ღია მიმართვა პარლამენტს, ანუ კოალიცია “ერთსულოვნების” პოზიცია კითხვაზე: “სად არის გამოსავალი?”

საქართველოს პარალმენტის თავმჯდომარეს,ბატონ დავით უსუფაშვილს

საქართველოს პარლამენტის ღირსებისა და სამართლიანობის სადარაჯოზე

მდგარ თითოეულ დეპუტატს

კოალიცია “ერთსულოვნების”

ღია მიმართვა

კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვა აუცილებელია! 

ertsulovneba

ვეყრდნობით რა მ. სააკაშვილისთვის საკონსტიტუციო ვადებში საპრეზიდენტო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით 1 200 000 -ზე მეტი მოქალაქის მიერ თავისი ხელმოწერით გამოხატული ნებას, მოგიწოდებთ მიიღოთ პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილება ხალხისა და კონსტიტუციური მოთხოვნის იურიდიულად გაფორმებისათვის.

წმიდათა წმინდა წიგნი ბიბლია გვაუწყებს, რომ:

– შეუმცდარი ადამიანი არ არსებობს და რომ

– არაფერია დაფარული, რომელიც არ გაცხადდება, ხოლო

„რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე, ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას“ (ეკლესიასტე 9.11).

ამა თუ იმ მიზეზით გამოწვეული შეცდომის გამოსწორება, ანუ სამართლიანობის აღდგენისპროცესი, ყპველგვარი გამონაკლისის გარეშე უნდა მიმდინარეობდეს. შერცევითობის პრინციპებზე დაყრდნობილი სამართლიანობის არდგენა – სრულყოფილი ვერ იქნება, და საქმის ამ გზით წარმმართველთა მიმართ პასუხისმგებლობის საკითხს უცილობელ დაყენებას გამოიწვევს.

ვფიქრობთ, რომ – წარმოდგენილი საკონსტიტუციო განმარტება დაგეხმარებათ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.

 

ამოსავალი დებულება ნაწილის თაობაზე 

„საქართველოს კონსტიტუციის“ 1995 წ. 24 აგვისტოს რედაქცია, ჩვენს მიერ განსახილველ საკითხთან მიმართებაში, მკაცრად განსაზღვრავს, რომ:

– „საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი.  სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში“ (მუხლი 5.2);

– აღნიშნული „კონსტიტუციით დადგენილი ფარგლების“ დარღვევა დაუშვებელია, რამეთუ – „საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი  კანონია…“ (მუხლი 6.1);

– რადგანაც „საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან…“ (მუხლი 38.1), და

– „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია…“ (მუხლი 14);

– შესაბამისად: „საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს“ (მუხლი 44.1), 

ყოველივე ზემოთქმულზე დაყრდნობით, ამოსავალი დებულება, რომ

– „არავის არა აქვს უფლება მიითვისოს , ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“ (მუხლი 5.3),ყოვეთვის, და – ყველას მიერ აუცილებლად უნდა სრულდებოდეს.

ხელისუფლების უწყვეტობის საკითხებისათვის 

კონსტიტუციის მოთხოვნათა თანახმად, ხელისუფლების მთავარი წყარო

– „ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით (მუხლი 5.2)

ხოლო ყოველგვარი  – …“ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში (მუხლი 5.1), რომლის მოთხოვნების დაცვა – აუცილებელია.

როგორც მოგეხსენებათ საერთაშორისო სამართალი ეფუძნება ხელისუფლების არჩევითი რგოლების (პრეზიდენტი, პარლამენტი და სხვა) უფლებამოსილების უწყვეტობის ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც კონსტიტუციური ვადებითაა შემოფარგლული, კერძოდ:

 

პრეზიდენტი

  კონსტიტუციის თანახცმად – „საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით…“ (მუხლი 70.1)

ხოლო ქვეყნის მოსახლეობის მიერ პრეიზდენტად არჩეული პირისათვის მინიჭებული ხუთწლიანი ვადის ათვლა – საპრეზიდენტო ფიცის დადებიდან იწყება. აღნიშნული – …“ცერემონიალი იმართება პორეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს. პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების დღიდანვე“ (მუხლი 71.2) 

და რადგანაც, კონსტიტუციით „პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდალური წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა“ (მუხლი 70.9)

ამიტომ ყველა ეს პროცედურა ისე უნდა იყოს გათვლილი, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადა – 5 წელს არ უნდა გადასცილდეს.

ასეთ შემთხვევაში, 5 წლით არჩეული პრეზიდენტისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არანაირი დამატებითი სამართლებრივი აქტის მიღება არაა საჭირო, რამეთუ მოქმედი პრეიზდენტის უფლებამოსილება ავტომატურად – „… წყდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე „ (მუხლი 71,2)

კონსტიტუციაში იქვე გათვალისწინებულია ორი ისეთი შემთხვევის ალბათობაც, როდესაც პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელება, მიზეზთა გამო შეუძლებელი ხდება. კერძოდ, კონსტიტუციის 74-ე მუხლში ვკითხულობთ – „საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუსრულებლობის, ან საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთვევაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე…“ (მუხლი 76.1)

ორივე ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება სპეციალური სამართლებრივი აქტის მიღების გზით, რომელთაც მიეკუთვნება:

– პრეზიდენტის მიერ, საკუთარი ნებით, თანამდებობიდან  გადადგომის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება; ანდა

– პარლამენტის მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების, ან პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.

 

პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტით გამოწვეული მდგომარეობის არსობრივი საკითხისათვის

 პროცესების ნორმალური განვითარების შემთხვევაში, კონსტიტუციის 70-ე მუხლით განსაზღვრული ორი მოთხოვნაა, კერძოდ ის, რომ:

– „საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით…“ (მუხლი 70.1) და რომ

– „პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდალური წლის ოქტომბერში არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა“ (მუხლი 70.9)

 ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის, არმეთუ თავის თავშივე მოიცავს იმის შესაძლებლობას, რომ შესაბამისი გათვლებით დაგეგმილი პროცედურების განხორციელების შემთხვევაში, პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფ პირს, კონსტიტუციით განსაზღვრული 5 წლიანი უფლებამოსილების ვადა ავტომატურად შეიუწყდება:

– „… ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე“ (მუხლი 71.2)

მოდით, ვნახოთ, თუ როგორ არეგულირებს კონსტიტუცია, ამა თუ იმ მიზეზისა გამო, პერზიდენტის პოსტზე მყოფი პირისათვის, საპრეზიდენტო უფლებამოსილების, კონსტიტუციით განსაზღვრული 5 წლიანი ვადის გასვლამდე შეწყვეტის შედეგად გამოწვეულ მდგომარეობას.

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტისათვის:

– „… უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პარალმენტის თავმჯდომარე…“ (76.1)

ხოლო თავად – „პრეზიდენტის არჩევნები ტარდება,პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის დროიდან 45 დღის განმავლობაში და მის ჩატარებას უზრუნველყოფს პარლამენტი „ (მუხლი 76.3)

კონსტიტუციით განსაზღვრული რის გათვალისწინებით არჩეული პრეზიდენისათვის, კონსტიტუციის მუხლი 70.1-ით მინიჭებული

– თანამდებობაზე ყოფნის 5 წლიანი ვადა, შეიძლება დამთავრდეს როგორც

– პრეზიდენტის მორიგი არჩევნების ჩატარებისათვის დადგენილი (მუხლი 70.9) – ოქტომბრის თვეში, ასევე – ოქტომბრის თვემდე და ოქტომბრის თვის შემდგომად

მოდით განვიხილოთ სამივე ეს სავარაუდო შემთხვევა.

1. თუ დავუშვებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი 18-28 აგვისტოს შუალედში იქნება მიღებული, მაშინ როგორც აქედან ათვლით 45 დღეში ჩასატარებელი  საპრეზიდენტო არჩევნები, ასევე, პრეზიდენტად არჩეული პირის მიერ ფიცის დადებისატვის განკუთვნილი“… პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღე…“ (მუხილი 71.2) სწორედ კონსტიტუციის მუხლი 70.9-ით განსაზღვრულ ოქტომბრის თვეში დაფიქსირდება.

შესაბამისად, აქედან ათვლილი საპრეზიდენტო 5 წლიანი ვადა პროცესების ნორმალურად წარმართვის შემთხვევაში, კვლავ ოქტომბრის თვეზე მოვა.

2. თუ დავუშვებთ, რომ საქართველოსპრეიზდენტისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი აგვისტო – სექტემბრის თვეთა გასაყარზე, ან ოქტომბრის თვის 25-26 რიცხვამდე იქნება მიღებული, მაშინ აქედან ათვლით 45 დღეში ჩასატარებელი საპრეიზდენტო არჩევნების თარიღი ოქტომბრის შუა, ან დეკემბრის პირველ მესამედამდე დაფიქსირდება, ხოლო აქედან ათვლით „… საპრეზიდენტო ფიცის დადებისათვის განკუთვნილი – „… მესამე კვირა დღე…“ (მუხლი 71,.2) – ნოემბრის თვის დასაწყისს, ან დეკემბრის თვის ბოლოს ემთხვევა.

ასეთ შემთხვევაში, ვინაიდან მუხლი 70.1 – ით განსაზღვრული საპრეზიდენტო ვადის 5 წლიანი ვადა ნოემბრის თვის დასაწყისში , ან დეკემბრის თვის ბოლოს ამოიწურება, ხოლო კონსტიტუციური მოთხოვნის თანახმად – „პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პერზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდალური წლის ოქტომბერში…“ (მუხლი 70.9) , მაშინ პრეზიდენტად არჩეულ პირს – არასრული 5 წლით (კერძოდ, 4 წელი და 10-11 თვე) მოუწევს თავისი მოვალეობის შესრულება, რამეთუ მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილება შეწყდება, ოქტომბრის თვეში – „… ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე“ (მუხლი 71.2);

3. თუ დავუშვებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტისათვის  უფლებამოსილების შეწყვეტის დამაადსტურებელია  სამართლებრივი აქტი 28 ოქტომბრიდან მოყოლებული მომავალი წლის აგვისტოს თვის შუა (16-17) რიცხვებამდე იქნება მიღებული, მაშინ, აქედან ათვლით 45 დღეში ჩასატარებელი საპრეზიდენტო არჩევნებიდან (მუხლი 76,3) აღებული საპრეზიდენტო ფიცის დადებისათვის დადგენილი – „… მესამე კვირა დღე…“ (მუხლი 71.2) მინიმუმ – იანვრის თვეზე, ხოლო მაქსიმუმ ოქტომბრის შუა რიცხვებზე მოვა.

შესაბამისად , იანვრის (ან შუა ოქტომბრის) თვიდან ათვლილი მუხლი 70.1-ით განსაზღვრული საპრეზიდენტო 5 წლიანი ვადა, მე-5 წლის იანვარში (ან შუა ოქტომბრისათვის) ამოიწურება, ანუ კონსტიტუციით პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვის კალენდალური  წლის ოქტომბერში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისა და ფიცის დადებამდე, მაქსიმუმ – ათი თვით, ან მინიმუმ – რამოდენიმე (5-10) დღით ადრე.

ასეთ შემთხვევაში კონსტიტუციურ მოთხოვნათა დაცვის გარანტი ხდება კონსტიტუციის მუხლი 76.1 – ით განსაზღვრული ვალდებულება – „საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის – შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე…“

აღნიშნული მოთხოვნა ითვალისწინებს არა მარტო იმას, რომ

– ამ თანამდებობაზე მყოფი პირი, ვთქვათ – გარდაიცვალა, ან – მძიმედ არის ავად; ანდა, მიზეზთა გამო, ქვეყნის ფარგლებს გარეთაა გადახვეწილი;

არამედ, ვინაიდან მუხლი 70.1 –ის თაბნახმად საპრეზიდენტო ვადა  მკაცრადაა შემოსაზღვრული 5 წლით, ხოლო მუხლი 5.3-ის პრინციპიდან გამომდინარე („არავის არ აქვს უფლება მიითვისოს, ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“), განსახილველი მუხლი 76,1-ის მითითებული მოთხოვნაა, წინასწარვე უშვებს (განსაზღვრავს) იმის ალბათობასაც, რომ ამ პირს – ამ თანამდებობაზე ყოფნის კანონიერი საფუძველი აღარ აქვს. 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, როდესაც პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი პირისათვის, კონსტიტუციით განსაზღვრული 5 წლიანი ვადა ამა თუ იმ მიზეზით, მინიმუმ – იანვრის და მაქსიმუმ – ოქტომბრის შუა რიცხვებში ამოეწურება, მის მიერ ამ თანამდებობაზე კანონიერად ყოფნა უკვე შეუძლებელი იქნება, და მაშინ, მუხლი 76,1-ის თანახმად, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების ვალდებულება ეკისრება – პარლამენტის თავმჯდომარეს.

ასეთ შემთხვევაში, მდგომარეობის დარეგულირება, ქვემოთ გადმოცემული – ორი სამართლებრივი აქტიდან, ერთ-ერთის მიღების გზით იქნება შესაძლებელი. კერძოდ:

1. საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფმა პირმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და საპრეზიდენტო ხუთწლიანი ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით თავისი ნებით დატოვოს თანამდებობა.

მიღებული გადაწყვეტილება საფუძვლად დაედება მუხლი 76.1-ით განსაზღვრულ მოთხოვნის ავტომატურად ამოქმედებას და 5 წლიანი ვადის ამოწურვიდან, კონსტიტუციით განსაზღვრული მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების ოქტომბრის თვეში ჩატარებამდე, საქართველოს პერზიდენტის მოვალეობას – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეასრულებს;

2) თუკი საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი პირი დროულად არ მიიღებს ზემოთხსენებულ გადაწყვეტილებას, მაშინ საჭირო გახდება პარალმენტმა, კონსტიტუციის 66-ე მუხლის თანახმად, მიიღოს მუხლი 70.1-ით შექმნილი მდგომარეობის დამარეგულირებელი სამართლებრივი აქტი, სადაც, კერძოდ, დაფიქსირდება:

– პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი პირისათვის საპრეზიდენტო 5 წლიანი ვადის ამოწურვის თარიღი;

– საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მისი ამ თანამდებობაზე კანონიერად ყოფნის შეუძლებლობა;

მუხლი 76. 1-ით შექმნილი მდგომარეობის გამო, საპრეზიდენტო 5 წლიანი ვადის ამოწურვის  დღიდან, მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების (ოქტომბრის თვეში) ჩატარებამდე, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ვალდებულება; და

– მორიგი საპრეზიდენო არჩევნების, კონსტიტუციის მუხლი 70,9 ით გათვალისწინებულ – ოქტომბრის თვეში ჩატარების თარიღი.

 

დღევანდელი რეალობით გამოწვეული მდგომარეობის დარეგულირების მექანიზმი

 

2007 წლის ნოემბრის მოვლენების გამო, 2004 წ. 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული მ. სააკაშვილი, იძულებილი გახდა დაკავებული თანამდებობიდან გადამდგარიყო.

2008 წ. 5 იანვარს ჩატარებული არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, მ. სააკაშვილის მიერ – 2008წ. 20 იანვარს საპრეზიდენტო ფიცის დადებიდან ათვლით, კონსტიტუციის მული 70.1-ით განსაზღვრული 5 წლიანი საპრეზიდენტო უფლებამოსილების  ვადა – 2013 წლის 20 იანვარს ამოიწურა.

შესაბამისად, 2013 წ. 20 იანვრიდან ათვლით მ. სააკაშვილს აღარ აქვს პრეზიდენტის თანამდებობააზე დარჩენის – კანონიერი უფლება (იხ. მუხლი 5.3 და მუხლი 70.1)

აქედან გამომდინარე:

ვინაიდან, კონსტიტუციით –  “… პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პერზიდენტის მიერ ფიცის დადებისათანავე“ (მუხლი 71.2);

ვინაიდან, კონსტიტუციით განსაზღვრული – თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილების უწყვეტობა, მკაცრადაა შემოფარგლული 5 წლიანი ვადით (იხ. მუხლი 70.1), და არ არის დამოკიდებული – ახალარჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილების მიღების დროზე (იხ. მუხლი 71.2);

 – ვინაიდან, კონსტიტუციით განსახილველი 76,1 მუხლი, სწორედაც რომ მხოლოდ, სავარაუდო – საგანგებო მდგომარეობის დასარეგულირებელ მექანიზმს წარმოადგენს,

ამიტომ, საქართველოს პარლამენტი ვალდებულია, საკითხის კონსტიტუციურ (მუხლი 5.3; მუხლი 70,1 და 9; მიხლი 71; მუხლი 76,1); მოთხოვნათა სრული დაცვით გადაჭრის მიზნით, დაუყოვნებლივ მოახდინოს ინიცირება მის მიერ მისაღები სპეციალური გადაწყვეტილებისა:

მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით.“ 

აღნიშნული გადაწყვეტილების პროექტი, სავარაუდოდ , ასეთი სახის უნდა იყოს ( iხილეთ გარეყდაზე წარმოდგენილი  ტექსტი)

 

გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სადეპუტატო ხმების რაოდენობა

კონსტიტუციის 66-ე მუხლის თანახმად ამდაგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, შემდეგი მოთხოვნის დაცვაა საჭირო:

1. პარლამენტში კანონპროექტი ან დადგენილება მიღებულად ითვლება, როცა მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარალმენტის სრული შემადგებლობის ერთი მესამედისა (რაც – მინიმუმ 50 სადეპუტატო ხმის ტოლია – გ.ს.) თუ კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული კანონპროექტის ან დადგენილების მიღების სხვა წესი.

1.1 კონსტიტუცური შეთანხმება დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შენადგენლობის სულ ცოტა სამი მეხუთედი (რაც – მინიმუმ 90 სადეპუტატო ხმის ტოლია – გ.ს.) 

2. ორგანული კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის  სიითი შემადგენლობის ნახევარზე  მეტი (რაც მინიმუმ 76 სადეპუტატო ხმის ტოლია – გს“)( მუხლი 66.1-2) 

ჩვენის აზრით, სასურველია, თუკი აღნიშნული დადგენილება – კონსტიტუციური შეთანხმების“ სახით, ანუ – 90 სადეპუტატო ხმით იქნება მიღებული, რამეთუ, კონსტიტუციის მუხლი 68,4-ის თანახმად, პრეზიდენტის მიერ  დაწუნებული კანონპროექტის საბოლოო მისაღებად, სწორედ – 90 სადეპუტატო ხმაა საჭირო.

 

მოგიწოდებთ – აღკვეთოთ თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტი

 

 ბატონო დავით!

პატივცემულო, პარლამენტის წევრებო!

ვითვალისწინებთ რა საქართველოს კონსტიტუციის 5.3 მუხლისა და მუხლი 70.1 -ის მოთხოვნას, უფლებამოსილნი ვართ შეგასხენოთ:

– ვინაიდან, 2008 წლის 5 იანვარს საპრეიზდენტო არჩევნების გამოცხადებულ შედეგებზე დაყრდნობითმ კონსტიტუციის 71-ე მუხილის მოთხოვნათა დაცვით, მ. სააკაშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების მიღებიდან, ანუ 2008 წ. 20 იანვრიდან ათვლით, კონსტიტუციის მუხლი 70.1-ით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადა – 2013 წლის 20 იანვარს ამოიწურა;

 – ვინაიდან, მ. სააკაშვილისათვის საქრათველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილების 5 წლიანი ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, არც – მ. სააკაშვილისა და არც საქართველოს პარლამენტის მიერ, დღეის მდგომარეობით, არანაირი სამართლებრივი აქტი არ არის მიღებული;

 – ვინაიდან, 2013 წლის 20 იანვრიდან ათვლით მ. სააკაშვილის მხრიდან საქართველოს პრეიზდენტის თანამდებობაზე უკანონოდ ყოფნის თითოეული დღე ადასტურებს, რომ სახეზე გვაქბს მ. სააკაშვილის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5.3-ისა და მუხლი 70.1-ის დარღვევის ფაქტი;

 – ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციით „75 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში იმპიჩმენტის წესით საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს… (მუხლი 63.1);

ამიტომ, მოგმართავთ წინადადებით, რათა:

ზემოთხსენებული დადგენილების – „მიხეილ სააკაშვილისათვის 2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“ – თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პარალელურად:

საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 75.2- ით გათვალისწინებული გარემოების არსებობის გამო, გამოიყენოთ თქვენთვის საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 63.1-ით მინიჭებული უფლება, და აღძრათ – იმპიჩმენტის წესით საქართველოს პრეიზდენტის თანამდებობიდან მ. სააკაშვილის გადაყენების საკითხი.

 

  ბოლოთქმა

ბატონო დავით!

პატივცემულო, პარლამენტის წევრებო!

ყოველი ღირსების მქონე პარტიისთვის, ყოველი პოლიტიკოსისთვის, რომელიც ფიქრობს ქვეყანაზე – უპირველესი უნდა იყოს 2012 წლის პირველი ოქტომბრის მონაპოვარის დაცვა, ქვეყნის და ხალხის განთავისუფლება თვითმარქვია პრეზიდენტისაგან.

თქვენს მიერ – “მიხეილ სააკაშვილისათვის 2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“ – დადგენილების მიღებით, აღიკვეთება სააკაშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე უკანონოდ ყოფნის ფაქტი. ხოლო

დღეის მდგომარეობიდან გამომდინარე მ. სააკაშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის გამო იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება საფუძველი გახდება მის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებისათვის.

ზემოთქმულის განიხორციელებლობის შემთხვევაში:

ჩვენ, კოალიცია „ერთსულოვნების“ დამფუძნებლები, მ. სააკაშვილის საპრეზიდენტო უფლებამოსილების საკონსტიტუციო ვადის დასრულების მემორანდუმზე ხელმომწერი 1 200 000 -ზე მეტი ამომრჩეველი, ვიხსნით პასუხისმგებლობას    მ. სააკაშვილის ქმედებებზე და მის ქმედებათა გამო მოვლენების შემდგომ განვითარებაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ საქართველოსპარლამენტს და იმ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც მხარს უჭერენ მ. სააკაშვილის პრეზიდენტობას 2013 წლის ოქტმბრამდე.

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.

 

პროექტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს
საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის
ამოწურვასთან დაკავშირებით“

1. ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 70,1-ის გათვალისწინებით – „საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით…“;

2. ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5,3-ის თანახმად – „არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“;

3. ვითვალისწინებთ რა, რომ 2008 წ. 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადებულ შედეგებზე დაყრდნობით, კონსტიტუციის 71-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, მ. სააკაშვილი მიერ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების მიღებიდან – 2008 წ. 20 იანვრიდან ათვლით, კონსტიტუციის მუხლი 70,1-ით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადა – 2013 წლის 20 იანვარს ამოიწურა;და

4. ვითვალისწინებთ რა, რომ კონსტიტუციის მუხლი 76,1-ის თანახმად – 2013 წ. 20 იანვრიდან ათვლით, საქმე გვექნება მ. სააკაშვილის მხრიდან, კანონიერად – „საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის…“ შემთხვევასთან,

ვადგენთ:

1. კონსტიტუციიმუხლი 70,1-ის გათვალისწინებით, მ. სააკაშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის 5 წლიანი ვადა ამოწურულად ჩაითვალოს – 2013 წ. 20 იანვარს;

2. კონსტიტუციის მუხლი 76,1-ის გათვალისწინებით, ვინაიდან 2013 წლის 20 იანვრიდან, ადგილი ექნება, მ. სააკაშვილის მხრიდან, კანონიერად – „საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის…“ შემთხვევას, კონსტიტუციის მუხლი 76,1-ის შესაბამისად – საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაევალოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს;

3. კონსტიტუციის მუხლი 70,9-ის მოთხოვნის გათვალისწინებით საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს 2013 წლის ოქტომბრის პირველ კვირა დღეს.

 

განმარტებები

როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციის მუხლი 67,1-3 შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის დაფიქსირების შემდეგ, მისაღებ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს – „კანონის“, „ორგანული კანონის“ ან „კონსტიტუციური შეთანხმების“ სახე [იხ. მუხლი 66].

კონსტიტუციის 66-ე მუხლის თანახმად, ამდაგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, შემდეგი მოთხოვნის დაცვაა საჭირო:

„1. პარლამენტში კანონპროექტი ან დადგენილება მიღებულად ითვლება, როცა მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა [რაც – მინიმუმ 50 სადეპუტატო ხმის ტოლია], თუ კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული კანონპროექტის ან დადგენილების მიღების სხვა წესი.

1.1 კონსტიტუციური შეთანხმება დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა სამი მეხუთედი [რაც – ზოგადად – 90, ხოლო დღეის მდგომარეობის გათვალისწინებით – 89 სადეპუტატო ხმის ტოლია].

2. ორგანული კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი… [რაც – მინიმუმ 76 სადეპუტატო ხმის ტოლია]“ [მუხლი 66,1-2].

ჩვენის აზრით, სასურველია თუკი აღნიშნული დადგენილება – „კონსტიტუციური შეთანხმების” სახით, ანუ – 90 [89] სადეპუტატო ხმით იქნება მიღებული, რამეთუ კონსტიტუციის მუხლი 68,4-ის თანახმად პრეზიდენტის მიერ დაწუნებული კანონპროექტის [ე.წ. ვეტოს დადების შემთხვევა]საბოლოო მისაღებად, სწორედ – 90 [89] სადეპუტატო ხმაა საჭირო.

დადგენილების საბოლოო მიღებიდან, კონსტიტუციით განსაზღვრული 7 დღის თავზე – „თუ პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე“ [მუხლი 68,5], საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერის შემდეგ, გადაწყვეტილება ძალაში შესულად ჩაითვლება.

ყოველივე ზემოთქმულის განხორციელების შემთხვევაში, შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლა, საქართველოს კონსტიტუციის ყველა მოთხოვნის [კერძოდ: მუხლი 5,3; მუხლი 70,1 და 9; მუხლი 71; მუხლი 76,1] დაცვით იქნება შესაძლებელი:

– 2013 წ. 20 იანვრიდან მ. სააკაშვილი დაამთავრებს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის 5 წლიან ვადას, ხოლო

– 2013 წლის ოქტომბრის პირველი კვირა დღისათვის დანიშნულ მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას, დროებით [მუხლი 76.1] – საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარე შეასრულებს.

დასასრულს, იმედს ვიტოვებთ, რომ გაითვალისწინებთ – მ. სააკაშვილისთვის საკონსტიტუციო ვადებში საპრეზიდენტო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, ასეულ ათასობით საქართველოს მოქალაქის მიერ ხელმოწერებით გამოხატულ ნებას, და თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებთ პარლამენტის მიერ ხალხის ამ კონსტიტუციური [მუხლი 5,1] ნების დაკანონებისათვის, რითაც ხელს შეუწყობთ ქვეყანაში სამართლიანობისა და კანონიერების დამყარებას.
ამ მიზნით მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის.

 

ღრმა პატივისცემით

კოალიცია ,,ერთსულოვნების“ დამფუძნებელთა და მემორანდუმზე ხელისმომწერ ერთ მილიონზე მეტი ამომრჩევლის სახელით:

მერაბ ბერძენიშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი, რეზო ამაშუკელი, ჯანო ბაგრატიონი, გიგა ლორთქიფანიძე, რეზო ჩხეიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, მიხეილ ანდღულაძე, თეიმურაზ შაშიაშვილი, ზაზა ხატიაშვილი, პაატა ცნობილაძე, რეზო ძოძუაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, ომარ მხეიძე, რომან რურუა,  გურამ საღარაძე, ელგუჯა ბურდული,  ფერდინანდ ლორთქიფანიძე, რამაზ ყურაშვილი,თამაზ ჭეიშვილი, ოთარ ვარსიმაშვილი, იური ვაზაგაშვილი, ინესა იამანიძე, ზურაბ ხასია, რობერტ ბაბლიძე, რაულ სვანიძე, ავთანდილ ბარამაშვილი, ნათია ავსაჯანიშვილი, გიორგი ჟორჟოლიანი, ირმა დელონი ანზორ ბაბუხადია, ლექსო კობაიძე, ავთანდილ იოსელიანი, კობა არაბული,  მარინა კაჟაშვილი, ლაშა კალანდაძე, გელა სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია, ნანა შარაშიძე, შოთა ჩხეიძე, ვასილ კადენეცი, გიორგი გაგლოევი.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *