გრძელდება შეხვედრები მოსახლეობასთან პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით

videoპარტია „თეთრები“ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით გაერთიანებულ 30 -მდე საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ერთად აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს დასავლეთ საქართველოში.

19 დეკემბერს ქუთაისში, პარლამენტის წინ, მათ გამართეს აქცია პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. აქციის საორგანიზაციო ჯგუფს ჰქონდა საქმიანი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესა და ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძესთან. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ხელმძღვანელობას გადასცეს დიდების მემორიალის აფეთქებისადმი მიძღვნილი წიგნი „დაუჯერებელი სინამდვილე“ , რეზო ჩხეიძის მიმართვის ტექსტი და გაზეთი “ერთსულოვნების საგანგებო ნომერი”, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტს ეძღვნება.

მოსახლეობასთან შეხვედრის პარალელურად მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.
გუშინვე, ქუთაისში, “თეთრების” ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა ხელი მოაწერა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას.

20 დეკემბერს, 15:00 საათზე „თეთრებმა“ მემორანდუმით გაერთიანებულ ორგანიზაციებთან ერთად გამართეს მოსახლეობასთან შეხვედრა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში.
21 დეკემბრიდან შეხვედრები გაიმართება დასავლეთ საქართველოს სხვა ქალქებში: მარტვილში, ფოთსა და ბათუმში

“თეთრების” პრეს-ცენტრი

2012 წლის 20 დეკემბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *