ასე ეს ქვეყანა ვერ წავა წინ…

დარჩეს ამ წელში  ჩემი ნათქვამი...

ბიბლია გვასწავლის:
ეშმაკი თამაშობს ჩვენით,როცა სწორად არ ვფიქრობთ და არ ვაზროვნებთ !
ეს ვიდეო დღეს ცნობილმა რეჟისორმა გამომიგზავნა ვოცაფზე! მინაწერში ვიგრძენი,რომ მას მოსწონს ბატონი ვიქტორის აზრი და მიაჩნია,რომ მან ყველას აზრი გამოხატა,მათ შორის, ჩემიც..

უბედურება ის იქნება,თუ ყველა ასე ფიქრობს,მე ნამდვილად არა…. ბატონო გიორგი, ვიცი არ მოგეწონებათ არც თქვენ,არც არც” ნაცებს”,არც “ოცნების” და არც ამ ორი პარტიის სატელიტებს,მაგრამ გულწრფელად უნდა გითხრათ ჩემი განწყობა და პოზიცია !

თუ ვინმემ და რამემ შეჭამა და დააქცია ქვეყანა,სწორედ ამ პარტიების და მათი გუნდების დაპირისპირებამ !

უნდა იჯდეს თუ არა ციხეში სააკაშვილი? დიახ,უნდა იჯდეს!რისთვის?

არა იმისთვის,რისთვისაც დღეს არის გასამართლებული,არამედ საქართველოს მოსახლეობის გენოციდისთვის !
ეს არის მთავარი უბედურება,რაც ქვეყანას მოუწყვეს..მეტიც,30 წელია მდიდარი მდიდრდება და ღარიბი კიდევ მეტად ღატაკდება !

ეს ერთმა კაცმა გააკეთა? არა !

ჩემი პოზიცია თავიდანვე იყო,ვიცი ბევრი იზიარებს,რომ ან არ უნდა დაეჭირათ, ან მასთან ერთად პასუხისგებაში უნდა მიგვეცა ყველა, ვისაც ამაში მიუძღვის ბრალი , ანუ შევარდნაძის , აბაშიძის, სააკაშვილის, ივანიშვილის პერიოდის მინისტრების, მერების,გუბერნატორების, საერთოდ ხელისუფლების მთელი ვერტიკალის და მათ მიერ მხარდაჭერილ ბიზნესმენთა უმრავლესობა უნდა იჯდეს მის გვერდით !

მოგვცემდა რამეს ასეთი ტოტალური დაჭერები?

არა,მეტად დაგვანგრევდა და სამოქალაქო ომთან მიგვიყვანდა! თავის დროზე სააკაშვილს,შემდგომში გაცილებით მეტად ივანიშვილს ჰქონდა შანსი,დაჭერებით კი არა, მოპარულით საქმეში ჩადებითა და ამ რთული გზით სამართლიაბობის დამკვიდრებით, წაეყვანათ წინ ქვეყანა..მათ ეს არ (ვერ) გააკეთეს! რატომ ?
მოსახლეობის დიდ ნაწილს უყვარს დაჭერები, დაჭერების სპექტაკლები.. მეორე ნაწილს,ეცოდება დაჭერილი! ეს არის საინფორმაციო საშუალებების, უპირველესად,ტელევიზიების ფულით მკვებავი პროცესი და ქვეყანასაც ვკარგავთ !
სად არის გამოსავალი? მეცნიერთა მიერ გაკეთებულ დასკვნაში “ქვეყანაში დიდი პოლიტიკური ნაგავი დაგროვდა და საჭიროა გუნდი ხელისუფლებაში,რომელიც ამ ნაგავს გადაამუშავებს უდანაკარგოდ !”

დააკვიდდით მეცნიერთა ამ პოზიციას: ქვეყანას ჰაერივით სჭირდება ბიძინა ივანიშვილი,მაგრამ არა პოლიტიკაში.. სჭირდება მიხეილ სააკაშვილი,მაგრამ ამბიციების გარეშე (მუდმივად იბრძოდ ა და იბრძვის იმისთვის,რაც არ ეკუთნის..ეს ბოლშევიკური ამბიციაა)..დიახ გამოსავალი-

● არა ლანძღვა- გინებაში,თავის მართლებაში,სხვის წინააღმდეგ ბრძოლაში…

● არა ე.წ.ბელადებში,მით უფრო , “ქუჩის ბელადებში ან მილიონერ- მილიარდელებშია, არამედ განათლებულ ადამიანთა ხელისუფლებაშია..იმ ხელისუფლებაში, რომელმაც იცის მეცნიერების ფასი ..იმ ხალხშია,რომელმაც იცის,რომ პარტიებში კი არა, პროგრამებში უნდა გავერთიანდეთ !

ტრაგედია,როცასაკუთარ სამშობლოში უკიდურესობიდან უკიდურესობამდე ვცხოვრობთ…და მართალიც და დამნაშავეც ერთნაირად გავხდით საკუთარი ქვეყნის ნგრევის მონაწილე!

ეს ,მართლაც ,საშინელებაა!… გავიხსენოთ დიდი სიბრძნე,რომელიც ზუსტად გვეუბნება სათქმელს,იმას,თუ რა მოეთხოვება ნებისმიერს,ვინც არის, ან აქვს ხელისუფლებაში ყოფნის სურვილი!

● ინტელექტი ,
● გამბედაობა ,
● პატიოსნება !
იგივე სიბრძნე ამბობს და ამას ადასტურებს დემოკრატიული მსოფლიოს გამოცდილება : მესამეს,ანუ პატიოსნების გარეშე, პირველი ორი,ანუ ინტელექტი და გამბედაობა ძალას ჰკარგას , მეტიც , ადამიანს აბოროტებს,დამანგრევლად აქცევს..!
მტრისას,უწესო განათლებული და გამბედავი საერთოდ,მით უფრო,ხელისუფლებაში!

მტრისას კი არა და ჩვენ სწორედ ეს გვჭირს ეს უბედურება !

გავხსნათ ფრჩხილები : ყველაფრის თქმა შეუძლია მხოლოდ მას,ვინც წესიერად იცხოვრა…გადით ხალხში და შეგვრცხვება ,ვინ გვჰავს ხელისუფლებაში,ვის მივეცით ხმა არჩევნებზე!

პოლოტიკოსის საზომი ის კი არ არის,რას ლაპარაკობს,არამედ როგორ იცხოვრა და როგორ ცხოვრობს…

გულწრფელად გეტყვი,გიორგი ბატონო, მიშამ ვინც დაიჭირა და ვისაც ქონება ჩამოართვა, ეს თითქმის ყველას ეკუთნოდა ,მაგრამ უდიდესი შეცდომა დაუშვა,რომ ეს მხოლოდ ოპოზიციის მიმართ გააკეთა! უნდა დაეწყო საკუთარი თავით,ოჯახის წევრებით,ახლობლებით, მეგობრებით,პარტიის წევრებით…

იგივე შეცდომას უშვებს ბიძინა ივანიშვილიც: მდიდრდებიან მისი ახლობლები,მისი მაქებარ- მადიდებლები,სააკაშვილის გუნდიდან,მის მხარდამჭერებად გადმობარგებულნი,მის მიერ დაფუძნებული პარტიის წევრები,მისი მხარდამჭერი ან მასთან გარიგებული დეპუტატები, ცნობილი ადამიანები!

პირდაპირ ვთქვათ,ასეთი არაპოლიტიკური პარლამენტი,ასეთი მდიდრები პარლამენტში საქართველოს ისტორიას არ ახსოვს !

ასე ეს ქვეყანა ვერ წავა წინ… ეს არის ჩემი პოზიცია

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *