თემურ შაშიაშვილი: დღევანდელობის მთავარი გამოწვევა კორუფცია, ნეპოტიზმი და გარედან მართული ძალებია (პრესრელიზი)

პარტია „თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელობის მთავარი გამოწვევა კორუფცია და ნეპოტიზმია. ქვეყნის გარედან მართული პოლიტიკოსები, პოლიტიკური ძალები, მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციებია. ყველაფერმა ამან უაღრესად შენიღბული ხასიათი მიიღო, რის გამოც პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა ზოგადად ფულის და კონკრეტულად, პოლიტიკური ფულის მოყვარულთა კონტროლი. რეალურად უკონტროლო გახდა როგორც საბიუჯეტო თანხების ხარჯვის, ასევე პოლიტიკურ გუნდებში, ცალკეულ პოლიტიკოსებში ფულის მიღების კონტროლი.

თემურ შაშიაშვილი თვლის, რომ არის პრობლემის დაძლევის საერთაშორისო გამოცდილება. აშშ-ის ფუძემდებლებმა კონსტიტუციის პროექტზე მუშაობის დროს მთავარ ამოცანად დაისახეს ისეთი კონსტიტუციის შექმნა, რომელიც არ დაუშვებდა ხელისუფლების სათავეში ფულისა და ძალაუფლების მოყვარული ხელისუფლების მოსვლას. ისრაელი იძულებული გახდა უმძიმესი კანონი მიეღო კორუფციისა და ნეპოტიზმის წინააღმდეგ. არა მარტო როგორც ერთ, ასევე მეორეში მხილებული ისჯებოდა, არამედ მეშვიდე თაობამდე ეკრძალებოდათ მის შთამომავლებს ხელისუფლებაში მონაწილ;ეობა.

„დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, – ამბობს თემურ შაშიაშვილი, – ჩემი პოზიცია რადიკალურია: თუ ეს ხელისუფლება, სახელისუფლებო პარტიები არ დაუჭერენ მხარს მეცნიერთა კონგრესის წინადადებას, რომ უმოკლეს დროში კორუფცია და ნეპოტიზმი, გამოცხადდეს სახელმწიფო ღალატად, დავამატებ, არ მივიღებთ კანონს ლუსტრაციის შესახებ, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ არა მარტო მართვის სისტემაა კორუმპირებული, არამედ, ეს ხელისუფლება და ოპოზიციაც არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტისახალხო!”

თემურ შაშიაშვილი აპირებს რომ ამ წინადადებით მიმართოს არა მარტო პარლამენტს, არამედ მხარდაჭერა მიიღოს პირველი მრავალპარტიული უზენაესი საბჭოს და შემდგომი პარლამენტების წევრებისგან, ასევე, რაც უმთავრესია, მოსახლეობისგან და ამ საკითხებზე საჯარო დისკუსიაში იწვევს დღევანდელი პარლამენტის იმ წევრებს, რომელთაც განსხვავებული აზრი აქვთ – არ იზიარებენ მის ამ პოზიციას.

„მეცნიერთა კონგრესში“ გვაქვს სხვა კონკრეტული წინადადებებიც, რომელთა განხილვაც საჭიროდ მიგვაჩნია დამოუკიდებელი საქართველოს ყველა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის დროს. ჩვენ ამ შეხვედრის მოწყობას ვაპირებთ „მეცნიერთა კონგრესში“ და როგორც ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, წარმოუდგენლად მივიჩნევ, რომელიმემ ამ წინადადების მიღებაზე თქვას უარი და თუ ეს მაინც მოხდა, საზოგადოებას უნდა მიეწოდოს სრული ინფორმაცია შეფასებისთვის“.

ამ საკითხს „თეთრების“ ლიდერი სპეციალურ ბრიფინგს მიუძღვნის.
პარტია „თეთრების“ პრეს-ცენტრი
1 ნოემბერიო, 2023 წელი

საკონტაქტო ტელ.: 597 57 04 19

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *