თამაზ ჭეიშვილი: მრჩება შთაბეჭდილება,რომ თემურ შაშიაშვილში სერიოზულ კონკურენტს ხედავს ,როგორც ხელისუფლება,ასევე ოპოზიცია და შეგნებულად ბლოკავენ!

 

ცნობილი პუბლიცისტი თამაზ ჭეიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

“დავიფიცე ,აღარ დავწერ პოლიტიკაზე ერთ სტრიქონსაც კი,მაგრამ დღეს ვარღვევ ამ ფიცს…ალბათ საბოლოოდ და უკანასკნელად!

კეკლუცობის გარეშე,პირდაპირ გადავალ საქმეზე!თემურ შაშიაშვილი,ყოფილი კომუნისტური პარტიის ,ყოფილი წევრი,ქუთაისის ყოფილი მერი და იმერეთის ყოფილი გუბერნატორი აპირებს მის მიერ შექმნილი პარტია,,თეთრები,,- თ კენჭი იყაროს საპარლამენტო არჩევნებში.არჩევნებამდე დარჩა ხუთიოდე თვე და საქმე ისეა,თითქოს ეს კაცი საერთოდ არ არსებობს და ყოველ ოთხშაბათს ,,გასართობად და სათამაშოდ,, გადის ფეისბუქის პირდაპირ ეთერში(სმარტფონის საშუალებით),რათა ელექტორატს გააცნოს პარტიის საარჩევნო პროგრამა და ,,ქვეყნის გადარჩენის კონცეფცია,, რომელიც შექმნეს მსოფლიო დონის ქართველმა მეცნიერებმა,სწორედ ყოფილი ,კომუნისტის,, თემურ შაშიაშვილის ინიციატივით და მონდომებით!
შაშიაშვილს ტელევიზიის შექმნის და ხალხის მოსყიდვის კი არა,ზოგჯერ ავტობუსის ფული არ აქვს,რომ ქალაქში გადაადგილდეს!სამწუხაროდ ფულია დღეს პრიოტიტეტი და არა პატრიოტიზმი და პატიოსნება!დაბეჯითებით ვერ დავიწყებ მტკიცებას,მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება,რომ თემურ შაშიაშვილში სერიოზულ კონკურენტს ხედავს ,როგორც ხელისუფლება,ასევე ოპოზიცია და შეგნებულად ბლოკავენ,უხშობენ საშუალებას გამოვიდეს იმ ტელევიზიებით,რომელიც საბედნიეროდ ჯერ კიდევ არსებობს როგორც სიმართლის მთქმელი ტელევიზიები.რას უწუნებენ შაშიაშვილს?კომპარტიის წევრი რომ იყო და მაღალ ნომენკლატურულ თამანდებობებს იკავებდა 70-იან,80-იან, 90-იან წლებში?ასე თუ ვიმსჯელებთ ,ნახევარი საქართველო კომპერტიის წევრი იყო და მეორე ნახევარი კომკავშირის!შაშიაშვილის ბრალია კომუნისტების დროს რომ დაიბადა?

გაგიგიათ ალბათ ჟიული შარტავა,შაშიაშვილზე მაღალი თანამდებობები ეკავა პარტიის ცეკაში! რა ვქნათ ეხლა,ამის გამო გავუუქმოთ ეროვნული გმირის წოდება და ჩამოვართვათ ყველა ჯილდო?რომელ თქვენგანს ჩაგიდენით შარტავას დონის გმირობა,მანდ რომ სხედხართ,გინდ პარლამენტში და გინდაც მინისტრთა კაბინეტში?შაშიაშვილი მარტო გადაეღობა თბილისისკენ მიმავალ რუსულ ტანკებს და უკან გააბრუნა,თანაც ცარიელი ხელებით და ლოგიკით!განა არ არის ეს გმირობა?

რატომ ვიცავ ასეთი გააფთრებით შაშიაშვილს?უპირველეს ყოვლისა მინდა იცოდეთ,რომ არ ვაპირებ არჩევნებში კენჭის ყრას!ერთხელ უკვე ჩავიდინე ეს შეცდომა და მეორედ აღარ გავიმეორებ!არ ვაპირებ მხოლოდ იმიტომ,რომ ჩემზე ღირსეული ხალხია შაშიაშვილის გუნდში და სწორედ ისინი ჭირდება დაქცეულ ქვეყანას!ჩემი სურვილია(და ალბათ თქვენიც) ბოლოს და ბოლოს გაიწმინდოს პოლიტიკა სიბინძურისგან და საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ორგანოებში მოვიდნენ ადამიანები,რომლებიც მხოლოდ საკუთარ ოჯახებზე კი არ იზრუნებენ, ქვეყანას და განწირულ ერს გადაარჩენენ! მე მიმაჩნია,რომ ასეთი პარტია არის,,თეთრები,, და ასეთი ადამიანი გახლავთ თემურ შაშიაშვილი,რომლის გუნდი მთლიანად დაკომპლექტებულია მსოფლიო დონის ,მეცნიერებით,ჩემზე და თქვენზე კარგად რომ ერკვევიან ეკნომიკაში,პოლიტიკაში,ბიზნესში,სოფლის მეურნეობაში, მრეწველობაში!”

თამაზ ჭეიშვილი.ფიტავი.4.06.2020.

იხ. https://www.facebook.com/tamaz.cheishvili/posts/2954233848030640

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *