რეზო ბალანჩივაძე: ათი ის თვისება, რომელიც ახასიათებს ბატონ თეიმურა შაშიაშვილს და  რომელიც აუცილებელია ნებისმიერი ხელისუფალისათვის!

არ ვმალავ,რომ მომავალ არჩევნებში მხარს ვუჭერ ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილს ბევრი მიზეზის გამო:

            პირველ რიგში, იგი პატიოსანი ადამიანია.არ გამდიდრებულა მისი გუბერნატორობისა და მერობის დროს.

მეორე ის, რომ პრინციპული პიროვნებაა, არ იცვლის შეხედულებებს, იდეებს, აზრებს, პოზიციებს, არ „დახტის“ პარტიიდან პარტიაში. ყველას კარგად მოეხსენება, რომ იგი გამოცდილი და დიდი ხნის პოლიტიკოსია.ამის მიუხედავად, მისი რომელი წინა გამოსვლაც  არ უნდა ნახოთ, დარწმუნდებით ,რომ იგი ახლაც იგივეს ლაპარაკობს, რასაც მაშინ.

             მესამე, ის არ არის ამბიციური -ავტობუსითაც მშვენივრად დადის და სამარშრუტო ტაქსითაც არა აქვს პრეტენზია „ყოვლიმცოდნეობაზე“,იცის ყურის გდება, სხვისი აზრის მოსმენა და გაზიარება.

მეოთხე,მან იცის მეცნიერების და მეცნიერთა ფასი. ამიტომაც მეფე ვახტანგ მეექვსის მსგავსად, შეკრა სწალულ კაცთა ჯგუფი და მათ შეაქმნევინა ყოველი ხელისუფალისათვის საჭირო და სავალდებულო ორი სახელმძღვანელო /თუმცა დღევანდელი ხელისუფლება მათ „პრინციპულდ“ არ კითხულობს/. ეს სახელმძღვანელოებია:„გზაცივილიზებული სახელმწიფოსაკენ“ და „ახალი განზომილება“!

           მეხუთე.იცის კულტურისა და ხელოვნების ფასი, უშუალოდ მეგობრობს ცნობილ პოეტებთან, მხატვრებთან, კომპოზიტორებთან /რაც ძალიან მისასალმებელია/. ზეპირად იცის ქართული პოეზიის ბევრი შედევრი.

მეექვსე, ბუნებით ძალიან კეთილია და სხვისი სიკეთით ხარობს.

მეშვიდე, თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტია  იმ დონემდე, რომ შეუძლია მისთვის გაწიროს სიცოცხლე  /ამის აუცილებლობა არა ერთხელ მდგარა მის წინაშე და მასაც არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ იგი ყოველთვის მზად არის ამისთვის/.

მერვე, მას იშვიათი „პარტიული სკოლა“ აქვს გავლილი /იგი თავს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას მოწაფედ მიიჩნევს და ეს ასეც არის/.

            მეცხრე, არის ბრწყინვალე ორატორი /თამადაც/, რის საშუალებასაც მას დიდი ნაკითხობა და განსწავლულობა აძლევს და რაც ხალხთან  ურთიერთობისათვის საჭირო და აუცილებელია

             მეათე,  აქვს ზღვა ენერგია და უძლიერესი ნებისყოფა, აუცილებელი ატრიბუტი ნებისმიერი ხელისუფალისა.

 

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *