(ჯეონიუსი)„თეთრები“ პრეზიდენტობის კანდიდატებს „სამართლიანობის მანიფესტს“ წარუდგენენ

პარტია „თეთრებმა“, პოლიტიკური საბჭოს კონსულტაციების შედეგად, ჩამოაყალიბეს სამი ძირითადი პირობა, რომელსაც პრეზიდენტობის კანდიდატებს უყენებენ. ორგანიზაციის განცხადებით, პირველი, მთლიანად არის შესაცვლელი მართვის არსებული სისტემა; მეორე, აუცილებელია ვადამდელი საპარალმენტო არჩევნების დანიშვნა; მესამე სისტემა უნდა გასამართლდეს.

„თეთრების“ ლიდერის ლიდერმა თემურ შაშიაშვილის განცხადებით, დღეს გამართულ პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებს წარედგინება „თეთრების“ პროგრამული დოკუმენტი „სამართლიანობის მანიფესტი“, რომელშიც „თეთრების“აზრით, ჩამოყალიბებულია უმნიშვნელოვანესი მოთხოვნები, რომელიც ვალდებულია ხელისუფლებაში მყოფმა ძალამ შეასრულოს.

„აღნიშნულ დოკუმენტს ჩვენ წარვუდგენთ პრეზიდენტობის კანდიდატებს და ვინც თანახმა იქნება შეასრულოს იქ ჩამოყალიბებული მოთხოვნები, მასთან დავდებთ ხელშეკრულებას. ამ დოკუმენტის მიღება არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი პარტიის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა პარტიის ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა.

წყარო:  http://geonews.ge/category/8/politics/news/190872/tetrebi_prezidentobis_kandidatebs.html

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *