ნაცმოძრაობის „საახალწლო საჩუქარი“ მოსახლეობისადმი

zura1 ოქტომბრის მარცხის შემდეგ ნაცმოძრაობა ვერა და ვერ ეგუება იმ აზრს, რომ ხელისუფლებაში აღარაა და ხალხმა სხვა არჩევანი გააკეთა.

რუსათვი2 ის მესვეურებმა,  რომლებმაც  ხალხისათვის ერთ დროს საყვარელი და პოპულარული ტელეარხი   ნაცმოძრაობის  რუპორად გადააქციეს, საახალწლო ღამესაც  ვერ დაფარეს საქართველოს მოსახლეობისადმი და მის მიერ არჩეული  ხელისუფლებისადმი  ბოღმა და დაბლოკეს პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვა. ყოველივე ეს ბატონმა გვარამიამ თავის ცინიკურ  და  მეტად არადამაჯერებელ განმარტებაში ასე ჩამოაყალიბა:  „პრინციპულად. ვთვლი, რომ საახალწლო მილოცვები წინასაახალწლო ეთერში წარმოადგენს პოსტსაბჭოთა რეგიონისთვის დამახასიათებელ გადმონაშთს და არ არის დამახასიათებელი არც ერთი მეტ-ნაკლებად წარმატებული დემოკრატიისთვის, თუ არ ჩავთვლით იშვიათ გამონაკლისებს, ისიც საზოგადოებრივ არხებზე“ .

ჩვენთვის გაუგებარია, თუ რას ეძახის ბატონი გვარამია კომუნისტურ გადმონაშთს.. საახალწლო ეთერის მეშვეობით ქვეყნის პირველ პირთა მილოცვა მოსახლეობისადმი არის ტრადიცია, თუ გნებავთ, ეტიკეტიც, რომელსაც არ არღვევს არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო. ასე ულოცავს ახალ წელს თავის მოსახლეობას ამერიკის პრეზიდენტი, ინგლისის დედოფალი…   იქნებ ვინმემ ბრალად დასდოს, მათ კომუნისტური გადმონაშთებისადმი ერთგულება?

ჩვენ დამნაშავე ორგანიზაციის პარტიული რუპირის დაბოღმილი ხელმძღვანელის ამ  განცხადებას  ყურადღების ღირსად არ ჩავთვლიდით, რომ არა მეორე  ფაქტი, რაც უკვე აღმაშფოთებლად მიგვაჩნია. რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობამ დაბლოკა საქართველოს სულიერი მამის – პატრიარქის საახალწლო მიმართვა ქვეყნის მოსახლეობისადმი, რომელშიც მან დალოცა თავისი სულიერი შვილები

ვის, თუ არა ქვეყნის და რწმენის მოძულეს, სულიერად დაბრმავებულს  შეეძლო აზრად მოსვლოდა ქვეყნის სულიერი მამის, ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოს, ქართველთათვის სათაყვანებელი  პატრიარქის მიმართვის დაბლოკვა და ამის გამართლება თითქოსდა კომუნისტური გადმონაშთის მიუღებლობით. იქნებ ვინმემ განგვიმარტოს, როდის მერე იქცა სულიერი მოძღვრის მიერ საკუთარი მრევლის დალოცვა კომუნისტურ გადმონაშთად?

ამ საახალწლო გამოხდომამ კიდევ ერთხელ დაადასტურა,  რომ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ყოველთვის ძირს უთხრიდა ქართულ სახელმწიფოებრიობას, ტრადიციებს,   განსაკუთრებული ძალისხმევით უპირისპირდება საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, როგორც ქვეყნის მთლიანობისა და სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედს,. საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მიმართულ ამ ბრძოლაში კი მის ერთგულ საყრდენად დღესაც რჩება ტელეკომპანია რუსთავი-2.

მიგვაჩმია, რომ  საქართველოს მოსახლეობა, ყოველი ჩვენგანი, სერიოზულად უნდა მოეკიდოს  ტელეკომპანიის მესვეურთა  აშკარად მავნებლურ ქმედებას, რაც სულ მცირე ხალხის მიმართ წყრომისა და ბოღმის გამოვლინებაა, მაგრამ შესაძლოა მას უფრო ღრმა  და შორსმიმავალი მიზნებიც ჰქონდეს, რაც  გამოიხატება ხალხის დემოკრატიული არჩევანის ლეგიტიმურობის არცნობასა და რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, შესაძლოა შეფასდეს, როგორც  დედა- ეკლესიის წინააღმდეგ გადადგმული ცინიკური  ნაბიჯი.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლებს, ნუ დააფინანსებენ და რეკლამებს ნუ განათავსებენ  იმ ტელევიზიაში, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ ქვეყნის ისტორიას, რწმენას, საკუთარ ხალხის დემოკრატიულ არჩევანს.

 

პარტია „თეთრების“ გენერალური მდივანი

ზურაბ ხასია

03.01.2013წ

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *