((alia.ge)ქართული გზა არ არის არჩევნებში ფულის გაფეტიშება. ვინც ხმას ყიდულობს, ქვეყანას გვიყიდის და ვინც ხმას ყიდის, თავისი შვილებისა და შვილიშვილების მომავალს ყიდის!

ჩვენი მთავარი გზავნილი სწორედ სამეგრელოდან – ზუგდიდიდანუნდა წამოვიდეს, – აცხადებს „ალიასთან“ საუბრისას თემურ შაშიაშვილი, რომელიც ხვალ ზუგდიდში გეგმავს მოსახლეობასთან შეხვედრას.  პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის განცხადებით:

 მწამს და მჯერა, ზუგდიდში საინტერესო შეხვედრა და საუბარი გვექნება  – ყოველგვარი პომპეზურობის,ტაშისა და ფამილარობის გარეშე.

 ტაშმა და მოჩვენებითობა, ხათრ და იძულებითმა შეხვედრებმა ქვეყანა დანგრევის პირას მიიყვანა დაქართული სული ლამის ბოლომდე შეიწირა.

 აშკარაა, რომ სხვა სტანდარტების პოლიტიკა და ურთიერთობა გვჭირდება –  თუ ვფიქრობთ მომავლისსაქართველოზეწარსულს უნდა ჩაბარდეს  სოციალური დემაგოგია და ტყუილი პოლიტიკაში.

 წარსულს უნდა ჩაბარდეს გარედან დაფინანსებული და მართული,უცხოელი იმიჯმეიკერების მიერშეფუთული და მათ მიერ ხალხის მოტყუებაში გაწვრთნილი პოლიტიკოსები!

 წარსულს უნდა ჩაბარდეს ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით დაკომპლექტებული მთავრობები,პარლამენტებიადგილობრივი ხელისუფლებები.

 წარსულს უნდა ჩაბარდეს დამკვიდრებული არაფორმალური მმართველობის სისტემა.

 ქვეყანას ყველა დონეზე პიროვნებათა ხელისუფლება სჭირდება. ამის საფუძველი კი მაღალი რეპუტაციისადამიანების შერჩევის სისტემის შემუშავება და დამკვიდრებაა. მისი გარანტი  ხალხთან  მუდმივი დიალოგისსისტემა და მეცნიერთა მონაწილებით შემუშავებული სახელმწიფო მოხელეთასახელმწიფო სამსახურებისსაქმიანობის შეფასების კრიტერიუმები უნდა გახდეს.

 ეს იქნება სისტემა, რომელიც ხელისუფლებაში არ გაიკარებს არაპროფესიონალსგაუნათლებელს,გამოუცდელს, სუსტსა და  მატყუარას.  

 სისტემა, რომელიც ძლიერზე – რწმენის კაცზე, საქმის კაცზე იქნება დამყარებული.

 სისტემა,რომელიც ნებისმიერ პოლიტიკოსს, სახელმწიფო მოხელეს ანგარიშვალდებულს გახდის   არა მისიუცხოელი,თუ ჩვენებური პატრონისარამედ ხალხის წინაშე.

 ამ მძიმე დასკვნებში დამარწმუნ იმ შეხვედრებმა,რომელიც პირველი სექტემბრიდან –  15 დღისგანმავლობაში (ხელმოწერების პარალელურად), გვქონდა მთელი საქართველ მასშტაბითმე და ჩემსმეგობრებს – საინიციატივო ჯგუფის წევრებსა და მის ხელმძღვანელს, ბატონ ზაურ ნაჭყებიას..

 ამ საკითხებზე მძაფრი, მაგრამ გულწრფელი  საუბარი გვქონდა თბილისის უბნებში, ბათუმში, ოზურგეთშიქუთაისში. ამას გვწერენ სოციალურ ქსელში ჩვენი მხარდამჭერები, უბრალოდ გულშემატკივრებიროგორც საქართველოს ყოველი კუთხიდან, ასევე მთელი მსოფლიოდან !

 პოლიტიკის გასუფთავების პროცესი უცილბლად  უნდა წარიმართოს  ყოველგვარი დაპირისპირების,ანგარიშსწორების –  ჩემიანებად და სხვისიანებად დაყოფისა და  ქუჩის ბრძოლების გარეშე. საქართველოშისაერთოდ ქუჩის პოლიტიკა და ქუჩის პოლიტიკოსების არპაში უნდა დამთავრდეს. ეს ქართული გზა არარის!

 ქართული გზა არ არის ფულის გაფეტიშება არჩევნებში. ყველას გასაგონად ვამბობ: ვინც ხმას ყიდულობს, ქვეყანას გვიყიდის და ვინც ხმას ყიდის, თავისი შვილებისა და შვილიშვილების მომავალს ყიდის!

 ამ ყველაფერზე გულახდილი საუბარი გვექნება. ჩემი მთავარი გზავნილი საქართველოსთვის სწორედ ზუგდიდიდან უნდა წამოვიდეს!

ველოდები ადამიანებს,რომელთაც ბევრი შეკითხვა აქვთ, აწუხებთ დღევანდელობა და ფიქრობენ მომავალზე.

 ზუგდიდი ბრძენკაცთა  ქალაქიასამეგრელო  კი  ქვეყნის დიდი საყრდენი. უნდა დამთავრდეს სიბრძნესთანდა საყრდენთან პოლიტიკური თამაშირომელიც ათწლეულებია გრძელდება და უძლიერესი რეგიონიუმძიმესად დაასუსტა.

 ასეა დასუსტებული საქართველოს დანარჩენი რეგიონებიც.

 ჩვენ ასე ღიად უნდა ვესაუბროთ ჩვენს მოქალაქეებს – პრობლემებზე გულწრფელი საუბრებით აღვიდგინოთ მათი ნდობა.

 თუ ისინი  გვენდობიან, ჩვენც უნდა ვენდოთ მათ და ყველანი ერთად – შეუძლებელს შევძლებთ, გამოვიყვანთ ქვეყანას ერთ  წრეზე მოტრიალე 30 წლიანი პრობლემების კასკადიდან.

 ერთი კაცი, თუნდაც მილიონების პატრონი, ბედნიერი ვერ იქნება პრობლემებით  სავსე საზოგადოებაში. მხოლოდ ბედნიერი მოქალაქეების გარემოცვაში გვექნება მშვიდი სინდისი. სინდისთან თანხმობაში ყოფნა – აი, რა სჭირდება დღეს ქართველ პოლიტიკოსს.

 საქართველოს ბუნებრივი თუ ადამიანური რესურსები გვაძლევს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიდუხჭირიდან გამოყვანის საშუალებას, მხოლოდ სწორად მართვაა საჭირო. მართვის მექანიზმის დახვეწა კი სწორი და უტყუარი არჩევანის გაკეთების შემდგომ იქნება შესაძლებელი.

 ჩვენ შეცდომის დაშვების დრო და უფლება  არა გვაქვს!

 დიახ, მართალი საუბრით და პატრიოტი ადამიანების  თავგანწირული საქმიანობით შეუძლებელსშევძლებთ,  ვიცხოვრებთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში!“

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *