(sazogadoeba.ge)თემურ შაშიაშვილი: მინდია ჯანელიძე ლუკაშენკოს ვიზიტს შეეწირა

 

gfd„თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ლუკაშენკოს ვიზიტს შეეწირა“, – ამის შესახებ „თეთრების“ ლიდერმა,  თემურ შაშიაშვილმა „ახალ თაობასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბელორუსიის პრეზიდენტის ვიზიტმა  დასავლეთის გარკვეული წრეები შეაშფოთა და მათ მიიღეს გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრად სანდო პირის დანიშვნისა.

როგორც თემურ შაშიაშვილმა აღნიშნა, მათვე არ სურთ კაბელების საქმის დასრულება, რადგან თავდაცვის განხრით  ძალიან დიდი ფული შემოდის საქართველოში და  შემოსული ფულის 30%  უკან ბრუნდება ან გამოყენებულია სხვა მიზნებისთვის. ამ ფულით ფინანსდება რევოლუციები და ა.შ. ამ შემოსული ფულის მოძრაობას და ხარჯვას რომ გაყვნენ, ისეთი რამე გამოაშკარავდება,  მაგრამ ვერ გაყვებიან.

„ხიდაშელი დაინიშნა თუ არა, კაბელების საქმეზე დაიწყო საუბარი. კაბელების გამო ხალხს არ უნდა ვიჭერდეთო. კაბელების გამო კი არა, იურისტ თინა ხიდაშელს მინდა ვუთხრა, რომ ასანთის ქურდობის გამო ზის ადამიანი ციხეში”, – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი, – აქ მარტო კაბელების საქმეზე არაა საუბარი, საერთოდ, სამხედრო უწყება არ უნდა შემოწმდესო. ფაქტია,  რომ სამხედრო უწყებაში დიდი ფული შემოდის და ეს ფული სამხედრო უწყებას და ჯარისკაცებს სრულად არ ხმარდება. სრულად კი არა, ალბათ ნახევარიც. არავის აქვს სურვილი, რომ გარკვეული იქნას, იმ ფულის დანარჩენი ნაწილი ვის ჯიბეში მიდის და რას ხმარდება ქვეყანაში“, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

 

წყარო: http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=29053

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *