თემურ შაშიაშვილი: ეს მხოლოდ ცხინვალის კი არა, მთელი საქართველოს ტრაგედია იყო

ეს მხოლოდ ცხინვალის კი არა, მთელი საქართველოს ტრაგედია უფრო იყო.
ამ ტრაგედიის ორი წლისთავზე, 2010 წლის 7 აგვისტოს, თბილისში, კოსტა ხეთაგუროვის პროსპექტზე, კოსტა ხეთაგუროვის ძეგლთან, ძველ თბილისში, ბარათაშვილის ხიდთან, წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის წინ მივმართეთ საქართველოს მოსახლეობას, ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ქვეყნის გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს მეგობრებს. იგი ასე დავასათაურეთ:
ჩვენ მაშინ ვთქვით და დღესაც მინდა გავიმეორო:
“ჩვენ – ისევ ხალხს, ისევ ქართველებს, ისევ აფხაზებს, ისევ ოსებს, ყველას, ეროვნების მიუხედავად, ვისაც უყვარს საქართველო – შეგვიძლია ერთმანეთი გადავარჩინოთ, ეროვნებაც – ეროვნული თვითმყოფადობაც შევინარჩუნოთ და შევქმნათ სახელმწიფო, რომელიც კავკასიაში მშვიდობის დიდი საყრდენი იქნება”.
ჩვენ მაშინ ვთქვით და დღესაც მინდა გავიმეორო:
„მივიდეთ ამ დღეებში უზნეო პოლიტიკოსთა მიერ თავსმოხვეულ ომში დაღუპულთა საფლავებთან მთელს საქართველოში: სოხუმსა და მთელს აფხაზეთში, ცხინვალსა და მთელს სამაჩაბლოში, ბათუმსა და მთელს აჭარაში, თბილისსა და საქართველოს ყველა მხარეში… თავი დავხაროთ და მუხლი მოვიდრიკოთ მათი ვაჟკაცობის წინაშე… შენდობა ვთხოვოთ უფალს. ერთმანეთს და დაღუპულთა სულებს და, როგორც იტყვიან, მოვერიოთ არა სხვას, არამედ საკუთარ თავს და ვილოცოთ ერთმანეთისათვის, მშვიდობისათვის, ჩვენი ძმობისა და მეგობრობისათვის, ჩვენი ერთიანობისათვის“. ჩვენ, „ქართულ-ოსური მისიის“ წევრებმა, საქართველოში ოსური დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად ეს გავაკეთეთ და ბოლოს ქართულ-ოსური ტრადიციის შესაბამისად, ქართველებმა და ოსებმა მაგიდასთანაც ვუთხარით კაცური სიტყვა ერთმანეთს.
ჩვენ მაშინ ვთქვით და დღესაც მინდა გავიმეორო:
„ ვინც ხელს უშლის ჩვენს ერთობას, ან მომავალში გააკეთებს ამას – ის ფიქრობს მხოლოდ საკუთარ სკამზე და ებრძვის საკუთარ წარსულს, საკუთარ ქვეყანას, მის თვისტომს, საკუთარ ეროვნებას, მისი შვილებისა და მისი ერის მომავალს“.
ჩვენ, მართლაც, არ გვაქვს მომავალი ერთმანეთის გარეშე!



