რა პოზიციით მივიდნენ დღეს „რეპორტიორის პრესკლუბში პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე და გენერალური მდივანი (სტენოგრამა)

news_83318ყოველთვის 9 აპრილს სადაც არ უნდა ვყოფილიყავი მივდიოდი პარლამენტის წინ. არ მივედი წელს, იმტომ რომ ეს იქცა რიტუალად. ეს ერთი და მეორე რომ მივსულიყავი, სხვა განწყობით უნდა მივსულიყავი, რომ ბოდიში მომეხადა  იმ ხალხისათვისაც მათი სულებისთვის, ვინც დაიღუპა, რომ საქართველო იმ გზით არ მიდის, რომლისთვისაც 9 აპრილი შედგა.

ამასთან დაკავშირებით შემიძლია გამოვიყენო თუნდაც ხვალინდელი დღე, 14 აპრილი. ენის დღე. საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა ენის სახელმწიფო კომისიები, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა. 5-6 თვის წინ მიიღეს კანონი, რომლის არც ერთი პუნქტი არაა შესრულებული. დღეს საქართველოში უნდა არსებობდეს ენის პალატა და ათწლიანი პროგრამა  უნდა იყოს დამტკიცებული.

ყველა ლაპარაკობს ეროვნულობაზე, მაგრამ როგორ აღინიშნა 9 აპრილი? მესმის 26 მაისი ძალიან დიდი დღეა მაგრამ საქართველოში რეფერენდუმი ჩატარდა,. მთელმა ქართველმა ხალხმა, მათ შორის აფხაზეთში, ცხივალში გამოხატა თავისი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი  და ჩვენ ამ დღეს ასე უბრალოდ  ვუშვებთ, ისევე როგორც 850 წლისთავია შოთა რუსთაველის და ჩვენ ჯერ სერიოზული განცხადება არც მოგვისმენია  ხელისუფლებისაგან . ბატონმა რეზო ჩხეიძემ  თქვა  , იქნებ ყოველთა ქართველთა კონგრესი ჩავატაროთ და გავაერთიანოთ საქართველოო, არც ერთი და არც მეორე ეს თხოვნა არ შესრულებულა. სამწუხაროა, როცა ვლაპარაკობთ რომ ქართული განწყობა გვაქვს და ქართულია ყველაფერი, რასაც ხელისუფლება ან ოპოზიცია აკეთებს, ამ საკითხებზე  ღირს დაფიქრება.

რას ნიშნავს უსამართლო საარჩევნო გარემო. ჩვენი პოზიცია ჩვენს პრესრელიზში არის წარმოდგენილი კონკრეტული: ქართული მხოლოდ ქართული, ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს. ვისაც გონია რომ სხვა გზა არსებობს, მზად ვართ ერთმანეთთან ლანძღვა-გინების გარეშე დავილაპარაკოთ.   ჩვენი პოზიცია ასეთია  „ქართული, მხოლოდ ქართული ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს – ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს! ყალბი და არაქართულია ქვეყნის გარეთ მხსნელის ძებნა…გარეთ მხოლოდ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები! საქართველოს მსახური ცუდი ხელისუფლებაც (აქ ხაზგასმას ვაკეთებ)  კი ათასგზის სჯობს კრემლისა და თეთრი სახლისგან მართულ,მათ ნაქებ-ნადიდებ ხელისუფალთ! დავიხსნათ თავი 25 წლიანი გარედან მართვისაგან, ავირჩიოთ განათლებულ ადამიანთა ხელისუფლება! ამის გაკეთება ღირსებით სავსე ადამიანებს შეუძლიათ.

მე ყველაზე მეტად მაწუხებს, რომ რაც უნდათ ქართველ ხალხს წაართვან, ღირსებაა. ისე დაამშიეს და დააუძლურეს ხალხი, რომ ღირსება უნდათ წაართვან, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ასე არ იქნება. ჩვენი პოზიციაასეთია  ქართული გზის გამარჯვებას  ფულსა და გარედან მოხვეულ ათას დამანგრეველ ქმედებასთან ერთად ხელს უშლის საარჩევნო გარემო, რომელიც კარგია გარედან მართული პოლიტიკური ძალებისათვის, ცუდია საქართველოსთვის.“

ეს არის  პოზიცია „თეთრების“. ჩვენ ბევრნი მოვედით აქ, შემოგვიერთდა ბატონი ზურაბ ხასია პარტიის გენერალური მდივანი. მიხარია, რომ  ჩვენს პარტიაში განათლებული ადამიანები არიან. ჩვენ ბევრნი არ ვართ, მაგრამ ის 7 ათასამდე ადამიანი, რომელიც ჩვენთანაა, ვიცი რომ ქართულადაა მომართული და ყველას ვეუბნებით: ვისაც გონია, რომ ქვეყნის გადარჩენა საქართველოს გარეთაა, დატოვეთ პარტიის რიგები. ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენს რიგებში მხოლოდ ისინი უნდა იყვნენ, ვინც თვლის, რომ  საქართველოს გადარჩენა საქართველოშია.

რას ნიშნავს უსამართლო საარჩევნო გარემო,  რომლითაც მე დღეს უნდა ჩამოვაყალიბო  ჩვენი მთავარი პოზიცია: პირველი – ვინ იმარჯვებს 25 წლის განმავლობაში საქართველოში? ვინც ყველაზე მეტად ილანძღება, ვინც ყველაზე მეტად იგინება. ვინც სოციალური დემაგოგია. ეს პოლიტიკური პარტიები იმარჯვებენ. ანალიზი უნდა გაკეთდეს,  რომ მთავარი საარჩევნო პროგრამა კი არ არის, არამედ პარტიებისა და  პოლიტიკოსების   ცხოვრების წესი, ვინც დაკავშირებულია პოლიტიკოსები ამ პარტიებთან. სწორედ ამიტომ   ბატონი მიშა ქურდიანი  ამბობდა პოლიტიკოსთა ცხოვრების წიგნი უნდა დაიწეროს, რათა ვიცოდეთ პოლიტიკოსებზე ყველაფერიო. გულდასაწყვეტია, ბატონი ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და თქვა:  არ  ვიცოდი პრეზიდენტი თუ ასეთი იყოო. იგივე სხვებზეც თქვა  … ქვეყანას თავაზობ წამყვან როლებზე ადამიანებს, ვისზეც არ იცოდი, ეს როგორ შეიძლება?! საქართველოს ყველა  ადამიანებმა იცოდნენ, რომელ პოლიტიკოსს რა პოზიცია ეჭირა დამოუკიდებელი  საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში. თუნდაც ესენგეში შესვლაზე,  თუნდაც  ნულოვან ვარიანტზე, როცა ყველაფერი ვაჩუქეთ სხვას და ეს მოქალაქეთა კავშირმა და ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა.

ძალიან ბევრი კითხვაა, რომელსაც პოლიტიკოსებმა უნდა გასცენ პასუხი და როცა მათ პასუხი გაეცემა, საქართველოს მოსახლეობას არ გაუჭირდება შემდგომ ვინ უნდა  აირჩიოს. მაგრამ ტრაგედია იმაშია, რომ საქართველოში ყველაფერი პოლიტიზირებულია, პრესაც და ტელევიზიაც, ძალიან დიდი ნაწილი მაინც… ხედავთ რომ ტელევიზიებს ჰყავთ თავისი ფავორიტი პარტიები, სააგენტოებსაც კი ჰყავთ, თავისი ფავორიტი პრეზიდენტობის და დეპუტატობის კანდიდატები.

ქვეყანაში, სადაც მედია ემსახურება რომელიმე პარტიას,ნორმალურ ქვეყანაში   ხალხი ამას არ დაუშვებდა და იმ ტელევიზიას ხალხი არ უყურებდა. ჩვენთან კი საარჩევნო პროცესი იწყება  ტელევიზიებისთვის ბრძოლით. ჩვენ ვემიჯნებით ამ პროცესს.

თუნდაც არჩევნების თარიღი ავიღოთ.  8 ოქტომბერს არჩევნების დანიშვნა ვინმეს მიაჩნია, რომ ნორმალურია? გაიხსენეთ, საბჭოთა კავშირის დროს, 1990 წელს უნდოდათ არჩევნები დანიშნულიყო ოქტომბრის დასაწყისში. მთელი საქართველო ფეხზე დადგა,. ეროვნული მოძრაობა დადგა ფეხზე, იმიტომ, რომ არ შეიძლებოდა ოქტომბრის დასაწყისში დანიშვნა არჩევნების და აგვისტოში საარჩევვნო კამპანიის დაწყება და აიძულეს კრემლი და ხელისუფლება, რომ 28 ოქტომბერს დანიშნულიყო. შემდგომში  ნოემბერში ტარდებოდა, გადმოიტანეს 8 ოქტომბერს.

მიმაჩნია რომ ეს გამიზნულად გაკეთდა, რომ გაიმარჯვოს  ის პარტიებმა, რომლებიც დღეს ცნობილები არიან და პოლიტიკურ გუნდს, რომელივ ქართული იქნება და ეჭვი არ მეპარება, რომ შეიქმნება. მაისის თვეში საქართველოს მოსახლეობას  საშუალება ექნება დაინახოს ქართული სულისკვეთების პოლიტიკური ძალა. მაგრამ ტელევიზიები ამას არ  გააშუქებენ. სამაგიეროდ თუ საშუალება იქნება, ფეხდაფეხ, სოფელ-სოფელ ვეცდებით გავაგებინოთ ადამიანებს და ქართული ძალა მივუახლოვოთ სახელისუფლებო  პოზიციებს.

ვიმეორებ, ვინ  გადაარჩინა ქვეყანა? ვინც გადაარჩინა 1990 წლის შემდგომ,  ვინც წავიდა ქვეყნიდან და თავისი მონური შრომის ფასად გადაარჩინა თავისი ახლობლები, ნათესავები, მათ დღეს რეალურად არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ აქვთ. კანონში რა წერია სხვა რამეა. რეალურად არ აქვთ მათ ამის საშუალება. სახელისუფლებო პარტიებს არც აწყობთ, რომ ქვეყნის გარეთ წასულმა ადამიანებმა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ანუ მათ არ აინტერესებთ იმ ადამიანების მონაწილეობა, ვინც რეალურად ქვეყანა გადაარჩინა»

პოლიტიზირება  მოხდა ყველაფრის. შეიძლება, რომ  სკოლებში საარჩევნო გუნდი იყოს?!  მე ვამაყობ იმით, რომ როცა საშუალება მქონდა, 1990 წელს  მივიღე გადაწყვეტილება რომ არც ერთ სკოლაში საგანმანათლებლო კერაში, საარჩევნო უბანი არ  ყოფილიყო.  დღეს მხოლოდ და მხოლოდ ფიქრობენ და მუშაობენ მასწავლებელი, მწერლები, მუსიკოსები მხატვრები,   როგორ  ჩაითრიონ  ამ პ როცესში. წიგნი არ წაუკითხავს ბევრს და დადიან მწერლებთან, მხატვრებთან ერთად. პოლიტიზების ასეთი დონე იმ ადამიანებისა, რომელზეც დგას ქვეყანა, არის დამანგრეველი.

განსაკუთრებით გაუკეთეს პოლიტიზება ჯანმრთელობას.  ეს  არის ძალიან რთული პროცესი   დარწმუნებული ვარ , საარჩევნო სიის პირველ სამეულში მოხვდება ჯანდაცვის მინისტრი, იმიტომ რომ მის მიერ განხორციელებულ რეფორმას წარმატებულს უწოდებენ.

კვალიფიციური სუბიექტი  – არის კატასტროფა, როცა რჩება კვალიფიციური სუბიექტი კანონში, ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში მყოფ პარტიებს აქვთ დიდი უპირატესობა იმ პარტიებთან მიმართებაში, რომლებიც თუნდაც ეროვნული მოძრაობის სათავეებთან იყვნენ, არც ფული აქვთ და  არც ტელევიზია, არც პრესა მათ არ აშუქებთ. ვისურვებდი, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, აღარ მინდა კამათი იმაზე, მართავს თუ არა ის რეალურად ქვეყანას, დარწმუნებული ვარ, რომ საარჩევნო სიაში სწორედ მასთან დაკავშირებული ადამიანები იქნებიან. ცუდი ის კი არ არის, რომ ვინმე მართავს ქვეყანას, მთავარია, როგორ მართავს.   ბატონი ბიძინა უფრო სახელმწიფო კაცია და შევიდა იმ სფეროში, რომელიც ყველაზე ნაკლებად იცის, ანუ პოლიტიკაში. მან არ იცის პოლიტიკა, ხალხს არ იცნობს და ვეებერთელა შეცდომები მოხდა ამის გამო. დიდი შეცდომა იყო, როცა ჯერ თქვა,  მე არაფერში ვერევიო და მერე თქვა დიდ სახსრებს  დავხარჯავ, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ გაიმარჯვოსო. დღეს ვისურვებდი კეთილი განწყობით,  განცხადება გააკეთოს, რომ არავის მხარს არ უჭერს და იბრძოლებს იმისათვის,რ ომ ყველას ჰქონდეს ერთნაირი სასტარტო მოედანი   იმ შემთხვევაში როცა ყველა პარტია დამოუკიდებლად  მონაწილეობს და ალიანსები აღარ არის.

თქვენ გიფიქრიათ პოლიტიკურ ალიანსი ამერიკაში,  ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებში რუსეთშიც კი აკრძალულია კანონით ალიანსები. ახალი ეპოქა იწყება, როცა ყველა პარტია დამოუკიდებლად იყრის კენჭს. ბატონ  ბიძინა ივანიშვილს აქვს ეხლა შანსი, რომ არავის მხარეზე არ დადგეს. პიროვნულად ვის მხარეზე დადგება ეს საკითხი არ არის. მთავარია ფული დგას. ეს არის უბედურება.

საქართველოში დაიწყო სამუშაო ადგილების შექმნა და დღეს ერთი აჟიოტაჟია ატეხილი, რომ ვინც ამერიკულ   პოლიტიკურ გუნდში იყო, დღეს რუსულ პოლიტიკურ გუნდში გადადიან , მნიშვნელობა არ აქვს საარჩევნო გუნდების ხელმძღვანელები,  ოღონდ ფული  გადაუხადე და ფული აქვთ  სწორედ იმ ძალებს, ვინც ბატონ ივანიშვილთანაა დაკავშირებული.

მე არ მინდა ვიფიქრო, რომ იმ პოლიტიკურ ალიანსს, რომლებიც „ქართული ოცნების“ სახელითაა ცნობილი, არ ქონდა ამ შემადგენლობით გამარჯვების შანსი. გადაწყვიტეს დაიშალონ ცალცალკე. ამით მეტი შანსი უჩნდებათ . დახარჯავენ დიდ ფულს, შევლენ პარლამენტში და შემდეგ გაერთიანდებიან. ეს იქნება ყველაზე ცუდი რამ , რასაც კი ეს ხელისუფლება და ბატონი ივანიშვილი გაუკეთებენ ქვეყანას.

არავითარი კვალიფიციური სუბიექტი არ უნდა იყოს, მაშინ როცა ყველა პარტია დამოუკიდებლად მონაწილეობს. რატომ უნდა ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფში მყოფ პარტიას , რომელიც მან გაიყვანა მეტი შესაძლებლობა? ყველა პოლიტიკური ძალა პარლამენტში არის ვიღაცის მიერ გაყვანილი. ან სააკაშვილის, ან ივანიშვილის./ ვერც ერთი ცალცალკე ვერავითარ მონაწილეობას ვერ მიიღებდა. უჩუქებიათ სააკაშვილს და ივანიშვილს კვალიფიციური სუბიექტის სახელი და მასთან დაკავშირებული ყველაფერი.

დღეს რაც არ უნდა მოინდომო, არის ტელევიზიები, ათი წლის განმავლობაში არ გაჩვენებენ. არის ტელევიზია, რომელსაც ათი წლის განმავლობაში ჩემი სახე არ უჩვენებია. მოვა აქ მათი წარმომადგენელი და დემონსტრატიულად ტოვებს დარბაზს. ძალიან კარგად ვიცი, რომ „რუსთავი-2“ არ გაგვაშუქებს. „იმედი“ არ გაგვაშუქებს. მათ აინტერესებთ ის, რაც მხოლოდ დაკავშირებულია დასავლურთან. სისაძაგლეა ის, რომ შენ თუ ხარ დემოკრატიული ტელევიზია, მოგწონს-არ მოგწონს ყველას უნდა აძლევდე შენსს რომ თავისი მოსაზრება გამოხატოს. როგორ შეიძლება ტელევიზიამ დემოკრატიული უწოდოს თავის თავს, რომელსაც აკვიატებულად გამოყავს რომელიმე პარტია და რომელიმე აკვიატებულად არ გამოყავს ეთერში. თუ თავისუფლების ინსტიტუტში, სოროსის ფონდში, ენდიაიში ხარ- გზა ხსნილი გაქვს. მაგრამ  თუ შენ  ხარ რეალური ქართული და ა.შ გზა დაკეტილი გაქვს. მიხარია, რომ არაქართულ ტელევიზიებში გზა დაკეტილი გვაქვს. ცუდია, რომ საქართველოში არის ტელევიზიები, რომლებიც ემსახურებიან ან დასავლეთს, ან რუსეთს და ქართულს არ ემსახურებიან.განსაკუთრებით   ეს  დაპირისპირება  ბატონი ივაკიშვილის დროს გაღრმავდა. ეს არის უსამართლო   გარემო საქართველოსთვის, იმიტომ რომ ქართული ძალები ვერ  გაიმარჯვებენ, თუ არ იქნება ქართველი ხალხი, ინფორმირებული ამის შესახებ. არ მესმის, ეს ერთი.  რატომ ეშინიათ ვერ გამიგია, თუ დემოკრატიული ტელევიზიებია, რომ გამოვიდნენ ყველანი და თავისი პოზიცია ჩამოაყალიბონ. შიში არის იმის გამო, რომ ვიღაცის დავალება უნდა შეასრულონ . სიცოცხლის ფასად, იყო საჭირო, ტანკს ვხვდებოდი , იმ თვითმფრინავში შევდიოდი, რომელიც აფხაზეთში ჩამოსავარდნად იყო განწირული, მეც და ჩემი მეგობრებიც ვიბრძოლებთ, რომ ამ არჩევნებზე საქართველოში არ აირჩიონ ის პარტიები, რომლებიც  იმართებიან ქვეყნის გარედან, ის პარტიები, რომლებმაც ქვეყნის დამანგრეველი კანონი მიიღეს და ის პოლიტიკოსებიც არ აირჩიონ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ იმ არასამთავრობოების წარმომადგენლებიც არ აირჩიონ, რომლებიც გარედან ფინანსდებიან. მე ვისურვებდი ღირსებით სავსე ყველა ადამიანმა მე კი არ დამიჭიროს მხარი, არამედ საქართველოს. აღარ შეიძლება საქართველოში ქვეყნის გარედან მართული პოლიტიკოსისა და პოლიტიკური ძალის არჩევა.  იმ არასამთავრობოების გაფეტიშება, რომლებიც ქვეყნის გარედან იმართებიან. ჩვენი წინადადება არის მარტივი, ქართული, მხოლოდ ქართული გზა! ქვეყნის ხსნის სხვა გზა არ არსებობს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *