ფერდინანდ ლორთქიფანიძის შესავალი სიტყვა

 

logoსაქართველოს ხალხთა ასამბლეის პირველი შეხვედრაა ჟურნალისტებთან შვეიცარიის ქალაქ ლოზანიდან და რუსეთი ქალაქ მოსკოვიდან  მთავარი ოფისის თბილისში გადმოტანის შემდგომ.

ღმერთმა ასე ინება, რომ მთავარი ოფისის თბილისში რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ზუსტად გუშინ, 8 აგვისტოს  – საქართველოსათვის დიდი ტრაგედიის დღეს  დაასრულა.

გვინდა ვიფიქროთ, რომ გუშინ საქართველოს დიდი მომავლისათვის ერთი დიდი საყრდენი გაერთიანება დაფუძნდა თბილისში. ჩვენ ამას ჩვენი საქმიანობით დავადასტურებთ.

საქართველოს ხალხთა ასამბლეის ბიოგრაფია 2009 წლის მაისიდან იწყება. როცა დიდმა მოღვაწემ, ქართული კონოს პარტიარქმა ბატონმა რეზო ჩხეიძემ პირველი სიტყვა წარმოთქვა სოჭში,  სწორედ „იმერეთის ველზე“ სწორედ იქ, სადაც ზამთრის ოლიმპიური თამაშები უნდა გაიმართოს – რამდენმე ათასკაციან ასამბლეაზე და დელეგატებმა დააფუძნეს „საქართველოს ხალხთა ასამბლეა“, რომლის პრეზიდენტად ერთხმად იქნა არჩეული დიდი ოსი და დიდი ქართველი, ნამდვილად მოღვაწე კაცი – გოჩა ძასოხოვი, კაცი რომელიც ცხოვრობდა და ცხოვრობს  საქართველოთი, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმმა ჯერ მის მიერვე გმირად აღიარებული შემდეგში პოლიტიკურ დევნილად აქცია, რადგან მან უარი თქვა რეჟიმის მსახურებაზე და შეინარჩუნა ღირსება.

საქართველოს ხალხთა ასამბლეის  ბიოგრაფიაში უამრავი კეთილი საქმეა, უპირველესად ის, რომ  მან პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე შეძლო ხალხებს შორის ურთიერთობისათვის ადამიანური სახის შენარჩუნება. ჩვენ ამ საკითებზე ვისაუბრებთ ასამბლეის ყრილობაზე, რომელიც მომდევნო წელს გაიმართება თბილისში. მანამდე კი წინ გვაქვს ასამბლეის გაფართოებული სხდომა საბერძნეთში, ოლიმპოს მთაზე, სადაც ევროპის ყველა ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა დელეგაციები მიიღებენ მონაწილეობას.

გადაწყვეტილია ასამბლეაზე საბერძნეთში, ოლიმპოს მთაზე ემიგრანტებმა საქართველოდან მიიღონ დოკუმენტი, რომლის სახელწდებაა  –„ემიგრანტთა განწყობა – გადაძახილი მომავლის საქართველოსათვის“

ამ დოკუმენტის პროექტი გუშინ გაეგზავნა საქართველოს პრემიერ-მინიტრს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მთავრობის ყველა წვერს და თქვენც გირიგდებათ დღეს ჩვენს პირველ შეხვედრაზე.

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ასამბლეის საპატიო პრეზიდენტია ბატონი რეზო ჩხეიძე, მოქმედი პრეზიდენტი ბატონი გოჩა ძასოხოვი, ვიცე-პრეზიდენტები – ყველასათვის საამაყო კაცი და მოჭიდავე, მრავალგზის მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი ბატონი რომან რურუა, ყველასათვის  საყვარელი კაცი და ხელოვანი, ბატონი დიმა ჯაიანი სოხუმიდან და მე – ფერდინანდ ლორთქიფანიძე – რომელიც ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ თბილისში და რომელსაც მშობლების ფუძე აქვს ახალგორში. ასამბლეის მდივანია ქალბატონი ლედი ხვინგია. ასამბლეის  მეგობართა გუნდში საერთაშორისო მასშტაბის ბევრი მოღვაწე, მეცნიერი და ხელოვანია.

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ უდიდესი მოღვაწე, დიდი ქართველი, მსოფლიოში აღიარებული  მოქანდაკე ბატონი მერაბ ბერძენიშვილი ასამბლეის მეგობარია.

ჩვენ ვამაყობთ ეროვნულ კაცებთან, დიდ არქიტექტორებთან – ბატონებთან გიგა ბათიაშვილთან და ვახტანგ დავითაიასთან თანამშრომლობით. ბატონი გიგა ეხლა ამ წუთებში ჩვენს და საქართველოს მოაზროვნე ადამიანთა ინტერესებს იცავს თბილისის საკრებულოში შეხვედრაზე, ხოლო ბატონი ვახტანგი ჩვენ გვერდით არის და სათქმელსაც მოგახსენებთ.

ჩვენ დღეს პირველ განცხადებას ვაკეთებთ. ჩვენი აზრით, იგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მთელი კავკასიისათვის, საქართველოს ერთიანობისათვის.

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *