სიამაყით დადიან და ივლიან მომავალში მისი კურსდამთავრებულები!
- იუბილარი უნივერსიტეტი!
- ჩემთვის დიდი პატივი იყო მის პროფესურასთან, სტუდენტებთან, რექტორებთან, სამეცნიერო საბჭოსთან ურთიერთობა!
მთელ საქართველოს ვულოცავ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილეს!
ყოველი მოაზროვნე ადამიანი დაადასტურებს,რომ მას უდიდესი დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე..და, პირდაპირ ვიტყვი, გაცილებით დიდი მომავალი.
ვამაყობ,რომ უნივერსიტეტის პროფესურასთან,ხელმძღვანელებთან ერთად,მისი წარმატებების უშუალო მონაწილე ვიყავი 1989 წლიდან 2004 წლამდე. იმის ხაზგასმაც მინდა გავაკეთო, რომ ძლიერ რექტორებთან მომიწია ურთიერთობა და თანამშრომლობა. ვფიქრობ, და ამასაც ყველა დამიდასტურებს, მეცნ.დოქტორები: ნანული კაკაურიძე, ბ-ნი მაგალი თოდუა, ბ-ნი ავთანდილ ნიკოლეიშვილი. ისინი მეცნიერებიც გამორჩეულები იყვნენ, ორგანიზატორებიც, დიდი საზოგადოებრივი პრესტიჟის მქონენიც.
დიდი წინააღმდეგობების გადატანა დაგვჭირდა, რომ 1990 წელს,დედა უნივერსიტეტის შემდეგ უნივერსიტეტის სტატუსი პირველს სწორედ ქუთაისის უნივერსიტეტს მინიჭებოდა. დიდი მადლობა ბატონ ნოდარ ჭითანავას, რომ მან მიუხედავად სამეცნიერო წრეებისა და მთავრობის წევრთა გარკვეული წინააღმდეგობისა, ეს გადაწყვეტილრება მაინც იქნე მიღებული.
უნივერსიტეტად მისი კურთხევა შედგა 1990 წლის 21 სექტემბერს, როცა ქალაქში ტრადიცია ჩაეყარა “ღვთისმშობლობიდან-ჯვართამაღლებამდე” დღეების ჩატარებას.. უამრავი სტუმრის და თანაქალაქელების მონაწილეობით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ აკურთხა ამ დღეების დაწყებაც და უნივერსიტეტიც..ქვეყნის პირველმა პირებმა უარი განაცხადეს ზეიმში მონაწილეობაზე იმ მოტივით,რომ პროგრამა ითვალისწინებდა მამუკა ასლანიკაშვილის რეაბილიტაციას ქალაქის მიერ და ეს მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა,ჩვენ კი ამ სწორ გადაწყვეტილებაზე უარი არ ვთქვით..ერთადერთი, ვინც მხარი დაგვიჭირა და ჩამოვიდა – ჟიული შარტავა იყო, რომელიც მაშინ კონტროლის პალატის თავმჯდომარე გახლდათ.
დღეს რომ ვიხსენებ ზოგიერთ მომენტს, თვითონვე მიკვირს, როგორ გახდა ყველაფერი ეს შესაძლებელი. რომ არა მთელი ქალაქის და მისი სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენციის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და ქვეყნის მოაზროვნე ადამიანების მხარდაჭერა, ეს პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნებოდა. 1990 წელს, დიდი ბრძოლის შემდეგ, გავაუქმე პარტიის ორი რაიონული კომიტეტი. პარტიული შენობები გადვეცი მეცნიერებათა აკადემიას, კონსერვატორიას, სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებს. ამ ზეიმის დღეებში მოხდა ისტორიული რამ: პატრიარქმა და წმინდა სინოდმა მიიღეს ჩვენი წინადადება და ეს პირდაპირ წერია პატრიარქის განჩინებაში, რომ აღდგა გელათის აკადემია, შეიქმნა კონსერვატორიის მძლავრი ფილიალი, ყველა ეკლესია და ტაძარი დაუბრუნდა ეკლესიას, სადაც ადრე ბიბლიოთეკები და შემოქმედებითი გუნდები ბინადრობდნენ. სწორედ ყველაფერი ამის პრეზენტაცია პატრიარქისა და დიდი სტუმრების მონაწილეობით შედგა. ქალაქს მოეხსნა პირდაპირ ვთქვათ, დიდი ცოდვა, ერთ-ერთ ქუჩას მამუკა ასლანიკაშვილის სახელი ვუწოდეთ, რუსთავში, მის საფლავზე ქუთაისიდან ფართო წარმომადგენლობით ჩავედით და ხმამაღლა ვთქვით იმ სიყვარულის თაობაზე, რომლითაც ის ქუთაისს და ქუთაისელებს ემსახურა. ყველამ ვიცით, რომ ეს დიდი პიროვნება იმდენად შეავიწროვეს, რომ ციცოცხლე პარტიის ქალაქკომის პირველი მდივნის კაბინეტში თვითმკვლელობით დაასრულა.
ყველაფერ ამას შემთხვევით არ ვიხსენებ. სწორედ ქუთაისში უნივერსიტეტის არსებობამ შესაძლებელი გახადა ეროვნული განწყობის ინტელიგენციის ფორმირება და სწორედ ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებულმა პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა თბილისსაც კი დაუბრუნეს ეროვნული განწყობა და ქუთაისს იმის ძალა მისცეს, რომ არაერთგზის გაეკეთებინა დიდი ეროვნული შემოძახილი – საქვეყნო ეროვნული შემოძახილი.
ეს ცალკე საუბრის თემაა და სხვა დროს. ისევ უნივერსიტეტს დავუბრუნდები. 1993 წელს, ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაფინანსებაზე უარი გვითხრეს. მხოლოდ თბილისის რამდენიმე უნივერსიტეტს აფინანსებდნენ.
ქუთაისის უნივერსიტეტი დღემდე საქართველოში ერთადერთი უნივერსიტეტი იყო, რომელიც მხოლოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა წარმოიდგინეთ, მაშინ 250 ათასი დოლარის შესაბამისი კუპონი და შემდგომ ლარი. ეს მაშინ დიდი თანხა იყო. .ამ დაფინანსებით მას საუკეთესო პირობები შევქმენით. ჩვენთან ხელფასები გაცილებით მაღალი იყო,ვიდრე საქართველოს სხვა უნივერსიტეტებში, და უამრავი მაღალი რანგის მეცნიერი თბილისიდან ქუთაისში მოდიოდა და კითხულობდა ლექციებს. ამ საკითხებზე მაშინ განცვიფრებით წერდნენ და საუბრობდნენ ცნობილი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები: აკაკი ბაქრაძე და ნიკო ჭავჭავაძე.
პირადად დავწერე გადაწყვეტილების პროექტი საუნივერსიტეტე კომპლექსის შექმნის თაობაზე,რომელსაც ხელი მოაწერა პრეზიდენტმა..ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე სამხედრო ნაწილი გავიყვანეთ მიმდებარე ტერიტორიიდან და გადავეცით უნივერსიტეტს..სამწუხაროდ, ვეღარ გაგრძელდა 2004 წლის შემდეგ, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კომპლექსში შესული დახელოვნების ინსტიტუტი გაიყიდა, მეცხრე სკოლა, რომელიც რუსული იყო,გადავაკეთეთ ქართულად-მისი სხვაგან გადაყვანა არ მოხერხდა(ჩვენ ახლის აშენებას ვაპირებდით), აღარ გაგრძელდა მაცხოვრებელთა სხვაგან გადაყვანა, რაც ყველაზე ცუდია, ყოფილი კგბ -ს შენობა ,რომლის გადაცემაც პრაქტიკულად ყველა დონეზე გადაწყვეტილი იყო: დაეთანხმა როგორც პრეზიდენტი, ასევე უშიშროების მინისტრი და უშიშროების სამხარეო ხელმძღვანელი, ბ-ნი გელა ლობჟანიძე შენობებს ეძებდა გადასასვლელად, დღეს ეკუთნის ისევ უშიშროებას და არა უნივერსიტეტს… ნუთუ დღეს მაინც ვერ უნდა დავთმოთ ბოლშევიკური მოდელი: უშიშროება – უნივერსიტეტებბთან ახლოს.
უშუალო მონაწილე და ინიციატორი ვიყავი ამერიკულ,ბრიტანულ უნივერსიტეტებთან დამეგობრების,კამპუსის,ტასისის და სხვა საერთაშორისო პროგრამებში ჩართვის..
მხარს ვუჭერდით და ვაფინანსებდით უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციების ჩატარებას. ამ ამ თვალსაზრისით, უნდა გავიხსენო ტარიელ ფუტკარაძის დიდი მონდომება და ჩვენი მხარდაჭერას.
ჩვენ გავბედეთ და დავიწყეთ პროექტი უმაღლესებში უგამოცდოდ მიღებისა და უფასო სწავლების თაობაზე! ეჭვი არ მეპარება, რომ ეს მოდელი უნდა დაბრუნდეს საუნივერსიტეტო სივრცეში. სტუდენტი სწავლების დროს , ფულს არ უნდა იხდიდეს, მაგრამ სწავლის დასრულების შემდგომ, თუ დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ დადგენილზე მინიმუმ, 10 პროცენტით მეტი ხელფასი მაინც ექნება, მაშინ უნდა დააბრუნოს ეტაპობრივად, მისი სწავლებისთვის გაწეული ხარჯები. ანუ, ისე, როგორც ეს აშშ-შია.
შთაბეჭდილება მრჩება და დრო ამას ადასტურებს, რომ ნაჩქარევად და მოხდა წინა ხელისუფლების დროს ქუთაისის მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური და ქუთაისის ა.წერეთლის სახელობის უნივერსიტეტების შეერთება ერთ უნივერსიტეტად. მასვე მიუერთეს კონსერვატორია და სოხუმის სუბტროპიკული უნივერსიტეტი, ორმელსაც ქალაქი ისევე უვლიდა დაეფერებოდა, როგორც ქუთაისის უნივერსიტეტებს. მინდა ვიფიქრო, რომ ეს შეცდომა გასწორდება და სოხუმის სუბტროპიკული უნივერსიტეტი ცალკე გამოეყოფა და ის მიწებიც დაუბრუნდება უნივერსიტეტს, რომელიც უნივერსიტეტების მექანიკური შეერთების შემდგომ, თბილისის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს მიჰყიდეს 1 ლარად.. განუკითხაობა იმ დონემდე მივიდა, რომ ბენდუქიძის ქალიშვილი 1 ლარად შეძენილი ასობით ჰექტრის ყოველ კვადრატულ მეტრს დღეს, როგორც იტყვიან, მამასისხლად ყიდის!
დიახ, ქუთაისის უნივერსიტეტის 90 – წლიანმა საქმიანობამ, შემდგომში ქუთაისში ტექნიკური უნივერსიტეტის გახსნამ, ქუთაისის ძლიერმა სამეცნიერო და ტექნიკურმა ინტელიგენციამ შესაძლებელი გახადა, რომ ვიფიქროთ ქუთაისზე, როგორც მძლავრ საუნივერსიტეტო ქალაქე! ვწუხვარ, რომ ბოლომდე ვერ მივიყვანე იდეა – თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სრულად გადმოსულიყო ქუთაისში. მივესალმები ქუთაისში მაღალტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნას. მაგრამ ჩემი პოზიცია იგივეა, რაც ჯერ 1993 , შემდგომ კი, 1997 წელს გამვუცხადე მსოფლიო ბანკს, რომ ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტში უნდა სწავლობდნენ სტუდენტები ამერიკიდან, ევროპიდან, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან, კავკასიიდან, მაგრამ ძირითადი ბირთვი სტუდენტებისა მაინც საქართველოდან უნდა იყოს, და არა აფრიკიდან, როგორც მაშინ მიმტკიცებდნენ მსოფლიო ბანკში და რაზეც კატეგორიული უარი ვთქვი. დიახ, მინდა ვიფიქრო, რო ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქუთაისი იქცეს დიდ საუნივერსიტეტო ქალაქად. ამის საფუძველი სწორედ ქუთაისის იუბილარი უნივერსიტეტია.
მწამს და მჯერა , რომ აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც დღემდე იყო ქვეყნის სიამაყე,, ასევე იქნება მომავალშიც. და როგორი სიამაყითაც დადიოდნენ, დადიან ასევე ივლიან მომავალშიც მისი კურსდამთავრებულები.
საუკეთესო სურვილებით,
თეიმურაზ შაშიაშვილი
20 ოქტომბერი, 2023 წელი