ანონსი. 29 სექტემბერს, 19 საათზე , თემურ შაშიაშვილის ფეისბუქკონფერენცია
ხვალ, 29 სექტემბერს, 19:00 საათზე ცოტნე დადიანის 26 – ში, „თეთრების“ ლიდერი და „მეცნიერთა კონგრესის“ წევრი, თემურ შაშიაშვილი გამართავს ფეისბუქკონფერენციას, რომელზეც მიწვეულნი არიან მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი პიროვნებები დ ყველა, ვისაც რაიმე კითხვა აქვს.
თემურ შაშიაშვილმა გაავრცელა ოპონენტებისადმი საჯარო მიმართვა , რომელშიც ნათქვამია: „კრიტიკის,ლანძღვის სტრიქონების ავტორებმა მიიღონ ჩემი წინადადება და შედგეს ღია დიალოგი.ჩვენ პრეს-რელიზსაც გავავრცელებთ, რომ დაინტერესებულმა ჟურნალისტებმაც შეძლონ მონაწილეობა ამ,მართლაც, უპრეცედენტო შეხვედრაში..მე ვეხმარები მათ ჩემს მხილებაში და ვინც არ მოვა თვითონ ამხელს საკუთარ თავს,“
შეხვედრაზე თემურ შაშიაშვილმა მიიწვია ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე, რომელსაც სპეციალური მიმართვა გაუგზავნა და შესთავაზა გაზეთ “ასავალ-დასავალს”ამ შეხვედრის გაშუქება.
თეიმურაზ შაშიაშვილი მარტო საჯარო გამოსვლით არ შემიფარგლება და განსაკუთრებით ცილისმწამებლურ ბრალდებებს სასამართლოს გზით უპასუხებს.
„ვთხოვ იურისტებს,დამეხმარონ. ვაპირებ სასამართლოს მივმართო, ვის მიმართაც დღევანდელი კანონმდებლობა ამის საშუალებას მაძლევს.
„შიშით არ მიცხოვრია, ორი სასამართლო მოვუგე პრეზიდენტს,როგორც გუბერნატორმა და ისიც შევარდნაძე- სააკაშვილის ოჯახების ერთობლივ ბიზნე-ბანდას.ამ დღეს ამ ფაქტებსაც გამოვიტან!“ ასკვნის თემურ შაშიაშვილის საჯარო მიმართვაში ოპონენტებისადმი
„თეთრების“ პრეს-ცენტრი
28.09.2023