თემურ შაშიაშვილი: სიტყვა ქუთაისს – “მე ამ ქალაქში კენჭიც კი მიყვარს…”

დღეს ორი მაისია-ქუთაისის დღე!
“ორმაისობა”-ასე იყო ცნობილი ეს დღესასწაული სავარდო და სამაისო ქუთაისში და ის საქვეყნო დღესასწაული იყო,რადგან ქვეყანამ იცოდა ქუთაისის ძალა და ფასი…იცოდა რომ ქუთაისი იყო ეროვნული სულის ევროპული ქალაქი…იცოდა,რომ :

ძლიერი ქუთაისის გარეშე არ არსებობს ძლიერი თბილისი,ხოლო ძლიერი თბილისისა და ძლიერი ქუთაისის გარეშე,ძლიერი საქართველო!

მე ამ ქალაქში კენჭიც კი მიყვარს!

ვარ ბედნიერი,რომ ყოველ კრიტიკულ მომენტში,უფალი მაძლევდა ძალას თანაქალაქელებისთვის მეთქვა:

“მე ვიქნები არა ხელისუფლების ერთგული, არამედ საქართველოს, ქართული იდეის, ქუთაისის და თქვენთვის მოცემული სიტყვის ერთგული!”

http://www.tetrebi.org/…

ვინც ამ ლინკს გახსნის,ნახავს ყველა მასალას  “თეთრების” ვებგვერდზე ქუთაისთან დაკავშირებით,ყველა სტატიას,სადაც ქუთაისია ნახსენები.. .

ქუთაისი საქართველოს ფილოსოფიური სიმაღლეა, აიეტის ქალაქია-აია,
დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის,ქართული კულტურისა და ხელოვნების,სპორტის,მედიცინის, კორიფეების,უძლიერესი საინჟინრო ინტელიგენციის… ქუთაისი კაცების და კაცობის ქალაქია…

ქუთაისი მსოფლიოს უძველესი, მარად ახალგაზრდა და საქართველოს მომავლის  საყრდენი ქალაქია!
ქუთაისი – მზის ქალაქია!

დიდება მას! იმზეგრძელოს!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *