ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება

ვაანალიზებ რა ყველაფერს, მიჩნდება გონივრული  ეჭვი, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. 6 წელზე მეტია, „მეცნიერთა კონგრესის“  500- კაციანი გუნდი აყალიბებს ქვეყნის განვითარების პროგრამებს, რომელთა მიმართ  საერთო-სახალხო მხარდაჭერის განწყობაა, მაგრამ პარტიები თვლიან, რომ ამ პროგრამების შესრულება მათ გავლენას შეასუსტებს, რომ ისინი ძალაუფლებას კარგავენ.

განსაკუთრებული წინააღმდეგობით შეხვდნენ „ეროვნული თანხმობის პარლამენტის“ იდეას. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს არის გზა პოლიტიკური დაპირისპირებიდან პოლიტიკურ თანამშრომლობაზე გადასვლის. ეს იდეა წერილობით ეცნობა  „ქართული ოცნების“ მაშინდელ თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და  პარტიათა ერთობას, რომლებიც იკრიბებოდნენ ლეიბორისტული პარტიის ოფისში. ეს დოკუმენტები ჩაბარდა ცნობილი მეცნიერის, ეროვნული მოძრაობის ვეტერანის, ჯუმბერ კოპალიანის მიერ.

სამწუხაროდ, ასეთ სერიოზულ წინადადებებს პარტიებმა არ უპასუხეს ოფიციალურად, მაგრამ პირად საუბრებში დაგვიდასტურეს ის, რაც ამ წერილის პირველ აბზაცში ჩამოვაყალიბეთ.

ასეთ პირობებში, მეცნიერთა კონგრესმა მიმართა პარტიებს, რომ გავერთიანებულიყავით სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებული პოზიციების მქონე პოლიტიკური ძალები.

პირველ ეტაპზე ამის სურვილი თვრამეტმა პოლიტიკურმა ძალამ გამოთქვა. შევთანხმდით, რომ ეს იქნებოდა კოალიცია სახელწოდებით :“ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ“  სხვა გზას, ანუ განსხვავებულს, ვიდრე სახელისუფლო და სხვა პარტიებს აქვთ. გზას, რომელიც გულისხმობს ეროვნული თანხმობის პროფესიონალთა გუნდის პარლამენტში შეყვანას პარტიებს გარეთ არსებული პიროვნებებით. სწორედ ამ სიახლემ შეაშინა როგორც სახელისუფლებო, ასევე საპარლამენტო პარტიები. მით უფრო, რომ ჩვენ, მთავარ მიზნად დავისახეთ ქვეყანაში არსებული სიყალბის, ელიტარული პოლიტიკური კორუფციის და ოლიგარქიული სამართლის წინააღმდეგ ბრძოლა.

კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი: ხელისუფლებაც და ოპოზიციაც საუბრობს იმაზე, რომ ეს უბრალოდ არჩევნები კი არა, არამედ რეფერენდუმია. ხელიუსფლება თვლის, რომ ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის,. ოპოზიციას მიაჩნიაა, რომ ეს არის რეფერენდუმი – დასავლეთსა და რუსეთს შორის. ჩვენ აბსურდულად ვთვლით საკითხის ასე დაყენებას. საქართველოში ომი არავის არ უნდა და ჩვენი გზა და ქვეყნის მომავალი განსაზღვრულია კონსტიტუციით და ჩვენ გამოკვეთილად ვამბობთ: „ქართული, მხოლოდ ქართული გზა! ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს!“ და თუ ეს, მართლაც,რეფერენდუმია, მაშინ ჩვენი პოზიცია ასეთია: ეს უნდა იყოს რეფერენდუმი იმის თაობაზე, თუ როგორი სახელმწიფო გვინდა: ოლიგარქიული მმართველობის, თუ ხალხის ძალაუფლების.

სწორედ ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გამო,  გამო დაიწყო ბრძოლა ამ სისტემისა და პრინციპის წინააღმდეგ.   არაერთი მიიწვიეს კონსულტაციებზე  ხელისუფლებაში და სხვა ოპოზიციურ ძალებში და გარკვეული შეთავაზებები გაუკეთეს, რომ ამ კოალიციიდან გამოსულიყვნენ. ბოლოს, დავრჩით ხუთნი. საჯაროდ მოვაწერეთ ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს. ესწრებოდა 2 ტელევიზია: „რუსთავი 2“ და „პალიტრა ტვ“. არც ერთმა არაფერი არ აჩვენა, მაგრამ 2 დღეში შეთანხმების ერთმა მონაწილემ სატელეფონო შეტყობინებით გვაცნობა კოალიციიდან გასვლა, ხოლო ორმა – სულ რამდენიმე დღეში შეაგროვა 25 ათასი ხელმოწერა და დარეგისტრირდა საარჩევნოდ.  დავრჩით ორნი: „თეთრები“ და „მამული“|.  მნიშვნელოვანი იყო, რომ „მეცნიერთა კონგრესმა“ გააკეთა მიმართვა  საქართველოს მოქალაქეებისადმი, საქართველოს მეგობრებისადმი : „გვითხარით, ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ხელისუფლება“ .

ივლისის შუა რიცხვებში გაკეთდა პირველი ანალიზი შემოსული წინადადებების. ეს არის ნიმუში იმისა, რომ ხალხი გაცილებით სწორად ხედავს, რა შემადგენლობით უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, ვიდრე ამას აკეთებენ პოლიტიკური პარტიები. ჩვენ წარმოგიდგენთ დანართის სახით სწორედ იმ დოკუმენტებს,. რომელთა გამოც ჩვენ ვისჯებით და წარმოვადგენთ „მეცნიერთა კონგრესის“ როგორც მიმართვას, ასევე პირველ კანდიდატურებს.

ბედნიერი იქნება საქართველო, თუ ქვეყანაში გაიმარჯვებს პოლიტიკური გუნდი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება „მეცნიერთა კონგრესის“ რეჯკომენდაციებით და უშუალოდ ხალხის მიერ.

აი, ამას აკეთებს დღეს ჩვენ პოლიტიკური კოალიცია! არჩევნებში „თეთრების“ მონაწილეობა ნიშნავს არა „თეთრებისა“ და მამულის“ წევრების შეყვანას საარჩევნო სიაში, არამედ, ხალხის მიერ დასახელებულ კანდიდატურებს.

ჩვენ ვფიქრობთ მომავლის საქართველოზე და არა ჩვენს პარტიებზე და ამიტომ  ვთქვით: დღეს არ არის პარტიებისთვის ბრძოლის დრო. დღეს არის ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის შეცვლის დრო, ქვეყანაში სისტემური ცვლილებების დრო.

აი, ასეთ პარტიას  ეუბნებიან უარს სრულიად გაუგებარი მიზეზებით და დაუსაბუთებელი არგუმენტებით. ჩვენ პატივს ვცემთ საარჩევნო კომისიას, მაგრამ როგორც ხელმოწერის, ასევე ტექსტის ავთენტურობას უნდა ადგენდეს ექსპერტიზა და არა საარჩევნო კომისია ვიზუალურად. რას ვითხოვთ ბოლოს და ბოლოს? არჩევნებში მონაწილეობას. და ნაცვლად იმისა, რომ სიახლეს მხარი დაუჭირონ, არა მარტო უარს გვეუბნებიან, არამედ ფსიქოლოგიურ ტერორში ვართ…

თეიმურაზ შაშიაშვილი

პარტია “თეთრების: თავმჯდომარე

21.08.2024

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *