ბი-ბი-სი კვლევები: მსხვილმასშტაბიანი ჰიდროენერგეტიკული პროექტები კატასტროფულია გარემოსდაცვითი თვალსაზრისით.

ბიბისის გარემოსდაცვითი კორესპონდენტის, მეთ მაკგრათი (Matt McGrath) თანხმად, ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ მსხვილმასშტაბიანი ჰიდროენერგეტიკული პროექტები ეროპაში კატასტროფული აღმოჩნდა გარემოსდაცვითი თვალსაზრისით.

ყოველწლიურად ხდება ათეულობით დიდი კაშხალების დემონტაჟი. მაგრამ კვლევების ავტორები შიშობენ, რომ ასეთი პროექტების არამდგრადი ხასიათი კარგად არ არის გააზრებული განვიტარებად ქვეყნებში.ათასობით ასეთი კაშხალების აშენება იგეგმება ამჟამად აფრიკისა და აზიის მდინარეებზე.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ასეთი დიდი კაშხალების აშენებამ ევროპაში და ამერიკაში პიკს მიაღწია 1960-იან წლებში, და მას შემდეგ დაიწყო მათი შემცირება, რომელთა უმრავლესობა ამჟამად დემონტირებულია. ამჟამად აშშ-ში ჰიდროენერგეიკაში იწარმოება ელექტროენერგიის მხოლოდ 6%.

დიდი კაშხალების დემონტაჟის სიჩქარე არის ერთზე მეტი ყოველკვირეულად როგორც ამერიკაში ასევე ევროპაში.
ავტორები აზრით პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მთავრობები ამ პროექტებს ეტნებიან იმს გამო, რომ მათ უნდად მიიღონ იაფი ელექტროენერგია, და სრულად არ ითავლისწინებენ გარემოსდაცვით და სოციალურ ფასებს, რომლებიც მოჰყვება ასეთი ტიპის პროექტებს.

უნდა იქთქვას, რომ 1930 წლის შემდეგ აშენებული დიდი კაშხალების უმრავლესობა ფაქტიურად უფრო ძვირი დაჯდა, ვიდრე ეს წინასწარი გათვლებით იყო მოსალოდნელი. მათ უდიდესი ზიანი მიაყენეს მდინარეებს, მილიონობით ადამიანი იძულებული ჰახდა დაეტოვიბინა ტავიანთი საცხოვრებელი ადგილები.

აღნიშნული კვლევის წამყვანი ავტორი, მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორის ემილიო მორანიმ (Emilio Moran) ბიბისისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა: „ასეთი კაშხალები ქმნიან ვარდისფერ სურათს თითქოს მათ მოაქვთ ბევრი სარგებელი, რაც სინამდვილეში არ ითვალისწინებს იმ ხარჯებს, რაც მოგვიანბით ძვირად უჯდება საზოგადოებებს“.

მის მიერ ჩატარებულ კვლევის ანგარიშში მოყვანილია ორი დიდი კაშხლის მაგალითი ბრაზილიაში მდინარე მადეირაზე, რომლების აშენება დასრულდა სულ რააც ხუთი წლის უკან, და პროგნოქების თანახმად ის შეძლებს მხოლოდ აწარმოოს მხოლოდ პატარა ნაწილი იმ მოსალოდნელი ელექტროენერგის, რაც წინასწარ იყო დაგეგმილი, რადგან მათ აშენებამ გამოიწვია მნიშვნლოვანი კლიმატური ცვლილებები.

მკვლევარები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ ხშირად ელექტროენერგია, რომელიც გამოიმუშავება განვიტარებად ქვენების მდინარეებზე აშენებული ასეთი ტიპს კშხლებიდან, ძირითადად განკუთვნილია არა ადგილობრივი მოსახლების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის, არამედ სხცა ქვეყნების ძირითადად სამრეწველო მოხმარებისათვის. მაგალითად აფრიკაში მდინარე კონგოზე აშენებული უზარამზარი პროექტი განკუთვნილია მთელი აფრიკის კონტინენტზე წარმოებული ელექტროენერგიის მესამედის წარმოებაზე.

აღნიშნული პროექტიდან მიღებული ელექტროენერგიის 90% მიდის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სამთო მრეწველობის საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, ხოლო კონგოში მაცხოვრებელი ხალხი კი საერთოდ არ სარგებლობს აღნიშნული ელექტროენერგიით.

მსგავსი სიტუაციაა ბრაზილიაშიც, სადაც ჩატარებული კვლევების შედეგად, აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომელთა თავს ზემოთ 4000 კილომეტრიანი ელექტროგადამცემი ხაზები გადის, არცერთი კილოვატი ამ ენერგიიადნ არ მიდის მათ საჭიროებებზე.
გარდა ამისა ასეთი ტიპის მსხვილი კაშხალები უდიდეს ზიანს აყენებენ მდინარეებს და ანადგურებენ ადგილობრივი მოსახლებისათვის კვების წყაროებს იმ მილიონობით ადამიანს, რომლებიც თევზჭერით არიან დაკავეულნი.

პროფესორი მორანი ამბობს, რომ მსხვილ ჰიდროენერგეტიკას მომავალი არა აქვს. იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჰიდროენერგეტიკა როგორც ერთერთი ნაწილი 21-საუკუნეში, აუცილებელია მოხდეს მისი კომბინირება განახლებად ენერგიების წყაროებთან ერთად“.

აღნიშნული კველავ გამოქვეყნდა აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში “Proceedings of the National Academy of Sciences”.

წყარო: https://www.bbc.com/news/science-environment-46098118

მასალა მოამზადა პროფესორმა ომარ ზივზივაძე.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *