ანზორ კაჭახიძე: თემური

მეხსიერებას შემორჩენილ, არგადაღებულ კადრებად მახსოვს, – იმ გაზეთს, რომელშიც ჩემი ძმის, მანუჩარის პირველი სტატია იყო დაბეჭდილი, როგორ კითხულობდა მამაჩემი. იმავე გვერდზე ცნობები მისი მეგობრის ქალაქის მერად დანიშვნას იუწყებოდა.
ამ დღიდან ზუსტად ერთ კვირაში მამა ავიკატასტროფაში დაიღუპა.
ქალაქის ახალი მერიც ჩამოვიდა ქუთაისში.

თოვდა, მამა რომ მივასვენეთ ბავშვებმა სასაფლაოზე, ხალხის პროცესია ჩვენ მოგვყვებოდა, სასაფლაოზე მხოლოდ ის დაგვხვდა… დაიხარა, რაღაც უთხრა მამას.
სამი ტყუპი ქარ-ბორბალასავით ვტრიალებდით მხარეში და მაინც ყველა ჩვენი ნაბიჯი იცოდა, – ვერაფერს გამოვაპარებდით.
არ დაიღლებოდა, კაბინეტში დილის ხუთ საათამდე ღმერთზე და ქალაქზე, ჩვენს საკეთებელზე გვმოძღვრავდა და შემდეგ მისი მანქანით სახლში მოგვიყვანდა. რამე აქტივობებსაც რომ დავგეგმავდით, ვეტყოდით და უცებ გაგვამდიდრებდა, ასე ხომ არ აჯობებს, ამას ხომ არ მიაქცევდით ყურადღებასო.
უამრავჯერ ვყოფილვართ მის კაბინეტში, არასოდეს უწიგნოდ არ დავბრუნებულვართ. დადგებოდა მაგიდასთან და არჩევდა, რა სჯობდა წაგვეკითხა იმ დროს და იმ ასაკში.
არ გვაქებდა, არც გვსაყვედურობდა, ლამაზად მოგვაწოდებდა რჩევას.
ამასწინათ, ერთ შეხვედრაზე მოვხვდით ჩვენ, სამთავე ძმა, ისიც იქ იყო… ყველამ ერთხმად უთხრეს, შვილობილები გვესტუმრნენ თქვენიო.
31 წელი გადის ამ დღეებში სასაფლაოზე ჩუმად ნათქვამი “რაღაციდან”.
რაც უთხრა, შეასრულა!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *