როდემდე, ბატონებო როდემდე ?!

ეს ბანერი ოცი წლის წინ გამოვაქვეყნე !მითხრეს,მარტო დარჩები,დასავლეთიც ზურგს შეგაქცევს და რუსეთიცო. ჩემი
პასუხი იყო: ამას მედროვეები გააკეთებენ, რადგან მათი საყრდენი არა სიყვარული,არამედ სიძულვილია! მედროვეს ამოძრავებს არა სიყვარული, არამედ სიძულვილი.მედროვეს არ შეიძლება უყვარდეს საქართველო,ან ამერიკა,ან ევროპა, დასავლეთი საერთოდ,მედროვე,ანუ ყვარყვარე, რა მედროვეა,თუ ოსტატურად არ გაჩვენა, რომ უყვარს ის,რაც სინამდვილეში სჭირდება.მედროვეებს არ უყვართ,სჭირდებათ საქართველო,ამერიკა,ევროპა,დასავლეთი ზოგადად..

ასე ოსტატურად ატყუებენ ხალხს!

სწორედ მედროვეები და მათ მიერ მოტყუებული ხალხი,ღუპავენ საქართველოს დიახ,მედროვეები ჯერ გვანგრევენ და მერე თავის გადარჩენის მიზნით , იგივეს იტყვიან,რასაც მე დღეს ვამბობ(ანუ 20 წლის წინ)..მეტიც ფსევდოლიბერალები
ურაპატრიოტები გახდებიან და უკვე ურაპატრიოტიზმით გააგრძელებენ ბრძოლას ქვეყნის წინააღმდეგ-თქო!
სწორედ ეს ხდება დღეს: ულტრა და ფსევდოლიბერალები,ხელისუფლებაშიც და მის გარეთაც,ურაპატრიოტები
გახდნენ…ფსევდოლიბერალიზმიც და ურაპატრიოტიზმიც დამანგრეველია!

კითხვაზე:როდემდე უნდა იბატონონ ქვეყანაზე ფსევდოლიბერალებმა და ურაპატრიოტებმა,ჩემი პასუხი მოკლეა:
ვიდრე ხალხი აძლევს ამ უფლებას, ვიდრე ამ სიცრუეში ცხოვრებას ითმენენ მოაზროვნეადამიანები,მეცნიერები,
ინტელიგენცია ზოგადად !

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *