თემურ შაშიაშვილი: იძულებული ვარ,გავაკეთო ამ ეტაპისთვის აუცილებელი განცხადება!

მას შემდეგ, რაც ყოველგვარი დაფინანსების გარეშე, ინტერნეტ-ტელევიზიის მომხმარებელთა რაოდენობამ,მხოლოდ ფეისბუკზე 10 000-ს გადააჭარბა და ყოველ ჩართვას,  ერთდროულად 1 000-ზე მაყურებელი ჰყავ,ს უყურებდნენ, ტრიალებთან ერთად, მოქმედებაში მოვიდა ხმის ჩახშობისა  და ინტერნეტის შეზღუდვის მექანიზმი.

წინა ოთხშაბათის, 29 აპრილის  გადაცემის პროცესში და შემდგომ, თითქმის ყველამ მომწერა,რომ ხმა არ ესმოდა.ყველა სპეციალისტმა, რომელიც მოვიწვიე და ნახა რეალური მდგომარეობა, დადასტურებულად მითხრა,რომ  პრობლემა  ჩემს გარეთაა,რომ მე ყველაფერი სწორად მქინდა ჩართული.

ორშაბათს, 4 მაისს, 4 საათზე, გადაცემას სპეციალისტის მონაწილეობით ვაკეთებ,ხოლო იმის გათვალისწინებით,რომ ოთხშაბათს,6 მაისს,4 საათზე ვაკეთებ უმნიშვნელოვანეს მიმართვას პარტიათა თავჯდომარეების, მათ შორის “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბატონი ივანიშვილისადმი, ამიტომ, დაზღვევის მიზნით,გადაცემას იმ სააგენტოდან გავაკეთებ,რომელიც დაეთანხმება და არ შეშინდება…რომელ სააგენტოში,ეს ცნობილი გახდება ორშაბათის გადაცემის დროს. მანამდე ეს განცხადება ყველას დაეგზავნება!

ვიცი ერთი,მდგომარეობა იმაზე უარესად,ვიდრე წარმოგვიდგენია და ამ დროს დუმილი,უმოქმედობა,
ღალატის ტოლფასია!

მოქმედების დროა!შიში კორონაზე უარესია,სიკვდილის ტოლფასია!

.გადაცემის ნახვა შეგიძლიათ აქ https://www.facebook.com/teimurazshashiashvili

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *