(newspress.ge) თემურ შაშიაშვილი – ქვეყნის უბედურება გარედან მართვადი პოლიტიკური ძალებია

198941_137527276315997_2345779_n„თეთრების“ ლიდერს თემურ შაშიაშვილს მიაჩნია,რომ დღეს საქართველოს უბედურებაა  გარედან მართვადი პოლიტიკური ძალები.

„ის, რაც დღეს საქართველოს  არ აკლია, არამედ დამანგრევლად ბევრი აქვს,  გარედან მართვადი არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიებია  და რაც დღეს  საქართველოს აკლია –  ეს არის  ქართული განწყობის, ქართველი ხალხის მიერ დაფინანსებული პოლიტიკური  პარტიები და არასამთავრობოები.  – აცხადებს თემურ შაშიაშვილი .

მისი თქმით ქვეყნის გარედან დიდი  ფულის მასა შემოედინება პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობოების დასაფინანსებლად.

„ ჩვენ ვხედავთ ორ დაპირისპირებულ ბანაკს, ერთი  დასავლეთიდან ფინანსდება, ხოლო მეორე – რუსეთიდან. ამ ორი ბანაკის ომში იკარგება საქართველო. ამავე დროს კი . ქართული განწყობის პოლიტიკური ძალები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე   საინფორმაციო საშუალებები,  დღეს სულს ღაფავს.“ – მიაჩნია თემურ შაშიაშვილს, – კატასტროფაა, რომ პოლიტიკოსებმა არა მარტო ხალხს,  არამედ სახელმწიფო კაცებს, მოაზროვნე ადამიანებს წაართვეს საქართველო და ვიდრე არ დაბრუნდება საქართველოში ქართული განწყობა, განათლებული, მოაზროვნე ადამიანების განწყობა, მანამ ქვეყანაში მძიმედ იქნება საქმე.

მინდა ვიყო იმ პოლიტიკოსთა შორის, ვინც ყველაფერს გააკეთებს რათა  ხალხს, მოაზროვნე ადამიანებს დაუბრუნდეს პოლიტიკოსების მიერ  წართმეული საქართველო“.

 

 

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *