უპირველესი , რითაც იწყება მომავლის საქართველო
ხალხმა ყველაფერი უნდა იცოდეს პოლიტიკოსზე

დავიწყებ ჩემით და ვისურვებდი, მსგავსი გზა აერჩია ყველას, ვინც არის ან აპირებს პოლიტიკაში მოსვლას. თავიდანვე ვამბობ, ეს არ და ვერც იქნება სრულყოფილი დოკუმენტი. მისი სრულყოფა შეიძლება მოხდეს თქვენი შენიშვნებით, მოსაზრებებით. დროც ბევრ რამეს გვიჩვენებს და იმასაც დაადასტურებს, რომ ეს სწორი გზაა, რომ პოლიტიკაში მოსვლა ტოლფასი იყოს უმაღლესი პასუხისმგებლობის და ვისაც გვაქვს სურვილი ვიყოთ პოლიტიკაში, მინიმუმ, ოთხ კრიტერიუმს უნდა ვაკმაყოფილებდეთ.
- ინტელექტი
- ენერგია
- გაბედაობა
- წესიერება
მთავარი ხაზგასმა: უპირველესია პატიოსნება, წესიერება. რომელთა გარეშეც პირველი სამი არათუ აზრს კარგავს, დამანგრეველი ხდება.
ასეთი დოკუმენტის შექმნის აუცილებლობამდე ჩემმა გამოცდილებამ მიმიყვანა. თუნდაც იმან, რომ 1997 წელს დეკლარაციასთან ერთად გამოვაქვეყნე ხელწერილი. (ამ დოკუმენტს ქვემოთ ნახავთ). დღეს ყოველი მოაზროვნე ადამიანი დაადასტურებს: მაშინ რომ ასეთი ხელწერილი გამოექვეყნებინა ყველას, ვინც პოლიტიკაში იყო და ასეთი ხელწერილი გამხდარიყო პოლიტიკაში შემოსვლის უმთავრესი წინაპირობა, დღეს არ გვექნებოდა ფულის დიქტატურა, წესიერებისა და ინტელექტის ეპოქაში ვიცხოვრებდით!
დღეს დიდი მტკიცება არ სჭირდება იმას,
.რომ ქართულმა პოლიტიკამ გონება დაკარგა. • რომ მართვის სისტემაა ავადმყოფი, • რომ პოლიტიკა იქცა ბიზნესად, • რომ უზნეო ფულიანთა უმცირესობა ბატონობს წესიერებით სავსე ზნეობრივ უმრავლესობაზე, • რომ რაც დრო გადის, მდიდარი კიდევ უფრო მდიდრდება და ღარიბი – ღატაკდება. • რომ ქუჩის პოლიტიკა და ქუჩის პოლიტიკოსთა პარპაში უნდა დასრულდეს, • რომ დღეს მთავარია ვებრძოლოთ არა შედეგებს, არამედ მიზეზებს .• რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ქვეყანაში გამეფებულია ყალბი ეროვნული პათოსი, ვთამაშობთ დემოკრატიას, ასპარეზი სოციალურ დემაგოგებს უჭირავთ და ქვეყანა გახვეულია ელიტარულ კორუფციაში.
დიდი ფიქრია არც იმისთვისაა საჭირო და ეს ანალიზიც ზედაპირზე დევს, , რომ ეს გზა რომლითაც მივდივართ, გენოციდის გზაა. როცა ხელისუფლების მოპოვებას და შენარჩუნებას ეწირება ყველაფერი – ღვთისგან ბიძებული ბუნებაც, წყალიც, ჰაერიც მიწაც და ხალხის მიერ შექმნილიც, ყველაფერი ვაჭრობის და აღებ-მიცემობის საგნად იქცა.
ღმერთმა ქნას, მე ვცდებოდე, მაგრამ რეალობა უფრო მწარეა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, ან წარმოგვიდგენია და უპირველესი რასაც ეს რეალობა ებრძვის, ქართული ცნობიერებაა. სამშობლოს გაგებაა, ღირსების გაცნობიერებაა..
მეტს აღარ გავაგრძელებ. მთავარია, როგორ შევძლოთ პოლიტიკაში გონების დაბრუნება. ფულის დიქტატურის დასრულება, ადამიანის სიცოცხლის დაცვა, საკუთრების დაცვა, ადამიანის ღირსებისა და სიტყვის თავისუფლების დაცვა, როგორ შევძლოთ, რომ ადამიანი იბრძოდეს არა არსებობისთვის, არამედ საკუთარი თავის რეალიზაციისთვის. რომ ხელისუფლება საგადასახადო უწყების ფუნქციას კი არ უნდა ასრულებდეს – ხალხს ჯიბიდან ფულს კი არ უნდა აცლიდეს, როგორც ეს დღეს არის. არამედ, ასრულებდეს მის ფუნდამენტურ ფუნქციას: ქვეყანაში შექმნას კონკურებტული გარემო, ადამიანი იყოს თავისუფალი და იმავდროულად, დაცული.
ძნელია ყველაფერი ამის გაკეთება? ადვილი არ არის, მაგრამ რეალურზე რეალურია – შესაძლებელია. ორი რამ არის საჭირო – და ორივე ილია ჭავჭავაძისგან მოდის: პირველი – ხელისუფალი, პოლიტიკოსი საკუთარი აზრებით და ხალხის გრძნობებით უნდა ცხოვრობდეს. მეორე – დღეს გვჭირდება ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად.
ვფიქრობ, სხვა გზა არ გვაქვს. წელი მთავრდება. ახალი წელი მოდის, შევიდეთ ახალ წელში განათებული გონებით. იმ განწყობით, რომ დაპირისპირება სუსტების მოგონილია, ძლიერები თანამშრომლობენ. პოლიტიკოსებიც ადამიანები არიან. შეცდომის დაშვების უფლება ადამიანს უფლის მიერ აქვს მინიჭებული. მაგრამ თანაგრძნობას და შენდობას იმსახურებს ის, ვინც აღიარებს და ინანიებს შეცდომებს და არა ის, ვინც თავის მართლებას ცდილობს. დასკვნის გაკეთება თქვენთვის მომინდია.
არასდროს სხვა აზრი არ მქონდა. ერს, ხალხს თუ მას სუვერენული და განვითარებული სახელმწიფოს აშენება სურს, საკუთარ რჩეულებზე მიუხედავად იმისა, ისინი ხელისუფლებაში არიან თუ მის გარეთ, მიუკერძოებელი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს. . უნდა ახსოვდეს , ვინ როგორ იქცეოდა და რას ამბობდა ქვეყნისთვის საბედისწერო მომენტებში. . ვინ ვის უჭერდა მხარს, ან რის და ვის სამსახურში იდგა. . ვის ან რას აძლევდა ხმას, . როგორ აფასებდა სხვების საქციელს. . რამდენად მართალი და გულწრფელი იყო მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. .რ ოგორ იცვლიდა კანსა და პრინციპებს, .რა გზით შოულობდა ფულს. .მართლდება თუ არა მის მიერ პოლიტიკური ბიოგრაფიისთვის საფუძვლად დადებული მითოლოგიები. სიტყვის კაცი იყო, თუ ტყუილის, და ა.შ.
ვდგავარ თქვენ წინაშე და გეხმარებით იმაში, რომ ხელთ გქონდეთ ყველა მასალა, რომლითაც შეგიძლიათ შემაფასოთ, მომცეთ რჩევები, მეტივ, დაამატოთ, ინფორმაცია რაც იცით ჩემ შესახებ და აქ ვერ ამოიკითხეთ. მაგრამ ყველაფერი ეს დადასტურებული უნდა იყოს დოკუმენტალურად, ისევე როგორც ამას დღეს მე გთავაზობთ.
მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ყველა დოკუმენტს ვდებთ ვებ.გვერდებზე www. tetrebi .org, www.civilizebuli.ge ასევე ფეისბუქის გვერდზე თეიმურაზ შაშიაშვილი
უფრო კონკრეტულად
- ვისაც გაინტერესებთ ჩემი ფუნდამენტური ხედვები, გახსენით ლინკი (თემურ შაშიაშვილის გამოცემები) https://www.tetrebi.org/?page_id=889
- ვისაც გაინტერესებთ ჩემი ხედვები, ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით, გახსენით ეს ლინკი (თემურ შაშიაშვილის გამოცემები)
- ვისაც გაინტერესებთ ჩემი ქონებრივი დეკლარაცია და ხელწერილი (იხ. თემურ შაშიაშვილის ქონებრივი დეკლარაცია)https://www.tetrebi.org/?p=1010
- ვისაც გაინტერესებთ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩემი შეფასებები საავტორო გადაცემა “მოქმედების დროა” ფიქრი ამოძრავებული მომავალია ფეისბუქის ლაივები : მომავლის საუბრები
- ვისაც გაინტერესებთ ჩემი გამოსვლები საქართველოს პარლამენტში,იხ. (მოხსენება საქართველოს პარლამენტში 13 ივნისი, 1997 წელი) ; გამოსვლა საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 11 თებერვალის სხდომაზე
- ვისაც გაინტერესებთ გუბერნატორად და ქალაქის მერად მიშაობის პერიოდში ჩემს მიერ პრეზიდენტისადმი გაგზავნილი წერილები იხ. აზროვნების სიძნელე
- ვისაც გაინტერესებთ ჩემი დასაბუთებული განცხადება გაკეთებული 2001 წელს ჩემი გადადგომის თაობაზე, გახსენით ლინკი აზროვნების სიძნელე
- ვისაც გაინტერესებთ ჩემი ღია წერილი საქართველოს პარლამენტისადმი, გახსენით ლინკი : საქართველოს, მის მომავალს უფრო დიდი მნგრეველი არ ჰყავს, ვიდრე სოციალური დემაგოგი (2003წელი)
- ვისაც გაინტერესებთ ჩემი გამოსვლა მთავრობის სხდომაზე ენერგეტიკაში შექმნილ მდგომარეობასთან და იმასთან დაკავშირებით, როგორ კორუმპირებულ და მაფიოზურ სტრუქტურად იქცა ენერგეტიკა, გახსენით ლინკი ( კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია ასე ცხოვრება აღარ შეიძლება მოხსენება ეკონომიკურ ფორუმზე 2001 წლის 19 ოქტომბერს. ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში პრეზიდემტის და მთავრობის წევრთა მონაწილეობით)
- ვისაც აინტერესებთ პრეზიდენტ სააკაშვილისადმი გაგზავნილი წერილები, გახსენით ლინკი წერილი საქართველოს პრეზიდენტს (პირველი); წერილი საქართველოს პრეზიდენტს (მეორე)
- ვისაც გაინტერესებთ ივანიშვილისადმი გაგზავნილი წერილები გახსენით ლინკი: წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ბიძინა ივანიშვილს; მიმართვა ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბოიძინა ივანიშვილს (2020წ)
- ვისაც გაინტერესებთ ბიძინა ივანიშილის პრემიერ-მინისტრებისადმი გაგზავნილი წერილები გახსენით ლინკი წერილები საქართველოს პრემიერ-მინისტრებს
- ვისაც გაინტერესებთ ჩვენი პროგრამული დოკუმენტები გახსენით ლინკი
- ვისაც აინტერესებს, რა გავაკეთე მე, როგორც ქუთაისის მერმა და გუბერნატორმა ნახეთ(მეცნიერებთან ერთად შეუძლებელსაც შევძლებთ) https://www.tetrebi.org/?p=18921 ჩადით ქუთაისში და ხალხს გაესაუბრეთ. ზნეობრივი ადამიანები პირუთვნელად იტყვიან სიმართლეს.
- ვისაც გაინტერესებთ ჩემი მოსაზრებები ედუარდ შევარდნაძეზე https://www.tetrebi.org/?s=%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94
- ვისაც გაინტერესებთ ჩემი მოსაზრებები სააკაშვილზე https://www.tetrebi.org//?s=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98
- ვისაც გაინტერესებთ ჩემი მოსაზრებები ივანიშვილზე https://www.tetrebi.org/?s=%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98
- ვისაც გაინტერესებთ ჩემი მისაზრებები 1991 წლის დეკემბრის მოვლენებთან დაკავშირებით: იხ.ტარიელ ფუტკარაძე – თეიმურაზ შაშიაშვილი: მწარე საუბარი 90 იანი წლების მოვლენებთან დაკავშირებით. თემურ შაშიაშვილი: ვარ პილიტიკოსი,რომელსაც იარაღი ხელში არ მჭერია!
- ვისაც გაინტერესებთ ჩემი მოსაზრებები უზენაესი საბჭოსთან დაკავშირებით (ხალხს ეს უნდა სიტყვა ხელისუფლებაზეა
- ვისაც გაინტერესებთ, ჩემი, როგორც პრეზიდენტის კანდიდატის მოსაზრებები (გახსენით ლინკი https://www.tetrebi.org/?s=%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+2018
- ვისავც გაინტერესებთ ჩემი მოსაზრებები არჩევნებების პერიოდში https://www.tetrebi.org//?s=%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+2020
- ვისაც გაინტერესებთ ჩემი მოსაზრებები ემიგრანტებთან დაკავშირებით, გახსენით ლინკი
- მოსაზრებები რუსეთთან დაკავშირებით (https://www.tetrebi.org/?p=29812) https://www.tetrebi.org/?s=%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98&paged=2
- მოსაზრებები ამერიკა და ევროპასთან დაკავშირებით https://www.tetrebi.org/?s=%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&paged=2
ამ მასალის გამოქვეყნებით ვაძლიერებ იმ ადამიანებს, ვისაც ჩემდამი კეთილი განწყობა აქვთ, ინფორმაციას ვაწვდი მათ, ვინც არ მიცნობს და გაუგებარ შეფასებებს აკეთებენ და ურწმუნო თომაც კი დარწმუნდება იმაში, რომ მთავარი ლანძღვა-გინება კი არაა, არამედ პატიოსნება და იუკერძოებლობა ადამიანის შეფასებაში. და არა მიკერძოებული. მე კი ვიტყვი ერთს მე არც წარსულის, და არც მომავლის არ მეშინია! ჩემი სიძლიერე იმაშია, რომ მთელი ცხოვრება ვებრძოდი არა სხვას, არამედ საკუთარ თავს და ასე შევძელი მომეკლა ჩემში სიძულვილი და მეცხოვრა ბიბლიური განწყობით: „გიყვარდეს მტერი შენი“. ასევე ვაპირებ გავაგრძელო მომავალში. ეს არ ნიშნავს, რომ შეცდომები არ მქონდა. პირდაპირ ვამბობ, უამრავი შეცდომა მქონდა, სინანულის გრძნობა არასდროს დამიკარგავს. ვინანიებ მათ და ხმამაღლა ვამბობ: მთავრდება მძიმე წელი – 2025 წელი შემოდის ახალი – 2026 . ბოდიშს გიხდით ყველას, ვისაც გაწყენინეთ . ანალოგიურს არ ვითხოვ მათგან, ვინც გული მატკინა და მაწყენინა. ყოველთვის მწამდა და მჯეროდა პოეტურად ნათქვამი ამ სიტყვების:
„ღმერთო მიმრავლე სათნოების დღე,
შურზე, მტრობაზე ამაღლების დღე,
მიმრავლე მტრებთან შერიგების დღე,
საკუთარ თავთან შერკინების დღე
სხვათა ცოდვების გამართლების დღე
ჩემი ცოდვეის განათების დღე
მიმრავლე შენთან შეხვედრების დღე
შენთვის ამ ქვეყნის შევედრების დღე“ (შოთა ნიშნიანიძე)
დაბოლოს, მწამს და მჯერა, რომ დღეს ჩვენ გვჭირდება ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად. მინდა ვიფიქრო, რომ 8 თებერვალს, დავითობას ბევრნი ვიქნებით გელათში და დიდ ეროვნულ შემოძახილს გავაკეთებთ გელათიდან.



