23 დეკემბერს გაიმართება შეხვედრები მოსახლეობასთან ფოთსა და ოზურგეთში

 

aqciaდღეს 13:00 საათზე პრეზიდენტის გადადგომის მემორანდუმით გაერთიანებული ორგანიზაციები ფოთში გამართავენ მოსახლეობასთან შეხვედრას. დღესვე 16:00 საათზე გაიმართება შეხვედრები გურიაში, სადაც აქციას შეუერთდება ადგილობრივი საკრებულოს წევრი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ლელა ნაცვალაძე.

შეხვედრების პარალელურად გრძელდება პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების პროცესი. როგორც საინიცატივო ჯგუფის ერთ-ერთმა  წარმომადგენელმა განაცხადა, ამ დროისათვის უკვე  500 ათასამდე ხელმოწერაა შეგროვილი  და განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ხალხის ენთუზიაზმი ამ პროცესში.

“5 იანვარს პრეზიდენტს ეწურება საპრეზიდენტო ვადა, თუ ამერიკაში ერთი საათით არ შეუძლია პრეზიდენტს გაიხანგრძლოვოს საპრეზიდენტო ვადა, რატომ უნდა ჰქონდეს საქართველოს პრეზიდენტს 10 თვით ვადის გახანმგრძლივების უფლება? რატომ დაიშვება საქართველოში ის, რაც არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ ხდება”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი ინიციატორი თეთრების ლიდერი თემურ შაშიაშვილი.

24 დეკემბერს აქციის მონაწილეები გაემგზავრებიან ბათუმში, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ სარჩელსი საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. ხვალვე,  14:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართავენ საგანგებო ბრიფინგს.

თეთრების პრეს-ცენტრი

2012 წლის 23 დეკემბერი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *