„ვარდების რევოლუციის ნათლიმამები“

„მიხეილ სააკაშვილი – ეს ახალი

                                                                                         ქართული სახელმწიფოს ჯორჯ ვაშინგტონია“

(აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი)

 

ekonimikaჯერ კიდევ 1961 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯონ ფიტჯერალდ კენედის ხელისმოწერის შედეგად შეიქმნა საერთაშორისო განვითარების სახელმწიფო სააგენტო, ანუ უბრალოდ  – იუსაიდი (USAID)

ამ სააგენტოს 2006 წლის ანგარიშში ნათქვამია: “ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიტანეს ძირითადი წვლილი ახლო წარსულში მომხდარ მშვიდობიან დემოკრატიულ გარდაქმნებში საქართველოსა და უკრაინაში”.

რა დემოკრატებიც მოვიდნენ საქართველოს ხელისუფლებაში – 9 წლის მანძილზე მათი მმართველობის მეთოდები და სტილი თავად ლაპარაკობს, ლაპარაკობენ ფაქტები, ციფრები, მოვლენები.

იმაზე, რომ იუსაიდის ანგარიში უბრალო კვეხნა არ არის და მათ უკან რეალური საქმეებია, მიუთითებს შემდეგი:

ჯერ კიდევ 90-იან წლებში ერთ სულ  მოსახლეზე გაანგარიშებით ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარების მაჩვენებლით ისრაელისა და ეგვიპტის შემდეგ საქართველომ მყარად დაიკავა მსოფლიოში მესამე ადგილი. თითქოს, მადლობის მეტი რა გვეთქმის. მაგრამ საინტერესოა, რომ ეს პერიოდი დროში ზუსტად ემთხვევა (1996-1997წწ) საქართველოს პოლიტიკურ არენაზე ახალგაზრდა „მოქკავშირლების“ გამოჩენას, ანუ მათ მოსვლას, რომლებიც დაუფარავად სჩადიოდნენ სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედებას საკანონმდებლო საქმიანობიდან დაწყებული და ენერგოსექტორში საბოტაჟებით დამთავრებული ანუ მათ მოსვლას, რომლებიც 5-7 წელიწადში გარდაისახნენ ნაცმოძაობად თუ სხვა ნაკლებ მნიშვნელოვან პარტიებად და ზუსტად შეასრულეს მათზე დაკისრებული დავალებები.

სწორედ 2000-იან წლებს დაემთხვა საქართველოს ხელისუფლების კურსის კორექტირება, რომელიც დასავლეთის გარკვეული წრეების აზრით, ასცდა ჭეშმარიტ პოლიტიკურ გეზს და დაიწყო მიუტევებლად დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა. ამ დროს იუსაიდის მეშვეობით გაწეული დახმარება გადამისამართებულ იქნა არჩევნების ჩატარების და პოლიტიკური პარტიების დახმარებისაკენ ( Electoral Assistance and Political Party Support programs) ამ ლამაზი დასათაურების უკან მსოფლიოში ფერად -ფერად რევოლუციებისათვის გაწეული ხარჯები დგას. ხარჯები, რომლებიც ყოველწლიურად მკვეთრად იზრდებოდა. ამ გზით საქართველოს „ოპოზიციურმა“ ძალებმა 2001 წელს თუ „მხოლოდ“ 620 ათასი დოლარი მიიღეს, 2003 წელს დაფინანსებამ 2 მილიონ 720 ათასი დოლარი შეადგინა. საუბარია ოფიციალურ ციფრებზე, რომელბიც იუსაიდის ოფიციალურ ყოველწლიურ ანგარიშებში ფიგურირებენ.

ამ თვალსაზრისით უაღრესად საინტერესოა მაშინ სტენფორდის უნივერსიტეტის პოლიტილოგიის პროფესორის, ამჟამად რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მაიკლ მაკფოლის სტატია 2004 წლის 21 დეკემბრის გაზეთში „ვაშინგტონ პოსტი“ („The Washington post) აშშ ანალოგიური ქმედებების თაობაზე: „… ამერიკული გავლენის აგენტები ამჯობინებენ ამას დაერქვას სხვა სიტყვები – დემოკრატიული თანადგომა, დემოკრატიის წინსვლა,  სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და ა.შ. მაგრამ მათი მიზანი, როგორც არ უნდა უწოდო, იყო პოლიტიკური ცვლილებები… იუსაიდი, „დემოკრატიის მხარდამჭერი ევროვნული ფონდი“ და სხვა ინსტიტუტები აფინანსებდნენ გარკვეულ ამერიკულ ორგანიზაციებს: ფრიიდომ ჰაუსს, საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს, ნაციონალურ – დემოკრატიულ ინსტიტუტს, სოლიდარობის ცენტრს და სხვებს გრანტების გასაცემად და ტექნიკური დახმარების აღმოსაჩენად… ევროკავშირი, გარკვეული ევროპული სახელმწიფოები და სოროსოსის მიერ დაფინანსებული აღორძინების საერთაშორისო ფონდი იგივეს აკეთებდნენ… საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი და ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტი ახორციელებდნენ საწვრთნელ პროგრამებს…“

აი, ამ დახმარებებმა და წვრთნებმა მოიყვანეს „ნაციონალური მოძრაობა“., ნაციონალურმა მოძრაობამ“ სად მიიყვანა საქართველო, ყველა მოაზროვნე ადამიანი კარგად ხედავს, ამიტომაც ამის ახსნას ვერავის ვაკადრებთ.

ნუთუ ვერ ხედავენ საერთაშორისო ორგანიზაციები, თუ როგორ კატასტროფულად ეცემა მათი ავტორიტეტი , თუ რა მძიმე განწყობა და უნდობლობა ყალიბდება მათ მიმართ, „ნაციონალების“ ნარჩენებისადმი მხარდაჭერის გამო. სხვათაშორის, ამას არაერთი წლის ისტორია აქვს:

კარგად მახსოვს ქუთაისის მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის შენობაში ჩატარებული კონფერენცია. დარბაზში მთელს სიგანეზე დაშვებული იყო დევიზი: „ქვეყანაში კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ასე ცხოვრება არ შეიძლება!“ როგორც ჩანს, ამ უაღრესად მწვავე შეფასებამ, თანაც ასე საჯაროდ, ასე თვალსაჩინოდ, ბატონ ედუარდ შევარდნაძეზე ისე იმოქმედა, რომ გამოიჩინა მისთვის უჩვეულო გულახდილობა და 800 კაციან აუდიტორიაში დაახლოებით ასეთი რამ ბრძანა: ეს-ესაა დავბრუნდი ამერიკიდან, სადაც მკითხეს, თუ სად წავიდა 12 მილიარდიანი დახმარება, რომლიც საქართველომ მიიღოო?!. იქვე დავინტერესდი. აღმოჩნდა, ამ თანხის 90% პოლიტიზირებული და განკარგული იყო არასამთავრობო სექტორის მიერ.

სახელმწიფო მეთაურის ამ ნათქვამმა მაშინ შემძრა, რადგან კარგად ვხედავდი, თუ რა გაუბედურებული იყო პატიოსანი მოქალაქე, რიგითი ქართველი კაცი.

ქართული ტრადიციული ოჯახის შვილს, ოჯახისა, რომელშიც მრუდი აბაზი არასდროს შესულა, უფლება მაქვს ვთქვა – ამ ფულით, ამ 19 მილიარდით რომ ერთი ბანკი მაინც გახსნილიყო, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს 3-4%-იან ყოველწლიურ სესხს მისცემდა, ამერიკაში ხომ წლიური 2-3%-ია, დღეს საქართველო, ასეთი სამეცნიერო და ინტელექტუალური პოტენციალის მქონე ქვეყანა, იქნებოდა ამერიკისათვის, დასავლეთ ევროპისათვის რეალურად საამაყო პატრნიორი იქნებოდა.

ჩვენის მხრივ კიდევ ერთს დავსძენთ  – ეს წერილი არ გახლავთ მოგზაურობა ახლო წარსულში. ეს წერილი გაფრთხილებაა სამომავლოდ: სულ ახლო მომავალში ქვეყანას არანაკლები საშიშროება ემუქრება…

 

„თეთრების“ ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი

გია სიხარულიძე

24.06.2013

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *