იქნებ დღეს უფროა ამის აუცილებლობა

“თავისუფალი აზრის სახლში “ ,სააკაშვილის ზეობის პერიოდში ,ჩემს მიერ გაკეთებული ეს მოხსენება,ექსპერტთა მიერ შეფასდა, როგორც ,მისი პრეზიდენტობის ანალიზის პირველი მცდელობა და
ეროვნულ ძალთა ერთობის პროგრამა.

დიდი სურვილი მაქვს,პირდაპირ გეტყვით,უმორჩილესად გთხოვთ, მოკრიბოთ ძალა და ნებისყოფა,
წაიკითხოთ.ერთად გავარკვიოთ, რაში შევცდი,რომელი პროგნოზი არ გამართლდა, არის რამე კი დღეს შეცვლილი,ან აქვს ალტერნატივა მეცნიერებას პოლიტიკაში, ან აქ ჩამოყალიბებულ ერთობის პოსტულატებს?

მაშინ “თავისუფალი აზრის სახლის”საბჭოში გამორჩეულ მეცნიერთა წარმომადგენლობა იყო. მისი დაფუძნება მოხდა ამერიკის ცნობილი უნივერსიტეტების გამოცდილების გათვალისწინებით და ეს გააკეთა
აშშ ში ,შემდგომ გაეროში საქართველოს პირველმა ელჩმა, მსოფლიოში აღიარებულმა დიპლომატმა, ბატონმა პეტრე ჩხეიძემ,პიროვნებამ რომელმაც 40 წელზე მეტი იცხოვრა ამერიკაში, ჰქონდა და ინარჩუნებს გამორჩეულ ურთიერთობებს მსოფლიოს ცნობილ დიპლომატებთან

.
ამ უნიკალური მიზნისა და შინაარსის სახლის საბჭოში იყვნენ ცნობილი მოღვაწეები. ერთი, ბატონი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდა,.. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერია ბატონი გია ვოლსკი, არაერთი იკავებს მაღალ თანამდებობას დღევანდელ ხელისუფლებაში.პირველი დირექტორი იყო ბატონი მამუკა არეშიძე,შემდეგ ქალბატონი ნანა დევდარიანი ,ბოლოს მეცნიერების დოქტორი,გივი თალაკვაძე…

ბატონი ივანიშვილის პილიტიკაში მოსვლამ, შექმნა ილუზია,რომ ასეთი სახლის აუცილებლობა აღარ იყო. დრი ადასტურებს,რომ შეცდომა იყო მისი დასრულებაც და დიდი პროექტის, “ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას!” ,შეჩერებაც..ამ უკანასკნელის ხელმძღვანელი მსოფლიოში აღიარებული იურისტი, ი მინდია უგრეხელიძე გახლდათ…ეს პროექტი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლკს ხელმძღვანელობის განხილვის საგნადაც კი იქცა და მაღალი შეფასება მიეცა

იქნებ ამ მოხსენების წაკითხვამ და დისკუსიამ დაგვარწმუნოს,რომ ერთიც და მეირეც დღეს არანაკლებ სჭირდება ქვეყანას,ვიდრე მაშინ…ყოველ შენთხვევჯსთვის,მე ასე ვფიქრობ!

მადლობა ვინც შეძლებს ამ ნაშრომის წაკითხვას…ჩემთვის ფასეული იქნება ნებისმიერი მოსაზრება…შევეცდები, სწორედ 24 ივლისს,იმ რიცხვში,როცა 15 წლის წინ მოხდა მისი საჯარო განხილვა,ასევე საჯაროდ შევაჯამოთ დიკუსისია და მივიღოთ გადაწყვეტილებები,როგორც “თავისუფალი აზრის სახლთან”,ასევე პროექტთან “ხალხი ასამართლებს
ხელისუფლებას!“-დაკავშირებით!

ერთად დავიწყოთ დისკუსია …

იხ. საქართველოში პოლიტიკური პროცესი მოკვდა. რაგველის – ფაშიზმი თუ რევოლუცია?

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *