თემურ შაშიაშვილი: ყველაფერი ის, რაც საქართველოს მოსახლეობას შეუქმნია, ეკუთვნის ოთხ კლანს!

ამ დღეებში, “ნაციონალურმა მოძრაობამ” გამოაქვეყნა. თუ რა ქონებას ფლობს ბიძინა ივანიშვილი საქართველოში, რასაც საზოგადოების მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. მსგავსი შეფასებები ადრე სააკაშვილის და შევარდნაძის ხელისუფლებებსაც გამოუქვეყნეს.
“თეთრების” ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა, ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
“დღევანდელობის მთავარი უსამართლობა: ყველაფერი ის,რაც ქართველ ხალხს, საქართველოს მისახლეობას შეუქმნია არამარტო საბჭოთა პერიოდში,არამედ საერთოდ მთელი ისტორიის ნანძილზე ,ეკუთნის ოთხ კლანს: შევარდნაძის , აბაშიძის, სააკაშვილის,ივანიშვილის.. ამ კლანის თითოეული წევრი რეალურად ფლობს იმაზე მეტს,ვიდრე მთელი ბაგრატოვანთა სამეფო გვარი ფლობდა ცხრასაუკუნოვანი მეფობის განმავლობაში!”

თავის დროზე, თემურ შაშიაშვილი მკვეთრ ანტიკორუფციულ განცხადებებს აკეთებდა შევარდნაძის და აბაშიძის კლანური მმართველობის შესახებ, ის ასევე სააკაშვილის მწვავე ოპოზიციაში იყო 2010-2011 წლებში სწორედ თეთრების ინიციატივით მოეწყო “მხილების მუზეუმი”, რომელიც ნაცმოძრაობის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ამხელდა. მხილების მუზეუმი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობდა და იმდენად გააღიზიანა სააკაშვილის ხელისუფლება, რომ მუზეუმის ექსპონატები 2011 წლის 26 მაისს დააპატიმრეს და დღემდე არ დაუბრუნებიათ პატრონებისთვის.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *