თემურ შაშიაშვილი: ამ მეთოდებით ბრძოლა ბოლშევიკებისთვის იყო დამახასიათებელი…

 

 

19 ivlisiმედიით გავრცელდა „სახალხო კრების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ სხვადასხვა დროს პოლიტიკიოსების მიერ გამოთქმული უარყოფითი, შეურაცხმყოფელი, ხშირად კონტექსტიდან ამოგლეჯილი განცხადებები, ერთ-ერთი მათგანი  „თეთრების“ ლიდერს, თემურ შაშიაშვილს მიეწერება, რომელმაც თითქოს განაცხადა,  რომ   „ბურჯანაძე არის სომხური პოლიტიკის ლობისტი საქართველოში“  და რომ თითქოს  „მას დედა ჰყავს სომეხი და ამას მალავს..“

როგორც  ბოლშევიზმის გამოვლინებას ისე აფასებს აღნიშნულ  პუბლიკაციას თემურ შაშიაშვილი. მისი აზრით ის გამარჯვების რეალური შანსის მქონე „სახალხო კრების“ პრეზიდენტობის კანდიდატის  დისკრედიტაციას ისახავს მიზნად „ნაცმოძრაობის“ საპრაზიდენტო კანდიდატის მეორე ადგილზე გაყვანის მიზნით. რაც ყოვლად დაუშვებელია.

ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში “თეთრების”  ლიდერი   წერს.  “რაც შეეხება ნინო ბურჯანაძის დედის სომხურ წარმოშობას – ეს ტყუილია, ქუთაისელი ვარ და კარგად ვიცი. თუ მსგავსი სიცრუე სადმე მაინც დაიწერა, ის მაინც მიანიშნეთ ვინ, სად და როდის დაბეჭდა და ჟურნალისტს სრული ჩანაწერის გამოქვეყნებას მოვთხოვ…

ვადასტურებ და ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ნაცების ხელისუფლება  იყო და არის სომხური ლობისტი, მაშინაც, როცა ბურჯანაძე იყო იმ ხელისუფლებაში… თუმცა ამას არაფერი საერთო ქალბატონი ბურჯანაძის წარმოშობასთან არ აქვს.

საერთოდ ამოგლეჯილი ფრაზებით ბრძოლა ბოლშევიკებისთვის იყო დამახასიათებელი, თუმცა  ისინი წყაროს მაინც მიუთითებდნენ..

ერთს კი ვიტყვი: საქართველოში უნდა დამთავრდეს დასავლეთის სექტების წარმომადგენელთა ბატონობა და ვისაც დღეს გამარჯვების შანსი აქვს ეს ბურჯანაძეა –  „სახალხო კრების“ კანდიდატურა…კრება კი ეროვნული ერთობაა, მის სათავეში ნონა გაფრინდაშვილია…მე ნონა გაფრინდაშვილის გვერდით ვდგავარ პირველ რიგში და თუ ყველა მოვინდომებთ დავასრულებთ საქართველოში ანტიქართული ცნობიერების პიროვნებათა მაღალ თანამდებობებზე დასმას უცხოეთიდან…

მსგავსი განცხადებები ემსახურება გამარჯვების რეალური შანსების მქონე ბურჯანაძის  დისკრედიტაციას და ნაცების კანდიდატის მეორე ადგილზე გაყვანას, რაც დაუშვებელია, – ნათქვამია თემურ შაშიაშვილის განცხადებაში.

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *