(news.ge) შაშიაშვილი: ორი ბანაკის ომში საქართველო იკარგება

imgპარტია “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოს უბედურება გარედან მართვადი პოლიტიკური ძალებია.

“ის, რაც დღეს საქართველოს არ აკლია, არამედ დამანგრევლად ბევრი აქვს, გარედან მართვადი არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიებია და რაც დღეს საქართველოს აკლია – ეს არის ქართული განწყობის, ქართველი ხალხის მიერ დაფინანსებული პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობოები”,- აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

მისი განცხადებით, ქვეყნის გარედან პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობოების დასაფინანსებლად, დიდი ფულის მასა შემოედინება.

“ჩვენ ვხედავთ ორ დაპირისპირებულ ბანაკს, ერთი დასავლეთიდან ფინანსდება, ხოლო მეორე – რუსეთიდან. ამ ორი ბანაკის ომში იკარგება საქართველო. ამავე დროს კი ქართული განწყობის პოლიტიკური ძალები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე საინფორმაციო საშუალებები, დღეს სულს ღაფავს” , – ამბობს შაშიაშვილი.

მისივე თქმით, კატასტროფაა, რომ პოლიტიკოსებმა არა მარტო ხალხს, არამედ სახელმწიფო კაცებს, მოაზროვნე ადამიანებს წაართვეს საქართველო,- „და ვიდრე არ დაბრუნდება საქართველოში ქართული განწყობა, განათლებული, მოაზროვნე ადამიანების განწყობა, მანამ საქმე ქვეყანაში მძიმედ იქნება”.

„მინდა ვიყო იმ პოლიტიკოსთა შორის, ვინც ყველაფერს გააკეთებს რათა ხალხს, მოაზროვნე ადამიანებს დაუბრუნდეს პოლიტიკოსების მიერ წართმეული საქართველო”, – აღნიშნა „თეთრების“ ლიდერმა.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *