თემურ შაშიაშვილი :ეს არის ავადმყოფი ადამიანის ნააზრევი..

მიდგომა ძველებურად მზაკვრულია,კონსტანტინე გამსახურდიას დავესესხები: დააბრალე ადამიანს ის,რასაც ებრძვის….იმართლოს თავი!
გულდასაწყვეტია,რომ ამ სისულელეს ვიღაც იზიარებს და ეთანხმება.. ვიცი,თავს დამესხმიან,ატყდება ლანძღვა-გინების კორიანტელი.. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!
ვიწვევ ამ ცრუ სტატიის ავტორს და ნებისმიერს,ვინც ამ სისულელეს იზიარებს ღია დისკუსიაში. გწერთ ტელეფონს ოფისის მისამართს, ცოტნე დადიანის 26
ბედნიერი ვარ იმით,რომ მლანძღავენ ისინი, რომელთაგან ქების და მხარდაჭერის არავითარი სურვილი არ მაქვს…
ვიტყვი ერთს,მასონებმა გამომიცხადეს ომი ე.წ. “ოქროს საწმისის “შექმნით.. .მასონიზმი არის კაცობრიობის კიბო და ყოველი მასონი არის სიკეთის და საკუთარი ქვეყნის მტერი…
მასონებმა მომწერეს, ჯერ კიდევ ქალაქის მერობისა და გუბერნატორობის დროს,თავი დამენებებინა მათი კრიტიკის,ლანძღვა- გინებისთვის და მათი ისეთი მხარდაჭერა მექნებოდა,ქვეყნის პირველი პირი გავხდებოდი..
მე პოზიციას არ ვიცვლი და ვიმეორებ: თუ გვინდა ვიცხოვროთ ბედნიერებით სავსე საქართველოში, უნდა გავნთავისუფლდეთ მასონებისგან,ანუ ქვეყნის გარედან მართული ხელისუფლებებისგან.
დანაშაულია მიდგომა-ვინც არ მომწონს მასონია. გასაგებია,რომ ბევრს არ მოგწონვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას,რომ ვისაც არ მოგწონვართ,უკადრებელი იკადროთ.სწორედ ასეთი საქციელია რაც ამ წერილში და ამ სურათის გამოქვეყნებაში დევს.ქალბატონი ლალი ფანჩულიძე იმერეთიდან, საოცრად კარგი ოჯახიდან არის. გაიკითხეთ მისი ოჯახი ტყიბულში და პასუხსაც მიიღებთ… საერთოდ სურათი, თუნდაც მასონი რომ იყოს მასზე შენთან ერთად,ეს არაფერს ნიშნავს..
ქუჩაში ფეხით დავდივარ,დღეში 10—15 ადამიანი მთხოვს ჩემთან სურთის გადაღებას და როგორ ფიქრობთ უნდა ვკითხო მასონი, ნაცების,ან ოცნების წევრი,გეი,ან ქურდი ხომ არ არის?
სირცხვილია!ქართველთა ერთობაა დღეს ჰაერივით საჭირო და ვინც ვინმეს სიძულვილით, თუ სიყვარულით გვაპირისპირებს,მტრობს ქვეყანას!
მასონი მტერია,მაგრამ მასზე დიდი მტერია ვინც ამას გაბრალებს!
კიდევ ერთხელ და გამოკვეთილად ვამბობ: მასონიზმი არის კაცობრიობის კიბო, მასონი სიკეთის და საკუთარი ქვეყნის მტერი!

თეიმურაზ შაშიაშვილი

ლაშა მოდებაძის სტატუსი

საპატრიარქოს და ეგრეთწოდებულ ბაგრატოვანთა სამეფო ოჯახს იტალიაში დაარსებული აქვთ ეკუმენისტური ორგანიზაცია “ბაგრატიონთა სამეფო სახლი“მათ ყავთ დელეგაცია მალტის ორდენში,ვატიკანში,ევრო პარლამენტში,ამ ორგანიზაციას სათავეში უდგას ტამპლიერების ორდენის წევრი ვინმე ლალი ფანჩულიძე.ამ ორგანიზაციას კავშირები აქვს ვასაძესთან,საქართველოში პატრიარქის კურთხევით შექმნილ ტამპლიერების მასონთა ორდენთან,თემურ შაშიაშვილთან,რუსეთში დუგინთან,მალოფეევთან,წერეთელთან,ეგრეთწოდებულ სამეფო ოჯახთან და მასონთა ლოჟებთან.ამ ყველაფერზე და თქვენთვის ბევრ უცხო ფაქტზე გამოვაქვეყნებ ინფორმაციას სტატიის “ეს ყველამ უნდა იცოდეს! ამის გარეშე ერის ერთობა ვერ შედგება.“ მესამე და მეოთხე ,მეხუთე და მეექვსე ნაწილში დღეს საღამოს .პირველი და მეორე ნაწილი გამოქვეყნებული მაქვს გუშინ.ვისაც არ გაქვთ წაკითხული,შეგიძლიათ მოძებნოთ ჩემს გვერდზე. მათ აქვთ ასევე გახსნილი კულტურული ასოციაციის სახელით შეფუთული ეკუმენური მოძრაობა “ACIGEA“

იხ, ქართული წმ.ჯვრის ცერემონიალი მილანში

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *