ერთად დავიწყოთ ფიქრი და მოქმედება მორალური გუნდის,მორალური ერთობის შექმნისთვის.


დღეს დიდი დღეა – 100 000 წამებულის დღე. დღევანდელ საქართველოს სწორედ მათი რწმენა და პასუხისმგებლობა სჭირდება.

ნიშანდობლივია,რომ ამ დღეს იწყება მორალური ერთობის შექმნა.ეს დიდი პასუხისმგებლობაა ისტორიისა და მომავლის საქართველოს წინაშე.

მორალურ ერთობას საფუძვლად უდევს სახელმწიფო კაცების მიერ ხელმოწერილი “მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო,ერთიანი ერი , გაერთიანებული სახელმწიფო” და უწმიდესისა და უნეტარესის მიერ დალოცვილი ,მეცნიერთა მიერ შექმნილი პროგრამა -“გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ ! ”

ამისთვის იდგნენ სიცოცხლის ფასად ჩვენი წინაპრები , რომელთა ქართულმა ცნობიერებამ და პლანეტარულმა აზროვნებამ გადაარჩინა საქართველო.

დღეს მძიმე დღე უდგას ჩვენ სამშობლოს.გადარჩენა ხალხის,ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობაშია.

ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს ბიბლიურმა სიბრძნემ :

“მთავარში – ერთობა,
სადაოში – თავისუფლება,
მაგრამ ყველაფერში – სიყვარული ! ”

მთავარი კი სამშობლოა,სადაც ყველა თავისუფალია რწმენასა და შეხედულებაში , მაგრამ ყველას გაცნობიერებული გვაქვს,რომ ყველაფრის საფუძველი სიყვარულია..

ჩვენ უნდა დავნერგოთ პრინციპი:

“ქვეყანას მართავს ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება,ხელისუფლებას მართავს – საზოგადოება , საზოგადოებას მართავს – ინტელექტი და ზნეობა ! ”

ერთად დავიწყოთ ფიქრი და მოქმედება მორალური გუნდის,მორალური ერთობის შექმნისთვის.

დღეს სწორედ მოქმედებაა მთავარი!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *