2013 წლის 4 იანვარს, დიდი შეკრება პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან

 

mitingiგრძელდება ხელმოწერების შეგროვება პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით სრულიად საქართველოს მასშტაბით

შეგახსენებთ, რომ ამა წლის 27 ნოემბერს, 30-მდე  საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, (მათ შორის პარტია „თეთრებმა“) ხელი მოაწერა მემორანდუმს პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის თაობაზე.

მემორანდუმში ნათქვამია

„ვაფიქსირებთ რა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის არაადეკვატურობას მის პოსტთან, წლების მანძილზე მისი და მისი გუნდის მიერ ჩადენილ მრავალ არაკონსტიტუციურ და დანაშაულებრივი ქმედებებს, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა ქართველი ერი, შეარყია ქართული კულტურა და დაარღვია საქართველოს მთლიანობა და სახელმწიფოებრიობა, ცალსახად ვაცხადებთ და კატეგორიულად მოვითხოვთ:

 დაუყოვნებლოვ გადადგეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 

აღნიშნულის მოთხოვნით დაწყებული ხელმოწერების შეგროვება გაგრძელდეს მთელი საქართველოს მასშტაბით, რისი ორგანიზებისა და განხორციელებისათვის ვერთიანდებით და თანაბრად ვანაწილებთ შესრულების პასუხისმგებლობას.“ 

2013 წლის 4 იანვარს, 13:00 საათზე ავლაბრის რეზიდეციასთან გაიმართება მემორანდუმის ხელმომწერ ორგანიზაციათა და მხარდამჭერთა  დიდი შეკრება.

 

პარტია „თეთრების“ პრეს-ცენტრი

2012 წლის 22 დეკემბერი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *