ზურაბ ჩხაიძე

ჯამლეთ ხუხაშვილი

ლაური ჯანაშია

მიხეილჯიბუტი

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *