პაატა აბრაჰამ იოსები: ვიცი თქვენ ვერც ბედნიერი იქნებით და ვერც სულის სიმშვიდე დაგეუფლებათ, თუ ერთი გაჭირვებული ქართველი სადმე დაიკვნესებს.

ჩვენი ებრაელი თანამემამულე, საქართველოს კულტურის დესპანი ისრაელში პაატა აბრაჰამ იოსები თემურ შაშიაშვილს უნიკალურის სიტყვებით ულოცავს დაბადების დღეს:

ბ ა ტ ო ნ
თ ე ი მ უ რ ა ზ შ ა შ ი ა შ ვ ი ლ ს
პარტია “თეთრების” ლიდერს, გელათის აკადემიის აკადემიკოსს, გასულ წლებში იმერეთის გუბერნატორს, ქ, ქუთაისის მერს, აშშ-ში ბევრი ქალაქის საპატიო მოქალაქეს და ქვეყნის ერთერთ სუფთა და ძლიერ პოლიტიკოსს

ვ უ ლ ო ც ა ვ დ ა ბ ა დ ე ბ ი ს დ ღ ე ს !
ბატონო თეიმურაზ, არ დამავიწყდება ის ბედნიერი დღე, როცა ზამთრის სუსხიან დილით ჩემ ელ.პოსტაზე მივიღე თქვენი მოსაწვევი, მივიღო მონაწილეობა მეცნიერ და საზოგადო მოღვაწეთა კონფერენციაზე, შემდეგ მის პირველ ყრილობაზე ბაგრატის საერო აკადემიაში, გელათში, ამავე დროს მიმიწვიეთ დავსწრებოდი ბატონ შალვა გერაძის დავით აღმაშენებლის უნიკალური ჭედური ხატის შებრძანებას გელათის აკადემიაში.
ასეთი ღირსებით თქვენი მოძრაობის და მეცნიერთა დიდი ჯგუფის მონაწილე და წევრი გამხადეთ,
ეს დიდი გავლენის მქონე სიტყვებიც:
ქართველ ებრაელობაში უნიკალური პიროვნება ხართ, დიდი ღვაწლი მიგიძღვით, გირჩევთ ჩვენი მოძრაობის პრეს კონფერენციის და მეცნიერთა ყრილობის წევრათ.
არ დამვიწყებია და არც დავივიწყებთ ამ სიკეთეს ბატონო თეიმურაზ!
მის შემდეგ მონაწილენი ვიყავით ბევრ სასიკეთო ღონისძიებაზე, ჩემ შემოქმედებით საღამოებზე, რისი მსვლელობაც თქვენ მშვენივრად მიგყავდათ!

ძვირფასო მეგობარო, ბედნიერება და სულის სიმშვიდე მინდა გისურვოთ,ვიცი თქვენ ვერც ბედნიერი იქნებით და ვერც სულის სიმშვიდე დაგეუფლებათ, თუ ერთი გაჭირვებული ქართველი სადმე დაიკვნესებს.
ერთად ვილოცოთ, საქართველოში აღარ იყვეს სიდუღჭირე, გაჭირვება და ხალხის წუხილი!
უკეთესი მომავალი ვუსურვოთ გაბრწყინებულ და გაძლიერებულ საქართველოს, ისეთს როგორზედაც თქვენ ბ-ნო თემური და თქვენი გუნდი ოცნებობს!

თეიმურაზ შაშიაშვილი: პარტიებისთვის წერილის გაგზავნით, ჩვენ გადავდგით გაბედული ნაბიჯი,
თუ არ მიიღებენ მეცნიერთა წინადადებებს, ჩვენ გადავდგამთ კიდევ უფრო გაბედულ ნაბიჯს: შევქმნით
“ქართულ პოლიტიკურ ცენტრს”.

წარმატებები ძვირფასო მეგობარო, ერისა და და ქვეყნის თავდადებულო ბელადო, წმინდა წარსულის და პირნათლად გაბრწყინებული საქართველოს მომავლის შორსმჭვრეტელო მამულიშვილო, ხელსუფთა პოლიტიკოსო, ბატონო თეიმურაზ!

პატივისცემით, პაატა იოსებაშვილი
საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქე
საქართველოს კულტურის დესპანი ისრაელში
მეცნიერ-აკადემიკოსი
არქიტექტორი.
საქართველოს მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა “გზა ცივილიზებურ სახელმწიფოსაკენ” მოძრაობის წევრი
მოძრაობა “თეთრები”ს მომავალი წევრი!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *