თემურ შაშიაშვილის მომავლის საუბრები. შეკითხვები

მწერალისა და პუბლიცისტის ზაალ ნემსაძის შეკითხვები…
1. თქვენი აზრით, ახლა რა ღონისძიებები უნდა გაატაროს ხელისუფლებამ პანდემიის წინააღმდეგ, რა უნდა ქნას ოპოზიციამ და როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა? როგორ შეაფასებთ ხელისუფლების ქმედებას და თქვენ რომ იყოთ ხელისუფლების პირველი პირი, რას გააკეთებდით უკეთესად?

1.ბატონო თემურ, დღეს ,როცა კორონა მძვინვარებს, ზოგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ოფიციანტივით იქცევა და ხელისუფლებას, რომელიც კარგად ართმევს თავს სიტუაციას, ათასნაირ მენიუს სთავაზობს: ზოგი სწრაფ ტესტებს გაიძახის ბენგალური თუთიყუშივით, ზოგი ემიგრაციის თვითმფრინავებით ჩამოყვანით(ვისი ჩამომყვანია) პოპულისტობს(თქვენ კარგად უწყით მიშას დამოკიდებულება ემიგრანტებთან და იქნებ კიდევ გაიხსენოთ ბელგიური ინციდენტი), ზოგი რას იძახის და ზოგი რას. იქნებ გვითხრათ, დაავადების (კორონას არ ვგულისხმობ, ოპოზიციაზე მოგახსენებთ) რომელ ი ფორმაა ეს – შიზოფრენია თუ პოპულიზმი?

2. ბატონმა შ.ნათელაშვილმა 500ლარიანი პაკეტი მოითხოვა სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად თითოეული გლეხისთვის. თქვენი აზრით, ეს ფული შეეწევა სოფელს თუ წყალში გადაყრილი იქნება? თქვენ რა მოსაზრება გაქვთ ამ მხრივ?

3. გამახსენდა, რომ თქვენ ამ საუკუნის დასაწყისში პარლამენტს მიმართეთ და რა კი მაშინდელმა სპიკერმა , „ვეზდეხოდმა“͡(ეს არ ამოიღოთ)ნინო ბურჯანაძემ ტრიბუნაზე უარი გაკადრათ, წერილით მიმართეთ. მე მახსოვს მისი შინაარსი და კარგი იქნება, თუ საზოგადოებასაც გააცნობთ. ვფიქრობ, რომ იქ დასმული ბევრი საკითხი, დღესაც აქტუალურია.

5. ამას წინათ ერთი ჩემი მეგობარი მწერალი მიმტკიცებდა, რომ შაშიაშვილი რადენჯერმე გადაურჩა ტერორისტულ აქტებსო და ისეთი რაღაცეები მოჰყვა, ყურებს არ დავუჯერე. მე ვიცი, რომ ბევრჯერ, როცა ქვეყანას დასჭირდა, თქვენ შეგნებულად დადეთ სასწორზე საკუთარი სიცოცხლე. მინდა მოყვეთ ამის შესახებ და ტერაქტებიც გაიხსენოთ. თუ დიდი დრო დასჭირდება, მაშინ იქნებ ერთი ოთხშაბათი სრულად მიუძღვნათ. თქვენი თავმდაბლობიდან გამომდინარე, ვიცი აკაკის სიტყვებით მიპასუხებთ: ჩემი განსაცდელი რა მოსატანია, როცა მთელი საქრისტიანო განსაცდელშიაო. მაგრამ პასუხი აუცილებელია და ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანი.

პრეს-ცენტრში შემოსული კითხვები

1. თქვენი პროგნოზი, როდის დასრულდება პანდემია. და თქვენი ანტიკრიზისული გეგმა პოსტპანდემიურ ეპოქაში. გაქვთ თუ არა კომუნიკაცია მეცნიერების გუნდთან ამ თემაზე. ხომ არ აპირებთ ხელისუფლებას შეთავაზოთ რაიმე ანტიკრიზისული გეგმა პანდემიის დასრულების შემდეგ?

2. თქვენ პირველი იყავით, ვინც ხელისუფლებას ხელფასების განახევრება შეთავაზეთ. ასევე პარტიებს საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარის თქმა. ხელისუფლებამ გარკვეულწილად გაითვალისწინა თქვენი მოწოდება. რას იტყვით ამაზე?

3. სტუდენტებისთვის ამ აკადემიურ წელს სწავლის გადასახადის გაუქმება. თქვენი ერთ-ერთი მოთხოვნა. გაქვთ თუ არა რაიმე მექანიზმი დაფინანსების, რომ ეს მოხერხდეს. ალბათ ეს ბიუჯეტის სახსრებით უნდა მოხდეს. ზოგადად, სწავლის გადასახადის გაუქმების მოთხოვნითაც გამოდიხართ, როგორია მექანიზმი? კერძო უმაღლესი სასწავლებლები რას იზამენ??

4. ემიგრანტების პრობლემა. სამსახურდაკარგული უამრავი ჩვენი მოქალაქე, რომელიც ჩამოსვლას ვერ ახერხებს. მათი დაბრუნება და მომავალში. ემიგრანტების ფულით ცხოვრობდა უამრავი ადამიანი. პანდემიის დასრულებისას ეს ხალხი როცა დაბრუნდება ქვეყანაში, რა ეშველება ამ ოჯახსბე? ამავე დროს, საიდან შემოვა უცხოური ვალუტა, მაშინ როცა ქვეყანაში არ არსებობს წარმოება.

5. პანდემია და სოფლის მეურნეობა. რა უნდა შეთავაზონ გლეხს ხელისუფლებამ, რომ სამამულო მეურნეობა განვითარდეს? თქვენი პროექტი „აწარმოე, წაახალისე ყოველივე ქართული“ ამ ჭრილში.

6. პანდემია და სოფლიო წესრიგი. ხომ არ ფიქრობთ, რომ რეალურად შეიცვლება მსოფლიო წესრიგი და საქართველოსთვის რა შედეგები ექნება ?

7. თქვენ 2018 წელს პირველად ბორჯომში გააჟღერეთ ბალნეოტურიზმის განვითარების აუცილებლობა. და კონკრეტული გათვლებიც გააკეთეთ. მაშინ არავინ მოგისმინათ. დღეს გარკვეული პოლიტიკოსები საუბრიბენ სამედიცინო ტურიზმის განვითარების შესახებ… რას გვეტყვით ამის შესახებ?

8. თქვენ ხშირად საუბრობთ ე.წ. სოციალურ დემაგოგ პოლიტიკოსებზე. უბრალო ხალხმა როგორ უნდა განასხვავონ სოციალური დემაგოგი ქვეყანაზე მოფიქრალი პოლიტიკოსისგან?

9. უფრო ვრცლად გააჟღერეთ ოქროს საწმისის თემა რაშიც თქვენ გადანაშაულებენ და ზოგიერთი დღესაც ამისთვის გკიცხავთ…ხალხმა არ იცის სიმართლე და ვიღაცეები ამით შავ პიარს აკეთებს –

10. საოცარი სალანძღავი პოსტები წავიკითხე ემიგრანტების მისამართით ბატონო თემურ და მგონია თქვენ მპასუხობთ,საიდან ასეთი სიძულვილი,არაადამიანობა,სიცოცხლის ფასად ვებრძვით შიმშილს საქართველოში,ვეხმარებით ეკონომიკას,ღვთის ანაბარად უცხო მიწაზე,არც იმათ ვამართლებ ,ვინც ახლა დაბრუნებას აპირებს,რადგან მიმაჩნია,რომ საფრთხეს შევუქმნით ქვეყანას,მაგრამ ხომ შუძლიათ ეს ლანძღვის გარეშე თქვან!

11ბატონო თეიმურაზ თქვენი მთავრობაში მოსვლის შემდეგ,რისიც მე და უამრავ საქართველოს მოსახლეობას სჯერა ჩემის აზრით ყველა იმ დიდი ბიზნესის და ეგრეთწოდებული ბიზნესმენების საქმიანობა უნდა გადაიხედოს საიდან იშოვეს შევარდნაძის დროს მათ მილიონები რა გზებით და როგორი ჩვენი მოსახლეობის სისხლის წოვით, როცა ერთი თეთრიც კი არ შეუტანიათ ქვეყნის ბიუჯეტში დავით ადღულაძე

12. ეროვნული ვექტორი მანამ არ ექნება ქვეყანას და არ ექნება საკუთარი დარგები, აგრარული სექტორი მანამ არ აღდგება და ამორალური ურთიერთობები არ მოშორდება არაფერი ამ ქვეყანას არ ეშველება. უნდა აღდგეს სოფელი უნდა დაბრუნდეს რეგიონალური განვითარება დარგობრივი, ონია ოზაშვილ

13. გეთანხმებით ბატონო თემურ, რომ ქვეყანას როცა საერთო გასაჭირი დაგვატყდა გვერდში უნდა დაუდგე მთავრობას, მაგრამ როცა მთავრობა ცდილობს ეს მდგომარეობა გამოიყენოს და შემოგაპაროს ისეთი პროექტების განხორციელება რაც ადრე ვერ შეძლეს, ხალხის დიდი წინააღმდეგობის გამო, მაშინ უნდა გავაკრიტიკოთ.

14. “რა სოფელზეა ლაპარაკი?სოფელში ვარ და ვინმე რამეს გვეხმარება?ბანკების ვალებს ვერ ვიხდით?52 წლის მეორე ჯგუფის ინვალიდი მყავს სახლში მეც პენსიონერი……0 რეაქცია ყველაფერზეეე??!!!არ მიყვარს წუწუნი მაგრამ?…” ამონარიდი მსმენელის წერილიდან.

15. Eliso Kakabadze :დაუბრუნდით ბატონო თემურ ქალაქის მმართველობას, თქვენს შემდეგ ქუთაისს ღირსეული კანდიდატი არჰყოლია, ისე იცვლებიან არც ვიცით მათი სახეები და არც სახელები…საკუთარი მოსახლეობის გარდა ყველაფერზე ფიქრობენ

16.  ბატონო თეიმურაზ ამაზე რას გვეტყვით, მართალია 5G ანტენების მონტაჟი საქართველოში? რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით გა ვრცელებულ ინფორმაციას და თუ ეს მართალია რატომ არავინ ეწინააღმდეგება?
ზოგიერთ ქვეყნებში ჩიპების ჩაყენება დაიწყეს ადამიანის კანში. ზოგიერთი ამ ჩიპებს ვაქცინებსაც უკავშირებს. თქვენი აზრი. რამ გამოიწვია ჩიპების შემოღების აუცილებლობა?

17. რას იტყვით საბანკო სისტემის თავხედობასთან დაკავშირებით და სავალუტო ჯიხურების გაუქმების ფონზე?

18. რას გვეტყვით პანდემიის პირობებში პირველადი მოხმარების პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების ზრდასთან დაკვშირებით. შესაძლებელია თუ არა ამ სიტუაციაში ფასების სტაბილიზირება.

Tamo Giorgadze მარტო ფასები კი არა ვინც სამსახურების გარეშე დავრჩით არც პენსიონერებს მივეკუთვნებით არც სოციალურად დაუცველ ფენას ჩვენ რით და როგორ ვირჩინოთ თავი ამაზე ვინმე ფიქრობს აინტერესებს თუ სხვისი ჭირი ღობის ჩხირიო

ავთანდილ დიასამიძე ბატონი თემურ შაშიაშვილის ხელისუფლებაში არ ყოფნა ხალხის დანაშაულიცაა. ეს ყველამ უნდა გავითავისოთ და დასკვნები გავაკეთოთ. ასეთი მომზადებული, გამოცდილი ხელმძღვანელი და სწორად მოაზროვნე პოლიტიკოსი, ხალხისა და ქვეყნის კაცი სჭირდება საქართველოს….

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *